“არსენალი” იგუაინში 40 მილიონს იხდის, “ნაპოლის” 50 უნდა

“მეთოფეებმა” სერიოზულად დაადგეს თვალი ნეაპოლიტანელთა ბომბარდირს.

“არსენალმა” დაიწყო მოლაპარაკებები იტალიურ გუნდთან, გონსალო იგუაინის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

წყაროს თანახმად, ლონდონელები მზად არიან არგენტინელ შემტევში 40 მილიონი გადაიხადონ, ხოლო ფეხბურთელს წელიწადში 6 მილიონი დაუნიშნონ, ჯამაგირის სახით. რაც შეეხება, “ნაპოლის” ისინი 27 წლის თავდამსმხელში ათი მილიონით მეტს ითხოვენ.

გასულ სეზონში, არგენტინელმა სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 18-ჯერ გაიტანა.

კრიშიტო: „სპალეტის „ნაპოლის“ პრობლემების მოგვარება შეუძლია“

„ზენიტისა“ და იტალიის ნაკრების მცველის დომენიკო კრიშიტოს აზრით, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის იდეალური კანდიდატია.

„სპალეტი ჩინებული მწვრთნელია. როგორც „ზენიტთან“ ერთად, ისე ნეაპოლიტანურ გუდნთან მას ყველაფერი გამოუვა. რუსეთში მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ახლა მას იტალიაში დაბრუნება სურს. დაცვაში თამაშზე ის ბევრს მუშაობს. ვფიქრობ, „ნაპოლის“ დღევანდელ პრობლემებს ის შემდეგ სეზონში მოაგარებდა. სპალეტის გუნდებს ლამაზი შემტევი ფეხბურთს ჩვენება შეუძლიათ“, – ციტირებს კრიშიტოს „რადიო გოლი“.

შეგახსენებთ, რომ განვლილს ეზონშ „ნაპოლიმ„ს ერია ა-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და 54 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ათეულის გუნდებს შორის ყველაზე მეტი ბურთი საკუთარ კარში სწორედ „პარტენოპეის“ მოთამაშეებმა მიიღეს.

“არსენალი” “ნაპოლი” 50 მილიონს სთავაზობს

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლონდონის “არსენალი” “ნაპოლიდან” გონსალო იგუაინის გადაბირებას აპირებს და იტალიურ კლუბს მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროც შესთავაზა.

თავად იგუაინი კი, რომლის კონტრაქტი “ნაპოლისთან” 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, წარუმატებელი სეზონით უკმაყოფილოა და იტალიიდან წასვლაზე ფიქრობს.

უახლოეს მომავალში გონსალოს ძმა, რომელიც მისი აგენტია, “ნაპოლის” პრეზიდენს შეხვდება და ფოვარდის მომავალს განიხილავს.

სერია ა-ს დასრულებულ სეზონში იგუაინმა 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა.

„კლოპი „ნაპოლის“ უთავკაცებს“

გერმანული ფეხბურთის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის აზრით, იურგენ კლოპი „ნაპოლის“ ჩაიბარებს.

„შემდეგ სეზონში კლოპი იტალიის სამხრეთით, კერძოდ, „ნაპოლიში“ იმუშავებს“, – განაცხადა ბეკენბაუერმა „Sky Sport Deutschland“-ის ეთერში.

კლოპი რაფაელ ბენიტესის შემცვლელად აქამდეც მოიაზრებოდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ნეაპოლიტანური კლუბი უკვე დატოვა. სარავაუდოდ, სულ მალე ის „რეალის“ თავკაცი გახდება.

გონსალო იგუაინის აცილებული პენალტი “ლაციოსთან” მატჩში (ვიდეო)

31 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

მატჩის 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, გონსალო იგუაინმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

„რეალის“ ვიცე-პრეზიდენტმა ბენიტესის დანიშვნა დაადასტურა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-პრეზიდენტს ედუარდო ფერნანდეს დე ბლასს გუშინდელ სპეციალურ ღონისძიებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შესახებ წამოსცდა.

„კარლო ანჩელოტი ნამდვილი ფენომენია. მას დიდ მადლობას ვუხდით. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყო, შემდეგი კვირიდან კი საუკეთესო რაფა ბენიტესი იქნება“, – განაცხადა დე ბლასმა.

რაში სჭირდება “რეალს” ბენიტესი? ფლორენტინო პერესის 5 მიზეზი

პროგნოზისტთა კონკურსი (“ნაპოლი” — “ლაციო”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 42-ე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც „ნაპოლსა“ და „ლაციო“ შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “ნაპოლი” – “ლაციო”

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

„ნაპოლის“ პრეზიდენტი: „იმედია, ფლორენტინო პერესი ბენიტესთან კარგ კონტრაქტს გააფორმებს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტრინო პერესს მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ურჩია.

„ბენიტესს ნებისმიერი კლუბის ხელმძღვანელს ვურჩევდი, მაგრამ პერესს ჩემი რჩევა არ სჭირდება.

თუ რაფა „რეალის“ თავკაცი გახდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ორი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმედია, ფლორენტინო მას კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.

ვიცოდი, რომ ჩვენთან მას ბოლო სეზონი ექნება, რადგან ბენიტესს ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების წლის გახანგრძლივებაც შეგვეძლო, მაგრამ მან წასვლის მიზეზი კარგად ამიხსნა.

ორი წლის წინ უეფას საკლუბო რეიტინგში 46-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი მე-20 პოზიციას ვიკავებთ, რითაც დიდ გუნდებს ვუსწრებთ. „იუვენტუსის“ გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი ვართ, რომელმაც ტიტული მოიგო. შემდეგ სეზონში ერთადერთი იტალიური გუნდი ვიქნებით, რომელიც ევროტურნირებზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

„ნაპოლი“ ძლიერია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ რაფასთან ერთად მუშაობა მოგვიწია. მან ამ კლუბის კულტურა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა დე ლაურენტინასმა.

იხილეთ ასევე: 

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

ბენიტესის “რეალი” რონალდუზე არ იქნება აწყობილი

ბენიტესმა „ნაპოლიდან“ წასვლა ოფიციალრუად დაადასტურა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მიმდინარე სეზონის სერია ა-ს გათამაშების ბოლო ტურის შემდეგ კლუბიდან წასვლა დაადასტურა.

„პრეზიდენტს, გუნდსა და გულშემატკვირებს მადლობას ვუხდი. „ნაპოლიში“ გატარებული 2-წლიანი პერიოდი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბენიტესის სახელს მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, რომელიც კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ ახალ თავკაცს ეძებს.

აგენტი: „ბენიტესი „რეალში“ სიამოვნებით იმუშავებდა“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის აგენტმა გარსია კილონმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მადრიდის „რეალში“ მუშაობას სიამოვნებით დათანხმდებოდა.

„რაფა „რეალის“ მოთამაშე იყო (1974-1981 წლებში ის „კასტილიაში“ თამაშობდა, ავტ.), ის მადრიდიდანაა და მეორე გუნდს ავარჯიშებდა (1993-1995 წლებში, ავტ.). ამიტომაც, ეჭვი მეპარება, მისი ბიოგრაფიით ვინმე უკმაყოფილო იყოს. მისი აზრების კითხვა არ შემიძლია, თუმცა მგონია, რომ ბენიტესი „რეალში“ მუშაობას სიმოავნებით დათანხმებოდა. თუმცა, ახლა კონკრეტულად ცნობილი არაფერია“, – განაცხადა აგენტმა.

ბენიტესი „ლივეპულში“ დაბრუნებას გეგმავს

გუნდის შედეგებით უკმაყოფილო „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის გათავისუფლებას გეგმავს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, იტალიური კლუბის დატოვება თავად ფეხბურთის ესპანელ სპეციალისტს სურს. მეტიც, წყაროს ცნობით, ბენიტესს მუშაობის გაგრძელება თავის ყოფილ კლუბ „ლივერპულში“ უნდა, რომელთან ერთადაც 2005 წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“, შესაძლოა, „სამპდორიას“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა სინიშა მიხაილოვიჩმა უთავკაცოს.

იხილეთ სერია ა-ს სატურნირო ცხრილი

“ნაპოლის” “იუვენტუსთან” შეხვედრის გადატანა სურს

“ნაპოლის” პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისს სურს,  რომ მისი გუნდისა და “იუვენტუსის” შეხვედრა რომაული დერბის დროს გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ლაციო” – “რომას” შეხვედრა ორშაბათზე გადაიტანეს, რადგან “ლაციოს” ოთხშაბათს გასამართი თასის ფინალის შემდეგ დერბისთვის მოსამზადებლად დარჩენოდა დრო. “ნაპოლი” კი “იუვეს” შაბათს ეთამაშება, რაც კლუბის წარმომადგენლებს არ აწყობთ.

“ნაპოლი” ორ დედაქალაქურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოსახევდრად იბრძვის და ნეაპოლშიც შიშობენ, რომ რომაელები, რომლებსაც ტურინში გამართული მატჩის შედეგი ეცოდინებთ, შეხვედრას ფრედ დაასრულებენ.

Radio Kiss Kiss-ის ცნობით, დე ლაურენტისმა იტალიური ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომიტეტს უკვე მიმართა და გადაწყვეტილებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.