ჯიმი VS ჯანო: “უფამ” და “სპარტაკმა” ქულები გაიყვეს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “უფამ” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ პირველ კლუბში ახალგაზრდა ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე თამაშობს. ხოლო, “სპარტაკში” ჯანო ანანიძე გამოდის. ტაბიძემ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ანანიძეს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა საბოლოოდ, გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა – 0-0.

უგოლო ფრის შემდეგ “უფა” ოთხი ქულით მეოთხეზეა, ხოლო მოსკოველებს ორი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

ოფიციალურად: ვოიცეხ შჩესნი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია!

ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ტურინელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

პოლონელმა მეკარემ “ბებერ ქალბატონთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით, უცნობია, რა დაუჯდა “იუვენტუსს” ლონდონის “არსენალის” კიპერის შეძენა.

შჩესნიმ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.

ვოიცეხს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც პეტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდა, 2015 წლის ზაფხულზე შჩესნი რომის “რომაში” გაანათხოვრეს. მან იტალიის ჩემპიონატის ორ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა.

 

ინგლისი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია!

დღეს, გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე ეასაჰ სულიმანმა ბრიტანელები დააწინაურა. ზუსტად ექვს წუთში დუიონ სტერლინგმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვების გოლის ავტორი ლუკას ნმეჩა გახდა. მან 68-ეზე გაუტანა პორტუგალიელებს და საკუთარ გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა!

საბოლოოდ, 1-2 და ინგლისი ჩემპიონი გახდა!

U19: ინგლისმა გერმანია გაანადგურა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

დღეს 19-წლამე ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

“დავით პეტრიაშვიზლე” ინგლისი გერმანიას დაუპირსიპირდა. მატჩი ბრიტანელთა უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად აქტიურობისა, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბენ ბრერეტონმა ანგარიში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. ზუსტად 12 წუთში იმავე მოთამაშემ დუბლი შეასრულა და ინგლისი ორი ბურთით გაიყვანა წინ. 76-ე წუთზე ტობიას ვარშევსკიმ ერთი გოლი გაქვითა. ხოლო, მე-80 და 84-ე წუთზე რაიან სესენიონმა გერმანიას კიდევ ორი გოლი გაუტანა.

საბოლოოდ, ინგლისის ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით, 4-1 გაანადგურა და ცხრა ქულა დაუგროვდა. იგი პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან. გერმანია სამი ქულით ჯგუფში ჩარჩა.

კარტიკატურა: აქვს ტერის “ასტონ ვილას” დახმარების ძალა? (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯონ ტერი “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისის ნაკრებისა და “ჩელსის ყოფილი კატიტანი და ლეგენდა სტივ ბრუსის დამოძღვრილი გუნდის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას შეეცდება.

ომარ მომანი სვამს კითხვებს: “შერჩა ტერის “ასტონ ვილას” დახმარების ძალა? თუ მისთვის უკვე სხვა რამეა პრიორიტეტული?”

ევრო U19: ინგლისმა ბულგარეთს სძლია

გრძელდება 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები.

დღეს “მიხეილ მესხი 2”-ზე ერთმანეთს ბულგარეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ამ უკანასკნელის დომინირებით წარიმართა. ანგარიში პირველივე წუთზე მასონ მოუნთმა გახსნა.

ბრიტანელებმა მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთხელ აიღეს დიმიტარ შეიტანოვის კარი. ამის გაკეთება რიან სესენიონმა შეძლო. საბოლოოდ, ინგლისმა ანგარიშით, 2:0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ბრიტანული ნაკრები სამი ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო, ბულგარეთი ნულით – ბოლოზე.

დღეს B ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს “დავით პეტრიაშვილზე” გერმანია და ჰოლანდია შეხვდება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 მაისი

“სტოკი” რუნის სანაცვლოდ 52 მილიონს იხდის

“სტოკ სიტი” უეინ რუნის ირგვლივ შექმნილი ვითარებით სარგებლობას აპირებს.

“მირორის” ცნობით, საბუქმეიქერო კანტორა Bet365, რომელიც “სტოკის” გენერალური სპონსორი გახლავთ, მზად არის, გუნდს რუნის კონტრაქტის გამოსყიდვაში დაეხმაროს. “მეთუნეები” 31 ინგლისელი ფეხბურთელის შეძენას 52 მილიონ ევროდ აპირებენ.

თავად უეინ რუნიმ განაცხადა, რომ “ევერტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა სხვა ინგლისური კლუბის ფორმას არასდროს ჩაიცვამს. მისი ჯამაგირი კვირაში 343 ათას ევროს შეადგენს და ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. რუნისა და “მანცესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ჟერემი მატიე “ბარსელონას” ტოვებს

ჟერემი მატიე “ბარსელონას” დატოვებს. ამის შესახებ ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს აცნობა.

“ბარსელონაში” მატიეს თამაშით კმაყოფილნი არ არიან. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებული პირველი მატჩის (0:3) შემდეგ 33 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე აღარ გამოსულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერემი მატიე ორი კლუბის წინადადებას განიხილავს.

ნოლიტოს “მანჩესტერ სიტის” დატოვება სურს

“მანჩესტერ სიტის” შემტევი, ნოლიტო აცხადებს, რომ მას გუნდის დატოვება სურს. ესპანელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში 2016 წელს ჩაირიცხა, როდესაც მან კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ესპანეთში დაბრუნება ძალიან მსურს. იმედი მაქვს, რომ “მანჩესტერ სიტის” დავტოვებ. მნიშვნელობა არ აქვს, იჯარით წავალ თუ სრული ტრანსფერით. ჩემი შეძენის სურვილი “ატლეტიკოსა” და “სელტასაც” აქვთ, თუმცა ეს უკვე აგენტის საქმეა”, – უთხრა ნოლიტომ Cope-ს.

ჩიჩარიტო “ლიონში”?

“ლიონმა” ლევერკუზენის “ბაიერს” ხავიერ ერნანდესის თაობაზე წინადადებით მიმართა. ფრანგულმა კლუბმა გერმანელებს 12 მილიონი ევრო შეთავაზა.

“ლიონი” ლაკაზეტის შემცვლელს ეძებს, ჩიჩარიტო კი ერთ-ერთი კანდიდატია.

“მანჩესტერ სიტი” მბაპეში რეკორდულ თანხას იხდის

Telefoot-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” კილიან მბაპეში 130 მილიონ ევროს სთავაზობს.

18 წლის თავდამსხმელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა.

კარიკატურა: ოთხიანმა ვენგერს კლოპთან “უღალატა” (ფოტო)

არსენ ვენგერთან რიცხვი ოთხი დიდი ხანია, დაკავშირებულია. ბოლო წლებში “არსენალი” პრემიერ ლიგაში სწორედ ამ ადგილის დაკავებას ახერხებს. თუმცა, წელს ეს ტრადიცია არ გაგრძელდა. “მეთოფეები” მეხუთე პოზიციაზე გავდინენ, ხოლო მათი “კუთვნილი” ადგილი იურგენ კლოპის “ლივერპულმა” დაიკავა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

პრემიერ ლიგაში ფეხბურთელები სიმულაციისათვის დისკვალიფიკაციით დაისჯებიან

2017-18 წლების სეზონიდან, ინგლისის პრემიერ ლიგაში ფეხბურთელები სიმულაციისათვის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებენ.

ამჟამინდელი წესების თანახმად, ფეხბურთელი მსაჯის მოტყუების მცდელობისათვის მხოლოდ ყვითელი ბარათით ისჯება.

სიმულაციის ამსახველ ეპიზოდს მსაჯის, ყოფილი ფეხბურთელისა და ყოფილი მწვრთნელისაგან შემდგარი ჯგუფი განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ სამივე მათგანი ერთ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდება, მაშინ დამნაშავე დისკვალიფიკაციას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი იმ ეპიზოდებსაც განიხილავს, რომლებიც შესაძლოა, მსაჯს გამორჩეს.

თრილერი “სტემფორდ ბრიჯზე”, “ჩელსი” გამარჯვებულია (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩი გამართა ლონდონის “ჩელსიმაც”, რომელმაც უკვე გაინაღდა ჩემპიონობა. “არისტოკრატებმა” საშინაო არენაზე უოლტერ მაცარის “უოტფორდი” მიიღო.

ლონდონში შეკრებილმა პუბლიკამ ბრწყინვალე სპექტაკლი იხილა – მატჩში 7 გოლი გავიდა, გამარჯვებულის ვინაობა კი 88-ე წუთზე, ფაბრეგასის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.


“ჩელსი”: ბეგოვიჩი; აკე, ტერი, ზუმა; კენედი (აინა 75′), ჩალობაჰი (ფაბრეგასი 79′), კანტე, ასპილიკუეტა; ედენ აზარი, უილიანი; ბატშუაი (პედრო)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“უოტფორდი”: გომესი; მარიაპა, პროდლი, ჰოლებასი; ამრაბატი, კლევერლი, ბეჰრამი, დუკურე, იანმაატი; კაპუ (ტროი დინი); ნიანგი (სერჟი ოკაკა 71′)

მთავარი მწვრთნელი: უოლტერ მაცარი


რა შემთხვევაში დანიშნავენ პლეი ოფებს პრემიერ ლიგაში?

მართალია, უკვე ცნობილია, ინგლისის ჩემპიონისა და იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში დაქვეითდებიან, მაგრამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მაინც არის დარჩენილი ინტრიგა – ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რომელი გუნდები შეძლებენ ოთხეულში მოხვედრას.

“ვესტ ჰემთან” მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (4-0) შემდეგ, “ლივერპული” ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე იმყოფება. მაგრამ მათ უშუალო კონკურენტებს, “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” თადარიგში ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. “სიტის” შეუძლია ორი ქულით გაასწროს იურგენ კლოპის გუნდს, “მეთოფეებს” კი შანსი აქვთ, სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირონ.

თუმცა, შესაძლოა, სეზონმა უფრო საინტერესო გაგრძელება ჰპოვოს და ის ბრწყინვალე პლეი ოფების სერიით დასრულდეს.

საქმე ისაა, რომ წესების თანახმად, თუ რამდენიმე კლუბი სეზონს ქულების ერთნაირი რაოდენობით, გოლების სხვაობითა და გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობით დაასრულებს და სასწორზე ევროსარბიელის საგზური, ან ჩემპიონატში დარჩენა დევს, საჭირო ხდება დამატებითი მატჩები გამართვა ნეიტრალურ სტადიონზე.

რა შედეგებით უნდა დასრულდეს მატჩები, რომ პლეი ოფები დაინიშნოს?

სამშაბათი

“არსენალი” 3-0 “სანდერლენდი”
“მანჩესტერ სიტი” 2-2 “ვესტ ბრომვიჩი”

კვირა

“ლივერპული” 0-1 “მიდლსბრო”

“არსენალი” 0-0 “ევერტონი”

“უოტფორდი” 3-1 “მანჩესტერ სიტი”

მოურინიო: “მანჩესტერის” მიზანი ტიტულებია და არა – ოთხეულში მოხვედრა”

გუშინ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედი” “ტოტენჰემთან” სტუმრად, ანაგარიშით, 2-1 დამარცხდა და ოთხეულში შესვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

“ჩვენთვის, “მანჩესტერ უნაიტედისთვის” უმთავრესია არა პირველ ოთხ გუნდს შორის ყოფნა, არამედ ტიტულების მოგება! ასე რომ, ახლა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მეორე თასის მოსაპოვებლად. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი წარმატება იქნება. ჩვენთვის ეს უმნიშნელოვანესია!”

“ვიცით, თუ ფინალს ვერ მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ვითამაშებთ. ამიტომ, ახლა ტიტულისთვის ვიბრძვით. შესაძლოა, ის გუნდები, რომლებიც ოთხეულში არიან, სხვა დროს ჩვენს ადგილზე აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში, მათი მიზანიც ტიტულის მოგება იქნება.”

“ხალხი ამბობს, რომ ჩვენ გავრისკეთ და ევროპის ლიგაზე გავაკეთეთ აქცენტი. არ გაგვირისკავს! რაც გავაკეთეთ, ეს სწორი იყო! ორივე ფრონტზე უნდა გვებრძოლა. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა,” – აცხადებს მოურინიო.