საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში “სან ხოსეს” ავტობუსში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვაკო და მისი ქართველი თანაგუნდელი გურამ კაშია “სან ხოსეს” ფეხბურთელებთან ერთად ლექს-სენის ერთ-ერთ სიმღერას უსმენენ.
ჭდე: ყაზაიშვილი
ყაზაშვილი: “გულშემატკივარი ტრიბუნებზე დავაბრუნეთ”
გუშინ საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესტონეთის ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა ქართველმა შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი დონის გუნდებთან გვიწევს თამაში. კარგი მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ. საგულისხმოა ისიც, რომ ხალხი ტრიბუნებზე დაბრუნდა. მაყურებლის მხარდაჭერას ვგრძნობდით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.”
“პირადად მე, შარშანდელისგან განსხვავებით, მეტი სათამაშო პრაქტიკა მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. ბოლო თამაშებში გოლებიც გავიტანე, რაც ძალიან მახარებს. იმედია, ასე გავაგრძელებ,” – ამბობს ვაკო.
ყაზაიშვილი: “გამარჯვებას ვიმსახურებდით!”
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში საქართველომ ირლანდია მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 1-1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან თავი ვაკო ყაზაიშვილმა 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის პასის შემდეგ გამოიჩინა.
ვაკომ Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“შეცდომის გამო ადრე გავუშვით გოლი და თამაშში დაბრუნება რთული იყო. თუმცა, მოვინდომეთ და ეს შევძელით. ამის შემდეგ უპირატესობაც კი მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველ ტაიმში. გამარჯვებას ვიმსახურებდით.”
“გოლის ეპიზოდი? (ფიქრობს, ავტ.) ძალიან დიდი ხანი გვეჭირა ბურთი, არა? აი, შემდეგ კომბიანცია დავიწყეთ: კაშო, გვილია, ჯანო, რომელმაც შესანიშნავი პასი მომცა და ერთი ერთზე გავიტანე.”
“ავსტრიასთან შეხვედრაში დასაკარგი არაფერია! ასე თუ გავალთ და ვითამაშებთ, შედეგიც მოვა,” – თქვა ყაზაიშვილმა.
ვარშავის “ლეგიამ” ლენჩნის “გორნიკი” გაანადგურა – ყაზაიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა! (ვიდეო)
დღეს პოლონეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ვარშავის “ლეგია” საკუთარ მოედანზე ლენჩნის “გორნიკს” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, თამაში დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 5:0 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ “ლეგიაში” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ლეგიონერი, ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც მეხუთე წუთზე საგოლე გადაცემით ნიკოლიჩს გაატანინა.
იხილეთ ვიდეო
მას გოლი არ გაუტანია. ვაკო 73-ე წუთზე ალექსანდროვმა შეცვალა.
ამ გამარჯვების შემდეგ ვარშაველები 35 ქულით მესამე ადგილზე არიან.
ყაზაიშვილი “რეალის” წინააღმდეგ მატჩში 74-ე წუთზე ჩაერთო (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვარშავის “ლეგიას” უპირისპირდება.
პოლონური გუნდის ქართველი ლეგიონერი, ვაკო ყაზაიშვილი 74-ე წუთზე გილერმოს ნაცვლად შევიდა მოედანზე.
იხილეთ ვიდეო:
ყაზაიშვილის ცოლის ძმა დააპატიმრეს
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის “ლეგიას” მოთამაშის, ვალერი ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ ყაზაიშვილის მეუღლის ძმა იმიტომ დააპატიმრა, რომ მას სახლში იარაღი აღმოუჩნეს.
ახლობლები და თავად დაკავებული ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლიან.
ნოდარ ნიშნიანიძე და მისი მეუღლე დაპატიმრებამდე 1 დღით ადრე ავრცელებდნენ ვიდეოს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათ უთვალთავლებდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ზოგის აზრით, ნოდარს იარაღი ჩაუდეს და უსამართლოდ დაიჭირეს.
სერია ა-ს კლუბს ჭანტურიას შეძენა სურს!
ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. გუნდები კი სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, ბოლოჯერ გაიბრძოლონ და გააძლიერონ თავიანთი შემადგენლობა.
იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com-ი ავრცელებს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.
ამჟამად, გიორგი რუსული “ურალის” ღირსებას იცავს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, იყო თუ არა კონტაქტი “კროტონეს” ხელმძღვანელობასა და ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის მესვეურებს შორის. სატრანფსერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.
რობ მაასი ყაზაიშვილს შეხვდა: “ვაკო უკმაყოფილო იყო”
“ვიტესის” მთავარი მწვრთნელი, რობ მაასი ვაკო ყაზაიშვილს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ტურში “ვილემ II”-თან გამართულ მატცში შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა, მაასი კი მას სწორედ ამის გამო ესაუბრა.
“ვაკოს ვესაუბრე. ის უკმაყოფილი იყო იმით, რომ შევცვალე. ვფიქრობ, პრობლემა მოგვარდა”, – ციტირებს მაასის სიტყვებს vitesse.org.
რაც შეეხება თავად ვაკოს პოზიციას, მან გუშინ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.
ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთში?
არნემის “ვიტესის” შემტევის, ვაკო ყაზაიშვილის შეძენა ჩინურ კლუბს სურს. Voetbalzone-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზაიშვილით “გუანჯოუ” დაინტერესდა.
“გუანჯოუმ”, გასულ სეზონში, ჩინეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა, წელს კი გაძლიერებას აპირებს. გუნდს სერბი დრაგან სტოიკოვიჩი წვრთნის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვიტესის” ხელმძღვანებლობა ჩინურ კლუბს უარით გაისტუმრებს.
ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი ფინტები “აიაქსთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)
23 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, ამსტერდამის “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე არნემის “ვიტესი” მიიღო.
მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ვაკო ყაზაიშვილმა ორი მეტოქე მოატყუა, თუმცა საბოლოოდ მან ბურთი დაკარგა.
ვაკო ყაზაიშვილმა “კამბურს” გაუტანა (ვიდეო)
16 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-18 ტურში “კამბურმა” საკუთარ მოედანზე “ვიტესი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა დააფიქსირა.
ყაზაიშვილმა “ვიტესის” რეკორდსმენს მიულოცა
18 დეკემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ტვენტე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა.
“მთელმა გუნდმა ბრყინვალე მატჩი ჩაატარა. მიტჩელს კი ერედივიზიონში დებიუტს ვულოცავ”, – წერს ვაკო.
ცნობისთვის, მიტჩელი არნემის “ვიტესის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ერედივიზიონის შეხვედრაში მიიღო.
End result: Vitesse 5 – 1 FC Twente! Amazing performance by the whole team, and congrats to Mitchell for his Eredivisie debut! ⚫️
Posted by Vako Qazaishvili on Friday, 18 December 2015