რეინამ სეზონში კარის მშრალად შენახვის მხვრივ დე ხეას რეკორდი გააუმჯობესა

„ნაპოლის“ მეკარე პეპე რეინა მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელი მშრალი სერიის რეკორდსმენი გახდა.

„ინტერთან“ მე-14 ტურის მატჩში, რომელიც ნეაპოლიტანელებმა 2:1 მოიგეს, ესპანელმა გოლი 67-ე წუთზე გაუშვა. აქედან გამომდინარე, ნეაპოლიტანელთა მეკარეს 534 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

წინა ხუთ შეხვედრაში რეინამ კარი მშრალად შეინახა.

აქამდე სეზონის ზოგადი რეკორდი, ამ მაჩვენებლით, დავიდ დე ხეას ეკუთვნოდა, რომელსაც 500 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მეკარემ იტალიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაუშვა.

მანჩინი: „ინტერმა“ „ნაპოლისთან“ წაგება არ დაიმსახურა“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩნიმ „ნაპოლისთან“ ანგარიშით 1:2 წაგებული მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, პირველი 15 წუთს თუ არ ჩავთვლით, ჩინებული მატჩი გვქონდა. დასაწყისში, გაშვებული გოლის შემდეგ, თამაში თანაბარი იყო, „ნაპოლის“ ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტია.

ნაგატომოს წითელი ბარათი აბსურდულია. ეს მსაჯის შეცდომაა, რადგან იაპონელმა პირველი ყვითელი მაშინ მიიღო, როდესაც კალეხონი სიმულირებდა.

იგუაინი ბრწყინვალე თავდამსხმელია, მას ნახევარი შანსი სჭირდება, რათა გოლი გაიტანოს. გუნდის კარგ შედეგს სწორედ ის განაპირობებს, ისევე, როგორც პეპე რეინა.

„ნაპოლისთან“ არათანაბარი შემადგენლობითაც მეტოქის კარს ვუტევდით. ეს რთული შეხვედრა იყო, რომელშიც წაგება არ დავიმსახურეთ“, – ციტირებს მანჩინის „Football Italia“.

„ნაპოლი“ სერია ა-ს ლიდერია (ვიდეო)

იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ „ინტერი“ მიიღო და ანაგრიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის უკვე მეორე წუთზე თავისი გუნდი გონსალო იგუაინმა დააწინაურა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე „ინტერი“ კაცნაკლული დარჩა – მეორე ყვითელი ბარათი იუტო ნაგატომომ მიიღო.

62-ე წუთზე გონსალო იგუაინმა დუბლი შეასრულა, ხუთ წუთში კი ადემ ლიაიჩმა ნეაპოლიტანელთა უპირატესობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მანჩინის გუნდმა წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო.

ამ მოგებთ „ნაპოლიმ“ 31 ქულა დააგროვა, „ინტერს“ ქულით გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 2:1
გოლები: იგუაინი 2′, 62′ – ლიაიჩი 67′
გაფრთხილებები: კულიბალი 11′, ჰიუსაი 36′, ალანი 52′, კალეხონი 84′ – ნაგატომო 35′, გუარინი 52′
გაძევება: ნაგატომო 44′

იგუაინი: „სერია ა-ს მოგება მინდა“

„ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ მატჩი გონსალო იგუაინის ერთადერთი გოლით ანგარიშით 1:0 მოიგო. ჟურნალისტებთან საუბრისას არგენტინელმა ხსენებული შეხვედრა შეაფასა.

„ვიცოდით, რომ უდინეზესთან მატჩი ადვილი არ იქნებოდა. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ჩვენი ყველა მოთამაშე მოსაგებად განწყობილი არ ყოფილა.

ჩემი მიზანი „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტოს მოგებაა. ეს როგორც მე, ასევე გულშემატკივრებს გააბედნიერებს. ვიმედოვნებთ, რომ სერია ა-ს მოსაგებად ეს სწორი გოლი იყო.

დღევანდელი შეხვედრა მძიმე იყო. „უდინეზე“ მთელი გუნდით თავს იცავს“, – განაცხადა იგუაინმა.

ეს გოლი გონსალოსთვის მიმდიანრე სეზონში სერია ა-ში მე-9 გახდა.

„უდინეზეს“ თავკაცმა „ნაპოლი“ სერია ა-ს საუკეთესო გუნდად დაასახელა

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო კოლანტუონომ „ნაპოლისთან“ სერია ა-ს მე-12 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ სერია ა-ს საუკეთესო გუნდს შევხდებით. შეგვიძლია, ამ შეხვედრაში მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. უნდა შევეცადოთ, შეხვედრის დასაწყისში მოედნის ცენტრში მეტოქის გამორჩეულ მოთამაშეებს ხელი შევუშალოთ“, – ციტირებს „უდინეზეს“ თავკაცის სიტყვებს „Football Italia“.

ამჟამად „ნაპოლი“ 22 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო „უდინეზე“ 12 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

მერტენსი „ნაპოლისთან“ სულ მალე გაახანგრძლივებს

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა დრეს მერტენსმა კლუბთან კონტრაქტი სულ მალე უნდა გაახანგრძლივოს.

სავარაუდოდ, ფეხბურთელის აგენტმა კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო, თუმცა მისი დეტალები ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, ზაფხულში 28 წლის ბელგიელის შეძენა „ინტერს“ სურდა, თუმცა ფეხბურთელმა გარკვეული პირობების სანაცვლოდ დარჩენა გადაწყვიტა.

კავანი “ნაპოლიში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “ნაპოლიში” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანური კლუბის ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა.

“როდესაც ვახერხებ, “ნაპოლის” თამაშებს ტელევიზორში ვუყურებ. მე მიყვარს ეს გუნდი. “ნაპოლი” ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებს. მჯერა, ეს გუნდი სერია A-ს მწვერვალზე ასვლას მოახერხებს. დავბრუნდები თუ არა “ნაპოლიში”? რატომაც არა?! ფეხბურთში არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შესაძლოა, მომავალში ნეაპოლში დავბრუნდე”, – ციტირებს კავანის კომენტარს “კორიერე დელ მეცოჯორნო”.

 

„ნაპოლიმ“ პირველადგილოსანი „ფიორენტინა“ დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის ერთ-ერთი გამორჩეულ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მეორე ტიამის უკვე პირველ წუთზე ლორენცო ინსინიემ გახსნა. 73-ე წუთზე „ფიორენტინამ“ წონასწორობა აღადგინა – გოლი კალინიჩმა გაიტანა, თუმცა უკვე ორ წუთში გონსალო იგუაინმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა.

წაგების მიუხედავად, „ფიორენტინა“ ჯერჯერობით 18 ქულით პირველ ადგილზე რჩება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დღეს „ინტერი“ შინ „იუვენტუსს“ დაამარცხებს, ფლორენციელები მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ.

„ნაპოლი“ – „ფიორენტინა“ 2:1
გოლები: ინსინიე 46′, იგუაინი 75′ – კალინიჩი 73′

„ნაპოლი“: რეინა, ალბიოლი, გულიამი, ჰიუსაი, კულიბალი, ჰამშიკი, ალანი (ლოპესი 90′), კალეხონი, ჟორჟინიო, ინსინიე (მერტენსი 61′, ელ-კადური 79′), იგუაინი

„ფიორენტინა“: ტატერუშანუ, როდრიგესი, ასტორი, ტომოვიჩი (ელ-ბაბაკარი 78′), ალონსო (რონკალია 55′), ვესინო, ვალერო, ბლაშიკოვსკი, ბადელი, ბერნარდესკი (ილიჩიჩი 52′), კალინიჩი.

გაფრთხი,ლებები: ბადელი 24′, ჟორჟინიო 29′, ასტორი 45′, კულიბალი 63′, რონკალია 66′, როდრიგესი 86′

რომან ჭანტურიას დუბლი და საგოლე გადაცემა “ნაპოლისთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

17 ოქტომბერს, იტალიაში, “ემპოლის” 19-წლამდე გუნდმა საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

“ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი რომან ჭანტურია, რომელმაც სტუმართა კარში ორი გოლის გატანა მოახერხა. ასევე, 19 წლის ფეხბურთელმა ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

La Primavera azzurra ha superato ieri per 4-0 il Napoli: guarda gli highlights della gara di Monteboro

Posted by Empoli Fc Official on Sunday, 18 October 2015

„ნაპოლიმ“ მთავარ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტი ნეაპოლიტანურ კლუბს მხოლოდ ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, თუმცა ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია და სხვა გრანდების მხრიდან მისსადმი ინტერესის თავიდან ასაცილებლად შეთანხმების გაგრძელებას გეგმავს.

ცნობისთვის, სერია ა-ს შვიდი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ თორმეტი ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

„ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელები „მილანი“ – „ნაპოლის“ დაესწრნენ (ფოტო)

„ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელები, რომლებიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონის დაწყების წინ ევროპულ ტურნეში არიან, „სან-სიროზე“ „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩს დაესწრნენ.

„დღეს „სან-სიროზე“ განსაკუთრებული სტუმრები გვყავს“, – წერია „მილანის“ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

12

მიჰაილოვიჩის კომენტარი „ნაპოლისთან“ 0:4 მარცხის შემდეგ

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩი შეაჯამა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 0:4 წააგო.

„იმ გუდნთან წავაგეთ, რომელიც ჩვენზე უკეთესია.

პირველი ტაიმი, დაახლოებით, თანაბარი იყო, თუმცა სერია ა-ში შეცდომების დაშვება არ შეიძლება, განსაკუთრებით ასეთი დონის გუნდებთან.

გალიანისა და ბერლუსკონის წინაშე ვალში ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. მათ მადლობას ვუხდი, ამიტომ დღევანდელი შედეგი ჩემთვის გულდასაწყვეტია. იგივეს ფეხბურთელებზეც ვიტყოდი“, – განაცხადა სერბმა სპეცაილსიტმა.

7 ტურის შემდეგ მილანური კლუბი 3 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში „შავ-წითლები“ „ტორინიოს“ ეწვევიან.