“უიგანი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მხითარიანი და ბაილი მატჩს სასტარტოდან დაიწყებენ

დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში პირველ მატჩს გამართავს ჟოზე მოურინიო. ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მეტოქე “უიგან ატლეტიკი” იქნება.

DW Stadium-ზე ამავდროულად შედგება ჰენრიკ მხითარიანისა და ერიკ ბაილის დებიუტი, რომლებიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდნენ გუნდს.

ბაილის დეილი ბლინდთან მოუწევს შეწყვილება დაცვის ცენტრში, მაშინ როცა სომეხი შემტევი ჯეიმს უილსონის უკან ითამაშებს.

10-თვიანი უქმობის შემდეგ აღნიშნულ მატჩში დაბრუნდება ლუკ შოუ, რომელმაც გასულ სექტემბერს, “პსვ-სთან” მატჩში ფეხი მოიტეხა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობა: ჯონსტონი, ფოსუ-მენსა, ბაილი, დეილი ბლინდი,ლუკ შოუ, მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, ლინგარდი, ჰენრიკ მხითარიანი, მემფის დეპაი, უილსონი.

სათადარიგოთა სკამი: პერეირა, ბლეკეტი, ჯონსი, ტუანზებე, ვარელა, იანუზაი, მატა, ა. პერეირა, ვალენსია, იანგი, კინი.

მატჩი სტარტს თბილისის დროით 16:30-ზე აიღებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 ივლისი)

“ვესტ ჰემი” ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებს

როგორც ჩანს, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის სურვილმა ერთიანად “გააგიჟა” – “ჩაქუჩები” მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც მადრიდული მხარე 80 მილიონ ევროს ითხოვს.

პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

The Sun-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 202 000 ფუნტს მიიღებს. სამშაბათს, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“პალასი” მზადაა ბერაჰინოს სანაცვლოდ 20 მილიონი გაიღოს

“კრისტალ პალასის” თაოსნები გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი – საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ბრომთან” მოლაპარაკებების წამოწყება. “ტოტენჰემის” ყოფილ სამიზნეში “არწივები” 20 მილიონ ფუნტს იხდიან.

ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალმა ჩაიბაროს

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შესაძლოა, ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს. ბელგიური ფეხბურთის ასოციაციაში ლუი ვან გაალის ვარიანტით ძალიან ბევრი “ჩინოვნიკი” არის მოხიბლული.

ddddddddddddddddddddddddddddd

რობსონ-კანუსთვის ბრძოლაში “ჰალ სიტი” დაწინაურდა

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ უელსის ნაკრების ფორვარდის, ჰალ რობსონ-კანუს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული (“სუონსი”, “უოტფორდი”, “ევერტონი”, “მიდლსბრო”, “ჰალ სიტი” და “ბარნლი”). თუმცა, ევრო 2016-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი “ვეფხვებს” აქვთ, რომლებიც მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

“ბორუსიას” გიოტცეს გაფორმებამდე სულ ცოტა აკლია

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსია” მარიო გიოტცეს გადაბირებასთან ძალიან ახლოს არის. წყაროს ცნობით, კლუბმა “ბაიერნთან” ფასი უკვე შეათანხმა (28 მლნ. ევრო). სავარაუდოდ, გერმანელი შემტევი მის ყოფილ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ზელინსკის “ლივერპულში” უნდა გადასვლა … თუმცა, “მილანში” გადადის

Goal-ის ცნობით, პიოტრ ზელინსკი უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ “როსონერის”, მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპის “ლივერპულმა” მის კლუბთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა – “ლივერპულის” მიერ შეთავაზებული 11 მილიონი ფუნტი იტალიელებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა.

სონგი “ბარსელონას” დატოვებს?

დიახ, არ გატყუებთ, ალექს სონგი ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. და დიახ, “ბარსელონასთან” არსებული 4-წლიანი კონტრაქტი საბოლოოდ ამოიწურა. ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი “ვესტ ჰემში” გაატარა, სავარაუდოდ რუსულ “რუბინს” შეუერთდება.

ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს ჟოზეს “მანჩესტერი” ?

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა 2016-17 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ახალ საფეხურზე გადავიდეს. შაბათს, ჟოზე მოურინიო პირველ მატჩს გამართავს “წითელ ეშმაკთა” თავკაცის რანგში, მისი მეტოქე კი უიგანის “ატლეტიკი” იქნება.

“იუნაიტედის” ფეხბურთელები თავიანთ ბანაკში 4 ივლისიდან ბრუნდებოდნენ. მომდევნო 18 დღის მანძილზე, ინგლისური გრანდი 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ უეინ რუნის “ევერტონის” წინააღმდეგაც მოუწევს თამაში.


“უიგან ატლეტიკი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – შაბათი, 16 ივლისი – DW Stadium, უიგანი – 16:30

“ბორუსია დორტმუნდი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – პარასკევი, 22 ივლისი – Shanghai Stadium, შანხაი – 16:00

“მანჩესტერ სიტი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – ორშაბათი, 25 ივლისი – Bird’s Nest Stadium, ბეიძინი – 15:30

“გალათასარაი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – შაბათი, 30 ივლისი – Ullevi Stadium, გოტენბურგი – 21:30

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ევერტონი” – ოთხშაბათი, 3 აგვისტო – Old Trafford, მანჩესტერი – 23:00


აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ პრე-სეზონში ლუი ვან გაალს მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მოურინიომ “უიგანთან” და “გალათასარაისთანაც” მოინდომა ძალების მოსინჯვა.

“იუნაიტედი” მომავალი სეზონის პირველ მატჩს “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართავს, 7 აგვისტოს. პრემიერ ლიგაში კი 14 აგვისტოს ჩაერთვება, მათი პირველი მეტოქე კი ედი ჰაუს “ბორნმუთი” იქნება.

მოურინიომ იბრაჰიმოვიჩი სამი სიტყვით დაახასიათა

მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. შვედ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდის” ბინადრების დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან ახლო ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როცა ორივე მათგანი მილანის “ინტერში” მოღვაწეობდა.

ჟოზე კარგად იცნობს ზლატანს. მან იგი სამი სიტყვით, მოკლედ დაახასიათა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “მოუს” “იბრასთვის” ამპარტავანი არ უწოდებია. “მხიარული, გამარჯვებული, მეგოლე,” – ასე აღწერა პორტუგალიელმა სპეციალისტმა 34 წლის მოთამაშე.

ფრანგული პრესა: იულიან დრაქსლერისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო

საფრანგეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” ერთ-ერთია იმ ინგლისურ კლუბთაგან, რომლებიც გერმანელი ვინგერის, იულიან დრაქსლერის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

დრაქსლერი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი ასეთი ასპარეზობა კი შეუმჩნევლად არ დარჩენია “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც უკვე გაუგზავნა გერმანულ “ვოლფსბურგს” შეთავაზება.

რაც შეეხება ლონდონურ “არსენალს”, არსენ ვენგერი 22 წლის შემტევის გადაბირებას გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა დრაქსლერმა “მეთოფეთა” რიგებში თამაშს “მგლების” წევრობა ამჯობინა.

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გადაუხდის “მანჩესტერი” მხითარიანს

გერმანული ტაბლოიდი, Bild ავრცელებს ინფორმაციას “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულის, ჰენრიკ მხითარიანის სამომავლო ხელფასთან დაკავშირებით.

სომეხი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” თამაშისათვის წელიწადში 12.5 მილიონ ევროს (10.5 მილიონი ფუნტი) მიიღებს, რაც კვირაში 201,000 ფუნტს უდრის.

დამატებით, მხითარიანი 8 მილიონ ევროს მიიღებს დათანხმებისათვის.

Bild-მა ისიც გაარკვია, თუ რამდენის გადახდა დასჭირდა ინგლისურ გრანდს სომეხი ფეხბურთელის გადასაბირებლად – დორტმუნდის “ბორუსია” 42 მილიონ ევროს მიიღებს.

რომელ კლუბს დარჩა ყველაზე მეტი ფეხბურთელი ევრო 2016-ზე?

საფეხბურთო ზაფხული და ევრო 2016 უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ევროპის ჩემპიონატზე სულ რაღაც 4 გუნდი დარჩა – უელსი, პორტუგალია, გერმანია და საფრანგეთი.

გაინტერესებთ, რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ევრო 2016-ის ამ ეტაპზე? იხილეთ ეს სია ..


 

8 – “ბაიერნი”
5 – “კრისტალ პალასი”
4 – “რეალი”, “არსენალი”, “სპორტინგი”
3 – “იუვენტუსი”, “ვოლფსბურგი”, “ლივერპული”, “ლიონი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
2 – “ტოტენჰემი”, “პსჟ”, “მანჩესტერ სიტი”, “ლესტერ სიტი”, “ვესტ ჰემი”, “ბაიერ ლევერკუზენი” , “შალკე”, “ბეშიქთაში”, “ფულჰემი”, “ვალენსია”, “სუონსი” “ფენერბახჩე”, “საუთჰემპტონი”
1 – “ბარსელონა”, “რენი”, “სევილია”, “ნიუკასლი”, “ტიგრესი”, “ატლეტიკო დე მადრიდი”, “კიოლნი”, “ბორუსია დორტმუნდი”, “გალათასარაი”, “ინვერნესი”, “ბირნინგჰემ სიტი”, “ბარნლი”, “ვესტ ბრომი”, “ბენფიკა”, “რედინგი”, “ვოლვსი”, “ნოტინგემ ფორესტი”, “მაკ დონსი”, “ზაგრების დინამო”, “პორტო”, “მონაკო”, “ბრაგა”, “ლილი”, “ლორიენი”


 

აღსანიშნავია, რომ ტურნირში დარჩენილ ფეხბურთელთაგან 29 მათგანი ბრიტანულ პრემიერ ლიგაში ასპარეზობს. ამ მაჩვენებლით პრემიერ ლიგა ყველა დანარჩენ ჩემპიონატს ჯაბნის.

ჯგუფურ ეტაპზე (მანამ სანამ არავინ გავარდებოდა), ყველაზე მეტი წარმომადგენელი იურგენ კლოპის “ლივერპულს” ჰყავდა. მეტი, ვიდრე “მანჩესტერე იუნაიტედს”, “რეალსა” და “ბარსელონას”.

“ლივერპული” ტურნირზე 12 ფეხბურთელით იყო წარდგენილი, ისევე როგორც “იუვენტუსი”. შემდეგ მოდიან: “ტოტენჰემი” (11), “მანჩესტერ იუნაიტედი” (10) და “არსენალი” (9). “რეკორდმაისტერს” 11 წარმომადგენელი ჰყავდა, რომელთაგან მხოლოდ 3 გავარდა – რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), დავიდ ალაბა (ავსტრია) და ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი).

ნანი: “რენატო “მანჩესტერისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა, მაგრამ მან “ბაიერნი” აირჩია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვინგერი, ნანი ადასტურებს, რომ მისმა თანაგუნდელმა, რენატო სანჩესმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას კარიერის “ბაიერნში” გაგრძელება ამჯობინა.

“რენატო დიდებული შენაძენი იქნებოდა “მანჩესტერ იუნაიტედისათვის”. ამაში ეჭვი არ მეპარება.” – განაცხადა ნანიმ, რომელიც 2005 წელს შეუერთდა “მანჩესტერს”.

“მაგრამ მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა – და მან “ბაიერნ მიუნხენი” აირჩია.

იმედი მაქვს, რომ ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. ის ახლა თავს ბედნეირად გრძნობს. ვფიქრობ, “მანჩესტერში” ახლა უკვე აანალიზებენ თუ როგორი მოთამაშე გაუშვეს ხელიდან.

რენატო ძალზედ თვითდაჯერებული ფეხბურთელია. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მას საკმაოდ კარგი მენტალიტეტი გააჩნია – სულაც არ ეშინია დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღების.”

“მანჩესტერიდან” ინფორმაციამ გაჟონა – კლუბმა მხითარიანი გადაიბირა?

უყურადღებობის გამო, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფაქტიურად დაადასტურა ინფორმაცია ჰენრიკ მხითარიანის ტრანსფერის შესახებ.

ინგლისური გრანდის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში გამოჩნდა 2016-17 წლების გასვლითი მაისურები “დორტმუნდის ბორუსიას” თავდამსხმელის სახელით.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს დორტმუნდელთა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ დაადასტურა, რომ “წითელმა ეშმაკებმა” სომეხი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე გაუმჯობესებელი წინადადებით მიმართეს გერმანულ კლუბს.

41

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალური ქსელის, ინსტაგრამის მეშვეობით დაადასტურა, რომ მომავალ სეზონიდან ის კარიერას ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

34 წლის შვედი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, რამეთუ მას უკვე ამოეწურა “პარის სენ-ჟერმენთან” არსებული კონტრაქტი.

ზლატანი, რომელსაც წარსულში ნათამაშები აქვს “ბარსელონას”, “მილანის”, “ინტერისა” და “იუვენტუსის” რიგებში, ჟოზე მოურინიოს რიგით მეორე შენაძენი გახდა “მანჩესტერელთა” მწვრთნელის პოსტზე. შვედი ფეხბურთელს ინგლისური კლუბი კვირაში დაახლოებით 250 000 ფუნტს გადაუხდის.

Time to let the world know. My next destination is @manchesterunited #iamcoming

A photo posted by IAmZlatan (@iamzlatanibrahimovic) on

ფეხბურთელები, რომლებიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ინგლისში ვეღარ დარჩებიან

ინგლისური პოპულარული გამოცემები, როგორებიც არიან The Guardian და The Telegraph იტყობინებიან, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გარკვეულ ნაწილს კლუბის დატოვება მოუწევს.

Brexit-ის შემთხვევაში ლეგიონერი ფეხბურთელებისთვის პრემიერ ლიგაში გადმოსვლა ძალიან რთული იქნება. იმისათვის, რომ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება მიეცეს, მისი ნაკრები ფიფას რეიტინგში უნდა იყოს დაწინაურებული და ამ ფეხბურთელს ნაკრებში გარკვეული რაოდენობის მატჩებში უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

“არსენალი”
ფრანცის კოკლინი
მატეუ ფლამინი
მიკელ არტეტა
ჰექტორ ბელერინი
ნაჩო მონრეალი
ტომას როსიცკი
ლორენ კოშელნი
გნაბრი

“ბორნმუთი”
არტურ ბორუცი
სილვაინ დისტინი
ჯოშუა კინგი

“ბარნლი”
სტეფან ვორდი
როუენ ჰენინგსი

“ჩელსი”
ლოიკ რემი
კურტ ზუმა
მარკო ამელია

“კრისტალ პალასი”
ბრედ ჰანგელენდი

“ევერტონი”
ჯერარდ დეულოფეუ
ჟოულ რობლსი

“ჰალ სიტი”
დუშან კუციაკი
ბრაიან ლენიჰანი
დევიდ მეილერი

“ლესტერ სიტი”
ნ’გოლო კანტე
მარსინ ვასილევსკი
რობერტ ჰუტი

“ლივერპული”
ემრე ჯანი
ალბერტო მორენო
ჟოზე ენრიკე
ადამ ბოგდანი
სიმონ მინოლე
დეიან ლოვრენი
მამადუ სახო
ტიაგო ილორი
ჟოაო კარლოს ტეიშეირა

“მანჩესტერ სიტი”
ხესუს ნავასი
ბაქარი სანია
ელიქიმ მანგალა
გაელ კლიში

“მანჩესტერ იუნაიტედი”
ანტონი მარსიალი
ანდერ ერერა
ადნან იანუზაი
დავიდ დე ხეა
მორგან შნეიდერლინი
ტიმოტი ფოსუ-მენსა

“მიდლსბრო”
დიმი კონსტანტოპულოსი
ტომას მეიასი
მაიკლ აგაძი
დამია აბელა
დანიელ სანჩეს აიალა
ტომას კალასი
ენრიკე სოლა

“საუთჰემპტონი”
ხუანმი
ორიოლ რომეუ
ჟოზე ფონტე
ვირჯილ ვან დიიკი
მარტენ სტეკელენბერგი
ფლორინ გარდოსი
ხორდი კლასიე

“სტოკ სიტი”
ბოიან კრკიჩი
ხოსელუ
ერიკ პიტერსი
მარკ მუნიესა
ფილიპ ვოლშაიდი
იაკობ ჰოგარდი
იბრაჰიმ აფელაი
ჯანელი იმბულა
ჯონათან ტეიშეირა

“სანდერლენდი”
ფაბიო ბორინი
ოლა ტოივონენი
იან მ’ვილა
პატრიკ ვან ანჰოლტი
იონეს კაბული
ბიტო მანონე
იან კირხოფი
ჟერმეინ ლენსი

“სუონსი”
ბაფეტიმბი გომისი
ენჯელ რანგელი
ხორდი ამატი
კრისტოფერ ნორდფელდტი
ლეროი ფერი
ალბერტო პალოში

“ტოტენჰემ ჰოტსპური”
კევინ ვიმერი
მაიკლ ვორმი

“უოტფორდი”
მარიო სუარესი
მანუელ ხურადო
ობი ოლარე
ჯოზე ჰოლებასი
ეტიენ კაპუ
ნათან აკე
სტივენ ბერგისი
ჯოულ ესკტრანდი
კოსტელ პანტილიმონი

“ვესტ ჰემ იუნაიტედი”
დიმიტრი პაიეტი
პედრო ობიანგი
ანჯელო ოგბონა
ადრიანი

დე ბრუინი: “იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგისთვის დიდებული დანამატი იქნება”

კევინ დე ბრუინს სჯერა, რომ ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ზლატანს “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებენ.

“ვფიქრობ, რომ მისთვის ეს კარგი იქნება. მან უკვე იცხოვრა რამოდენიმე კარგ ქალაქში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აქაურობასაც კარგად მოერგება და თავს მიხედავს.

პიროვნულად მე ის ძალიან მომწონს. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ამ გზით მიდის. ჩემთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ის კარგი დანამატია, რაც პრემიერ ლიგისთვის დიდებული რამ არის.”