დასრულდა 2015/16 წლების სეზონი პრემიერ ლიგაში. “ევერტონისთვის” ეს სეზონი ნამდვილად არასასიამოვნო იყო, რამეთუ ნაცვლად იმისა, რომ “კამფეტებს” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ებრძოლათ, ისინი ცხრილის შუაგულში მოკალათდნენ.
ეს ყველაფერი კი ძალიან ზრდის კლუბის ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს წასვლის შანსებს. გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უცხოური ბუკმეკერების მოსაზრებას ლუკაკუს მომავალთან დაკავშირებით.
ლუკაკუს “ჩელსიში” გადასვლის შესაძლებლობას NetBet 1.67 კოეფიციენტით აფასებს. ლონდონურ კლუბთან შედარებით სხვა კლუბების შანსები გაცილებით ნაკლებია: “ბორუსია – 8.0 ; “მანჩესტერ იუნაიტედი” – 8.50; “რეალი” – 9.0; “პსჟ” – 9.5, ხოლო “ლესტერ სიტი” – 31.0.