პელეგრინი: „ბევრი ჟურნალისტი ჩემ გასაკრიტიკებლად მზად იქნებოდა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ „ლივერპულთან“ ინგლისის ლიგის თასის პენალტების სერიაში მოგებული ფინალის შესახებ ისაუბრა.

„მოგება დავიმსახურეთ. რამდენიომე მომენტი ხელიდან გავუშვით, თუმცა რომ ეკითხათ, როგორ მოგებას ვისურვებდი, სწორედ ასეთს ავირჩევდი.

კაბალიეროს დაყენებისთვის ბევრი ჟურნალისტი ჩემ გასაკრიტიკებლად მზად იქნებოდა, მაგრამ მისი მჯეროდა. კლუბის ყველა ფეხბურთელისა და მოთამაშის გამო მიხარია. განსაკუთრებით კაბალიეროს გამო, მან ეს დაიმსახურა.

„უემბლიზე“ ტიტულის მოგება ააღაც განსაკუთრებულია, მაგრამ ახლა უკვე შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ნასრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოხსნა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განაცხადიდან ნახევარმცველი სამირ ნასრი მოხსნა, რადგან მას გამოსაჯანმრთელებლად კიდევ ორი თვე სჭირდება. ფრანგის ადგილს განაცხადში თავდამსხმელი კელეჩი იენაჩო დაიკავებს.

„კელეჩი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ნასრის შევატყობინე, რომ მისი სიიდან ამოშლა მომიწია. კელეჩი გვჭირდება, რადგან ამჟამად უილფრიდ ბონიც ტრავმირებულია. რისკი და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ კუნ აგუეროს ყოლა არ შეგვიძლია.

ფეხბურთელისთვის ასეთი ამბის შეტყობინება ყოველთვის რთულია. სამირმა იცის, რომ თამაშს კიდევ ორი თვე ვერ შეძლებს, კელეჩი კი ამჟამად ჩინებულ ფორმაშია. კლუბისთვის და მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის ფეხბურთელები ძირითად გუნდში გადადიოდნენ“, – ციტირებს „ჩილელს“ „სიტის“ პრესსამსახური.

შეგახსეენებთ, რომ ტურნირის 1/8 ფინალში მანჩესტერელთა მეტოქე კიევის „დინამო“ იქნება.

ტურეს აგენტმა გუარდიოლა გააკრიტიკა და კოტ დ’იუვარელის წასვლაზე მიგვანიშნა

იაია ტურეს აგენტს სჯერა, რომ კოტ დ’იუვარელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებს მას შემდეგ დატოვებს, რაც ინგლისურ კლუბს პეპ გუარდიოლა ჩაიბარებს.

“ვფიქრობ, რომ იაია კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. თუმცა იმედი მაქვს, რომ წასვლამდე ის რამდენიმე მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებს.

მთავარი ის არაა მოსწონს, თუ არა პეპს იაია. ცხოვრებაში ყველაფერს უნდა შეეგუო. პეპს შეუძლია ტურე თავისთან დაიბაროს და უთხრას “მე შენ მჭირდები”, თუკი მისი დარჩენა მართლა უნდა.”

სელუკმა პეპის “ბარსელონური” კარიერაც გააკრიტიკა: ” ჩემის აზრით,  ადამიანმა გუნდს მხარი მაშინაც უნდა დაუჭიროს, როცა უჭირს და არა მარტო მაშინ, როცა ის საუკეთესო ფორმაშია.

ლუის ენრიკემაც ზუსტად ისეთი რამ გააკეთა “ბარსელონაში”, რაც პეპმა. ასე რომ არ ღირს იმის სკანდირება, რომ ეს გუარდიოლას გუნდია.” – განაცხადა მარტინმა The Sun-თან ინტერვიუში.

 

როდის დაბრუნდება ვენსან კომპანი?

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გუნდის კაპიტნის ვენსან კომპანის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

„კომპანი შექმნილი სიტუაციით ძალიან შეწუხებულია, რადგან ის რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელბას ცდილობს. ვენსანი ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გადის, რათა თავისი ხშირი ტრავმიანობის მიზეზი გაარკვიოს.

კომპანი მოედანზე დაბრუნებას თებერვლისთვის გეგმავს. ასე რომ, მის გარეშე თამაში კიდევ ერთი თვე მოგვიწევს“, – ციტირებს ჩილელს „გარდიანი“.

პელეგრინი: „ვფიქრობ, მოგებას „ლესტერზე“ ემტად ვიმსახურებდით“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ „ლესტერთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩი შეაჯამა.

„ვფიქრობ, ამ მaტჩში მოსაგებად მეტოქეზე მეტი გავაკეთეთ. ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით, მეტოქის კარს ბევრს ვუტევდით, გვქონდა მეტი მომენტი, მაგრამ „ლესტერთან“ გასვლაზე თამაში ადვილი არაა.

აქ მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად არ ჩავსულვართ. ჩემმა ფეხბურთელებმა მეტოქეს საგოლე ეპიზოდების შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს. მთელი 90 წუთის განმავლობაში იმაზე ვმუშაობდით, რომ მოგვეგო.

სეზონის გადამწყვეტი პერიოდი იწყება. იანვრის ბოლოს, ვნახავთ, სად ვიქნებით. გარდა ამისა, თასებზე სიტუაციაც უფრო ნათელი გახდება“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

19 ტურის შემდეგ „ქალაქელები“ 36 ქულით პრემიერლიგის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

პელეგრინი კომპანის ტრავმამ გააკვირვა

„მანბჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გუნდის კაპიტნის ვენსან კომპანის ტრავმით, რომელიც მან „სანდერლენდთან“ გუშინდელ მატჩში მიიღო, გაკვირვებულია. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი სხვა ტრავმის შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. აქამდე მას რამდენიმე კვირა არ უთამაშია.

„არავის ესმის, ეს რატომ მოხდა. კომპანი მთელი კვირის განმავლობაში კარგად ვარჯიშობდა. ამის გაგება რთულია.

დეკემებრში ტიტულს არავინ იგებს, ასე რომ, „ლესტერთან“ უახლოეს მატჩში გაგვიჭირდება. სეზონის მეორე ნახევარში კონკურენტებთან ვითამაშებთ. ასეთ მატჩებში შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ფეხბურთს ჩილელი სპეციალისტი.

პელეგრინიმ „არსენალთან“ წაგებული მატჩი შეაფასა

„არსენალთან“ ანაგარიშით 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჟურნალისტთა წინაშე წარსდგა.

„მეორე გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. მეტოქემ ანგარიში პირველივე ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნა, იქამდე გოლის გატანის შანსი ჩვენ გვქონდა. მეორე გოლი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, პირველი ტაიმის დამატებით დროში შეცდომა დავუშვით.

ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში მოგებაა საჭირო. კარგია, რომ აგუერო მოედანზე დაბრუნდა, შესაძლოა, მას საჭირო ფორმის აღსადგენად კიდევ რამდენიმე შეხვედრა დასჭირდეს.

გათამაშებაში კიდევ 63 ქულაა, წინ ბევრი ტურია. მეორე ტაიმში ჩვენმა თამაშმა დაამტკიცა, რომ ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. სტატისტიკას ყურადღებს არ ვაქცევ, მაგრამ ნამდვილად საჩემპიონო ბრძოლაში ვართ. თუ ამის არ გჯერათ, მაშინ სწორი საქმით დაკავებულები არ ყოფილხართ.

რისკზე წავედით, საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ მსგავსი კალიბრის დაპირისპირებებშ იშეცდომების დაშვება არ შეიძლება“, – ციტირებს ჩილელს BBC.

პელეგრინი: „ინგლისის ჩემპიონატს მოურინიო მოენატრება“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებას გამოეხმაურა.

„ეს მძიმე სიტუაციიაა. პრემიერლიგამ ძლიერი მწვრთნელი დაკარგა. შესაძლოა, მას ბევრ რამეში არ ეთანხმებიან, თუმცა მოურინიო ჩემი მტერი არ იყო. მისი წასვლა ინგლისის ჩემპიოანტისთვის ცუდი მოვლენაა. პრემიერლიგას ჟოზე მოენატრება. მასთან ერთად ჩემპიონატი უფრო საინტერესო და დაძაბული იყო. რთულია იმის წარმოდგენა, ასეთმა ტიტულოვანმა მწვრთნელმა სამსახური როგორ დაკარგა“, – განაცხადა ფეხბურთის ჩილელმა სპეციალისტმა.

პელეგრინი: „პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თვლის, რომ ინგლისის ჩემპიონატის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პრემიერლიგა ყველაზე მნიშვნელოივანია. ჩემპიონთა ლიგაზე შენ ერთი მატჩის ჩატარება და ნახევარფინალიდან გამ~ვოარდა შეგიძლია. შენს წარმატებას ბევრი არ გაიხსენებს. ინგლისის პირველობაში კი მუშაობა მთელი წლის განმავლობაშია საჭირო. ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი იდეა არ უდნა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მისი მოგება კარგია, მაგრამ ამის გამო პრემიერლიგის დავიწყება არ ღირს“, – ციტირებს ჩილელს Goal.com.

ინგლისის პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგაშ მომუშავე 11 ყველაზე ამღალანაზღაურებადი სპეციალისტის სიას.

11. „The Telegraph“-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასში“ ალან პარდიუს ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. ზამთარში ინგლისელი „ნიუკასლიდან“ თითქმის მშობლიურ კლუბში გადავიდა და მოღვაწეობა, ტრადიციულად, ძალიან კარგად დაიწყო.

Barclays Premiership 2014/15 - Stoke v Crystal Palace
9-10. ტიმ შერვუდი („ასტონ ვილა“) – £2 მილიონი. ბირმინგემელთა ცუდი სტარტის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სულ მალე არა ამ მწვრთნელის ხელფასზე, არამედ მის გათავისუფლებისთვის მიღებულ კომპენსაციაზე საუბარი მოგვიწევს.

Aston Villa v Arsenal - FA Cup Final
9-10 მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“) – £2 არგენტინელის ხელფასი პარდიუს კომპენსაციაზე ოდნავ მეტია, რაც სავსებით დამსახურებულია.

Tottenham Hotspur v Crystal Palace - Premier League
8. სემ ელერდაისი („სანდერლენდი“) – დაახლოებით £ 2,5 მილიონი. „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ სემ ელერდაისი უმუშევარი დიდიხნით არ დარჩენილა. „სანდერლენდის“ პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სპეციალისტი ბონუსის სახით ასევე დამატებით ორ მილიონ ფუნტს მიიღებს.

Football - Sunderland v Borussia Monchengladbach - Under 21 Premier League International Cup Group D - Stadium of Light - 12/10/15 Sunderland manager Sam Allardyce in the stands before the match Action Images via Reuters / Lee Smith Livepic EDITORIAL USE ONLY.
6-7. რობერტო მარტინესი („ევერტონი“) – £ 3 მილიონი. 2014 წლის ზაფხულში ესპანელმა მერსესაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც მას 2015 წლის ზაფხულში, ალბათ, არ შესთავაზებდნენ.

Everton v Liverpool - Premier League
6-7. სლავენ ბილიჩი („ვესტ ჰემი“) – £ 3 მილიონი. ოლიმპიურ სტადიონზე და პრემიერლიგასთან ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ვესტ ჰემმა“ თანხის მწვრთნელზე დახარჯვა გადაწყვიტა.

Peterborough United v West Ham United - Pre Season Friendly
5. მანუელ პელეგრინი („მანჩესტერ სიტი“) – £ 4 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი სპეციალისტის „სიტიდან“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ზაფხულშ მან „ქალაქელებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

Manuel-Pellegrini11-1
4. იურგენ კლოპი – £ 7 მილიონი. „ლივერპულმა“ წინა კვირას ნამდვილად დიდი ფსონი დადო და ახლა სათანადო შედეგის მიღწევასაც იმედოვნებს.

Jürgen Klopp
3. ლუი ვან გაალი – £ 7,3 მილიონი. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ძველი დიდების დასაბრუნებლად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თანხას არ ზოგავს.

Louis van Gaal
2. არსენ ვენგერი – £ 8,3 მილიონი. „არსენალს“ 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გარდა, ყველაფერზე ეკონომია შეეძლო.

wenger
1. ჟოზე მოურინიო – £ 8,5 მილიონი. პორტუგალიელის წლიური შემოსავალი 1,5-2-ჯერ მეტია, თუმცა მას ერთ ხელფასზე ცხოვრებაც შეუძლია.

Jose Mourinho

პელეგრინის გერმანიაში გამგზავრების წინ პასპორტის წამოღება დაავიწყდა

მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩზე გერმანიაში გამგზავრების წინ „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს მანუელ პელეგრინის პასპორტი სახლში დარჩა. ამის გამო ჩილელს სახლში სწრაფად დაბრუნება და შემდგომ კვლავ აეროპორტში ჩასვლა მოუწია.

„ორი პასპორტი მაქვს და თავიდან შემთხვევით სხვა წამოვიღე“, – განაცხადა „ქალაქელთა“ დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბორუსია“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

პელეგრინი: „უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ „ვესტ ჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პირველ ტაიმთან შედარებით, მეორეში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. იმ აგრესიულობით ვერ გამოვრჩეულვართ, რა აგრესიაც საშინაო შეხვედრებში უნდა გამოვავლინოთ. თამაშის დროს გარკვეული შეცდომები გამოვასწორეთ, თავდაჯერებულობაც მოგვემატა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. ორი გაშვებული ბურთის შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ აღვმოჩნდით.

იქედან გამომდინარე, რომ მეტოქემ აქამდე „ლივეპრული“ და „არსენალი“ დაამარცხა, ვიცოდით, რომ ადვილი მატჩი არ გვექნებოდა. მომენტების რეალიზაცია უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.