“მილანი” იულიან დრაქსლერის არენდით აყვანაზე მუშაობს

“მილანის” ხელმძღვანელები “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობენ. როგორც ცნობილი ხდება, დრაქსლერი მილანური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სამიზნეა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელები მალევე წააწყდნენ ფინანსურ ბარიერს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ პარიზულ გრანდთან არენდის თაობაზე ეწარმოებინათ მოლაპარაკებები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარი სენ-ჟერმენს” “მილანის” მცველს რიკარდო როდრიგესსაც უკავშირებდნენ. არაა გამორიცხული, რომ იულიან დრაქსლერის ტრანსფერში “როსონერიმ” სოწრედ შვეიცარიელი ფეხბურთელი ჩართოს.

დრაქსლერი “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მის ტრანსფერში ფრანგებმა 36 მილიონი ევრო გადაუხადეს “ვოლფსბურგს”.

კარიკატურა: მალდინი “მილანში” დაბრუნდა

ლეგენდარული ცენტრალური მცველი, პაოლო მალდინი “მილანში” დაბრუნდა. თუმცა, ის ამჯერად განვითარების დირექტორად იმუშავებს.

ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

გატუზო რონალდუს “იუვენტუსში” გდასვლას გამოეხმაურა

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ტურინის “იუვენტუსის” მიერ განხორციელებული დიდი ტრანსფერი შეაფასა – “ბებერმა ქალბატონმა” 100 მილიონ ევროდ კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა.

“ყველა იმ პრობლემის შემდეგ, რაც იტალიურ ფეხბურთს ჰქონდა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი წარმოუდგენლად კარგი რამ არის. შემთხვევითობა სულაც არ არის, ფანები ახლა მოდრიჩზე რომ ალაპარაკდნენ.

იტალიური ფეხბურთითვის რონალდუს ტრანსფერი დიდებული რამ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემპიონატის დონის ამაღლებისკენ,” – აცხადებს გატუზო.

“მილანისა” და “ლესტერის” ხელმძღვანელები იანუზაის ტრანსფერით ინტერესდებიან

ბელგიური გაზეთის HLN-ის დღევანდელი გამოშვება საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც ადნან იანუზაის გადაბირების სურვილს “ლესტერ სიტისა” და “მილანის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

ესპანური გამოცემები ადასტურებენ ამ ინფორმაციას და იმასაც ამბობენ, რომ “რეალ სოსიედადმა” უკვე უარყო “მელიების” შეთავაზება. მიზეზი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ფასია. ესპანური კლუბი ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

“როსონერის” ხელმძღვანელები, თავის მხრივ, ადნან იანუზაიში სუსოს პოტენციურ შემცვლელს ხედავენ და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ჰალილოვიჩი: “ბედნიერი ვარ, გატუზოს ხელმძღვანელობით მუშაობის შანსი რომ მაქვს”

ალენ ჰალილოვიჩი ერთ-ერთია “მილანის” ახალწვეულთა შორის, რომელიც თავის ახალ კლუბში თავს ბედნიერად თვლის. 22 წლის ხორვატი ფეხბურთელი “სან სიროზე” “ჰამბურგიდან”, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად ცხელა ამერიკაში. თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან ადაპტაციაში.

იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე. ყოველი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მწვრთნელის და თანაგუნდელების გესმოდეს. წინ სამი დიდი მატჩი გველის და საუკეთესო შედეგის დადებას ვგეგმავთ.

გატუზო ბედნიერია, ის ყველა ასპექტში ჩვენს გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასაცავად. ბედნიერი ვარ გატუზოს ხელმძღვანელობით მუშაობის შანსი რომ მომეცა,” – აცხადებს ჰალილოვიჩი.

“მილანი” კონტეს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს

“მილანის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავკაცის, ანტონიო კონტეს, გაფორმებასთან. ტრანსფერს წინ მხოლოდ ერთი რამ, ლონდონის “ჩელსისთან” არსებული კონტრაქტი უდგას.

როგორც იცით, 48 წლის იტალიელი სპეციალისტი ზაფხულის დასაწყისში გაათავისფლეს და მისი ადგილი მაურიციო სარის დაუთმეს. კონტრაქტის გაწყვეტისთვის კონტე ლონდონურ კლუბს 9 მილიონ ევროს სთხოვს.

“მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა ლეონარდომ უკვე შესთავაზა ანტონიო კონტეს სამწლიანი კონტრაქტი. “როსონერიში” მუშაობისას კონტეს ხელფასი წელიწადში 6 მილიონ ევროს გაუტოლდება.

“მილანსა” და “იუვენტუსს” შორის ბარტერი მზადდება

ავტორიტეტული იტალიური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმების არსებობას. “როსონერი” და “ბებერი ქალბატონი” გულშემატკივარს სულ მალე ბარტერს შესთავაზებს.

“სან სიროზე” გატარებული 12 თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბონუჩის მშობლიური “იუვე” მონატრებოდა. “მილანელები” ბონუჩის გაშვების სანაცვლოდ მატია კალდარასა და გონსალო იგუაინს ითხოვენ.

შეთანხმების თანახმად, ბონუჩისა და კალდარას ბარტერისგან დამოუკიდებელი იქნება გონსალო იგუაინის ტრანსფერი. არგენტინელი თავდამსხმელის არენდით აყვანა “როსონერის” საკმაოდ ძვირი დაუჯდება – საუბარია 15 მილიონ ევროზე.

სავარაუდოდ “მილანში” თამაშისას იგუაინის ხელფასს, რაც სეზონში 7,5 მილიონ ევროს უტოლდება, მაინც “ბებერი ქალბატონი” გადაიხდის.

სიმონე ძაძა “ვალენსიას” ტოვებს და იტალიაში ბრუნდება

“ვალენსიას” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა, რომელსაც ტურინის “იუვენტუსსა” და “სასუოლოში” თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც იტალიაში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანი” სიმონე ძაძას წარმომადგენლებთან წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი კი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში ხელფასის სახით.

თუმცა, “ვალენსიას” ხელმძღვანელებს ძაძას არენდის წესით გაშვება სურთ, რა თქმა უნდა, გამოსყიდვის ფუნქციით. იტალიელ ფეხბურთელს “ღამურებთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ძაძას ტრანსფერი, სავარაუდოდ, მას შემდეგ განხორციელდება, რაც “როსონერი” ნიკოლა კალინიჩს “ატლეტიკოს” მიყიდის.

ჩირო იმობილეს “მილანში” სურს კარიერის გაგრძელება

“ლაციოს” შემტევ ჩირო იმობილეს კარიერის გაგრძელება “მილანის” რიგებში სურს, თუნდაც “როსონერიმ” ევროპულ სარბიელზე ვერ შეძლოს ასპარეზობა. ამ ინფორმაციას ტრანსფერების იტალიელი გურუ ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა მილანურ კლუბს თავისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა, თუმცა ტრანსფერამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა – საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ლაციო” ძალიან რთულად აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიურ კლუბებთან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დორტმუნდის “ბორუსიასა” და “სევილიაში” ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, 2016 წელს იმობილე “ლაციოში” გადაბარგდა და 47 სატურნირო მატჩში 41 გოლი გაიტანა.

ჯენარო გატუზო მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთ ფეხბურთელს დააკვირდება

ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისა და კარიერულ დონეზე დაწინაურებისათვის. ამ მატჩებს თითქმის ყველა კლუბის სკაუტები ადევნებენ თვალს, ისევე როგორც იტალიური “მილანის” ხელმძღვანელიც.

A Bola იმ ფეხბურთელების სიას ავრცელებს, რომელსაც 40 წლის ჯენარო გატუზო დააკვირდება მუნდიალის მიმდინარეობისას. სიაში პირველ-მეორე ნომრებს რადამელ ფალკაო (კოლუმბია, “მონაკო”) და ტიმო ვერნერი (გერმანია, “ლაიფციგი”) იკავებს.

მათთან ერთად, “როსონერის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში მარუან ფელაინი (ბელგია, “მანჩესტერ იუანიტედი”), იური ტილემანსი (ბელგია, “მონაკო”) და რუბენ დიაში (პორტუგალია, “ბენფიკა”) არის მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს 14 ივნისს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გასამართი მატჩი გახსნის.

“ლივერპული” რაიოლას დონარუმას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა

“მილანის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა სულ მალე “ენფილდზე” ვიხილოთ. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Reppublica, ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ლივერპული” სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით. მერსესაიდელები უკმაყოფიონი არიან ლორის კარიუსის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომებით და მზად არიან ყველაფერი გაიღონ უმაღლესი დონის მეკარის დასამატებლად.

ნიშანდობლივია ისიც, რომ “სკაუზერები” უკვე დაუკავშირდნენ მინო რაიოლას, დონარუმას აგენტს. მერსესაიდელები მზად არიან, 19 წლის მეკარის ტრანსფერში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“როსონერში” კი აცნობიერებენ, რომ მინო რაიოლასთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, ეს უკანასკნელი ყველანაირად ეცდება, რომ ტრანსფერი შედგეს.

გატუზო: “იტალიის თასის ფინალი ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უდრის”

ცხრა მაისს “კოპა იტალიის” ფინალში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” ერთმანეთს “იუვენტუსი” და “მილანი” დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ 2011 წლის შემდეგ მილანელებმა ერთი ტიტულის მოგება მოახერხეს (2016 წელს, “სუპერკოპა იტალიანა”, რომელიც დოჰაში შედგა).

“როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ხვალინდელი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივითაა. ამას ჩვენი გულშემატკივრების ენთუზიაზმიდან და იმ სურვილიდან გამომდინარე ვამბობ, რომლითაც მათ ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოგება სურთ. ეს შეგიძლიათ იგრძნოთ. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. იყო ცოტა იმედგაცრუება, თუმცა იმედი მაქვს, ახლა თამაშის შემდეგ აღფრთოვანებულნი ვიქნებით,” – ამბობს გატუზო.