„გიოტცე „ბორუსიაში“ უკეთესი იყო“

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველის იურგენ კოლერის აზრით, მარიო გიოტცე იურგენ კლოპის გუნდის შემადგენლბოაშის აუკეთესო ფეხბურთელი იყო.

„სიმართლე რომ გითხრათ, „ბაიერნში“ გიოტცეს თამაში საერთოდ არ მომწონს.

დიახ, მას რამდენიმე კარგი გოლი აქვს გატანილი, თუმცა, როგორც ჩანს, ის ფეხბურთსგან ძველებურ სიამოვნებას ვერ იღებს. მის ფანტასტიკურ ინდივიდუალურ მოქმედებებს ვეღარ ვხედავ.

ჩემი აზრით, დორტმუნდში ის გაცილებით კარგად თამაშობდა“, – დაწერა კოლერმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

მარიო გიოტცე PES 2015-ის თრეილერის მთავარი გმირია (ვიდეო)

კომპანია „კონამიმ“ ცნობილი საფეხბურთო სიმულატორის „Pro Evolution Soccer“-ის ახალი ვერსიის თრეილერის მთავარ გმირად მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე აირჩია.

აქვე წარმოგიდგენთ ამ თრეილერს:

გიოტცე: „გამიხარდება, თუ როისი „ბაიერნში“ გადავა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს მარიო გიოტცეს თავის გუნდში ყოფილი თანაგუნდელის მარიო გიოტცეს ხილვა სურს.

„მარკოსთან კარგი ურუთიერთბა მაკავშირებს. სამომავლოდ გადაწყვეტილება მან თვითნ უნდა მიიღოს, თუმცა გამიხარდება, თუ იგი „ბაიერნში“ გადავა.

„ბორუსიადან“ წასვლა? ეს ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანია. რჩევას ბევრი მაძლევდა, მაგრამ ყველაფერი დამოუკიდებლად გადავწყვიტე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა 22 წლის მოთამაშემ.

სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

როგორ ისვენებს მარიო გიოტცე

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მარიო გიოტცე მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს.

ZfLVxIO

mario-goetze-freundin-formentera-schlamm-332154

mario-goetze-schlamm2-332154

mario-goetze-schlamm3-332154

როგორ ისვენებს იბიცაზე მარიო გიოტცე

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირი მარიო გიოტცე შვებულებას იბიცაში ატარებს.

ფეხბურთი და ხელოვნება: მარიო გიოტცეს პორტრეტი

ნიჭიერი მხატვარი ჰიზერ რუნი მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მოთამაშის მარიო გიოტცეს მაგალითზე ფოტორეალისტური ნახატების შექმნის ნიმუშს წარმოგვიდგენს.

გიოტცე „ბორუსიადან“ „ბაიერნში“ გადაბარგდა

ცნობილი გერმანელი ნახევარმცველის მარიო გიოტცეს უმცროსი ძმა, 16 წლის ფელიქს გიოტცე დორტმუნდის „ბორუსიადან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდა.

„ფელიქსმა „ბორუსია“ ნამდვილად დატოვა და „ბაიერნს“ შეუერთდა“, – განაცხადა მიუნხენური კლუბის წარმომადგენელმა მიხაელ ტარნატმა.

ამრიგად, მომავალში ფელიქსს თავის ძმასთან ერთ გუნდში თამაშის შანსი გაუჩნდა.

Felix Gotze

გერმანია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი გიოტცე დაასახელეს, რომელმაც, როგორც გითხარით, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელი მოედანზე 88-ე წუთზე მიროსლავ კლოზეს ნაცვლად გამოვიდა. გიოტცემ გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა ორჯერ.

 

გერმანია — განა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და განის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

გიოტცემ მოედანზე 69 წუტი დაჰყო, გააკეთა 41 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

გიოტცე: „მსურს, განას გავუტანო“

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს მარიო გიოტცეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში გოლის გატანა სურს.

„პორტუგალიასთან გოლის გატანის შანსი მქონდა. ახლა კი, მსურს განას გავუტანო. ეს რთული იქნება, რადგან განელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. მოახლოებული შეხვედრა მათთვის პლეიოფის ტოლფასი იქნება, თუმცა სამი ქულის აღება ჩვენც გვინდა“, – ციტირებს გიოტცეს გამოცემა „Kicker“-ი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და განის ნაკრებებს შორის შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება.

გიოტცე: “95 პროცენტით მზად ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, მარიო გიოტცე აცხადებს, რომ ის 95 პროცენტით მზადაა და შეუძლია, მატჩში მონაწილეობა სრულად მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ჰერტასთან” ჩატარებულ შეხვედრაში, გიოტცე მოედანზე 24-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 54-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.

“95 პროცენტით მზად ვარ და ვფიქრობ, შემიძლია, მატჩი სრულად ჩავატაროთ. გასულ ტურში, თამაში 70 წუთით მომიწია, რამაც ძალიან გამახარა. ჩემი გოლი გუნდს მოგებაში დაეხმარა, რითიც კმაყოფილი ვარ”, – ამბობს გიოტცე.