“ბარსელონამ” ხუან მატას შანსი მისცა

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველის, ხუან მატას გადაბირებით კატალონიური “ბარსელონაა” დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა ესპანური გუნდის წარმომადგენელს და განიხილეს მისი შესაძლო ტრანსფერის საკითხი.

საბოლოოდ კი, ორი მხარე მივიდა იმ შეთანხმებამდე, რომ თუკი ესპანელი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში ჩადგება, კატალონიელები მას ზაფხულში დაუკავშირდებიან.

27 წლის ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 23 მატჩში 4 გოლისა და 3 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

ფანების მუქარების გამო ვან გაალმა 24-საათიანი დაცვა დაიქირავა

ცნობილი ბრიტანული გამოცემის „მირორის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ჩერიშში თავისი სახლის დასაცავად 24-საათიანი დაცვა დაიქირავა. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უფრო უსაფრთხო ბინის ძებნა დაიწყო, რადგან მანჩესტერული კლუბის გულშემატვკირებისგან მუქარის წერილები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „წითელი ეშაკები“ პრემიერლიგის მეხუთე საფეხურზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მათ ხუთი ქულა აშორებთ. ვან გაალს ხშირად გუნდის არც ისე სანახაობრივი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

კერიკი მანჩესტერს უახლოეს მომავალში დატოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა შესაძლოა კლუბი მომდევნო ზაფხულს დატოვოს.

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ კერიკს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების ნება დართო.

34 წლის მოთამაშით, რომელიც თავის კლასს დღესაც არ კარგავს, “პარის სენ-ჟერმენი” და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

მადრიდის “რეალი” კვლავ დე ხეას დაუბრუნდა

თუკი ესპანურ “As”-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს დე ხეას გადაბირებას, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მეკარემ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ფლორენტინო პერესი უკან დახევას მაინც არ აპირებს.

ესპანური მედიის ცნობით, პერესი დარწმუნებულია, რომ დე ხეას კვლავ სურს “ბლანკოსის” რიგებში მოხვედრა. სწორედ ამიტომაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული გრანდის მთავარი სამიზნე იქნება.

ნემანია ვიდიჩმა კარიერა დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, მცველმა ნემანია ვიდიჩმა მოთამამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„ბუტსების ლურსმანზე დაკიდების დრო მოვიდა. მუდმივმა ტრავმებმა, რომლებიც ბოლო წლებში მაწუხებდნენ, თავისი როლი ითამაშეს. მინდა ყველა გუნდის თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო. ასევე იმ გულშემატკივრების მადლიერი ვარ, რომლებიც მხარს მიჭერდნენ“, – ციტირებს ვიდიჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური ვებსაიტი.

34 წლის სერბის ბოლო კლუბი მილანის „ინტერი“ იყო, „ნერაძურისთან“ კონტრაქტი მან იანვარში გაწყვიტა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე ის ჯერ „ცრვენა ზვეზრდას“, ხოლო შემდეგ მოსკოვის „სპარტაკის“ ფერებს იცავდა. მანჩესტერულ კლუბს ვბიდიჩი 2006 წლის იანვარში შეუერთდა და მასთან ერთად ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

სებეთის ნაკების ღირსებას ნემანია 2006 წლიდან 2011 წლამდე იცავდა და 56 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვან გაალი დიდი ხნის წინ უნდა გაეშვა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველის ანდრეი კანჩელსკისის აზრით, ლუი ვან გაალს „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უდნა დაეტოვებინა.

„რა ხდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარშემო”? არაფერი. ვან გაალი მწვრთნელია, რომელსაც დიდი ხანია, უნდა დაეშმვიდობონ. არამგონია, ის ზუსტად ახლა წავიდეს. ეს სეზონის ბოლოს მოხდება. თავისი სურვილით ვან გაალი არ წავა. ასე კი იქამდე ვისხდებით, სანამ კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინება პიკს მიაღწევს“, – განაცხადა კანჩელსკისმა.

რუნიმ პრემიერლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ენფილდზე“ „ლივერპული“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 78-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა, რომელიც მისთვის პრემიერლიგაში, მანჩესტერელთა მაისურით, 176-ე გამოდგა. აქედან გამომდიანრე, 30 წლის ფორვარდმა „არსენალის“ ლეგენდარულ თავდამსხმელ ტიერი ანრის გაუსწრო, რომელსაც „მეთოფეთა“ შემადგენლობაში ინგლისის პირველობაში 175 გოლი ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ერთი კლუბის მაისურით პრემიერლიგაში გატანილი გოლების ამ რაოდენობით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა.

მერსესაიდელთა კარში გოლი რუნისთის ბოლო ოთხ მატჩში მეხუთე გამოდგა.

სათქმელია ისიც, რომ რუნისთვის2005 წლის შემდეგ „ენფილდზე“ ეს პირველი გოლია. მანჩესტერელთა ღირსებას უეინი 2004 წლიდან იცავს.

კლოპი: „მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა შემეძლო“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის თქმით, 2013 წელს მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონის ადგილის დაკავება შეეძლო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დამიკავშირდა. დიდი ხანი არ გვისაუბრია, მაგრამ ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავდა. ეს დიდი პატივი იყო.

როდესაც მანჩესტერელები ჩემით დაინტერესდნენ, დორტმუნდის დატოვება არ შემეძლო. 2013 წლის აპრილი იყო, შემდეგი სეზონისთვის გეგმებს ვაწყობდი. სატრანსფერო მიზნებთან ახლოს ვიყავით, ასეთ სიტუაციაში წასვლა არ შემეძლო. ასე არ უნდა ხდებოდეს.

რეალური წინადადება არ მიმიღია, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მას ვერ დავთანხმდებოდი. შესაძლოა, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იქნებოდა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძია. ყოველთვის „ბორუსიას“ ერთგული ვიყავი. იგივეს „მაინცზეც“ ვიტყოდი“, – ციტირებს კლოპს Goal.com-ი.

რუნიმ პრემიერლიგაში ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკორდს მიაღწია.

„ნიუკასლთან“ ფრედ 3:3 დასრულებულ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა. შედეგად, ინგლისის პრემეირლიგაში ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით რუნი „არსენალის“ ექს-ფორვარდს ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ახლა ორივეს აქტივში 175 გოლია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რუნი პრემიერლიგის ყველა დროის მეორე ბომბარდირი გახდა.

გულშემატკივრებმა რუნი ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ინგლისელი გულშემატკივრების კლუბის წევრებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი ეროვნული ნაკრების გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფორვარდმა ხმათა 37% მიიღო. აქედან გამომდინარე, რუნიმ ეს ტიტული უკვე მეოთხედ მიიღო.

2015 წელს 30 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამყარა და გუნდთან ერთად ევრო 2016-ზე გავიდა.

პრიზს უეინი მხოლოდ მარტში მიიღებს, როდესაც ინგლისის ნაკრები შეიკრიბება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „წითელი ეშმაკების“ ლიდერი პრემიერლიგის ყველა დროის მეორე ბობმარდირიც გახდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მილანი“ უარით გაისტუმრა

გავრცელებული ინფორმაციით, „მილანი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველით მარუან ფელაინით დაინტერესდა.

28 წლის ბელგიელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს, მისი ამჟამინდელი წლიური ხელფასი კი 3,5 მილიონი ევროა.

როგორც „Corriere della Sera“ და „La Repubblica“ წერენ, იტალიურ კლუბს ბელგიელის შეძენა არ შეუძლია, ამიტომ სილვიო ბერლუსკონი „წითელ ეშმაკებს“ იჯარას სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო. მანჩესტერელები ფეხბურთელის იაჯრით გაშვებას არ განიხილავენ და მხოლოდ კონკრეტულ წინადადებებზე ფიქრობენ.

ვან გაალი: „ჯერ კიდევ ლიდერებს შორის ვართ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „სუონსი სიტისთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„სუონსისთან“ სარისკო ტაქტიკა ავირჩიეთ, ნახევარდაცვაში მეტოქე მშვენივრად მოქმედებდა. ჩვენ სამი მცველით ვთამაშობდით, მაგრამ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. პირველი გოლის შემდეგ გაგვიადვილდა.

ფეხბურთელების გამო მიხარია, რადგან მათ დიდი წნეხის ქვეშ ითამაშეს, თუმცა მოგება მაინც შეძლეს. ჯერ კდიევ ლიდერებს შორის ვართ, სხვაობა არც თუ ისე დიდია. ეს ფეხბურთია, სეზონი გრძელდება.

ახლა ასევე კარგად „შეფილდთან“ უნდა ვითამაშოთ“, – განაცხადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.