„ლივერპულმა“ წელიწადი „ვესტ ჰემთან“ მარცხით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტური „ვესტ ჰემისა“ და „ლივერპულის“ მატჩით დაიწყო, რომელიც ლონდონელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

უკვე მე-10 წუთზე ანგარიში მაიკლ ანტონიომ გახსნა. მეორე ნახევრის ისევ მე-10 წუთზე კი თავის ყოფილ გუნდს ენდი ქეროლმა გაუტანა.

ამ გამარჯვებით „ვესტ ჰემმა“ 32 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება იურგენ კლოპის გუნდს, მის აქტივში 30 ქულაა და ის მერვე ადგილზეა.

„ვესტ ჰემი“ – „ლივერპული“ 2:0
გოლები: ანტონიო 10′, ქეროლი 55
გაფრთხილებები: ლანცინი 18′ – ლეივა 24′

რანიერი: „საოცრებას ვახდენთ“

„ლესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „მანჩესტერ სიტისთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ჩინებული შეხვედრა ჩავატარეთ, რომელიც რთული გამოდგა. კარგად ვთამაშბდით და მომენტებსაც ვქმნიდით. „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ ფეხბრუთელთა რეაქციის დანახვა მინდოდა.

ჩვენთვის ყოველი შეხვედრა მძიმეა. პრემიერლიგა უმაღლესი დონის ტურნირია.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, საოცრებაა. მინდა, რომ ასე გაგრძელდეს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. მაქვს სურვილი, ჩემი ფეხბურთელები ასე ყოველ მათჩში იბრძოდნენ“, – ციტირებს იტალიელს BBC.

ამჟამად „ლესტერ სიტი“ „არსენალთან“ ერთად 39 ქულით პირველ და მეორე ადგილებს იყობს.

„ჩელსიმ“ ჩეხს რეკორდის მიღწევა მიულოცა

„ჩელსიმ“ თავის ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს, რომელიც ამჟამად „არსენალის“ კარს იცავს, პრემიერლიგის რეკორდის დამყარება მიულოცა.

„ჩვენს ლეგენდას პეტრ ჩეხს პრემიერლიგის „მშრალი“ მატჩების რეკორდის მიღწევას ვულოცავთ“, – წერია „არისტოკრატთა“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „ბორნმუტთან“ ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩი ჩეხისთვის პრემიერლიგაში 170-ე გამოდგა, რომელშც მას გოლი არ გაუშვია. აქედან 162 შეხვედრა მან „ჩელსიში“ ჩაატარა.

პეტრ ჩეხმა პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს შედეგი „მეთოფეთა“ მეკარისთვის პეტრ ჩეხისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან მან პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა – კერძოდ, ჩეხმა ინგლისის ჩემპიონატში 170-ე მშრალი მატჩი ჩაატარა, რითიც, ამ მაჩვენებლით, ტურნირის ისტორიაში პირველ ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი პრემიერლიგაში 2004 წლიდან თამაშობს.

კლოპი: „ინგლისის ნაკრებს ზამთრის პაუზის გარეშე ევრო 2016-ზე გაუჭირდება“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნებს, რომ ინგლისის ნაკრებს ევრო 2016-ზე წარმატების მიღწევა შეუძლია. ამავდროულად, გერმანელი სპეციალისტის აზრით, პრემიერლიგის კალენდარში ზამთრის შესვენება უნდა იყოს.

„ინგლისში საკმაოდ ბევრი მატჩია. ბევრი ტურნირი ტარდება, დასვენება კი არ არის. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ეს წარმატების საწინდარი არაა. ინგლისის ნაკრებმა კარგი სამუშაო შეასრულა და ტიტულის მოგებაც შეუძლია, რადგან მაღალი დონის მოთამაშეები გყავს, თუმცა შესვენების გარეშე ისინი ერთ წელიწადს ითამაშებენ. სხვა გუნდებს კი პაუზა აქვთ. რა თქმა უნდა, დასვენების გარეშე წარმატების მიღწევის შანსი არის, მაგრამ ეს რთულიც იქნება“, – განუცხადა კლოპმა გამოცემა „მირორს“.

ვან გაალი: „მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს“ (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის პრესკონფერენცია მხოლოდ 4 წუთი და 58 წამი გაგრძელდა. ამ დროში მან მხოლოდ ჟურნალისტთა ორ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

„ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც აქამდე იყო, ახალი არაფერია. ფილ ჯონსმა 90 წუთი ითამაშა და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ეს კარგის ნიშანია.

დარმიანს „ჩელსისთან“ 28 დეკემბერს დაბრუნება შეუძლია“.

შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით:

„ამ უთახში არავინ ფიქრობს, რომ უნდა მომიბოდიშოს.

მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს, ამის შესახებ პრესაში წავიკითხე. გგონიათ, ჟურნალისტებთან საუბარი მსურს? აქ მხოლოდ პრემიერლიგის წესების გამო ვარ. თქვენთან საუბარი ამიტომ მიწევს. როდესაც რამეს ვამბობ, ამას თქვენს კონტექსტში იყენებთ.

მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელების თავდაჯერებულობის მომატება მსურდა. ყველაფერი ამ კვირას გავაკეთე. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბსაც შევხვდი. საშობაო ვახშამი მქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონში ყველას სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობ.

ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. ოთხი კვირის წინ პირველ პოზიციას ვიკავებდით, რომელზეც დაბრუნება ოთხ კვირაში შეგვიძლია.

თქვენ ფაქტებს უდნდა დაეყრდნოთ. ალექს ფერგუსონი, დევიდ გილი და ედ ვუდვორდი იმიტომ მირეკავენ, რომ თქვენ რაღაცას იგონებთ. ეს კარგი არ არის. ახლა კი კითხვებზე უნდა გიპასუხოთ. არამგონია, ამის დიდი სურვილი მქონდეს.

„სტოკ სიტისთან“ მატჩზე ვფიქრობ. შობასა და ახალ წელს გილოცავთ. ღვინის სმითა და ნამცხვრების ჭამით ისიამოვნეთ“.

ვენგერი: „არ მახსოვს, ბოლოს ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი როდის გვქონდა“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ამ გამარჯვებამ ტიტულის მოგების რწმენა მოგვიმატა. ასე ყოველ მატჩში უნდა ვიბრძოდეთ.

წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესები ვართ. პრემიერლიგა ძალიან რთული ტურნირია. ამიტომაც, ფრთხილად უნდა ვიყოთ. „სიტის“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ასეთივე ფეხბურთი 26 დეკემბერს „საუთჰემპტონთანაც“ უნდა ვაჩვენოთ.

არ მახსოვს, ბოლოს ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი როდის გვქონდა. ასეთი შესაძლებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოგვიცია. ცხრილის სათავეში 2013/14 წლების სეზონის მიმდინარეობისასაც ვიყავით. ვიცით, რომ წინ კდიევ გრძელი გზაა.

ცხრილში ძალიან მჭირდო მდგომარეობაა. „მანჩესტერ სიტის“ დონის გათვალისწინებით, საჩემპიონო რბოლის მოგება ამ გუნდსაც შეუძია.

იოზილი, რომელმაც დღეს ორი საგოლე პასი მიითვალა, კიდევ უფრო განვითარდა და მას თამაშის საკუთარ თავზე აღების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა“, – ციტირებს ფრანგს Goal.com-ი.

პელეგრინი: „პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თვლის, რომ ინგლისის ჩემპიონატის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პრემიერლიგა ყველაზე მნიშვნელოივანია. ჩემპიონთა ლიგაზე შენ ერთი მატჩის ჩატარება და ნახევარფინალიდან გამ~ვოარდა შეგიძლია. შენს წარმატებას ბევრი არ გაიხსენებს. ინგლისის პირველობაში კი მუშაობა მთელი წლის განმავლობაშია საჭირო. ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი იდეა არ უდნა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მისი მოგება კარგია, მაგრამ ამის გამო პრემიერლიგის დავიწყება არ ღირს“, – ციტირებს ჩილელს Goal.com.

პატო: „პრემიერლიგაში თამაში მსურს“

„სან-პაულუს“ თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ აღიარა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა.

„ინგლისში გადავიდოდი, რადგან პრემიერლიგას მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატად ვთვლი.

ევროპაში ახალი კარიერული ეტაპის დაწყება მსურს. მინდა, ეროვნული ჩემპიონატი მოვიგო და ჩემპიონთა ლიgაზე წარმატებას მვიაღწიო.

აქამდე ვილიანს, ფირმინოს, კოუტინიოსა და დავიდ ლუისს ვესაუბრე. ვფიქრობ, ბრაზილიელებს ინგლისში თამაში შეუძლიათ“, – აღნიშნა პატომ.

ჯო კოულს სჯერა, რომ „ჩელსი“ ამ სეზონში პრემიერლიგას მოიგებს

„ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯო კოული თვლის, რომ ლონდონურ კლუბს საცემპიონო ტიტულის მოგების შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

„ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი, ეს თამაში სწორედ ამიტომ უყვართ. ვერ ვიტყვით, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. არცერთ გუნდს ყველას დამარცხება არ შეუძლია. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად სიურპრიზებითაა სავსე. უახლოესი კვირები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩელსიმ“ მოურინიოს მუშაობის საშუალება უდნა მისცეს. ვფიქრობ, მასზე უკეთესად ამ სიტუაციას ვერავინ გაუმკლავდება. ახლა „ჩელსი“ მძიმე მდგომარეობაშა. ინგლისში ყოველი მატის მოგება სულ უფრო და უფრო რთულია“, – განაცხადა კოულმა.

შვაინშტაიგერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა „ვესტ ჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მეტოქე უინსტონ რეიდს სახეში ჩაარტყა, თუმცა მსაჯმა ეს ეპიზოდი ვერ დაინახა და 31 წლის ფეხბურთელი არ დასაჯა. შემდგომ, გერმანელმა აღნიშნულ ეპიზოდში უხეში თამაში აღიარა.

როგორც BBC წერს, სადისციპლინო კომიტეტმა შვაინშტაიგერს სამმატჩანი დისკვალიფიკაცია დაუწერა. შესაბამისად, ბასტიანი „ბორნმუტთან“ „ნორვიჩთან“ და „სტოკ სიტისთან“ შეხვედრებს გამოტოვებს, თუმცა „ჩელსისთან“ პრინციპულ მატჩში თამაშს შეძლებს.

მოურინიო: „ბორნმუთი“ კალათბურთს გვეთამაშებოდა“

ლონდონსი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მისმა გუნდმა „ბორნმუტთან“ მატჩში წაგება არ დაიმსახურა.

„მარცხი არ დაგვიმსახურებია. ჩვენმა მეტოქემ გოლი მაშინ გაიტანა, როცა მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა. თანაც, მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა. როდესაც ანაგრიში 0:0 იყო, ყველამ დაინახა, რომ მეტოქემ ხელით ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო.

პირველ ტაიმში აგრესია გვაკლდა, შესვენების შემდეგ კი მეტოქის კართან შეტევას მოვუმატეთ. „ბორნმუთი“ ყოველთვის დროის გაჭიანურებას ცდილობდა და სამედიცინო პაუზებით სარგებლობდა, თთქოს, საკალათბურთო ოვერტაიმი იყო“, – განაცხადა პორტუგალიელმა.