ფალკაოს შანსები იზრდება

ფრანგული ,,მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავა, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ დაიწყება. – იუწყება უცხოური პრესა.

,,მონაკოს” ექიმები ადასტურებენ, რომ 28 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმედი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, უფრო და უფრო იზრდება მისი შანსები მონაწილეობის მიღებაზე.

აღდგენით მეორე ეტაპს ფალკაო მადრიდის ერთ-ერთ სპორტულ კლინიკაში, ,,მონაკოს” ექიმების მეთვალყურეობით გაივლის.

 

 

ოსკარი: „ბრაზილიის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოსკარი „სელესაოს“ ქომაგებს ჰპირდება, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელებს ტიტულის მოგების შესაძლებლობას არ მისცემს.

„გუნდს, რომელსაც მუნდიალის მოგება სურს, ბრაზილიის ნაკრების დამარცხება მოუწევს. ვისაც ამის სურვილი აქვს, სიქა უნდა გაიძროს, მთელი ძალისხმევა დახარჯოს იმისთვის, რომ ჩვენი, მასპინძლების ბარიერის დაძლევა შეძლოს. თუ რომელიმე გუნდი ამ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს, ეს ნამდვილად ისტორიული მატჩი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

რაც შეეხება არგენტინას, ჩვენ ამ ნაკრებს გამარჯვების შესაძლებლობას არ მივცემთ! არგენტინელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე მათ გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

რანიერი: ,,ვფიქრობ, რომ ფალკაო მსოფლი ჩემპიონატზე იქნება”

,,მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ფიქრობს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გადალახავს რთულ ტრავმას და მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა სერიოზული დაზიანება იანვარში მიიღო. ექიმები ვარაუდობენ, რომ რადემელი მუნდიალამდე გამოჯნამრთელებას ვერ მოასწრებს.

,,მე ვესაუბრე ფალკაოს. იგი ძალიან გახარებული იყო რადგან ხედავს, რომ მუხლზე სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ მას მსოფლიოზე წასვლის შანსი აქვს. ეს სასწაული იქნება” – განაცხადა რანიერიმ.

 

 

ჰიტცფელდი: „მუნდიალზე ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლებში მოუწევთ თამაში“

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი მანაუსში გაიმართება, რომელიც ტურნირის მასპინძელი სხვა ქალაქებისგან მოშორებით მდებარეობს. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს გუნდებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შვეიცარიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, რომელშიც ჰონდურასის წინააღმდეგ ითამაშებს, სწორედ მანაუსში გამართავს.

„ბრაზილია ძალიან დიდი ქვეყანაა და იმისთვის, რომ სხვა ქალაქიდან მანაუსში მოხვდე, ზოგჯერ ხუთი საათია საჭირო. ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლების გულში მოუწევთ თამაში“, – განაცხადა ჰიტცფელდმა SWR1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანაუსში შედგება ტურნირის ოთხი მატჩი:

ინგლისი—იტალია (15 ივნისი);
კამერუნი—ხორვატია (18 ივნისი);
აშშ-პორტუგალია (22 ივნისი);
ჰონდურასი—შვეიცარია (26 ივნისი).

2014 წლის მუნდიალის სრული კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

გუშინ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა მოეწყო. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. შესაბამისად, უკვე ცნობილია ტურნირზე გასამართი მატჩების დრო და ადგილმდებარეობა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2014 წლის მუნდიალის სრულ კალენდარს.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

რონალდო: „ბრაზილიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეხვდება“ (ინტერვიუ)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩის როლი მოირგო, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ რონალდოსთან ჩაწერილ ინტერვიუს.

– ვინ არიან დამდეგი მუნდიალის ფავორიტები?
– რა თქმა უნდა, მე მშობლიურ ბრაზილიას დავასახელებ. მთავარი კონკურენტი გერმანიის ნაკრები იქნება. შემდეგ ესპანელები და არგენტინელები მოდიან, რომელთაც არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. ლუიშ ფელიპე სკოლარის მჯერა. მან იცის, რას აკეთებს და ეს კონფედერაციის თასზეც დაამტკიცა. ვის ველი მეტოქედ? არა მგონია, ბრაზილიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

– ბრაზილიის ნაკრები ამდენად ძლიერია?
– ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არის. სკოლარის გუნდში საუკეთესოები არიან. ის უდიდესი მოტივატორია და ნაკრებიც სწორ გზაზე დგას.

– არ ფიქრობთ, რომ დიდმა მოლოდინმა შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ?
– არა. პირიქით კი მგონია. ხალხის სიყვარული გვეხმარება. როდესაც კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის წინ მთელი სტადიონი ბრაზილიის ჰიმნს ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა… იცით, ეს არის ფეხბურთის ნამდვილი სული.

– რას ფიქრობთ ფიფას რეიტინგზე, რომლის თანახმადაც, ისეთი გუნდები, როგორებიც არის იტალია და ჰოლანდია, განთესილებს მიღმა აღმოჩდნენ?
– ჩემი აზრით, ეს რეიტინგი სამართლიანად აღწერს გუნდების ძალას მსოფლიოს მასშტაბით. ფიფას რეიტინგი გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდია ძლიერი კონკრეტულ მომენტში. მაღალი რეიტინგი ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ იძლევა. მაგალითად, განთესილებს შორის არ არის ბევრი ძლიერი ნაკრები, რადგან ეს გუნდები ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუნდიალზე მათ ხელები უნდა ჩამოუშვან.

– როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ მატჩები უჩვეულო დროს გაიმართება, რამდენად დიდ როლს ითამაშებს მუნდიალზე?
– მატჩები არც ისე ადრე დაიწყება. ვიცი, რომ ფიფამ ექიმებთან, ფიზიოთერაპევტებთან და მწვრთნელებთან გარკვეული სახის კონსულტაციები გაიარა. წინათ მსოფლიოს ჩემპიონატები ცხელ ამინდში იმართებოდა და მატჩებიც ადრე იწყებოდა. ვიცი, რასაც ვამბობ. 1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე დღის საათებში ვთამაშობდით.

– ბევრს აშფოთებს სტადიონების მდგომარეობა სან-პაულუში, კუიაბასა და კურიტიბაში.
– ადრე თუ გვიან სტადიონები მზად იქნება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება. ეს სატესტო ღონისძიების, მოედნების, ტრიბუნების, ტექნიკური დეტალების შემოწმების საშუალებას მოგვცემს. დიდი იმედი მაქვს, არენებს ჩემპიონატის სტარტამდე გამოვცდით.

– მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 გოლი გაქვთ გატანილი და ეს სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა მიროსლავ კლოზეს დამდეგ ზაფხულს ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიეცემა…
– კი ბატონო, ძალიან მომიახლოვდა და იმედი მაქვს, ვერ დამეწევა (იცინის). სერიოზულად თუ მივუდგებით, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაამხო. მე თავად გავაუმჯობესე ვიღაცის მიღწევა და ერთხელაც მოვა დრო, როცა სხვები აჩვენებენ ჩემზე კარგ შედეგებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გოლებს ღირებულება დაეკარგება. თითოეული გატანილი გოლით დღემდე ვამაყობ.

– რას იტყვით ნეიმარის პროგრესის შესახებ?
– ნეიმარი ევროპაში სრულიად ახალგაზრდა წავიდა, თუმცა ვფიქრობ, ის ადაპტირებას გაივლის და ბევრ რამესაც ისწავლის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობ, უფრო სწრაფად პროგრესირებ. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი პლანეტის უდიდეს მოთამაშედ იქცევა. ის „ბარსელონას“ ძალიან კარგად მოერგო. მას ესპანეთში უკეთ გაიცნობენ და ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – როგორ გადანაწილდნენ გუნდები წილისყრის რეპეტიციის დროს

ფიფამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის რეპეტიცია ჩაატარა. ღონისძიებაში წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა: კაფუ, ზინედინ ზიდანი, ფაბიო კანავარო.

წილისყრის რეპეტიციის დროს გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ბრაზილია, საფრანგეთი, ავსტრალია, იტალია;
B ჯგუფი: ურუგვაი, ნიგერია, აშშ, ხორვატია;
C ჯგუფი: არგენტინა, განა, კოსტა რიკა, რუსეთი;
D ჯგუფი: შვეიცარია, ჩილე, იაპონია, საბერძნეთი;
E ჯგუფი: ესპანეთი, კოტ დივუარი, სამხრეთ კორეა, ინგლისი;
F ჯგუფი: კოლუმბია, კამერუნი, ჰონდურასი, ჰოლანდია;
G ჯგუფი: გერმანია, ეკვადორი, ირანი, პორტუგალია;
H ჯგუფი: ბელგია, ალჟირი, მექსიკა, ბოსნია/ჰერცეგოვინა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი: ”ინგლისი მუნდიალზე უნდა გავიდეს”

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია იმაში, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხებს გასვლას.

”ინგლისმა ბრაზილიის საგზული უნდა მოიპოვოს, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, რადგან მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც საინტერესო თამაშის ჩვენება შეუძლია”, – თვლის ზიდანი.

”მოგების შანსი ყველა იმ გუნდს ექნება, რომელიც მუნდიალზე გავა. ინგლისი – ერთ-ერთი მათგანია”, – აღნიშნა ზიზუმ.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისელებს სამი მატჩის ჩატარება დარჩათ. როი ჰოჯსონის გუნდი უკრაინას, ჩერნოგორიას და პოლონეთს შეხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი