კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა მომდევნო ზაფხულში “ბარსელონას” ფორვარდ ნეიმარის შესაძენად ემზადება.
წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი ბრაზილიელის ტრანსფერისთვის 190 მილიონ ევროს ამზადებს.
2016 წლის ზაფხული ორი მიზეზის გამოა არჩეული: ამ პერიოდში “პარი სენ-ჟერმენს” ზლატან იბრაჰიმოვიჩი დატოვებს და კლუბს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დაწესებული შეზღუდვებიც მოეხსნება.
გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.