„ნაპოლი“ ხესეს შეძენას აპირებს

იტალიური „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელის ხესე როდრიგესის დამატებას აპირებს. საუბარი ფეხბურთელის იჯარით აყვანაზეა.

ნეაპოლიტანელები ნიჭიერი ფეხბურთელის დამატებას ზაფხულშიც ცდილობდნენ. იანვარში იტალიურ კლუბს მეტი შანსი ექნება, რადგან რაფაელ ბენტიესის მოსვლის შემდეგ ხესეს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

გარდა ამისა, ხესეს „ნაპოლიში“ ტრანსფერის ალბათობას ბენიტესის ფაქტორიც ზრდის, რომელიც თავის ყოფილ კლუბს სიამოვნებით დაეხმარება და მოთამაშეს გაუშვებს.

რატომ დარჩა „ნაპოლიში“ იგუაინი?

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა, რომელიც „ლაციოსთან“ ანაგრიშით 5:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა, განვლილი მატჩი შეაფასა.

„ყოველთვის, ვცდილობ, ყოველ მატჩში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვამჟღავნო. მართალია, ყოველთვის ყველაფერი ვერ გამოგვდის, თუმცა დღეს ჩინებულად ვითამაშეთ. ვფიქობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. „ნაპოლიში“ იმის გულისთვის დავრჩი, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო“, – განაცხადა არგენტინელმა.

კალეხონმა ზღაპრული გოლი გაიტანა (ვიდეო)

ევროპის ლიგის გათამაშებაზე “ნაპოლისა” და “ბრიუგეს” შორის გამართულ მატჩში იტალიელთა ნახევარმცველმა ხოსე კალეხონმა ეფექტური გოლი გაიტანა.

„ნაპოლი“ მერტენსს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

„ნაპოლის“ ხელმძღვბანელობა მცველ დრის მერტენსს, ამჟამინდელ კონტრაქტთან შედარებით, უკეთეს ხელშეკრულებას სთავაზობს, რომელიც 2019 წლამდე იმოქმედებს. ცნობისთვის, მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2018 წლამდე აკავშირებთ.

ზაფხულში ბელგიელით არაერთ კლუბი ინტერესდებოდა, რომელთა შორის „არსენალი“, „ლივერპული“ და „ინტერი“ იყვნენ.

„ნაპოლის“ დრისი 2013 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა. მაშინ მისი ტრანსფერი ნეაპოლიტანელებს 9,3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტს დე როსის უხდიან

იტალიურმა გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტმა” იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. სერია A-ში ყველაზე მეტს “რომას” ნახევარმცველ დანიელე დე როსის უხდიან. მისი წლიური ჯამაგირი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე ადგილზეა “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც სეზონში 5,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მესამე-მეოთხე ადგილებზე ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა და “რომას” ფორვარდი ედინ ჯეკო გავიდნენ, რომელთაც წელიწადში 4,5 მილიონი ევრო ეძლევათ.

იხილეთ ასევე: ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები იტალიაში

 

„ნაპოლის“ 98 მილიონი ევროს მიღება შეეძლო

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისმა კლუბმა მარეკ ჰამშკის ტურინის „იუვენტუსში“ 25 მილიონ ევროდ გაშვება იუარა.

„ჩვენმა გუნდმა ყველა ვარსკვლავი შეინარჩნა. „იუვენტუსი“ ჰამშიკის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა, მე კი, ამასთან ერთად, სტურარო და რუგანიც ვთხოვე, თუმცა უარი მივიღე. ცოტა ხანში „იუვემ“ ერნანესი დაიმატა.

საბოლოო ჯამში, 98 მილიონი ევროს მოპოვება შეგვეძლო. სათქმელია, რომ იგუაინის თაობაზე წინადადება არ მიგვიღია“, – განაცხადა დე ლაურენტისმა „Radio Kiss Kiss Napoli“-ს ეთერში.

„ნაპოლი“ ოც მილიონს იხდის

თუ „სპორტმედიასეტს“ დავუჯერებთ, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ „ტორინოს“ მცველ ნიკოლა მაქსიმოვიჩის სანაცვლოდ ოცი მილიონი ევრო შესთავაზა. ნეაპოლიტანალებმა ტურინელებს წინადადებით უკვე მეორედ მიამრთეს.

აქამდე „ნაპოლი“ 23 წლის სერბის სანაცვლოდ 18 მილიონს იხდიდა და ამ თანხას ბონუსებსაც ამატებდა.

სათქმელია, რომ თავად ტურინელებს ამ ტრანსფერისგან 25 მილიონი ევროს მიღება სურთ.

„ნაპოლი“ სტადიონის ტევადობას ოცი ათასით შემაცირებს

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი საშინაო სტადიონის „სან-პაოლოს“ რეკონსტრუქციას გეგმავს, რის ფარგლებშიც არენის ტევადობა 20 ათასი ადგილით შემცირდება.

„გვსურს, რომ სტადიონზე ახალი ატმოსფერო იყოს. უახლოეს კვირებში გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენი სტადიონი, „იუვენტუსის“ არენის მსგავსად, 41 ათასი ადგილისგან შედგება.

მჯერა, რომ სტაიდიონის რეკონსტრუქცია იტალიის სახმრეთ ნაწილს ააყვავებს. რატომ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიღებას? ყველაფერი მარტივია – დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფეხბურთს ინტერნეტში ან ტელევიზორში უყურებს. 41 ათასი ადგილიც, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრია.

რეკოსნტრუქცია, სავარაუდოდ, 2018 წლისთვის დასრულდება. იმ მომენტისთვის ინტერნეტში ფეხბურთის მაყურებელთა რაოდენობა უფრო გაიზრდება“, – განაცხადა „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა.

“ინტერი” და “ნაპოლი” ფეხბურთელებს გაცვლიან

“ნაპოლის” ჟუან ჟეზუსის აყვანა, ხოლო “ინტერს” ხოსე კალეხონის აყვანა შეეძლება.

“ნერაძური” და ნეაპოლიტანური გუნდი ფეხბურთელების გაცვლას აპირებს, იუწყება Football Italia.

“ინტერი” ყიდის შაქირს და “ვოლფსბურგიდან” ივან პერიშიჩს ყიდულობს, თუმცა იტალიელებს სათადარიგო გეგმაც აქვთ.

Tuttosport იუწყება, რომ მაურისიო სარი ხოსე კალეხონს მთავარი შემადგენლობის წევრად ვერ ხედავს.

„ნაპოლის“ მცველი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

„ნაპოლის“ ურუგვაელი მცველი მიგელ ბრიტოსი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრიტოსი ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული „უოტფორდის“ შემადგენლობაში ჩაირიცხება.

როგორც ცნობილია, მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

განვლილ სეზონში 30 წლის ურუგვაელმა „ნაპოლის“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა.

“ნაპოლიმ” ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

“უდინეზეს” საყრდენი ნახევარმცველი ალანი “ნაპოლიში” გადავიდა.

24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. გარიგების დეტალები არ ხმაურდება. ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე კლუბები რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.

იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში ალანმა 35 მატჩი ჩაატარა (33 -ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო), ერთი გოლი გაიტანა, ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა და რვა ყვითელი ბარათი მიიღო.

 

6 ფეხბურთელის წარდგენა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი დაესწრო

1. კრიშტიანო რონალდუ – მადრიდის “რეალი”

2. ტიერი ანრი – “ბარსელონა”

3. დიეგო მარადონა – “ნაპოლი”

4. კაკა – მადრიდის “რეალი”

5. კარლოს ტევესი – “ბოკა ხუნიორსი”

6. ნეიმარი – “ბარსელონა”