აგენტი მინო რაიოლა მისი კლიენტის ახალ გუნდში მოწყობას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი “ლივერპულშია”, თუმცა ბრენდან როჯერსი მას საერთოდ არ იყენებს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, “ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მერსისაიდელებს ბალოტელის იჯარის სანაცვლოდ ორი მილიონი, ხოლო გამოსყიდვის სანაცვლოდ 18 მილიონი შესთავაზა.
“წითლებიის” თვითერზე გამოქვეყნებული პოსტი ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.
კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კოუტინიო, ჯანი და ბენტეკე ვარჯიშობენ, შემდეგი წარწერით: “ადამ ლალანა მსოფლიო კლასის ტალანტებთან შეხვედრას ელის”.
თუმცა, სხვა გამოცემის ჟურნალისტები წერენ, რომ მათთან ერთად მარიო ბალოტელიც ვარჯიშობდა და ფოტოდან ჩამოჭრეს.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელის გაფორმება იტალიის სერია ც-ს გუნდსაც კი სურს.
„ლივერპულში“ მარიო ბალოტელის სადებიუტო სეზონი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, რის გამო ევროპული პრესა მისი სხვა კლუბში გადასვლის შესახებ აქტიურად წერდა. გარდა ამისა, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე არ გაჰყვა. ამის შესახებ მერსესაიდული კლუბის თავკაცმა ბრენდან როჯერსმა ისაუბრა.
„მარიო ჩვენთან ერთად ტურში არ არის, მაგრამ სხვა მოთამაშეებთან ერთად ის „ლივერპულის“ ბაზაზე ვარჯიშობს. მისი მომავალი თავად მისსავე ხელშია. ბალო ბევრს მუშაობს, რათა კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს. ვნახოთ, სეზონის დასაწყისისთვის, მარიო როგორ მდგომარეობაში იქნება“, – განაცხადა როჯერსმა.
თურქული პრესის ინფორმაციით, თურქულ “ტრაბზონსპორს” გუნდში სამი ცნობილი ფეხბურთელი: ოსკარ კარდოსო, სტეფან მ’ბია, კევინ კონსტანტი არ ყოფნის და იწყებს ახალ მეგა ტრანსფერზე მუშაობას.
როგორც პრესაში იტყობინებიან, შოთა არველაძის გუნდს “ლივერპულის” 24 წლის იტალიელი შემტევი, მარიო ბალოტელი სურს. გუნდი ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი მერსისაიდულ გუნდში გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ყველა ტურნირზე მხოლოდ სამი გოლის გატანა შეძლო.
“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. 24 წლის ფეხბურთელით “ბეშიქთაში” არის დაინტერესებული. თურქული გამოცემა Haberturk-ი იუწყება, რომ კლუბი იტალიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის წინადადებით “ლივერპულს” უახლოეს პერიოდში მიმართავს.
წყაროს თანახმად, “ბეშიქთაშის” მესვეურები ბალოტელის დემბა ბას შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.
მარიო ბალოტელიმ პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.
„ლივერპულის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ზაფხულში მერსესაიდულ კლუბს არ დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა.
„მარიომ კლუბში ადაპტაცია გაიარა. ბრენდან როჯერსის გეგმების შესახებ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბალოტელი ახალ სეზონში თავს აუცილებლად გამოიჩენს“, – განაცხადა სუპერმარიოს წარმომადგენელმა.
თავის ავტომობილ „Ferrari M62“-თ ფეხბურთელი საათში 109 მილით (175 კმ/საათში) მოძრაობდა. 24 წლის მოთამაშის თქმით, მან ამის შესახებ არ იცოდა, რადგან მის მანქანაში სიჩქარის კილომეტრებში გაგება შესაძლებელი არაა.
აღსანიშნავია, რომ სუპერმარიო სასამართლოზე არ გამოცხადდა, რის გამოც 800 ფუნტით დაჯარიმდა და 28 დღით ტარების უფლება დაკარგა.
“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელიც მანამდე “ლივერპულის” ღირსებას იცავდა, მერსისაიდული გუნდის თავდასხმელის, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.
“მარიოს დიდ კლუბებში უთამაშია და დამტკიცებული აქვს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.
ადვილი არ არის “მანჩესტერ სიტიში” თავის დამკვიდრება და შემდეგ ინგლისში დაბრუნება. მას ახლა იოლი პერიოდი არ უდგას, თუმცა მაინც ჩინებული მოთამაშეა”, – სუარესის სიტყვებს “ასი” ციტირებს.
მარიო ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.
თანამედრვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოთამაშე ხშირად კომიკური სიტუაციების მთავარი გმირიც ხდება.
ბალოტელი და ლივერპულის ფანი
უკანასკნელი სასაცილო ამბავი მარიოს დაახლოებით ორი კვირის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის დროს შეემთხვა. იტალიელს ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, როდესაც სმოლინგთან მცირე კამათი მოუვიდა. ბალოტელი მეტოქესთან ურთიერთობის გასარკვევად იწევდა, თუმცა “ენფილდის” ტრიბუნებიდან ის “ლივერპულის” გულშემატკივარმა შეაჩერა და ფეხბურთელი წითელი ბარათის მიღებისგან გადაარჩინა.
“ვიფიქრე, რომ გააძევებდნენ. სმოლიგმა მას ხელი კრა და მარიოც იგივეს აპირებდა. მახსოვდა, რომ ბალოტელის ერთი ყვითელი უკვე ჰქონდა, ამიტომ მისი დამშვიდება ვცადე. ის საკმაოდ დიდი და ძლიერია, მაგრამ მისი დაჭერა მაინც შევძელი” – იხსენებს მერსისაიდელთა გულშემატკივარი.
ბალოტელი და გაძევება
ბალოტელის კარიერაში წითელი ბარათები იშვიათობა არ არის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მისი კარიერის “ინტერში” გატარებულ პერიოდს ეხება. ამ ამბავს მილანელთა ყოფილი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო იხსენებდა. ჩემპიონთა ლიგაში, “რუბითან” მატჩის დროს დისკვალიფიკაციებისა და ტრავმების გამო “ინტერში” ერთადერთი ფორვარდი, რომელსც თამაში შეეძლო, სწორედ მარიო იყო. პორტუგალიელი მწრთნელის თქმით ბალოტელიმ ყვითელი ბარათი ჯერ კიდევ პირველ ნახევარში მიიღო, რის გამოც მთელი შესვენების განმავლობაში ის სწორედ იტალიელ ფორვარდს ესაუბრებოდა და ფრთხილ თამაშს სთხოვდა. თუმცა, მატჩის განახლებისთანავე მარიომ მეორე ყვითელი მიიღო და “ინტერიც” 10 კაცით დარჩა.
ბალოტელი და ფორმულა 1
ჟოზე მოურინიომ მარიოს შესახებ კიდევ ერთი სახალისო ამბავი მოყვა:
“ინტერში” მუშაობის პერიოდში მარიო ჩემს ოფისში დავიბარე, რათა მასთან გარკვეული თემები განმეხილა. თუმცა, ის არ მოვიდა, რის შემდეგაც მიზეზების გასარკვევად დავუკავშირდი: “მარიო, ჩემთან ორ საათზე გელოდი, რატომ არ მოხვედი?” – რაზეც მან მიპასუხა: “თქვენი ნახვა ნებისმიერ დროს შემიძლია, ფორმულა 1 კი იტალიაში მხოლოდ წელიწადში ერთხელ ტარდება”.
ბალოტელი და პენალტი
“ინტერში” თამაშის დროს “პალერმოს” კარში დანიშნული პენალტის შესრულება მარიოს ძალიან სურდა. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ 11-მეტრიანის დარტყმა სამუელ ეტოოს ევალა, რომელსაც საჯარიმოდან გასვლაზე არც უფიქრია. საბოლოოდ, მარიო საჯარიმო მოედნიდან ხავიერ ძანეტიმ გაიყვანა, კამერუნელმა კი პენალტი ზუსტად შეასრულა.
ბალოტელი და მილანური კლუბების მაისურები
“ინტერში” ყოფნისას მარიოს კლუბის ტიფოზებთან კონფლიქტები რეგულარულად მოსდიოდა. “ბარსელონასთან” გამარჯვების შემდეგ ბალოტელიმ “ინტერის” მაისური დემონსტრაციულად გაიხადა და მოედანზე მოისროლა, რითაც კლუბის ფანები კიდევ ერთხელ გააბრაზა. “სიტიში” გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე კი ერთ-ერთ ტელეშოუში ჟურნალისტების ნაჩუქარი “მილანის” მაისური მოირგო.
ბალოტელი და “ნაკიდკა”
ფანების მსგავსად ბალოტელის ურთერთობა არც საფეხბურთო ეკიპირებასთან ეწყობა, რაზეც ნათლად ეს ვიდეო მეტყველებს.
ბალოტელი და ხანძარი
ერთ-ერთი მანჩესერული დერბის წინ მარიო დროს სახლში, მეგობრებთან ერთად ატარებდა. ახალგაზრდებმა ფანჯრიდან ფეირვერკების გაშვება გადაწყვიტეს და იტალიელის სახლში ხანძარიც მოაწყვეს. საბედნიეროდ, მეხანძრეები ადგილზე დროულად მოვიდნენ და არავინ არ დაშავებულა.
ბალოტელი და მაკრესთან პირისპირ გასვლა
ამერიკული ტურნეს საჩვენებელი მატჩის დროს ბალოტელიმ მეკარესთან პირისპირ გასვლის დასრულება ქუსლით შესრულებული დარტყმით გადაწყვიტა, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძლით ასცდა. სამწვრთნელო შტაბის რეაქციამ არ დააყოვნა და მარიოც მალევე ჯეიმს მილნერმა შეცვალა.
ბალოტელი და დართსი
“სიტიში” ყოფნისას მოწყენილმა ბალოტელიმ გართობა საკმაოდ ორიგინალური ხერხით გადაწყვიტა და ახალგაზრდული კლუბის მოთამაშეებს დართსი ესროლა. საბედნიეროდ, ამ დროს არავინ დაშავებულა… გარდა ბალოტელისა, რომელიც კლუბმა 100 ათასი გირვანქით დასაჯა.
ბალოტელი და უილშირი
2010 წლის ბოლოს მარიო Golden boy-ს პრემიის ლაურეატი გახდა და იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოადგენა არ აქვს, თუ ვინ არის მეორე ადგილზე გასული ჯეკ უილშირი.
“არსენალში თამაშობს? მის შესახებ არაფერი ვიცი. მაგამ, თუ ასეა შემდეგ შეხვედრაში ვისთან დამარცხდა. ვიცი, რომ ეს პრემია ფაბრეგასს და რუნის აქვთ მოგებული… მგონია, რომ ამ ფეხბურთელებზე უკეთესად ვთამაშობ” – თქვა ბალოტელიმ.
„ჩვენი კარი ყველა მოთამაშისთვის ღიაა. თუ ბალოტელი კლუბში უფრო ხშირად ითამაშებს და კარგ თამაშს აჩვენებს, ჩვენ მას ავიყვანთ“, – განაცხადა „სკუადრა აძურას“ დამრიგებელმა.
ცნობისთვის, იტალია – ინგლისის ამხანაგური მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.