“რეალი” ფიფასგან კომპენსაციის სახით 1,6 მლნ ევროს მიიღებს

გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “რეალი” ლუკა მოდრიჩის დაზიანებისთვის ფიფასგან კომპენსაციის სახით 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობის დროს მიიღო.

ლუკა მოდრიჩმა მარცხენა ბარძაყის მყესი გაიგლიჯა, რის გამოც სამიდან ოთხ თვემდე უქმობა მოუწევს.

 

“რეალმა” “მაიკროსოფტთან” ხელშეკრულება გააფორმა

მადრიდის “რეალსა” და კორპორაცია “მაიკროსოფტს” შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა მარკეტინგის ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება უფრო ძვირადღირებული იქნება, ვიდრე “ბარსელონასა” და “ინტელს” შორის შარშან გაფორმებული 25 მილიონ აშშ დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი. “რეალსა” და “მაიკროსოფტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება “სამეფო კლუბს”, სავარაუდოდ, 30 მილიონ აშშ დოლარს მოუტანს, რისი ნაწილიც სტადიონის მოდერნიზებაზე დაიხარჯება.

დღეს საღამოს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ხელშეკრულების პირობების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ორლანდო აიალა.

 

ბეილი: „უელსის ნაკრების ევრო 2016-ზე გასვლა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას უდრის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ეროვნულოი ნაკრების ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გასვლა „ჩემპინთა ლიგის“ მოგების ტოლფასია.

„ჩემთვის ევროზე გასვლა უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნებოდა. უელსი ევროპის ჩემპიონატზე არასდროს გასულა. ეს შედეგი „ჩემპიონთა ლიგის“ მოგების ტოლფასი იქნებოდა. უელსის ყოველი მოქალაქისთვის მსგავსი წარმატება დიდი სიხარულია.

ამ მომენტისთვის ჩვენზე ზეწოლა არ ხორციელდება, რადგან ბელგიის ნაკრებთან გვაქვს სათამაშო, რომელიც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მივიდა“, – ციტირებს ბეილს ესპანური პრესა.

„ჩელსი“ ბეილს 90 მილიონად გამოისყიდის?

გამოცემა „მეტროს“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თვლის, რომ გუნდს ჩნიებული თამაშის ჩვენება გარეთ ბეილის გარეშეც შეუძლია. წყაროს მტკიცებით, 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი უელსელის გასაშვებად მზად იქნება.

აქამდე ბეილისადმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან ინტერესოს შესახებ ცნობილი იყო, ახლა კი, „ტოტენჰემის“ ექს-ფეხბურთელით „ჩელსიც“ დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდის „რეალმა“ „ტოტენჰემს“ 90 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

კალდერონი: „ფლორენტინო პერესს რონალდუს ტრანსფერის ჩაშლა სურდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის ისტორია მოჰყვა.

„როდესაც ფლორენტინო პერესი პრეზიდენტი გახდა და „რეალში“ მუშაობა დაიწყო, მას რონალდუსთან მოლაპარაკების ჩაშლა სურდა. მისი აზრით, კრიშტიანუს სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

მან იცოდა, რომ რონალდუ კარგი ფეხბურთელია. ამავდროულად იგი ფიქრობდა, რომ ასეთი თანხის გადახდა მის სანაცვლოდ არ ღირდა. თავიდანვე მათ ამის გამო მცირე კონფლიქტიც კი ჰქონდათ, რადგან კრიშტიანუმ ამ ისტორიის შესახებ იცოდა.

მოლაპარაკება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კალდერონმა.

რამოსმა ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით ინიესტას გაუსწრო

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „რაიო ვალეკანოსთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის მე-11 ტურის მატჩში (5:1) გოლით გამოირჩა.

აღნიშნული გოლი სერხიოსთვის „ბლანკოსის“ შემადგენლობაში 50-ე აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით მან ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ინიესტამ „ბარსელონას“ მაისურით 517 მატჩი ჩაატარა და სწორედ იმდენი გოლი გაიტანა, რამდენის გატანაც რამოსმა „რეალში“ 417 შეხვედრაში შეძლო.

“რეალი” – “რაიო ვალეკანო” 5:1

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

პირველი გოლი მე-9 წუთზე ტრავმის შემდეგ სასტარტოში დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა გაიტანა. ტაიმის ბოლოს სხვაობა სერხიო რამოსის გოლით გაიზარდა, თუმცა შესვენებამდე ბუენომ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. გოლები კროოსის, ბენზემას და კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. საბოლოოდ 5:1 და “სამეფლო კლუბმა” ლიდერობა შეინარჩუნა.

კაპელო: „ანჩელოტი „რეალს“ მოურინიოზე მეტად უხდება“

რუსეთს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, მადრიდის „რეალი“ სწორად მოიქცა, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი დანიშნა.

„ვფიქრობ, ანჩელოტი „რეალში“ დიდი ხანი იქნება. მადრიდელთათვის იგი ჩინებული მწვრთნელია. მისი სტილი იმ კლუბს უხდება, რომელიც დიდ მატჩებში იბრძვის. კარლო, წინა მწვრთნელთან შედარებით, რომელიც ყველას წინააღმდეგ იყო, გუნდის ნაწილია.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ისკოსთვის მან სწორი ვარიანტი აირჩია. ამ პოზიციაზე იგი „მალაგაში“ თამაშისას გამოდიოდა.

ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას? მას სიომეონე და ანჩელოტი ერთად იმსახურებენ. „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 91-ე წუთამდე იგებდა. დიეგომ უდიდესი სამუშაო შეასრულა“, – განუცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა გამოცემა „მარკას“.

ბორხა ვალერო: „რეალში“ სახლსა და მანქანას გჩუქნიან, თუმცა ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ მადრიდის „რეალის“ აკადემიაში გატარებულ დროზე ისაუბრა.

„თერთმეტ წლამდე, სანამ მადრიდის „რეალის“ აკადემიის წევრი გავხდებოდი, თავით კარგად ვთამაშობდი. ვცხოვრობდი სამას ბიჭთან, რომელთა 85% ვერსად ვერ მოხვდა. მათ ბავშვობის წლები ტყუილად დახარჯეს. გუნდში არანაირი ლოიალურობა არ იყო.

მათ, ვისაც აგდებდნენ, ჩანთით ხელში მიდიოდნენ. რთული იყო, რადგან ყველაფერი არამხოლოდ ჩვენს თამაშზე, არამედ მწვრთნელების აზრზეც იყო დამოკიდებული. ეს სიტუაცია გადაცემა „X-Factor“-ს ჰგავდა.

„რეალში“ კარგ ხელფასს გიხდიან, გაძლევენ სახლს, მანქანასა და ლამაზ საათს. თქვენ სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ, მაგრამ ეს ნამდვილი ფეხბურთი არ არის“, – ციტირებს 29 წლის ნახევარმცველს გამოცემა „მარკა“.

2005 წლიდან 2007 წლამდე ბორხა მადრიდელთა მეორე გუნდში თამაშობდა. გარდა ამისა, მან ესპანეთის თასსა და ჩემპოიონთა ლიგაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა “ლივერპულს” ტექნიკური გოლი გაუტანა

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა “ლივერპულს” ტექნიკური გოლი გაუტანა.

მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ ორ მატჩში ქულების რეკორდი დაამყარა

ოთხშაბათს მადრიდის „რეალმა“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი გამართა. „სამეფო კლუბის“ მეტოქე იტალიური „დინამო სასარი“ იყო, რომელიც ესპანელებმა ანგaრიშით 115:94 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მესამე ტურში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ მატჩში მადრიდელებმა 112 ქულა დააგროვეს. აქედან გამომდინარე, ზედიზედ ორ მატჩში „რეალმა“ 227 ქულა მიითვალა, რაც ზედიზედ ორ მატჩში ძირითად დროში დაგროვებული ქულების რეკორდია.

სათქმელია, რომ „დინამო სასარისთან“ თამაშში ესპანეთის ვიცე-ჩემპიონმა ასევე ერთ შეხვედრაში გაკეთებული გადაცემების რეკორდი გაიმეორა, რომელიც ერთი კვირის წინ დაამყარა (33 გადაცემა).

ხამეს როდრიგესი: „ანჩელოტის ნებისმიერ დავალების შესასრულებლად მზად ვარ“

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა თავისი თამაშის შესახებ ისაუბრა.

„მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია, თუ გოლების გატანა ან თანაგუნდელებისთვის მომენტის შექმნა გამომდის.

მართალია, რომ მეტოქის კართან კარგი ვარ, თუმცა ანჩელოტის ყველა იდეისთვის მზად ვარ.

„გრანადას“ კარში გატანილი გოლი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ურუგვაის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე არანაკლებად კარგი ბურთი გავიტანე. ეს გოლები ჩემი გოლების ტოპ სამეულში შედიან“, – განაცხადა როდრიგესმა.

პრიმერა დივიზიონის ათ მატჩში 23 წლის კოლუმბიელმა 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.