როი ჰოჯსონმა ინგლისელ გულშემატკივრებს მიმართა

როი ჰოჯსონმა ინგლისელი ფანებს სპეციალური მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც ის მათ ყველანაირი არეულობისგან თავის არიდებისაკენ მოუწოდებს.

როგორც იცით, უეფამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ ორივე გუნდი, ინგლისიც და რუსეთიც დატოვებს ტურნირს, თუ გულშემატკივრები კვლავ განაგრძობენ ასე მოქცევას.

“როგორც ინგლისის მწვრთნელი, ძალიან მაშინებს ის სანქციები, რომელიც შესაძლოა ჩვენი გუნდის მიმართ გატარდეს. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, რათა აქ მოვხვედრილიყავით და ნამდვილად არ გვინდა, რომ ტურნირს ასე გამოვეთიშოთ.

ამიტომაც, თითოეულ ფანს მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვარ და ვაფასებ მათ თანადგომას მატჩის მიმდინარეობისას, მაგრამ გთხოვთ, თავი აარიდეთ არეულობას.

გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ამან პრობლემა არ შეგვიქმნას, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ტურნირზე დავრჩეთ.”

კრაუჩი ინგლისელთა მატჩზე: “გუნდის თამაშის დადანაშაულება უსამართლობა იქნება”

ევრო 2016-ის B ჯგუფის მეორე მატჩს, რომელშიც ერთმანეთს რუსეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ბრიტანელთა ყოფილი ფეხბურთელი, პიტერ კრაუჩი გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ამ მატჩში ერიკ დაიერის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის ბოლოს ბერეზუცკიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

“არ ვფიქრობ, რომ ეს გუნდის თამაშის ბრალია, იმ გუნდის რომელიც აარჩიეს. უბრალოდ ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, ვარდი უფრო ადრე რომ ჩართულიყო თამაშში …

ამ შემთხვევაში ის უფრო ეფექტიურად ითამაშებდა, გაიქცეოდა შეტევაში და მცველებს პრობლემებს შეუქმნიდა.” – განაცხადა კრაუჩმა.

ერიკ დაიერმა რუსეთთან გამართული მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

როგორც იცით, ევრო 2016-ის პირველ მატჩში ინგლისის ეროვნული ნაკრები რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი ბრიტანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რუსებმა ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

“ერთმანეთი უნდა წამოვაყენოთ და წინსვლა განვაგრძოთ. ამ მატჩიდან ბევრი დადებითი რამის აღება შეგვიძლია, მხოლოდ იმედგაცრუება არაფერს გვიშველის …

ყველაფერს ვაკონტროლებდით ბოლო მომენტამდე … მატჩიდან – მატჩამდე უნდა ვიმოქმედოთ. წინ კიდევ ერთი დიდი მატჩი გველის (უელსთან), ასე რომ ეს შედეგი უნდა დავივიწყოთ.” – განაცხადა პირველი გოლის ავტორმა, ერიკ დაიერმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ B ჯგუფს 3 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, 1-1 ქულა აქვთ ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს, ხოლო 0 – სლოვაკეთს.

ინგლისელთა და რუსთა დაპირისპირებას ვინსენ კომპანი გამოეხმაურა

როგორც იცით, ამ წუთებში მიმდინარეობს ევრო 2016-ის B ჯგუფის მატჩი, ინგლისისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა მონაწილეობით.

მატჩის პირველ ნახევარში ბრიტანელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რაც მეტწილად “ტოტენჰემის” ფეხბურთელების დამსახურება გახლავთ (დაიერი, კეინი, როუზი, უოკერი), თუმცა ანგარიში ჯერ არ გახსნილა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი “სიტის” ბელგიელმა მცველმა, ვინსენ კომპანიმაც გააკეთა: “ინგლისი თამაშობს “სპურსის” მსგავსად, თუ “სპურსი” ინგლისის მსგავსად?”

რუსი გულშემატკივრების კომენტარები საქართველოს ნაკრების თამაშზე

როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში, კერძოდ კი “ხეტაფეს” საშინაო არენაზე სენსაცია გამოაცხო და ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა (0-1).

გთავაზობთ რუს გულშემატკივართა კომენტარებს ამ მატჩის შემდეგ:

fasd

“ფანასტიკაა. ქართველებმა პირველი შეტევა განახორციელეს პირველ ნახევარში და მატჩის 39-ე წუთზე გაიტანეს. რამოსი საშინლად შეცდა.”

Untitled-1

“ყოჩაღ ოქრიაშვილს!”

Untitled-1

“დააკვირდით პასს! სულელური ვარდნა პიკეს მხრიდან და ასევე რამოსის სულელური თამაში.”

fasd

“მსაჯებს ყოველთვის უყვარს ესპანელების დახმარება, ამხანაგურ მატჩებშიც კი! 7 წუთი დაამატეს, მატჩი კი 10 წუთის შემდეგ დაასრულეს! ტოლერანტობა მათი მხრიდან. დასასრულია.”

fasd

“ვაისი ბრწყინვალე მწვრთნელია ! გამარჯვებით საქართველო! ყოჩაღ !”

ვიტსელი: ” არამგონია “ზენიტმა” ჩემს სანაცვლოდ 40 მილიონზე მეტი მოითხოვოს”

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და რუსული “ზენიტის” ნახევარმცველი, ალექს ვიტსელი რუსულ პრემიერ ლიგაში დარჩენას აღარ აპირებს და ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

“მართალია, რომ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, თუმცა კლუბმა იცის, თუ რა მინდა მე – უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში.

ვერ ვიტყვი, რომ კლუბიდან 100%-ით წავალ, მაგრამ ჯერჯერობით არც ახალ კონტრაქტზე დაგვიწყია მოლაპარაკებები. მინდა რომ სეზონი მაღალ დონეზე დავამთავრო და ევროპის ჩემპიონატს ფორმაში მყოფი შევხვდე.

“გასულ ზაფხულს მოლაპარაკებებს რამდენიმე ევროპულ კლუბთან ვაწარმოებდი, თუმცა “ზენიტმა” ჩემი შენარჩუნება მოინდომა.მაშინ ჩემი ჩამნაცვლებლის მოძებნის დრო არ იყო, თანაც კლუბი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებოდა.

როდესაც ფეხბურთელის კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, არამგონია კლუბმა მის სანაცვლოდ ბევრი მოითხოვოს. ჩემი აზრით “ზენიტი” 40 მილიონზე მეტს არ მოითხოვს.” – განაცხადა ბელგიელმა, რომელსაც “მილანს” უკავშირებდნენ.

პელეგრინის რუსული კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ის მეტ დროს ითხოვს

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა ბოსმა, მანუელ პელეგრინიმ სამწვრთნელო კარიერა რუსეთში განაგრძოს.

წყაროს ცნობით, “ზენიტმა” “ვალენსიას” დაასწრო და პირველმა გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება. რუსები პელეგრინის ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, პელეგრინი უფრო მეტ დროს ითხოვს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩილელი სპეციალისტით “ვალენსიაც” არის დაინტერესებული, რომელსაც ამჟამად გარი ნევილი თავკაცობს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, თუმცა სეზონის ბოლოს მას პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს.

ჰიტლერის მოყვარული რუსი ხულიგნები: ” ინგლისელ ფანებს ევრო-2016-ზე შანსი არ აქვთ”

მოსკოვური კლუბების “სპარტაკისა” და “ცსკა-ს” ფანები გაერთიანებას აპირებენ, რათა ევრო-2016-ის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთად შეუტიონ ინგლისელ ფანებს , რომელიც საფრანგეთში გაიმართება.

თავდასხმის საფრთხის წინაშე დგანან ის ფერადკანიანი და აზიელი გულშემატკივრები, რომლებიც მარსელში აღნიშნულ მატჩზე აპირებენ დასწრებას.

წუხელ ხულიგანთა ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიმ, რუსული გვერდის (Russian football violence) სახელით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღიარებს, რომ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი უკვე გადის რეპეტიციას ამ მატჩისათვის.

ის აცხადებს: “ჩვენ მძიმე კაცები ვართ, ბევრი ჩვენგანია პოლიციიდან და არმიიდან. ყველა რუსული კლუბის გულშემატკივარი ერთ მხარეს გაერთიანდება. ‘არა მსუბუქ ინგლისელებსა და მათ ჩაცმულობას’.

ჩვენ ვბრძოლობთ ტყეში, ვვარჯიშობთ და ვიბრძვით მატჩებისას. ინგლისელ ფანებს შანსი არ ექნებათ. რუსეთი ნომერ პირველია. ჩვენ გვიყვარს ლუდი და ქალები თქვენსავით, თუმცა ბრძოლა ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას.”

საფრთხის წინაშე დგანან პოლონელი და უკრაინელი ხალხიც.

98%-ით, საქართველო თბილისში რუსეთს შეხვდება

თბილისის მერიის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია. როგორც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწრვთნელის ილიას ზუროსის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენციაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, ზაფხულში ჩასატარებელ ტურნირზე საქართველოს მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრებები ეწვევიან, მესამე სტუმარი კი, 98%-ით, რუსეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თბილისის მერიის თასის მონაწილეები მასპინძელ საქართველოსთან ერთად ესტონეთის, ლატვიისა და იტალიის ნაკრებები იყვნენ. ტურნირი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანანიძე: „აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ“

მოსკოვის „სპარტაკი“ სეზონის გაზაფხულის ნაწილისთვის მზადებას შეუდგა. რუსული კლუბი ამჟამად შეკრებას აბუ-დაბიში გადის. ალენიჩევის ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეცაა, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს და ამჟამად ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აბუ-დაბიში ჯანომ „სპარტაკის“ ოფიციალურ ვებგვერდს თავისი ზამთრის არდადეგებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.

– თავს როგორ გრძნობ?

– კარგად. მგონია, ყველაფერი ცუდი უკვე გასულ წელს დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს.

– დასვენებისას აღდგენით კურსს აგრძელებდი?

– დიახ, თბილისში. საქართველოს ნაკრების ბაზაზე ამაში ეროვნული გუნდის ექიმი დამეხმარა. ახალ წელს ბაკურიანში შევხვდი, სადაც ბევრი თოვლია

– ბაკურიანში ცნობილი ტრამპლინი იყო, საიდანაც თავისი სარეკორდო ნახტომებით ცნობილი კობა ცაკაძე გამოირჩა…

– ამ დიდებული სპორტსმენის შესახებ მსმელია. ბაკურიანის ტრამპლინიც მინახავს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკვე ახალი ტრამპლინია.

– სამწუხაროა, რომ ვერ სრიალებდი

– საერთოდ, პროფესიონალ ფეხბურთელებს დასვენებისას სხვა სპორტის სახეობებით დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, ეკრძალებათ. მითუმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.

– როგორ ხვდებიან პროფესიონალები ახალ წელს?

-სადღესასწაულო განწყობით. რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ოჯახისა და მეგობრების წრეში ვატარებთ. მართალია, მათთან შედარებით, მხოლოდ წვენისა და ლიმონათის დალევა შეგვიძლია. სიმართლე რომ გითხრათ, ალკოჰოლს საერთოდ ვერ ვიტან. აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ (იღიმის). ასე რომ, ჩემგან თამადა, ალბათ, ვერ გამოვა.

1-29781

– როდის იმედოვნებ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს?

– იმედია, მათ მარბელაში შემდეგ შეკრებაზე შევუერთდები. ყველაფერი ექიმების სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. სასიკეთო ცვლილებები სახეზეა. ოპერაციამდე სირბილიც კი მიჭირდა. დღეს კი, მაგალითად, სხვადასხვა მოძრაობა გამომდის. ამავდროულად თავს კომფორტულად ვგრძნობ.

გიორგი მახათაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი გიორგი მახათაძემ გაიტანა, რომელიც რუსთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი და კაპიტანი გახლავთ. მახათაძემ გუნდი ზუსტად შესრულებული პენალტით დააწინაურა, მეორე გოლი კი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. ამ გოლის ვიდეომასალას აქვე გთავაზობთ.

გიორგი მახათაძე 1998 წლის 26 მარტს დონის როსტოვში დაიბადა. მისი მშობლები ქართველები არიან და შესაბამისად, თავადაც ქართველია (ყოველ შემთხვევაში, წარმომავლობით). მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც შესთავაზეს, თუმცა იუარა. მახათაძე მოსკოვის “ლოკომოტივში” ირიცხება.

იბრაჰიმოვიჩი მძიმე მატჩს ელის

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რუსეთთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მოსაგებად ის უნდა გავაკეთოთ, რაშიც ძლიერები ვართ. წინ რთული მატჩი გველის. მეტოქის რიგებში მწვრთნელის შეცვლამ, შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფით შედეგი გაოიღოს. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავს კარგად ვგრძნობ, თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი“, – აცხადებს ზლატანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი – შვედეთს შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.