ლეგენდა, სახელად – იკერი

24 წელი ‘’რეალის’’ სამსახურში. 24 წელია, რაც იკერი მადრიდში ცხოვრობს და მგონი სავსებით საკმარისია, იმისთვის რომ მიხვდე, თუ რა თილისმა გყავს გუნდში. ამ 24 წლის განმავლობაში, იყო მრავალი წარმატება და წარუმატებლობა. ეს 24 წელი მან ‘’რეალის’’ სიყვარულში გაატარა და ცხოვრების ბოლომდე ეს გრძნობა გაჰყვება. ის არ მოკვდება, ის მუდამ იცოცხლებს, როგორც ‘’რეალის’’ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, როგორც ღირსეული კაპიტანი და როგორც ბრყინვალე პიროვნება. 6-ჯერ ევროპის (2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012) და 5-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ (2008, 2009, 2010, 2011, 2012) დასახელდა. 5-ჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მუნდიალი. ბევრი მსოფლიო დონის მეკარე ვერ დაიკვეხნის კასილასის მსგავსი შედეგით. პირადი პრიზები არ გამომრჩეს: 28 პირადი პრიზი 33 წლის ასაკში, განა ეს ცოტაა?

Casillas

8 წლიდან ‘’რეალის’’ სამსახურშია. 1990 წლიდან 1998 წლამდე ‘’სამეფო კლუბის’’ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. მისი ბრწყინვალე რეაქცია, სისწრაფე, წარმოუდგენელი ნახტომი და რაც მთავარია თავდაუზოგავი შრომა, არ გამოპარვია გუნდის ხელმძღვანელობას და 1999 წელს კი ‘’კასტილიაში’’ გადავიდა, საიდანაც მალევე მთავარ გუნდში მოხვდა. 18 წლის ასაკში იკერი ‘’რეალის’’ სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამ დროს გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვისენტე დელ ბოსკე მოვიდა, რომელმაც იკერს ნდობა გამოუცხადა და მალევე, კასილასმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ‘’ვალენსიას’’ წინააღმდეგ, ტრამვირებული ბოდო ილგნერი შეცვალა და საკუთარ გუნდს ტიტულის მოგებაში დიდი დახმარება გაუწია, მეტი რაღა უნდა ინატროს პატარა მუჩაჩომ ამ ასაკში? ამ მატჩის შემდეგ, კასილასი ხშირად გვევლინებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ იკერმა ფორმა დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. კრიტიკოსების აზრით ეს დასასრული იყო, მაგრამ ყველაფერი იკერის სასარგებლოდ მოხდა. 2002 წელს, ‘’რეალი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც იკერმა ტრამვირებული სეზარი შეცვალა. ეს მატჩი ალბათ ყველა ‘’მადრიდისტას’’ ემახსოვრება. ლევერკუზენის ‘’ბაიერის’’ წინააღმდეგ, ზიდანის ბრწყინვალე გოლისა და წარმოუდგენელი სეივების შედეგად ‘’რეალი’’ მეცხრედ გამეფდა და კასილასიც ძირითადის უცვლელ წევრად მოგვევლინა.

Iker_Casillas_and_Xavi_Euro_2012_trophy

2008 წლის ზაფხულში სან იკერმა ესპანეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა და ჩემპიონის თასიც აწია. უდიდეს წარმატებას კი 2010 წლის მუნდიალზე მიაღწია, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი აღმართა, მის მიერ ჰოლანდიასთან ფინალში განხორციელებული სეივები კი მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. 2012 წელს, კასილასმა, კაპიტნის სამკლავურით, კიდევ ერთხელ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მოგება.

2013 წლამდე, იკერი, ‘’რეალის’’ უცვლელი წევრი იყო, მაგრამ სწორედ ამ სეზონში დაიწყო პრობლემები, რომელიც იკერს ახლაც თან დაყვება. მის არადამაჯერებლობაზე დღესაც ლაპარაკობენ. 2012/13 წლების სეზონში, მოურინიომ მეკარეების როტაცია გადაწყვიტა, ექსპერიმენტების სახით ძირითად შემადგენლობაში, კასილასის მაგივრად, ანტონიო ადანი გვევლინებოდა. მალევე, კასილასმა ‘’ვალენსიასთან’’ შეხვედრისას ხელი მოიტეხა, ამ ეპიზოდის მთავარი გმირი კი ალვარო არბელოაა. ნამდვილად ვიღაცამ დაწყევლა იკერი. ადანის არადამაჯერებლობის ფონზე, გუნდში ‘’რეალის’’ აღზრდილი, დიეგო ლოპესი მოიყვანეს, რომელიც ბრწყინვალედ მოერგო გუნდს და იკერის გამოჯანმრთელების შემდეგაც, ძირითად შემადგენლობაში სწორედ დიეგო გვევლინებოდა. ‘’სანამ ‘’რეალში’’ ვიქნები, გუნდის კარს დიეგო ლოპესი დაიცავს’’ – ამბობდა ჟოზე მოურინიო, რასაც ‘’მადრიდისტების’’ აღშფოთება და ჟოზეს თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვა.

Netherlands+v+Spain+2010+FIFA+World+Cup+Final+avPVgnXTYsLl

5 თვის უთამაშებელი იკერი, დელ ბოსკემ კონფედერაციის თასზე გამოიძახა, სადაც უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ვერც კი შეამჩნევდით, რომ სათამაშო პრაქტიკის არ მქონე იყო. ამასობაში, ‘’სამეფო კლუბში’’ მოვიდა ანჩელოტი, რომელსაც ყველა იმედის თვალით უყურებდა, ყველას იკერის დაბურნება სურდა, თავად იკერსაც. მაგრამ კარლომ, ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: ‘’პრიმერაში დიეგო ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის თასზე კი კარს კასილასი დაიცავს.’’ – განაცხადა ანჩელოტიმ 2013/14 წლების სეზონის დაწყებამდე. ეს იკერისთვის ნამდვილად არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, წინ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, კასილასს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა, ამის გამო გაჩნდა ჭორები, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, სან იკერი გუნდს დატოვებდა. გულშემატკივარში აშკარად იგრძნობოდა პანიკის ნიშნები, მაგრამ იკერმა მოთმინება არჩია და არც შემცდარა. იგი არა თუ დარჩა გუნდში, არამედ მიაღწია უდიდეს წარმატებას, რომელსაც ყველა ‘’მადრიდისტა’’ 12 წლის განმავლობაში ელოდა. ‘’რეალმა’’ მოიგო ‘’ლა დესიმა’’, იკერი კი გახლდათ ის კაპიტანი, რომელმაც რეალის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი აღმართა.

Real Madrid v Atletico de Madrid - UEFA Champions League Final

კარლო ანჩელოტის სიტყვები გამახსენდა: ‘’იკერ კასილასი იქნება ის კაპიტანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს აწევს. თასის აწევამ, ფინალში დაშვებული შეცდომაც გადაფარა. მოვიდა მსოფლიო ჩემპიონატის დროც, სადაც ძირითად შემადგენლობაში იკერი მოგვევლინა, მაგრამ ჰოლანდიასთან მატჩში დაშვებულმა შეცდომამ, რომელიც გოლის ფასად დაუჯდა, კრიტიკოსები კვლავ აალაპარაკა. ზოგადად ამ ჩემპიონატმა, არამარტო იკერისთვის, არამდედ მთლიანი ესპანეთისთვის მძიმედ ჩაიარა. ახალი სეზონიდან გულშემატკივარი აქტიურად ითხოვდა იკერის ძირითადში დაყენებას, რასაც საბოლოოდ დიეგო ლოპესი შეეწირა, მაგრამ ლოპესის გაშვების შემდეგ, გუნდმა არანაკლები დონის მეკარე, კეილორ ნავასი დაიმატა, მაგრამ როგორც სჩანს ანჩელოტის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კასილასის ძირითადში დაყენება. პრიმერაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც, ჯერჯერობით კასილასი მყარად და დამაჯერებლად დგას. ასეც უნდა იყოს, ის ხომ ლეგენდაა, რომელიც ერთ-ერთი მწვრთნელის უაზრო ახირებებს შეეწირა. მას სათამაშო დრო სჭირდება ფორმის აღსადგენად, იგი დაუბრუნდება ძველ კონდიციებს და თავის სათქმელს კიდევ მრავალჯერ იტყვის. იგი პასუხს გასცემს ყველას, ვინც მას ბოროტად აკრიტიკებდა. იგი რეალის გულია, იგი სულით და გულით მადრიდისტაა, ის ლეგენდაა!!!

marca2010-12-3104

ოფიციალურად: აიონი „რეალში“ გადავა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუსტავო აიონი მადრიდის „რეალში“ ითამაშებს, როგორც იქნა, ოფიციალურად დადასტურდა. ცენტრმა „ბლანკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც მადრიდული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაწერა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კალათბურთელის ხელფასი „სამეფო კლუბში“ სეზონში 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.

მექსიკის ჩემპიონატის განვლილი სეზონის ექვს მატჩში გუსტავოს საშუალო მონაგარმა 17,6 ქულა და 7,6 მოხსნა შეადგინა.

AYON

ფლორენტინო პერესი: ”რეალის” ვალი არა 602 მილიონი, არამედ 72 მილიონია”

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”სამეფო კლუბის” ვალი 602 მილიონია.

”ჩვენი ვალი არა 602 მილიონი, არამედ 72 მილიონია და ამის აღმოფხვრა გვსურს. ვიღაცეებს ჩვენი დამცირება სურთ.”

”ჩვენით მსოფლიო აღფრთოვანებულია. ხალხს ვურჩევ, რომ ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნებს ნუ გამოიტანენ. ”ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები, ”რეალის” ფინანსებს იძიებენ და უბრალოდ არ მესმის, ამ ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რა მოგებას ნახულობენ” – განაცხადა პერესმა.

უგო სანჩესი: ”ანჩელოტის ალონსოს და დი მარიას დარჩენა სურდა”

მადრიდის ”რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, უგო სანჩესმა დი მარიასა და ალონსოს წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

”კლუბის შიდა სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, ასე რომ დი მარიასა და ალონსოს წასვლა, გუნდს რამდენად დაეტყობა ვერ გეტყვით. კლუბს ხარჯები დაუგროვდა და მათი გაყიდვა აუცილებელი გახდა. ”რეალმა” მიმდინარე წლის სატრანსფერო ბაზარზე დიდი ფული დახარჯა და უბრალოდ შეუძლებელი იყო სრული შემადგენლობით გაეგრძელებინა სეზონი. ეს ფეხბურთის მათემატიკაა. ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.”

”ვფიქრობ, რომ ანჩელოტის, დი მარიას და ალონსოს დარჩენა სურდა. პირველ რიგში დი მარიასი, რადგან ალონსოს შეცვლის უამრავი ვარიანტი ჰქონდა, დი მარია კი ”რეალის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.” – განაცხადა უგო სანჩესმა.

Marca: ”რეალის” სტადიონს სახელს შეუცვლიან და ”აბუ-დაბი სანტიაგო ბერნაბეუს” დაარქმევენ

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა ”Marca”-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის ”რეალის” სტადიონს – ”სანტიაგო ბერნაბეუს” სახელის გადარქმევას უპირებენ.

”სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა, მოლაპარაკებებს აწარმოებს ”International Petroleum Investment Company”-სთან, რომელიც აბუ-დაბის სამეფო ოჯახის კუთვნილებაა. ესპანური გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში, სტადიონს სახელს შეუცვლიან და ”აბუ-დაბი სანტიაგო ბერნაბეუს” დაარქმევენ.

ხელშეკრულების თანახმად, 2034 წლამდე, ”რეალი” წლიურად 25 მილიონი ევროს მიიღებს, რაც საერთო ჯამში 450-500 მილიონი გამოდის.

სერხიო რამოსი: ”ზედიზედ ორმა გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა”

მადრიდის ”რეალის” ვიცე-კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ”დეპორტივოსთან” გამართულ მატჩზე (8-2) და ”სამეფო კლუბის” მდგომარეობაზე ისაუბრა.

”წარუმატებელი პერიოდი გადავიტანეთ. წარმოგიდგენიათ რა დაემართება გუნდს, რომელიც სეზონის სტარტში, ზედიზედ 2 შეხვედრას აგებს?”

”ახლა კი ზედიზედ 2 შეხვედრა მოვიგეთ და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს. შეხვედრა ენერგიულად დავიწყეთ და მთელი თამაშის მანძილზე, ამ შემართებით ვთამაშობდით. მეტოქის კართან ბრწყინვალედ ვმოქმედებდით.”

”ფეხბურთში, მუდმივადაა წარმატება და წარუმატებლობა. პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და მომავლის მიმართ, ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი.” – განაცხადა რამოსმა.

ჩიჩარიტოს ეფექტური სადებიუტო გოლი

მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელმა, ხავიერ ”ჩიჩარიტო” ერნანდესმა, ”სამეფო კლუბში” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ხამესის ”ცხრიანი”

მადრიდის ”რეალის” კოლუმბიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა, ”დეპორტივოსთან” მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

“რეალის” ვალი გაიზარდა

მადრიდის “რეალის” ვალი გასულ წელთან შედარებით 61 მილიონი ევროთი გაიზარდა და 602 მილიონი ევრო შეადგინა.

“სამეფო კლუბს” ეს თანხა სხვადასხვა ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მიმართ მართებს.

“რეალის” მოკლევადიანი ვალდებულება, რომელიც 12 თვის განმავლობაში უნდა დაიფაროს, 267 მილიონ ევროს შეადგენს, გრძელვადიანი ვალდებულება 241 მილიონი ევროა.

გასულ წელთან შედარებით მადრიდული კლუბის მოგება მხოლოდ 5 პროცენტით გაიზარდა და 550 მილიონი ევრო შეადგინა. აქედან 60 მილიონი ევრო “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მიიღო.

 

“რეალმა” კატალონიის ტელევიზიას საქმე მოუგო

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ კატალონიურ ტელეარხ TV3-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოუგო.

გასული წლის თებერვლის თვეში ТV3-მა ეთერში სკანდალური ვიდეორგოლი გაუშვა. აღნიშნულ ვიდეოში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები აფთრებთან იყვნენ შედარებულნი, რომლებიც ლიონელ მესის მისდევენ (ვიდეოში ის ეპიზოდებია შესული, როცა “სამეფო კლუბის” მოთამაშეები კატალონიური გუნდის ლიდერის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევენ).

“რეალის” ფეხბურთელების აფთრებთან შედარების გამო სასამართლომ ტელეარხ TV3-ს 20 ათასი ევრო დააკისრა.

მოურინიო: ”წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს გადავიდოდი თუ არა ”რეალში”? დიახ, გადავიდოდი!”

ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

”წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს გადავიდოდი თუ არა ”რეალში”? დიახ, გადავიდოდი! ”რეალში” მუშაობით მე დიდი გამოცდილება შევიძინე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში.”

”რეალის” დატოვებისას, პრეზიდენტთან, კლუბის დირექტორებთან და ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იმ მომენტისთვის, ჩემი კარიერისთვის ესე იყო საჭირო.”

”ჩელსიში” ბედნიერი ვარ. ვარჯიშებზე დიდი სიხარულით მივდივარ და ფეხბურთელებთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც წარსულზე ლაპარაკი უყვარს.”

”ახლა, მე არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე, ესაა პირველი შემთხვევა და მე ამით ბედნიერი ვარ, მე ვიცი სად არის ჩემი ადგილი და აქედან წასვლას არ ვაპირებ. ადრე, ყოველთვის ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა მომავალში. აქ მუშაობა მომწონს და ჩემი ოჯახი აქ არის.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com.

ბენიტესი „რეალში“ ანჩელოტის შეცვლის?

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალოს.

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ანჩელოტის გათავისუფლებაზე იფიქრებს, თუ გუნდი წარუმატებლად გამოსვლას გააგრძელებს.

თავის მხვრივ, ბენიტესი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ნეაპოლიტანურ კლუბთან ხელშეკრულება მას 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სპეციალისტი, მზადაა, სხვა კლუბების წინადადებები განიხილოს.