პერესი: “რონალდუ კარიერას “რეალში” დაასრულებს”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ კარიერას “სამეფო კლუბში” დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს სექტემბერში “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებდნენ, თუმცა მან “რეალთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგძლივა.

“ძალიან მიხარია, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად იმყოფება – ის კარიერას მადრიდის “რეალში” დაასრულებს. ჩემი აზრით, კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთეოს ფეხბურთელია და ის ოქროს ბურთსაც იმსახურებს”, – ამბობს პერესი.

არბელოა: “გოლებს მაშინ გავიტან, როდესაც რონალდუ არ ითამაშებს”

მადრიდის “რეალის” მცველი, ალვარო არბელოა აცხადებს, რომ ის გოლებს მაშინ გაიტანას, როდესაც კრიშტიანო რონალდუ არ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “სამეფო კლუბმა” საკუთარ მოედანზე თურქული “გალათასარაი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, არბელოამ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

“პრეზიდენტმა მითხრა, რომ როდესაც კრიშტიანო რონალდუ არ ითამაშებს, გოლებს მე გავიტან”, – ამბობს არბელოა.

ვან დერ ვაარტი: “ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს”

გერმანული “ჰამბურგის” ნახევარმცველი, რაფაელ ვან დერ ვაარტი აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, რონალდუ ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.

“ყველას, მათ შორის “ჰამბურგის” ახალგაზრდა ფეხბურთელებს, სურთ, რომ რონალდუს მსგავსად ითამაშონ. კრიშტიანო ჩინებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესოა, რის გამოც ოქროს ბურთს იმსახურებს”, – ამბობს ვან დერ ვაარტი.

საფეხბუთო უიკენდის ტოპ-5

გოლების ცვენა ლივერპულში, ბუფონის იუბილე, “ბორუსიას” ფიასკო და სხვა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენები.

1. ექვსი გოლი ლივერპულურ დერბიში

“ევერტონის” და “ლივერპულის” დაპირისპირება, პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის ნამდვილი მშვენება იყო. მატჩი შედეგიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. თავიდან ორჯერ “ლივერპული” დაწინაურდა,  მაგრამ “ევერტონმა” ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა და დაწინაურებაც კი შესძლო. მაგრამ 89-ე წუთზე სტარიჯმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2. რონალდუ უგო სანჩესს დაეწია

პრიმერას მე-14 ტურის მატჩში, “ალმერიას” წინააღმდეგ, კრიშტიანო რონალდუმ თავისი 164-ე გოლი გაიტანა მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით, პორტუგალიელი უგო სანჩესს გაუთანაბრდა. რონალდუს, რეალის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს:  სანტილიანა (186), ალფრედო დი სტეფანო (216) და რაული (228). შეგასხენებთ, რომ რონალდუ 17 გოლით 14 მატჩში წლევანდელი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია.

თავად უგო სანჩესმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რონალდუ ფეხბურთის გიგანტია, ისევე როგორც მესი. თუ კრიშტიანო სერიოზულ ტრავმებს თავს აარიდებს, მას შეუძლია კლუბის ყველა რეკორდი გააუმჯობესოს”.

“რეალის” და “ალმერიას” შეხვედრა, მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა – 5-0.

3. ბუფონის 500

“ლივორნოს” წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული შეხვედრა, ჯანლუიჯი ბუფონისთვის საიუბილეო გამოდგა. ეს იყო მისი მე-500 მატჩი სერია-A-ში. ტურინელებმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, იუბილარს კი გოლი არ გაუშვია – 0-2. შედეგიანი დარტყმებით თავი ტევესმა და ლიორენტემ გამოიჩინეს.

4. “ტოტენჰემის” კრახი “ეტიჰადზე”

“სიტიმ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საშინაო არენაზე სულ სხვა გუნდია. ამჯერად “ეტიჰადზე” ქალაქელების მსხვერპლი “ტოტენჰემი” გახდა”. შეხვედრა მანჩესტერელების გამარჯვებით, 6:0 დასრულდა. დუბლი გაიფორმეს ნავასმა და აგუერომ, ასევე თავი ალვარო ნეგრედომ გამოიჩინა. ხოლო ერთი შედეგიანი დარტყმა ლონდონელების ანგარიშზეა. ავტოგოლი სანდრომ შეასრულა.

5. ჭორები მესის ირგვლივ

Punto Pelota-ს ჟურნალისტ,  ფრანსუა გალიარდოს თქმით, ლიონელ მესი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” რიგებს დატოვებს.

“მესის მიაჩნია, რომ მას ურალატეს. მას უკვე აქვს ზეპირი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში აქტიური მოლაპარაკებაც დაიწყება. სექტემბრის ბოლოს, ფეხბურთელმა თავის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს “ბარსელონას” მმართველებთან, სადაც ხელფასის გაზრდასაც დაპირდნენ. მაგრამ, ერთ თვეში მას დაურეკეს, და შეატყობინეს რომ შეთანხმება ვეღარ შესრულდება” – აცხადებს გალიარდო.

 

ბეილი: “რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ, გასულ უქმეებზე, “ალმერიასთან” გამართულ შეხვედრაში, სეზონში რიგით 25-ე გოლი გაიტანა.

“მე რომ მკითხოთ, კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს უდაოდ იმსახურებს. რონალდუ არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, რაც მის შედეგიანობაზეც ისახება”, – ამბობს ბეილი.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.

1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)

27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)

33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.

3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)

28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)

ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.

5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)

მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)

დიტო ჭიჭინაძე

კონტე: “ოქროს ბურთს პირლოს მივცემდი”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ მისი ნება რომ იყოს, ის ოქროს ბურთს ანდრეა პირლოს გადაცემდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, ოქროს ბურთს კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი იღებდა. თუმცა, ახლა, ექსპერტთა აზრით, ფავორიტი მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუა.

“მესისა და რონალდუს შორის, რომელიმეს არჩევა რთულია. თუცმა, ჩემი ნება რომ იყოს, ოქროს ბურთს ანდრეა პირლოს გადავცემდი”, – ამბობს კონტე.

ანჩელოტი: “რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ გუნდის პორტუგალიელი მოთამაშე, კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა, რის გამოც ოქროს ბურთს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მან პორტუგალიის ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაში უდიდესი წვლილი დაიდო.

“რონალდუ რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, ეს ყველამ იცის. მან შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა. რთულია იმის თქმა, თუ ვინ მიიღებს ოქროს ბურთს. თუმცა, ჩემი აზრით, კრიშტიანო საუკეთესოა და ის მას იმსახურებს”, – ამბობს ანჩელოტი.

რონალდუ: “მინდა, კარიერა “რეალში” დავასრულო”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ მას კარიერის დასრულება “სამეფო კლუბში” სურს.

28 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში, 13 გოლის გატანა მოახერხა, ინტერვიუ ერთ-ერთ ესპანურ რადიოს მისცა.

– ამჟამად საუკეთესო ფორმაში იმყოფებით.
– მართალია. ვცდილობ, კლუბსაც და ეროვნულ ნაკრებსაც წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

– “რეალის” გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულს გრძნობთ?
– “სამეფო კლუბში” უკვე მეხუთე სეზონს ვატარებ და მინდა, გითხრათ, რომ გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულს კარგა ხანია ვგრძნობ. ვფიქრობ, “რეალში” ჩემი თავი ვიპოვე. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ გამაჩნია.

– გინდათ, თქვათ, რომ კარიერის დასრულება “რეალში” გსურთ?
– დიახ, ეს შესაძლებელია. როდესაც ყველაფერი კარგადაა, მოტივაციაც უფრო მაღალი გაქვს. ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე კი, კარიერის დასრულება “რეალში” მსურს. მადრიდი ბრწყინვალე ქალაქია. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

დიტო ჭიჭინაძე

მესი: “მიხარია, რომ რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის კრიშტიანო რონალდუს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრით გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში შვედეთის ნაკრებს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:2 სძლია.

“მიხარია, რომ რონალდუმ გოლების გატანა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მოახერხა. კრიშტიანო შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც გოლები მუდამ გააქვს”, – ამბობს მესი.

მონტოლივო: “რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

იტალიური “მილანის” კაპიტანი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს ფრანკ რიბერი იმსახურებს.

“შესაძლოა, რონალდუ ოქროს ბურთის ღირსია, მაგრამ მასზე მეტად, მის მოპოვებას რიბერი იმსახურებს”, – თქვა მონტოლივომ.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი მიმდინარე სეზონში “მილანის” ცუდ გამოსვლაზეც გააკეთა.

“სერია A-ში ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვდივართ. ჩვენი სათქმელი მოედანზე უნდა ვთქვათ.”

სკოლარი: “ნეიმარი რონალდუსა და მესის დონისაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ ნეიმარი მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბრაზილიელი კატალონიის “ბარსელონაში” გასულ ზაფხულს ბრაზილიური “სანტოსიდან” გადავიდა.

“ნეიმარი? ვფიქრობ, მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, რომელიც გუნდს დიდ დახმარებას უწევს. მე თუ მკითხავთ, ნეიმარი რონალდუსა და მესის დონის მოთამაშეა”, – ამბობს სკოლარი.