ინგლისელებში გადახდილი დიდი თანხა და სანაცვლოდ მიღებული მინიმალური სარგებელი

ინგლისური ლიგები ლეგიონერთა სიმრავლით და მათი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. თუმცა, ნისლიან ალბიონზე ადგილობრივ მოთამაშეებშიც იხდიან დიდ თანხებს. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში მსგავსი ტრანსფერები წარუმატებლად მთავრდება.

ენდი ჯონსონი ახალგაზრდობაში “კრისტალ პელასის” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელმაც შემდეგ კარიერა “ევერტონში” გააგრძელა და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატიც იყო. მაგრამ, მაინც გაუგებარია, თუ რატომ გადაიხადა 27 წლის ფორვარდში “ფულემმა” 10 მილიონი გირვანქა. ლონდონურ კლუბშ ჩატარებული 86 თამაშში ჯონსონმა მხოლოდ 13 გოლი გაიტანა.

 

“ევერტონისთვის” კიდევ ერთი სარფიანი ტრანსფერი 2012 წლის ზაფხულში ჯეკ როდუელის “მანჩესტერ სიტიში” 12 მილიონად გაყიდვა იყო. ფეხბურთელი, რომელიც ლივერპულურ კლუბშიც კი არ ითვლებოდა 100 პროცენტით ძირითადის მოთამაშედ, “სიტიში” უბრალოდ დაიკარგა.

 

“ევერტონიდან” “სიტიში” კიდევ ერთი ტრანსფერი ჯონლეონ ლესკოტის ისტორიაა. მანჩესტერულმა კლუბმა მცველის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა გადაიხადა. “ეტიჰადზე” გატარებული 5 სეზონიდან ლესკოტი ძირითადის სტაბილურ მოთამაშედ მხოლოდ ერთ სეზონში მოიაზრებოდა. ბოლოს კი ტურეს და კომპანის კონკურენციას ვერ გაუძლო და “ვესტ ბრომვიჩში” გადავიდა.

 

2000-იანების დასაწყისში სეტ ჯონსონი დიდ ტალანტად ითვლებოდა და “ლიდსმა” მის სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა გადაიხადა. თუმცა, ტრავმების გამო მისი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ გამოვლინდა და პრემიერლიგიდან გავარდნილი “ლიდსიც” მას ხელფასს კონტრაქტის ამოწურვამდე უხდიდა.

 

იყო დრო, როდესაც ტალანტები “მანჩესტერ სიტიში” კი არ მიდიოდნენ, არამედ მანჩესტერული კლუბებიდან სხვა, გაცილებით ამბიციურ კლუბებში აგრძელებდნენ კარიერას. 2005 წელს “ჩელსიმ” “სიტიდან” შონ რაით-ფილიფსი 21 მილიონად შეიძინა. იმ დროს, ინგლისელი თავისი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან ლონდონურ კლუბში კონკურენციას ვერ გაუძლო.

 

დარენ ბენტის სანაცვლოდ მის ღირებულებაზე მეტი თანხა მინიმუმ ორჯერ გადაიხადეს. 2007 წელს “ტოტენჰემმა” შემტევში კლუბისთვის სარეკორდო 16,5 მილიონი გადაიხადა და სანაცვლოდ პრემიერლიგის 60 მატჩში გატანილი 18 გოლი მიიღო. რედნაპმა მისი მოშორება გადაწყვიტა და ბენტმაც “სანდერლენდს” მიაშურა, სადაც კვლავ ბომბარდირი გახდა და 2011 წლის იანვარში “ასტონ ვილამ” ფეხბურთელში დაახლოებით 24 მილიონი გადაიხადა.

 

ჯონ გენრის მმართველობით “ლივერპულმა” აქცენტი ინგლისელ მოთამაშეებზე გააკეთა. ერთ-ერთი მათგანი სტიუარტ დაუნინგი იყო, რომელმაც მასში გადახდილი 20 მილიონი გირვანქა უბრალოდ წყალში გადაყრილ თანხად აქცია.

 

ახალგაზრდა ინგლისელებით გარკვეული პერიოდი არსენ ვენგერიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ფრენსის ჯეფერსის წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ, რომელშიც ლონდონელებმა 8 მილიონი გადაიხადეს, ვენგერმა ამ იდეის განხორციელებისგან თავი შეიკავა.

 

“ტოტენჰემი” კიდევ ერთი შეცდომა დევიდ ბენტლის სანაცვლოდ გადახდილი 15 მილიონი გირვანქაა. ნახევარმცველი “ბლექბერნში” ნამდვილი ვარსკლავი იყო, თუმცა ლონდონურ კლუბში მან თავის დამკვიდრება ვეღარ მოახერხა. ინგლისის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოთამაშემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა…

 

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ენდი კეროლია, რომელშიც “ლივერპულმა” 35 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ენფილდზე გატარებული წარუამტებლი პერიოდის შემდეგ შემტევი “ვესტ ჰემში” გადაბარგდა, სადაც ტრავმების მკურნალობით არის დაკავებული.

შეცვლაზე შესულმა მწვრთნელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი პენალტი მოიგერია (ვიდეო)

ინგლისის რანგით მეექვსე დივიზიონში “გრეის ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე “რიჩმონდ ბოროუ” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის მოთამაშე-მწვრთნელს, მარკ ბენტლის. ბენტლი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მან ჯერ გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი, 81-ე წუთზე პენალტიც მოიგერია.

BBC-ს ექსპერტები: ევანსი და სისე დისკვალიფიკაციას იმსახურებენ

წარსულში ცნობილმა მოთამაშეებმა და ახლა Match of the Day-ს ექსპერტებმა გუშინდელი ინციდენტი შეაფასეს, ჯონი ევანსსა და პასის სისეს შორის.

შეგახსენებთ, რომ კამათისას “მანჩესტერის” მცველმა ფერადკანიან შემტევს შეაფურთხა, ხოლო “კაჭკაჭთა” ცხრიანმაც არ დააყოვნა და საპასუხო გაუგზავნა. დაპირისპირება მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ტელევიზიას და ინტერნეტ-სივრცეს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია.

ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, დიტმარ ჰამანმა ეპიზოდი შემდეგნაირად შეაფასა: “ეს ამაზრზენია. შეუძლებელია, პროფესიონალი ფეხბურთელი ასეთ გადაწყვეტილებას იღებდეს. ორივე ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ, რამდენიმე კვირით”.

ფილ ნევილი: “ეს ყველაზე საშინელებაა, რაც სტადიონზე შეიძლება გააკეთო. ორივე მოთამაშე დასჯის ღირსია”.

ჯერმეინ ჯენასი: “ასეთი რამ ფეხბურთისა და პრემიერ ლიგის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს. მათ დისკვალიფიკაცია დიდი ხნის მანძილზე ეკუთვნით”.

ასევე იხილეთ: ჯონი ევანსმა და პასის სისემ ერთმანეთს შეაფურთხეს?

“ჩელსიმ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა

პრემიერ ლიგის 28-ე ტურში, “აპტონ პარკზე” სემი ელერდაისის “ვესტ ჰემი” გათამაშების ლიდერთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

“ვესტ ჰემი” 0-1 “ჩელსი”

გოლი: აზარი ’22

“არსენალმა” “ქუინს პარკს” სძლია

დასრულდა პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მორიგი მატჩი “ლოფტუს როუდზე”, სადაც არსენ ვენგერის ბიჭებმა საჭირო სამი ქულა მოიპოვეს.

“ქუინს პარკი” 1-2 “არსენალი”

გოლი: ოსტინი ’82 – ჟირუ ’64, სანჩესი ’70

“ლივერპულმა” “ბარნლი” დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა “ენფილდ როუდზე”, სადაც “ლივერპულმა” დამაჯერებელი ანგარიშით “ბარნლი” დაამარცხა.

“ლივერპული” 2-0 “ბარნლი”

გოლი: ჰენდერსონი ’29, სტარიჯი ’51

ინგლისელმა მეკარემ მატჩის დასრულების შემდეგ ფანებთან იჩხუბა (ვიდეო)

23 თებერვალს, ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “კინგსტონიანსა” და “ბოგნორ რეგის” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ (1:2), “კინგსტონიანის” მეკარემ რობ ტოლფრიმ გულშემატკივრებთან იჩხუბა.

ინციდენტის დაწყებიდან ძალიან მალე საქმეში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ და სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

“ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა “სენტ-მერიზე”, სადაც რონალდ კუმანის “საუთჰემპტონი” “ლივერპულთან” დამარცხდა.

მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფელიპე კოუტინიომ მე-3 წუთზე ფრეიზერ ფორსტერის კარი გენიალური გოლით აიღო. ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ “ლივერპულის” მეკარე, სიმონ მინიოლე ბრწყინვალედ თამაშობდა და “წმინდანებს” კარის დალაშქვრის საშუალება არ მისცა.

მეორე ტაიმიც ამავე ტემპში დაიწყო, “სოტონი” უტევდა, მაგრამ “წითელთა” დაცვის ხაზი და მეკარე მყარად იდგა. მატჩს წერტილი 73′-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა დაუსვა. მასპინძელთა შეცდომების ხარჯზე ინგლისელმა ახალგაზრდამ ფორსტერის კარი მეორედ აიღო.

“საუთჰემპტონი” 0-2 “ლივერპული”

გოლი: კოუტინიო ‘3; სტერლინგი ’73

ინგლისში გამართულ მატჩში დაუჯერებელი რამ მოხდა (ვიდეო)

21 თებერვალს, ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ვორკესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “სტოკპორტს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ძალიან უცნაური რამ მოხდა. ფეხბურთელმა, რომლის წინააღმდეგაც იუხეშა, მეტოქე ჭიდაობის ილეთით მინდორზე დაანარცხა.

რედნაპი იმედოვნებს, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება

ჰარი რედნაპს, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში ქპრ-ს თავკაცის პოსტი დატოვა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების პერსპექტივის სჯერა.

„ინგლისის ნაკრებში 3-4 ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა. როი ჰოჯსონს კონკურნეტუნარიანი შემადგენლობა ეყოლება. გული დამწყდება, თუ ნახევარფინალამდე მაინც ვერ მივალთ. საერთოდ, ტურნირის მოგების იმედი მაქვს.

სტერლინგი წარმოუდგენელი ტალანტია. ასევე სტარიჯს, კეინსა და ბარკლის გამოვყოფდი. ასევე საკმაო რაოდენობის განაპირა მცველი გვყავს.

ამ შემადგენლობით ჰოჯსონის გუნდი საუკეთესო უნდა იყოს. ასე რომ, თუ ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, სხვა შანსი, შესაძლოა, არც გვქონდეს“, – განაცხადა რედნაპმა.

მოურინიო: “სხვაობა შვიდი ქულა – ეს არაფერია”

“ჩელსის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს არ სჯერა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს.

როგორც იცით, გუშინ ლონდონელებმა “ვილა პარკზე” 1-2 იმარჯვეს, ხოლო მათმა კონკურენტმა “მანჩესტერ სიტიმ” საშინაო არენაზე ქულები “ჰალ სიტისთან” დაკარგა.

“იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებოდით სხვა ჩემპიონატში, ვიტყოდი, რომ ეს ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ინგლისში სხვაობა შვიდი ქულა, არაფერია. წინ კიდევ 14 ტურია, საქმე 42 ქულას ეხება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“რას ვიტყვი “მანჩესტერ სიტის” ჩავარდნაზე? – არაფერს. ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ნებისმიერი რამ ხდება. აქ ლიდერი და აუტსაიდერი არ არსებობს. არ ვარ მეტოქის შედეგით დაინტერესებული. რაც მთავარია, ჩვენ დავამარცხეთ “ასტონ ვილა“,“-განაცხადა მოურინიომ.

ინგლისურ ფეხბურთში ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანია დაიწყო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიური კამპანია გახსნილად გამოაცხადა. აქციას მხარს უჭერს ინგლისურ საფეხბურთო დივიზიონებში მოასპარეზე მრავალი კლუბი, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებს ჩაატარებენ. კამპანიამ სტარტი დღეს, მანჩესტერის ნაციონალურ საფეხბურთო მუზეუმში აიღო.

აქციის ხელმძღვანელი ლუ ინგლეფილდი ამბობს, რომ ფეხბურთი ყველასთვის არსებობს და კარგია, რომ სპორტის ამ სახოებაში ლგბტ საზოგადოების ჩართულობა იზრდება.

Football for everyone

“ძალიან კარგია, რომ ლგბტ პირები ახლა გაცილებით აქტიურად არიან ჩართულნი ფეხბურთში, ვიდრე ოდესმე. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მრავლად გაჩნდა ლგბტ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ფანჯგუფები. ჩვენ ვამბობთ, რომ ფეხბურთი ყველასთვისაა. ჩვენ დამოუკიდებელ კამპანიას ვაწარმოებთ, რომელშიც ჩართვა ყველას შეუძლია – როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პროფესიონალებს”, – კამპანიის ხელმძღვანელის სიტყვები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფეხბურთში ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანიას უეფაც ატარებს.

Football v Homophobia mascots