მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფრანგ ფეხბურთელსა და “ბლანკოსს” შორის ახალი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა “რეალის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. 26 წლის თავდამსხმელს “სამეფო კლუბის” რიგებში ჩატარებულ 235 მატჩში 111 გოლი აქვს გატანილი და 70 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
“რეალთან” ერთად ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც.