სანაკრებო პაუზაზე გარეთ ბეილის უელსის ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. “რალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და უელსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
“ამ სეზონში უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. თუმცა, “რეალი” ის გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის!”
“პრიმერა დივიზიონის მომდევნო თამაში “ოსასუნასთან” გვაქვს. ეს არ იქნება იოლი მატჩი, თუმცა უკვე მთლიანი კოლექტივი შევიკრიბეთ და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”
ბეილმა საკუთარ ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა: “1958 წელს უელსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და რუსეთში გასამართ ტურნირზე მოხვედრაა. თუ ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.”
გუშინ ევროპაში რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ 10 შეხვედრა გაიმართა. Fanebi.Com-ი გთავაზობთ ამ მატჩების ვიდეომიმოხილვას.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა რონალდომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
რონალდოს თერთმეტეულში სამი მოქმედი ფეხბურთელი მოხვდა, ამ შემთხვევაში მან პირლო, ბუფონი და მესი გამოარჩია. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუის ნაზარიომ საუკეთესოთა შორის თავისი თავიც შეიყვანა.
დღეს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება. “ლერკენდალ სთეიდიუმზე” ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, მადრიდის “რეალი” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩის პრევიუს.
მადრიდის “რეალი” – ანდალუსიის “სევილია”
მოედანი: “ლერკენდალ სთეიდიუმი”, ტრონჰეიმი
დაწყების დრო: 9 აგვისტო, 22:45 საათი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: მილორდ მაჟიჩი (სერბეთი)
მადრიდის “რეალმა” ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთვარაი მიზეზი ისაა, რომ ესპანური გიგანტი წლებია ინარჩუნებს ძირითად ბირთვს, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ამ შეხვედრაში “რეალს” იმ ძრითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა. კონკრეტულად, დედაქალაქურ კლუბს მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება. 31 წლის მოთამაშემ “ევრო 2016”-ის ფინალში დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიიღო ტრავმა და მას, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, პრიმერა დივიზიონის რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ტრავმა აწუხებს კეილორ ნავასსაც, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით კიკო კასილია ჩაანაცვლებს. იგივე მიზეზით მატჩს გამოტოვებს ფაბიო კოენტრაოც. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გარეთ ბეილი, კლეპერ პეპე და ტონი კროოსი ისევ ისვენებენ.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგ ფორმაშია. თუმცა “ბლანკოსი” მიმდინარე ზაფხულზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა “პსჟ”-სთან, შემდეგ საკმაოდ ძლიერ “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” გამარჯვება მოახერხა.
მოკლედ, მადრიდელებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და, წესით, “სევილიას” დიდი პრობლემები უნდა შეუქმნან.
რაც შეეხება ანდალუსიელებს… პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა; კოკე, გამეირო, კრიხოვიაკი, ნევა, ბანეგა, ნავარო, სანჩესი – ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ამ ზაფხულზე სხვა კლუბებს მიაშურეს. სამაგიეროდ, “სევილიაში” ახალი სპორტსმენები მოვიდნენ – სარაბია “ხეტაფედან”, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოდან”, განსო “საო პაულოდნა” და ასე შემდეგ. მოკლედ, ანდალუსიელებს რესურსი აქვთ.
ზემოთ აღნიშნულს ემატება ყველაზე მთავარი – ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, რომელიც ახალი ხედვებითა და ფილოსოფიით მოვიდა გუნდში. მისი ხელმძღვანელობით “სევილიამ” ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.
ორი სიტყვა ტრავმებზეც ვთქვათ… ანდალუსიელებს ბენუა ტრემულინასი და მაიკლ კრონ-დევილი ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვთ.
ზინედინ ზიდანი: “ფინალი იმ გუნდებს, შორის გაიმართება, რომლებსაც ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოგება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შეხვედრისთვის. წინასასეზონო მომზადება გავიარეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს დანაკლისი: არის ტრავმები და, ასევე, ის მოთამაშეებიც არ იქნებიან, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. ცალკე თემაა კარიმ ბენზემა, რომელის საკითხი თამაშამდე რამდენიმე სათით ადრე გადაწყდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებასა და მეტოქის კარის აღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. შანსებს 50:50-ზე შევაფასებდი.”
ხორხე სამპაოლი: “ძალიან მიხარია, რომ ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი. ჩვენ ახალი სტილი გვაქვს. დრო გვჭირდება, რათა ახლებური საფეხბურთო ფილოსოფია კარგად გავითავისოთ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. რაც შეეხება მეტოქეს, მათ შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლიათ და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. უბრალოდ მინდა, ჩემი სპორტსმენები გავიდნენ მოედანზე და მაყურებელს მაღალი კლასი აჩვენონ. გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომელიმე გუნდი სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს მთელი მატჩის მანძლზე.”
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ სიაში არ არის არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც “კოპა ამერიკა” ვერ მოიგო, მაგრამ “ბარსას” შემადგენლობაში “პრიმერა დივიზიონისა” და “კოპა დელ რეის” თასების მოპოვება მოახერხა.
სამეული კი ასე გამოიყურება: კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბელი და ანტუან გრიზმანი.
პორტუგალიელი ვარსკვლავი, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას, ლიფტში მდგომ მეგობრებს პირველ სართულზე დახვდა და მათი შეშინება სცადა ფრაზით: “ეს პოლიციაა!”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “სპურსებს” ბევრ მოთამაშეს უკავშირებენ.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ბრაგას” ნახევარმცველით, რაფა სილვათი ინტერესდება. ინგლისელები 23 წლის მოთამაშეში 10 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.
სილვამ წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაშიც კარგად გამოიყურებოდა. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ მის მიმართ ინტერესს ამ დონის გუნდი იჩენს.
აქვე გეტყვით, რომ ნახსენები მოთამაშე “ბრაგაში” 2013 წლიდან ასპარეზობს. მან 88 თამაშში 13 გოლის შეგდება მოახერხა.
დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.
ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და პარიზის “პსჟ” დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი ფრანგების უპირატესობით დაიწყო. ჯერ სულ რაღაც ერთი წუთი და წამები იყო გასული, როცა იკონემ მისი გუნდი დააწინაურა. 35-ე და მე-40 წუთებზე პარიზელთა ბელგიელმა მარჯვენა მცველმა, მუნიემ დუბლი შეასრულა. ერთადერთი, რაც მადრიდელებმა მოახერხეს, მარსელოს პენალტია, რომელიც მან 44-ე წუთზე გაიტანა.
მეორე ნახევარში “რეალი” გააქტიურდა, მაგრამ “პსჟ” კარგად იცავდა თავს. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და თამაში ანგარიშით 1-3 დასრულდა.
კრიშტიანო რონალდო, ფეხბურთელობის გარდა, როგორც ჩანს, მშვენიერი ბიზნესმენიცაა. სულ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მისი ახალი სასტუმრო ჩანს. აღსანიშნავია, რომ “რეალის” მოთამაშემ აღნიშნული დაწესებულება მშობლიურ კუნძულ მადეირაზე გახსნა.
“ევრო 2016”-ის ფინალში, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო. როგორც შემდგომში გაირკვა, 31 წლის მოთამაშის დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მას, დიდი ალბათობით, მოუწევს ევროპის სუპერ თასისა და “ლა ლიგის” რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება.
კრიშტიანო რონალდო ახლა იბიცაზე ისვენებს. მან სწორედ ამ კუნძულიდან ჩაწერე ვიდეო და განათავსა “ინსტაგრამზე”.
“მოგესალმებით ყველას! მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. მათ ვეტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა და უფრო ძლიერი დავბრუნდები! გაუმარჯოს პორტუგალიას!”
კრიშტიანო რონალდო რომ ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს, ეს არავისთვისაა ახალი. იგი ხშირად ეხმარება გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს.
როგორც გაირკვა, “რეალის” სუპერვარსკვლავმა მორიგი შესანიშნავი საქმე გააკეთა. მან “ევროპის ჩემპიონატის” მოგების გამო მიღებული 275 000 ევრო მთლიანად გადარიცხა ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოში.