„პარმას“ თავდამსხმელი ანტონიო კასანო კლუბის ხელმძღვანელობას, დიდი ალბათობით, სასამართლოში უჩივლებს, რის შესახებაც ცნობილი და ავტორიტეტულკი იტალიური გამოცემა „Gazzetta dello Sport“-ი წერს. ბოლო დროს კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მოთამაშეებს ხელფასებს დროულად ვერ უხდიდა. საბოლოოდ, „პარმა“ რუსულ-კვიპროსულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. ამის მიუხედავად, ანტონიო ლოდინს არ აპირებს და სარჩელს სულ მალე შეიტანს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ში 18 მატჩი ჩაატარა და ხუთ გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.