ობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩის წინ გაიტაცეს

ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ჯონ ობი მიკელის, მამა არგენტინასთან გასამართი მატჩის წინ გაიტაცეს. როგორც ცნობილი ხდება, დამნაშავეებმა მაიკლ ობი და მისი მძღოლი იარაღით დააშინეს. ეს მეორე შემთხვევაა ბოლო 7 წლის მანძილზე, როდესაც ობი მიკელის მამა გაიტაცეს.

“უკვე მეორედ ჩემი ცხოვრების მანძილზე, მამაჩემის დაკარგვის დიდი საშიშროების წინაშე დავდექი, ძალიან მტკივნეული იყო. დღეს მამაჩემია, მაგრამ ხვალ შეიძლება ვინმე სხვამ გახადოს ყველაფერი საშიში,” – აცხადებს ნიგერიელთა კაპიტანი.

მიკელების ოჯახმა მაიკლის გამოსასყიდად 21 000 ფუნტი გადაიხადა. ამ ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა ნიგერიის პოლიციაც. საბედნიეროდ, ჯონ ობი მიკელის ოჯახის ყველა წევრი ახლა პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიკელმა ეს ამბავი არგენტინასთან წაგებული მატჩის წინ გაიგო (2-1).

ნიგერიის მწვრთნელი: “ოთხ წელში ძალიან ძლიერები ვიქნებით”

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიგერია არგენტინასთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, გენროტ რორმა ჟურნალისტებთან მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ახლაგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც მცირე გამოცდილება აქვთ. თუმცა, ოთხ წელში ძალიან ძლიერები ვიქნებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთაც დიდი გზა გამოიარეს, რათა აქ მოხვედრილიყვნენ. მატჩების უმეტესობაში თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს, სტუმრად ვთამაშობდით. თუმცა, აქ საქმე გულშემატკივართა რაოდენობას კი არა, მათი მხარდაჭერის ხარისხს ეხება. ვფიქრობ, ამ ასპექტში ერთ-ერთი საუკეთესონო ვიყავით,” – ამბობს რორი.

ნიგერია – არგენტინა (ძირითადი შემადგენლობები)

დღეს, 22:00 საათზე მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში, მესამე ტურში ნიგერია არგენტინას დაუპირისპირდება. სამხრეთამერიკელებს მერვედფინალში გასასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ, მოგება აწყობთ.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ნიგერია: უზოჰო, იდოვო, ნდიდი, ეკონგი, ბალოგუნი, მუსა, ეტებო, მიკელი, მოზესი, იჰეანაჩო, ომერუო.

არგენტინა: არმანი, მერკადო, ტაგლიაფიკო, ბანეგა, იგუაინი, მესი, დი მარია, მასკერანო, პერესი, მარკოს როხო, ოტამენდი.

ნიგერიამ ისლანდია დაამარცხა, არგენტინა შანსს ინარჩუნებს (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა. ჯგუფის მეოთხე მატჩში ნიგერიისა და ისლანდიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ მატჩს დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს არგენტინის ფანებიც.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მოგების შემთხვევაში ისლანდია თითქმის ინაღდებდა მომდევნო ეტაპის საგზურს, გამომდინარე აქიდან, ევროპელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ.

უღიმღამო მატჩში ხალისი აჰმედ მუსამ შემოიტანა, რომელმაც შეხვედრის 49-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე კი ამ უკანასკნელმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ისლანდიელებმა საპასუხო გოლი ვერ გაიტანეს.

ჯგუფის ბოლო ტურში არგენტინა ნიგერიას დაუპირისპირდება, ხორვატია კი ისლანდიას.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (2 ტური)
ნიგერია – ისლანდია 2:0 (0:0)
გოლები: აჰმედ მუსა 49′ 75′

ხორვატიამ ნიგერია დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეც გადაინაცვლა (ვიდეო)

მსოფლიო საფეხბურთო ზეიმს ხორვატიისა და ნიგერიის საფეხბურთო ნაკრებებიც შეუერთდნენ, თუმცა ნიგერიელების ზეიმი არც ისე ხანგრძლივი გამოდგა. ევროპელებმა აფრიკელები საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს – 2:0.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და წარმატებული გამოდგა, თუმცა ხორვატებმა საგოლე მომენტები უკეთ გამოიყენეს, ნიგერიელებთან შედარებით. ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე გაიხსნა ეტებოს ავტოგოლის წყალობით, რამაც ნიგერიელ ფეხბურთელებზე ზეწოლა გააორმაგა.

შეხვედრის მეორე ნახევარში აფრიკელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და სანაცვლოდ პენალტიც მიიღეს საკუთარ კარში. თერთმეტმეტრიანი გოლად ლუკა მოდრიჩმა აქცია.

ასე რომ, მუნდიალის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფში პირველ ადგილს ხორვატია იკავებს, ისლანდია და არგენტინა 2-3 ადგილებს ინაწილებენ, ნიგერია კი მეოთხეა. მომდევნო ტურში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება, ნიგერია – ისლანდიას.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (I ტური)
ხორვატია – ნიგერია 2:0 (1:0)
გოლები: მოდრიჩი 72′ – ეტებო 32′(ავტოგოლი)

ნიგერიელ ფეხბურთელებს სასტუმროში რუსი გოგოების აყვანა აუკრძალეს

რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის მთავარი მწვრთნელი რუსი ქალბატონების სახით დიდ საფრთხეს ხედავს. გერნოტ რორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნიგერიის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს აკრძალული აქვთ სასტუმროში რუსი ქალბატონის აყვანა.

“დიახ, ფეხბურთელებს უფლება ექნებათ მეუღლეებთან და ოჯახის წევრებთან მუნდიალის მიმდინარეობის მანძილზეც ჰქონდეთ კავშირი. თითოეულ მოთამაშეს თავისი ოთახი ექნება, ახლობლები კი მათ არასათამაშო დღეებში მიაკითხავენ.

თუმცაღა, არ ვაპირებ მათ სასტუმროში რუსი გოგოების აყვანის უფლება მივცე – არა, არა და არა. მხოლოდ კაპიტან მიკელს, რომელსაც რუსი პარტნიორი ჰყავს, შეუძლია, მასთან ერთად დროის გატარება,” – აცხადებს რორი.

ლიონელ მესი ნიგერიასთან შეხვედრას გამოტოვებს

ლიონელ მესი ნიგერიასთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ როგორც ესპანური, ასევე ინგლისური პრესა იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ არგეტინელმა მოთამაშემ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. მას სურს, რომ სამშაბათს გასამართი თამაშის მაგივრად, კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდეს და ვარჯიში კლუბში განაახლოს.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა სრული მატჩი ჩაატარა რუსეთის წინააღმდეგ. იქ ხორხე სამპაოლის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ერთადერთი გოლის ავტორი 86-ე წუთზე კუნ აგუერო გახდა.

ნიგერიაში ფეხბურთელების ავტობუსს ესროლეს – დაშავებულია ხუთი მოთამაშე

„კანო პილარსის“ ნიგერიის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი გუნდის ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმის გამო გადაიდო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი „ჰარტლენდთან“ სათამაშოდ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიემგზავრებოდა. შედეგად, ხუთი მოთამაშე დაშავდა.

„ყაჩაღობის შემდეგ ყველანი შოკში ვართ. მათ უბრალოდ ავტობუსის მიმართულებით სროლა დაიწყეს. გაჩერების შემდეგ მათ ფული გვთხოვეს. გარდა ამისა, მობილური ტელეფონებიც წაგვართლეს. შემდგომ, რამდენიმე ფეხბურთელს ესროლეს და გაიქცნენ. დიდი მადლობა, რომ ყველა ცოცხალი დარჩა“, – განაცხადა ნახევარმცველმა აიზეკ ლოუტემ.

კამერუნელმა ფეხბურთელმა ინგლისში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

28 თებერვალს, ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დიიზიონში “ფორესტ გრინ როვერსსა” და “საუთპორტს” შორის გამართულ მატჩში ნიგერიელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ვინ იბრძოლებს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის

დღეს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ერთმანეთს შეეცილებიან “ლილის” ნიგერიელი მეკარე ვინსენტ ენიამა, დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და “მანჩესტერ სიტის” კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე, რომელიც ბოლო სამი წელიწადია, ამ წოდებას არავის უთმობს.

წლის საუკეთესო აფრიკული ნაკრების ჯილდოზე წარდგენილნი არიან ალჟირის, ლიბიისა და ნიგერიის ეროვნული გუნდები.

 

ნიგერიას დისკვალიფიკაცია ემუქრება

მთავრობის მხრიდან ეროვნული ნაკრების საქმიანობაში ჩარევის გამო ნიგერიის ნკრებს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ნიგერიის სპორტის მინისტრმა ტემი დანაგოგომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ყველა წევრი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან და ახალ პრეზიდენტად ლოურენს კატიკენა დანიშნა.

აღნიშნული ფაქტი, საფრანგეთის ნაკრებტან წაგებული 1/8 ფინალიშ შემდეგ მოხდა.

შეგახსენებთ, ნიგერიელებს დისკვალიფიკაცია 2010-შიც ემუქრეობოდათ, როდესაც ქვეყნის მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები გაათავისუფლა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

საფრანგეთმა 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა

აფრიკის საუკეთესო გუნდთან თამაშში დეშამის გუნდმა გამარჯვება მატჩის ბოლოს გატანილი გოლებით მოიპოვა. 

პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ ფრანგებს იოლი გასეირნება არ ექნებოდათ. ნიგერია მოედნის ცენტრში ძალიან აგრესიულად მოქმედებდა. ემენიკე კი მეტოქის მცველებს არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ფრანგები მარჯვენა ფლანგიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას, სადაც დებიუში და ვალბუენა აქტიურობდნენ. თუმცა, ნიგერიელთა დაცვა ფაქტობრივად უშეცდომო იყო. შესვენებამდე აფრიკელებმა დაცვაში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვეს, როცა პოლ პოგბას მისცეს დარტყმის განხორციელების საშუალება.

შეტევაში ნიგერიელებიც თამამად მიდიოდნენ. ემენიკემ გოლის გატანაც კი მოახერხა, მარამ თამაშგარე მდგომარეობის გამო კარის აღება არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში ნიგერიელებმა ტემპს უმატეს. ევროპელების საჯარიმოზე ზეწოლა იზრდებოდა.

გადამწყვეტი დეშამის მიერ განხორციელებული ცვლილება აღმოჩნდა. ფრანგთა დამრიგებელმა ინტერტული ჟირუს ნაცვლად მოედანე ახალგაზრდა გრიზმანი შეუშვა. ანტუანის აქტიურობას ნიგერიელთა კართა საგოლე მომენტები მოჰყვა.

ლე ბლემ ნიგრიის გატეხვა 79-ე წუთზე მოახერხა. ანგარიშის პოგბას დარტყმის შემდეგ გაიხსნა. მსაჯის მიერ კომენსირებულ წუთებზე კი იობომ ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

საფრანგეთი 2-0 ნიგერია

გოლები: პოგბა 79′ ; იობო 90+2′ (ს.კ.)