რონალდუ მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი

პორტუგალიისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მიმდინარე დაპირისპირების მე-4 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე ძალებით გამომუშავებული პენალტის გამოყენება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს უკვე ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი – 2006, 2010, 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. მსგავსი რამ აქამდე მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა გაკეთებული.

ასე რომ, 33 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი – აქამდე ეს გერდ მიულერმა, პელემ და მიროსლავ კლოზემ შეძლეს.

კრიშტიანუ რონალდუ: “ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და პორტუგალიის ნაკრების ამბიციებზე ისაუბრა.

“ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. გპირდებით, რომ თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმუმს დადებს მოედანზე და ჩემპიონობაზე იფიქრებს.

ვფიქრობ, ყოველთვის შემდეგ მატჩზე უნდა ვფიქრობდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუყვეთ გეგმას. ჯგუფური ეტაპი წარმოუდგენლად რთული იქნება, ისევე როგორც პირველი მატჩი. დიდი ბრძოლა გველის წინ.

ვეცდებით ისევე ვიბრძოლოთ, როგორც ევრო-2016-ზე. იმედი მაქვს, რომ ამ წელსაც წარმატებით დავასრულებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ისევე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

ფერნანდო სანტუში: “პორტუგალია არანორმალურ გოლებს უშვებს”

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები, მუნდიალისთვის მზადებას განაგრძობს. ფერნანდო სანტუშის მიერ გაწვრთნილი გუნდი ტუნისელებს დაუპირისპირდა. მართალია ევროპელები 2-0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის დარჩენილ პერიოდში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს.

“შედეგი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ ყოფილა, ამ მატჩში გამარჯვება მინდოდა. ფრე კარგი შედეგი არ არის და არც არასოდეს იქნება. აქ მოსაგებად მოვედით და დავიმსახურეთ კიდეც.

თავიდან, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით – სწრაფად და რაც მთავარია, ორგანიზებულად ვმოქმედებდით მოედნის ყოველ მონაკვეთში. ორბურთიანი სხვაობის მოპოვების შემდეგ კი ყველაფერი გაფუჭდა.

ორი გოლი გავუშვით, ჩვენი ბრალია. მეორე გოლი ჩვენ გავატანინეთ მეტოქეს. გუნდმა არანორმალური გოლები გაუშვა, ამაზე უნდა დავფიქრდეთ,” – აცხადებს სანტუში.

კარვალჰალი: “რენატუ სანჩეშს მუნდიალზე თამაშის შანსიც კი არ აქვს”

“სუონსი სიტის” მთავარი მწვრთნელის, კარლოს კარვალჰალის, აზრით, უელსურ კლუბში განათხოვრებულ რენატუ სანჩეშს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც კი არ აქვს.

“არამგონია, მას მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში მოხვედრის რაიმე შანსი მაინც ჰქონდეს. მე მას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მსგავსი მოლოდინები არ ჰქონოდა.

მასთან ამ თემაზე საუბარი აუცილებელი იყო, რადგანაც ვარჯიშისას მუდმივად ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ფიქრობს, რომ მუნდიალზე თამაშს შეძლებს. ეს ყველაფერი კი ტრავმის მიღების რისკებს ზრდის.

მირჩევნია, ჩემი სათქმელი პირდაპირ ვუთხრა. რენატუ სანჩეშმა ყველაფერს ცივი გონებით უნდა შეხედოს და ძველი ფორმა დაიბრუნოს,” – აცხადებს “სუონსის” დამრიგებელი.

რონალდუმ პორტუგალიას ბოლო წუთებზე გაფორმებული დუბლით მოაგებინა (ვიდეო)

ამხანაგურ მატჩში ძალები პორტუგალიისა და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრებებმაც მოსინჯეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თავი არცერთ მათგანს არ დაუზოგავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს დაპირისპირება მუჰამედ სალაჰისა და კრიშტიანუ რონალდუს ჯახად იქცა და მატჩის ბედიც სწორედ ამ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს.

ანგარიში “ეგვიპტელმა მესიმ” გახსნა შეხვედრის 56-ე წუთზე, რის შემდეგაც პორტუგალიელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე. გამარჯვების გოლების გატანა კი რონალდუმ შეზლო 92-ე და 94-ე წუთებზე – 2:1.


პორტუგალია: ბეტო; გერეირო, ალვეში, როლანდო, სედრიკი; სილვა (მარტინსი 65′), მოუტინიო (ანდრე გომეში 65′), ნევესი, მარიო (ქუარეჟმა 61′); კრიშტიანუ რონალდუ, ანდრე სილვა (გედეში 76′)

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

ეგვიპტე: ალ შენავი; ფატი, გაბრი, ჰეგაზი, მუჰამედ აბდულ შაფი; ელ-საიდი (ვარდა 66′), ელნენი, ჰამედი (აშური 87′); სალაჰი (აბდელრაზეკი 79′), ჰასანი, ტრეზეგე

მთვარი მწვრთნელი:ჰექტორ კუპერი


მოურინიო: “ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან, ვინ იყო ის – 40 წლის შემდეგ რონალდუზეც ასე იტყვიან”

“მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან ვინ იყო ის. 40 წლის შემდეგ მათ ბავშვებს ეცოდინებათ, ვინ იყო რონალდუ. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.”

პორტუგალიელები ერთად მუშაობდნენ მადრიდის “რეალში”. თუმცა, ჟოზეს მიერ “ბლანკოსის” დატოვების შემდეგ, მათ შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. “წითელი ეშმაკების” მწვრთნელს ამაზეც ჰკითხეს.

“ეს ყველაფერი ჩემი სამსახურის ნაწილია და ამ თემაზე ხალხში საუბარი არ მსურს. ბევრი რამე დაიწერა ჩემზე და რონალდუზე, თუმცა უმეტესობა მართალი არ იყო. რაც მთავარია, მასთან პირადული პრობლემები არ მაქვს. ვფიქრობ, ისიც იმავეს გრძნობს ჩემთან დაკავშირებით,” – აცხადებს მოურინიო.

ჟოზე მოურინიო: “შესაძლოა, ოდესმე ვთქვა იმის მიზეზი, თუ რატომ არ დავთანხმდი “ბარსელონას” მწვრთნელობას”

2008-2012 წლები კატალონიის “ბარსელონასა” და პეპ გვარდიოლასთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. საგულისხმოა, რომ ამ ეპოქის დაწყებამდე ფრენკ რაიკაარდის შემცველად ჟოზე მოურინიო განიხილებოდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ესპანელებს უარი განუცხადა.

აღნიშნულზე კომენტარი თავად ჟოზემ გააკეთა.

“შესაძლოა, ერთ დღეს ვთქვა იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელობის შემოთავაზების შემდეგ მივიღე. ალბათ, ამას მაშინ გავაკეთებ, როცა მოხუცი, ძალიან მოხუცი ვიქნები. ახლა, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ვარ მწვრთნელი ახალი ამბიციებით და სურვილით – მოვიგო ბევრი რამ.”

“დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერ იუნაიტედში” არ დავსარულებ ჩემს სამწვრთნელო კარიერას. ერთ დღეს, ჩემი ვაჟი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, წავიდა, რომ ენახა “პსჟ”-ს თამაში და არა – მანჩესტერის”. რატომ პარიზი? ის, რაღაც მხრივ, განსაკუთრებულია. მაგიურობა, ხარისხი, ახალგაზრდობა… ის ფანტასტიკურია,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ესპანეთის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს

ევროპაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ესპანეთის ნაკრებმა G ჯგუფში ათი შესაძლო შეხვედრიდან, ცხრა მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და რუსეთის საგზური 28 ქულით მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ნაყოფიერი შესარჩევის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ისინი ექვს და ცხრა ნოემბერს შედგება. ამ თამაშებში “ფურია როხა” ჯერ მეზობელ პორტუგალიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი რუსეთში, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ ნაკრებს შეერკინება.

აქვე გეტყვით, რომ ესპანურ-რუსული დაპირისპირება პირველად 46 წლის წინ შედგა, როცა პირენეელები “სსრკ”-ს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მოსკოვში ანგარიშით, 1-2 დამარცხდნენ.

პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს! (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში პორტუგალიამ შვეიცარია მიიღო. დაპირისპირება ევროპის მოქმედი ჩემპიონების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითვე დასრულდა. 41-ე წუთზე ჯურუმ ავტოგოლი გაიტანა. ხოლო, 57-ეზე ანდრე სილვამ ორამდე გაზარდა სხვაობა.

საბოლოოდ, პორტუგალიელებმა ანგარიშით, 2-0 იმარჯვეს, მათ 27 ქულა დაუგროვდათ და ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობეს შვეიცარიას. სწორედ ამიტომ, ისინი პირველი ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავიდნენ. ხოლო, შვეიცრიული ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს.

კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ახალი ავტომობილი წარადგინა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თავის ძვირადღირებულ მანქანათა კოლექციას ახალი მოდელი, Ferrari F12 TDF დაამატა.

Ferrari F12-ის სპეციალური გამოშვების ღირებულება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 340 000 ფუნტს შეადგენს.

რონალდუს ახალი ავტომობილი 6.2-ლიტრიანი საწვავის ავზით გამოირჩევა და 340 კმ./სთ.-ს განვითარება შეუძლია.

ინგლისი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია!

დღეს, გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე ეასაჰ სულიმანმა ბრიტანელები დააწინაურა. ზუსტად ექვს წუთში დუიონ სტერლინგმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვების გოლის ავტორი ლუკას ნმეჩა გახდა. მან 68-ეზე გაუტანა პორტუგალიელებს და საკუთარ გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა!

საბოლოოდ, 1-2 და ინგლისი ჩემპიონი გახდა!

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

დღეს “თენგიზ ბურჯანაძეზე” ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე კუცია საჯარიმოში შესულ მეტოქეზე დაჯარიმდა, რის შემდგაც მსაჯმა პენალტი დანიშნა. მისი ზუსტად შესრულება რუი პედრომ მოახერხა. 73-ე წუთზე ჟედსონ ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ მეტოქეები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა ამის გამოყენებმა ქართველებმა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით, 0-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ პორტუგალია სამი ქულით პირველზეა, ხოლო საქართველო ნულით ბოლოზე.

საქართველო: ჩოჩიშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური (C), ბურჯანაძე, მალი, საღრიშვილი, კუცია, სამურკასოვი, ჩაკვეტაძე, კოხრეიძე, არაბიძე.

პორტუგალია: კოშტა, დალოტი, დიოგო კიეროსი, კონტე, პირესი (C), ფილიპე, ფერნანდესი, პედრო, ჟოაო კიეროსი, ლეაო,  კინა.