18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “რეალსა” და “შალკეს” შორის გამართულ მატჩში, კურიოზული რამ მოხდა.
ჭდე: რონალდუ
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების სია
სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Goal.com მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარ მოქმედ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.
რეიტინგს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უდგას სათავეში, რომელსაც „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი მოსევს, მესამე ადგილზე ლონდონის „ჩელსის“ შემტევი სამუელ ეტოო გახლავთ.
სრული სია ასე გამოიყურება:
1. | კრიშტიანუ რონალდუ | („რეალი“) | 148 მლნ ევრო |
2. | ლიონელ მესი | („ბარსელონა“) | 146 მლნ ევრო |
3. | სამუელ ეტოო | („ჩელსი“) | 85 მლნ ევრო |
4. | უეინ რუნი | („მანჩესტერ იუნაიტედი“) | 84 მლნ ევრო |
5. | კაკა | („მილანი“) | 82 მლნ ევრო |
6. | ნეიმარი | („ბარსელონა“) | 80 მლნ ევრო |
7. | რონალდინიო | („ატლეტიკო მინეირო“) | 78 მლნ ევრო |
8. | ზლატან იბრაჰიმოვიჩი | („პსჟ“) | 69 მლნ ევრო |
9. | ჯანლუიჯი ბუფონი | („იუვენტუსი“) | 63 მლნ ევრო |
10. | ტიერი ანრი | („ნიუ იორკ რედ ბულსი“) | 57 მლნ ევრო |
10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
საფეხბურთო პორტალმა Goal.Com-მა ათი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
10. ტიერი ანრი – 57 მილიონი ევრო
9. ჯანლუიჯი ბუფონი – 63 მილიონი ევრო
8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 69 მილიონი ევრო
7. რონალდინიო – 78 მილიონი ევრო
6. ნეიმარი – 80 მილიონი ევრო
5. კაკა – 82 მილიონი ევრო
4. უეინ რუნი – 84 მილიონი ევრო
3. სამუელ ეტოო – 85 მილიონი ევრო
2. ლიონელ მესი – 146 მილიონი ევრო
1. კრიშტიანო რონალდუ – 148 მილიონი ევრო
რონალდუ პორტუგალიის ნაკრების იტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
5 მარტს პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში კამერუნის გუნდს 5:1 სლძია. აღნიშნულ მატჩში რონალდუმ დუბლის შესრულება მოახერხა. სწორედ ამ გოლების წყალობით “რეალის” შემტევი 49 შედეგიანი დარტყმით თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუმ პედრუ პაულეტას შედეგის გაუმჯობესება შესძლო, რომლის ანგარიშზეც 47 გოლი აქვს. მესამე პოზიციაზე 41 გოლით ლეგენდარული ეუსებიოა.
რონალდუს და “ატლეტიკოს” “ბოლ-ბოის” დაპირისპირება
მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალის” მატჩის დროს ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა კრიშტიანუ რონალდუ გააღიზიანა. გთავაზობთ ვიდეოს:
კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე გოლი “შალკეს” კარში
26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “შალკესა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, კრიშტიანო რონალდუმ ულამაზესი გოლი გაიტანა.
ანჩელოტი: “რონალდო ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კონდიციებით კმაყოფილია. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელი მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის.
“კრიშტიანო განსაკუთრებულად არის მოტივირებული. უკანასკნელ მატჩებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ახლა ერთი სული აქვს მოედანზე როდის გავა. რონალდუმ იძულებითი შესვენება საკმაოდ პროდუქტიულად გამოიყენა. ფეხბურთელმა კარგად დაისვენა და ახლა ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია” – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დღეს გერმანულ “შალკეს” დაუპირისპირდებიან. ჩვენი საიტის მომხმარებელს კი აღნიშნულ შეხვედრაზე პროგნოზის გაკეთება და ფულადი პრიზების მოგება შეუძლია.
დიეგო ლოპესი: “რონალდუ მაინც გვაკლია”
მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი, დიეგო ლოპესი აცხადებს, რომ გუნდი პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდუს არყოფნას მაინც განიცდის.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული. თუმცა, მის გარეშე, “სამეფო კლუბმა” 16 თებერვალს, “ხეტაფეს” სტუმრად, ანგარიშით 0:3 სძლია. გოლები ხესემ, ბენზემამ და მოდრიჩმა გაიტანეს.
“რა თქმა უნდა, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. პირველი გოლის გატანამ ყველაფერი გაგვიადვილა და მატჩიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხეთ, რონალდუ მაინც გვაკლია”, – ამბობს ლოპესი.
“ირინა მეძავია”, “დედაშენს ულვაშები აქვს” – “ატლეტიკოს” გულშემატკივრები რონალდუს აღიზიანებენ
როგორც იცით, 11 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. “სამეფო კლუბის” მხრიდან, ორივე გოლი (პენალტებით) კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.
ცხადია, “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს საკუთარ მოედანზე წაგება არ უხაროდათ, ამიტომ მათ “რეალის” ლიდერის გაღიზიანება სხვადასხვა ხერხებით ცადეს.
თავდაპირველად, მასპინძელთა ფანებმა რონალდუს თავში სანთებელა მოარტყეს, ამის შემდეგ კი, სტადიონზე ასეთი შეძახილები ისმოდა: “ირინა მეძავია”, “დედაშენს ულვაშები აქვს”, “დედაშენი მეძავია”.
რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს ესპანეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში კი, სტადიონზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტები მიმოიხილეს.
სიკვდილს გადარჩენილი “ატლეტიკოს” ფეხბურთელი
11 თებერვალს, ესპანეთის თასზე, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში, “ატლეტიკოს” მცველმა, ხავიერ მანკილომ სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კრიშტიანო რონალდუსა და იკერ კასილასის მასტერკლასი “რეალის” ვარჯიშზე
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები – იკერ კასილასი და კრიშტიანო რონალდუ გუნდის ვარჯიშზე.
აპელაცია როლანდლუს საქმეზე არ დაკმაყოფილდა
მოგეხსენებათ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯაზე, რაც მადრიდის “რეალმა” გააპროტესტა, თუმცა აპელაცია დაკმაყოფილებული არ იქნა და პორტუგალიელის სასჯელი ძალაში დარჩა.
რონალდუმ წითელი ბარათი გასული ტურში, “ბილბაოსთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის შემდეგაც მსაჯთან მოუვიდა კონფლიქტი.
“ბილბაოსა” და “რეალის” დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.