კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ Ooredoo-ს ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ რეკლამაში რობოტიც მონაწილეობს, რომელიც მესის ორეულია.
ჭდე: მესი
“ბარსელონა” ლა ლიგის ისტორიაში შევიდა
12 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:0 გაანადგურა.
შეხვედრის მე-11 წუთზე მასპინძელთა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. ეს “ბარსელონას” ფეხბურთელების მიერ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვე გაცუდებული თერთმეტმეტრიანია.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ლა ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში რვა პენალტი ვერ გამოიყენა.
ანჩელოტი: ” ფორმაში მყოფი მესის შეჩერება შეუძლებელია”
კარლო ანჩელოტი, რომელიც სეზონის ბოლოს მიუნხენის “ბაიერნს” ჩაიბარებს, თვლის, რომ კატალონიური “ბარსელონას” ლიდერის შეჩერება შეუძლებელია, თუ ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება.
“მესის მეურვეობა ძალიან რთულია. ის მცველი, რომელიც მას მეურვეობს ძალიან მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს.
მესის შეჩერების საუკეთესო გზა გუნდურად თამაშია, ხაზებს შორის სივრცე უნდა ამოვავსოთ და მათ ბურთის მიღების საშუალება არ უნდა მივცეთ. ამისათვის კი ბევრი ნახევარმცველია საჭირო. ეს მესის შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებებს ამცირებს. ამით ის უფრო ნაკლებად შეძლებს სიტუაციის გამწვავებას.
ყველამ იცის, რომ მას ფლანგიდან უყვარს შემოჭრა და ბურთის მარცხენა ფეხზე გადატანა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ “ბარსელონა” მხოლოდ მესი არ არის. თუ მთლიანად მესიზე იქნები კონცენტრირებული, მაშინ სხვა თავდამსხმელები დაგსჯიან.
მაგრამ თუ მესი 100%-ით მზად არის ფიზიკურად, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება. მნიშვნელობა არ აქვს რას მოიფიქრებს მწვრთნელი. მესი უზარმაზარი ნიჭის პატრონია, რაც მის დამარცხებას შეუძლებელს ხდის.” – განაცხადა “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა.
რა განსხვავებაა მესისა და რონალდოს წინააღმდეგ თამაშს შორის?
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ მესისა და რონალდოს მეურვეობას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.
“როგორ უნდა ითამაშო რონალდოს წინააღმდეგ? მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მარტო არ დატოვო და მარჯვენათი არ დაარტყმევინო. რაც შეეხება მესის, ერთადერთი გამოსავალი პირჯვარის სწრაფად გამოსახვაა…
გამოცდილება გეხმარება, რომ კონკრეტული სიტუაციები წაიკითხო და ნაკლები შეცდომა დაუშვა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, იცნობ თუ არა შენს მეტოქეს.
ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ევალება კონკრეტულად მას – ბოლო წლებში მცველის მოვალეობების სფერო ძალზედ შეიცვალა.” – განაცხადა “ბებერი ქალბატონის” ვეტერანმა მცველმა.
პიკე: ” მაშერანოს პენალტის დარტყმა შევთავაზეთ”
როგორც იცით, ხავიერ მაშერანოს ყველაზე სუსტი მხარე გოლების გატანაა (მეტოქის კარში), რისი გამოსწორებაც საკმაოდ მარტივი გზით შეიძლება – არგენტინელმა პენალტები უნდა დაარტყას.
ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები 11-მეტრიანიდან არც ისე კარგად არტყამენ, ასე რომ ეს გამოსავალი მართლაც რომ კარგი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშერანომ პენალტების შესრულებაზე უარი განაცხადა.
“მაშერანოს ვუთხარით, რომ პენალტის დარტყმა შეეძლო. თუმცა მან უარი განაცხადა, არ ვიცი თავის თავში არ იყო დარწმუნებული თუ არ უნდოდა.” – განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “რაიოსთან” მატჩში (1-5) პენალტი ლუის სუარესმა შეასრულა. თუმცა ურუგვაელმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ნელი ნაბიჯით წარმატებისაკენ ! – გენიოსებს არსად არ ეჩქარებათ
კატალონიურმა გაზეთმა Sport-მა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩიდან (რომელშიც “ბარსელონამ” 2-0 დაამარცხა “არსენალი”), თავი რამოდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს მოუყარა.
ესპანური გამოცემის ყდაზე ლეო მესია გამოსახული, ფოტოს ამშვენებს წარწერაც : “სიარული მხოლოდ გენიოსებისთვისაა”.
როგორც იცით, მესი კიდევ ერთხელ მოგვევლინა “ბლაუგრანას” ლიდერად და “არსენალის” დამსჯელად, რომლის კარშიც უკვე 8 გოლი აქვს გატანილი.
ლეომ მეორე ტაიმში ორჯერ მოახერხა პიტერ ჩეხის კარში გოლის შეგდება, რამაც ყველასათვის ნათელი გახადა, რომ არგენტინელი გოლეადორი ამ ფანტასტიური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.
ძალიან საინტერესო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეო მესიმ ყველა იმ ფეხბურთელზე ნაკლები ირბინა, რომლებიც მატჩში პირველივე წუთებიდან ჩაერთნენ.
მესიმ “ემირეიტსზე” 8.4 კილომეტრი დაფარა, გაცილებით ნაკლები ვიდრე მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ანდრეს ინიესტამ (11.4 კმ.). რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მესიზე მეტი ხავიერ მაშერანომაც ირბინა (9.2კმ.), რომელმაც შემდგომში მატჩის შემდგომ ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო.
Sport-ის მიერ მოწოდებული კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ლეო მესიზე ორჯერ მეტი ირბინა.
Distance covered in the UCL this season:
MESSI ???????? 31625 m in 360 minutes
CRISTIANO ???????? 64085 m in 629 minutes
— ME5SISTATS (@MessiStats) February 25, 2016
რა თქმა უნდა ეს რიცხვები არც ისე ობიექტურია, გამომდინარე იქიდან, რომ მესი კარგა ხნის მანძილზე იყო ტრავმირებული. თუმცა მაინც: მესი საშუალოდ მატჩში 7.9 კილომეტრს დარბის, მაშინ როდესაც რონალდო – 9 კმ.-ს.
ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ მესი გენიოსია, რომელიც ინსტიქტებზე დაყრდნობით მოქმედებს. ფეხბურთელი, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება და როდესაც მისი დრო მოვა, მას შეუძლია რომ ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს. მას არ სჭირდება ენერგიის უაზრო ხარჯვა.
ცეზარ ლუის მენოტიმ ერთხელ აღნიშნა: “მესის შეუძლია, რომ ერთ მომენტში მოედანზე თავის ცოლ-შვილთან ისაუბროს … შემდგომ კი მიიღოს ბურთი და მოიგოს მატჩი”
რაც შეეხება მთლიანი გუნდის მონაცემებს, “ბარსამ” “არსენალზე” ნაკლები ირბინა. ასე რომ, სუარესისა დ ნეიმარის შრომამ შედეგი ვერ გამოიღო, რომლებმაც 10 კილომეტრზე მეტი დაფარეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც აღწევს MSN ასეთ წარმატებას.
დირკ ნოვიცკი ლიონელ მესის მიერ ზაზა ფაჩულიასთვის გაკეთებულ საჩუქარს გამოეხმაურა
როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ზაზა ფაჩულიას თავისი მაისური გაუგზავნა. ქართველმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ამის დამადასტურებელი ფოტოც გამოაქვეყნა.
ამ ამბავს “დალას მავერიქსის” ლიდერი, გერმანელი დირკ ნოვიცკი გამოეხმაურა. ფაჩულიას თანაგუნდელმა გაიხუმრა და Twitter-ში ასეთი რამ დაწერა: “ტყუილია”.
— Dirk Nowitzki (@swish41) February 18, 2016
ლიონელ მესიმ ხიხონის “სპორტინგს” ორი შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)
17 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამოტოვებულ შეხვედრაში ერთმანეთს ხიხონის “სპორტინგი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ.
მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა ლიონელ მესიმ, რომელმაც მასპინძელთა კარი 25-ე და 31-ე წუთზე დალაშქრა.
“ბარსას” ფანებს სურთ, რომ მესის ნაცვლად პენალტები მაშერანომ შეასრულოს
კატალონიური “ბარსელონას” გულშემატკივრებმა შექმნეს სპეციალური ონლაინ-პეტიცია, სადაც ისინი ითხოვენ, რომ მესის ნაცვლად პენალტები ხავიერ მაშერანომ შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ მაშერანოს, რომელიც “ბარსელონაში” 2010 წელს გამოჩნდა და კლუბის მაისურით 264 მატჩი აქვს ჩატარებული, ჯერ-ჯერობით მეტოქის კარი არ დაულაშრქია.
“ჩვენ გვჯერა, რომ ხავიერ მაშერანოს არ აფასებენ, ის როგორც საჭიროა. ის მეტს იმსახურებს. საუბედუროდ ფეხბურთში ყველაფერი გოლებით იზომება, ამიტომაც გვინდა, რომ მაშერანომ ამ ასპექტშიც გაუმჯობესდეს.
ამის გაკეთება კი ძალიან მარტივია – მესიმ უბრალოდ უარი უნდა თქვას პენალტების შესრულებაზე. ჩვენ მას სწორედ ამას ვთხოვთ.” – ვკითხულობთ პეტიციაში.
ლუის სუარესმა “სელტას” მესის შესანიშნავი პასის შემდეგ გაუტანა (ვიდეო)
14 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო. მატჩის 59-ე წუთზე, ლუის სუარესმა სტუმართა კარის დალაშქვრა მოახერხა.
ლიონელ მესი: “ჩემი ახალი ავტომობილი, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს” (ფოტო)
რამდენიმე დღეა, უცხოური მედია საუბრობს იმაზე, რომ ლიონელ მესიმ ერთ-ერთ აუქციონზე 32 მილიონ ევროდ 1957 წელს გამოშვებული ფერარი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა აუქციონზე კრიშტიანო რონალდუს აჯობა.
სულ ცოტა ხნის წინ კი, მესიმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო ასეთი წარწერით გამოაქვეყნა: “ეს ჩემი ახალი ავტომობილია, რომელზეც ამბობენ, რომ შევიძინე.”
“ბარსელონა” ვალენსიაში მესის, ნეიმარისა და სუარესის გარეშე გაემგზავრა
ლუის ენრიკეს “ბარსელონას” “ვალენსიასთან” დაპირისპირება გუნდის შემტევი ტრიოს, მესის, ნეიმარისა და სუარესი გარეშე მოუწევს.
როგორც იცით, საუბარია კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელსაც ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამის მიზეზი “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი გახლავთ , სადაც კატალონიელებმა გარი ნევილის გუნდი 7-0 გაანადგურეს.
სუარესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ახერხებს მატჩში მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც ჟერარდ პიკე, ხავიერ მაშერანო და ანდრეს ინიესტა.
გარდა ამისა, გარი ნევილს არც კლაუდიო ბრავოზე, დანი ალვესზე, ხორდი ალბაზე, სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანზე არ ექნება სადარდებელი, რადგანაც მათი გამოყენება ლუის ენრიკემ საჭიროდ არ ჩათვალა.