“რუსთავი” კვლავ დამარცხდა – გაზაევს და მის ბიჭებს “საბურთალომ” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს რუსთავის “რუსათვი” და თბილისის “საბურთალო” დაუპირსიპირდნენ.

პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მეორე ნახევარში კი გუნდები უფრო გააქტიურნდნენ. განსაკუთრებით, ეს “საბურთალოზე” ითქმის. ტაიმის მიწურულს დედალქალქელებმა ორი ბურთი გაიტანეს. ჯერ 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა. ხოლო, ზუსტად ექვს წუთში ვაგნერ გონსალვესი გახდა მეორე გოლის ავტორი. ლეგიონერმა ბექა გვარაძისგან მიიღო ბურთი და ბოლო გოლიც შეაგდო. საბოლოოდ, 2-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “რუსთავი” სამი ქულით მერვე პოზციაზეა. მან ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. ხოლო, “საბურთალო” ცხრა ქულით პირველ ადგილს იკავებს.

“ჩიხურა” წინ მიიწევს – საჩხერლებმა “რუსთავს” იონანიძის გოლით მოუგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა: საჩხერის “ჩიხურა” რუსთავის “რუსთავის” წინააღმდეგ.

მიუხედავად რამდენიმე მომენტისა, პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში დასამახსოვრებელ მომენტებს შორის გამოსარჩევია რუსთაველთა ფეხბურთელის, გეორგი გაბულოვის წითელი ბარათი. მან მეორეჯერ გაფრთხილების შემდეგ, დატოვა მოედანი. მატჩის კულმინაიცა მეორე დამატებით წუთზე იყო, როცა ჩაწოდების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ მეტოქეს გაუტანა და “ჩიხურას” სამი ქულა მოუპოვა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურა” შვიდი ქულით პირველ პოზიციაზეა. ხოლო, რუსთავს სამი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

ჩემპიონის სამი ქულა – “ტორპედომ” “რუსთავს” სტუმრად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში რუსთავის “რუსთავმა” “დავით პეტრიაშივლი არენაზე” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.

ანგარიში მეხუთე წუთზე იმერელთა ნახევარმცველმა, გიორგი კუხიანიძემ გახსნა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი “რუსთაველთა” მეკარეს, ნუკრი რევიშვილს ბურთი ხელებში მიუვიდა, თუმცა ვერ დაიჭირა, რის შემდეგაც სწორედ ათმა ნომერმა დაამატა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 1-0 მოიგო.

ამჟამად, “რუსთავს” სამი ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ხოლო, ქუთაისლებს ამდენივე აქვთ და მესამეზე იმყოფებიან.

 

მიქელთაძემ “დინამოს” გამარჯვების გოლი შეუგდო და “რუსთავს” სამი ქულა მოუტანა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე რუსთავის “რუსთავი” მიიღო.

პირველი ნახევარი არც ის ესაინტერესო გამოვიდა და ის გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მათე კვირიკიას ჩაწოედების შემდეგ, ლაშა თოთაძე შეცდა და გეორგი გაბულოვმა თავით შეაგდო ბურთი დედაქლაქელთა კარში. 84-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი ზუსტად ორ წუთში გავიდა: ბექა მიქელთაძემ ყოფილ გუნდს პენალტი გაუტანა და რუსთაველებს ანგარიშით, 2-1 მოაგებინა.

ამ მარცხის შემდეგ “დინამო” ნული ქულით მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება “რუსთავს”, მას საი ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, უკვე დასრულდა საქართველოს რანგით მეორე დივიზიონი, სადაც ჩემპიონობა რუსთავის “რუსთავმა” მოიპოვა და შემდეგი სეზონიდან ისინი ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებენ.

ასევე ცნობილი გახდა ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ვინაობა. არავის გაუკვირდება, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დათა სიჭინავა დასახელდა, რომელიც 30 გოლით ასევე საუკეთესო გოლიადორიც გახდა. “რუსთავის” კაპიტანმა მის მდევრებს დიდი სხვაობით გაასწრო. სიჭინავა ჯარიმების უბადლო შემსრულებელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციას, ის ასევე “რუსთავის” წარმომადგენელს, ვარლამ კილასონიას გადაეცა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა მიმდინარე სეზონში საუცხოოდ იასპარეზა და 83 ქულით გათამაშების გამარჯვებულიც გახდა.

ქობულეთის “შუქურა” ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩები იმართება.

სეზონის დასკვნითი შეხვედრა ჩაატარა ქობულეთის “შუქურამ”, რომელიც თბილისის “საბურთალოს” სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” დაუხვდა. ანგარიში 21-ე წუთზე ელვინ ტერამ გახსნა და დედაქალაქელები დააწინაურა. მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე იმავე მოთამაშემ დუბლი შეასრულა. აჭარლებმა ერთი ბურთის გაქვითვა 74-ე წუთზე მოახერხეს, როცა ალექსანდრე გურულმა გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ “შუქურა” გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა ყველა შანსის გამოყენების მცდელობა უგოლოდ დასრულდა.

ამ მატჩის მერე “შუქურას” 21 ქულა დაუგროვდა, იგი მთელი ხუთი ქულით ჩამორჩა ბოლოს წინა ადგილოსან ფოთის “კოლხეთს” და, შესაბამისად, ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა. როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ გუნდს “რუსთავი” ჩაანაცვლებს.

 

“რუსთავი” ეროვნულ ლიგაში ითამაშებს!

გუშინ ეროვნული ლიგა 1-ის 35-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “რუსთავმა” “ფოლადზე” “ვიტ ჯორჯია” მიიღო. დაძაბული დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მე-20 წუთზე დათა სიჭინავამ ანგარიში გახსნა. პირველ ნახევარში გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა მეორეც გაუტანა სტუმრებს. ამის შემდეგ, რუსთაველებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, თუმცა არცერთი გუნდის კარის ბადე აღარ შერხეულა.

საბოლოოდ, “რუსთავმა” ანგარიშით, 2-0 იმარჯვა. მან 83 ქულას მოუყარა თავი, ბოლო ტურის წინ ექვსი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან მარტვილის “მერანს” და, შესაბამისად, ეროვნულ ლიგაში თამაშიც გაინაღდა!

 

“რუსთავი” ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებს!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნულ ლიგა 2-ის ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრა რუსთავში, ადგილობრივმა გუნდმა “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში აშკარა უპირატესობას “რუსთავი” ფლობდა. თავდაპირველად გოლი მე-18 წუთზე, გათამაშების ბომბარდირმა დათა სიჭინავამ გაიტანა, ხოლო 61-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ გამარჯვების შემდეგ რუსთაველებმა ეროვნულ ლიგა 1-ის საგზური პირდაპირ მოიპოვეს და შემდეგი სეზონიდან საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში იასპარეზებენ. ასევე გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომელებიც გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. “მერანი”, დიდი ალბათობით, ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება, ხოლო “სიონი” ბათუმის “დინამოსთან” მოსინჯავს ძალებს.

ასევე გაირკვა, რომ ეროვნულ ლიგა 2-ს გამოემშვიდობა ტყიბულის “მეშახტე”, ხოლო “ზუგდიდმა” ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდი გავა მე-8 პოზიციაზე. გადარჩენისთვის “გურია” და “ცხინვალი” იბრძვიან. ბოლო ტურში ერთადერთ ინტრიგას სწორედ მერვე-მეშვიდე ადგილზე გასული გუნდების ვინაობი გარკვევა წარმოადგენს.

თბილისის “დინამომ” “რუსთავის” დამარცხებით ყიფიანის თასის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში რუსთავის “რუსთავმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო. მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა 90-მა წუთმა გამარჯვებული არ გამოავლინა.

დამატებით ორ ტაიმშიც არ გასულა გოლი.

საბოლოოდ, ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც “დიანმომ” ანგარდით, 3:0 იმარჯვა.

ეროვნული ლიგა 2: ლიდერების მატჩი “რუსთავის” გამარჯვებთ დასრულდა

დღეს ეროვნული ლიგა 2-ში საინტერესო მატჩი გაიმართა.

მე-15 ტურში, რუსთავში, “ფოლადზე” ადგილობრივი “რუსთავი” “მერანს” შეხვდა. მატჩამდე მასპინძლებს 29 ქულა ჰქონდათ და მეორე ადგილზე იყვნენ, ხოლო “მერანი” 33 ქულით ლიდერი იყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევრის 61-ე წუთზე რევაზ გეწაძე გააძევეს და მეგრელები ათი კაცით დარჩნენ. ამის შემდეგ “რუსთავი” უფრო გააქტიურად, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. 88-ე წუთზე დათა სიჭინავამ გამარჯვების გოლი გაიტანა და “მერანთან” ახლა სხვაობა ერთი ქულაა.

მომდევნო ტურში რუსთაველები “სიონს”, ხოლო მარტვილელები “გურიას” დაუპირისპირდებიან.

ლიდერ-ბეთი “რუსთავის” სპონსორი გახდა: “ჩვენი მიზანი ქართული სპორტის მხარდაჭერაა!”

ტოტალიზატორების ქსელი, ლიდერ-ბეთი აგრძელებს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას. როგორც Fanebi.Com-მა დაადგინა, აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი კლუბის, “რუსთავის” სპონსორი გახდა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მხარეები უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ლიდერ-ბეთის მენეჯერს, ბაჩო სარალიძეს და მასთან აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ.

– ადასტურებთ თუ არა რომ ლიდერ-ბეთი “რუსთავის” სპონსორია?

– დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. ხელშეკრულება სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

– რამდენ წლიანია თქვენს მიერ ნახსენები დოკუმენტი და რას ითვალისწინებს ის?

– ხელშეკრულება არის გაფორმებული ერთი წლის ვადით. თუმცა, თუ ამ პერიოდის მანძილზე, ნებისმიერ დროს თუ იქნება რაიმე უკმაყოფილება, არის იმის შესაძლებლობა, რომ კონტრაქტი შეწყდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დოკუმენტის პირობები არ არის მკაცრი, კაბალური და ასე შემდეგ. მეტიც, თუ ჩვენი მხარდაჭერა რუსთავის საფეხბურთო კლუბს წაადგება, მომავალშიც ვაპირებთ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივოთ.

– რა თანხას მიიღებს “რუსთავი” ლიდერ-ბეთისგან ამ ერთი წლის მანძილზე?

– ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და, შესაბამისად, კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.

– თქვენი კომპანია რამდენიმე ქართული სპორტული გუნდის სპონსორია. რატომ გაქვთ გეზი აღებული სპორტისკენ? 

– ჩვენ ამ მიმართულებით უკვე, დაახლოებით, სამი-ოთხი წელია ვმუშაობთ. ეს სფერო კი იმიტომ გვაქვს არჩეული, რომ ჩვენი საქმიანობა დაკავშირებულია სპორტთან. ზოგადად, ამ მხრივ პიარისა და მარკეტინგული აქტივობების გარდა, სხვა ბევრი რამეც გვაქვს გაკეთებული, რაც სახალხოდ არ ჩანს. ჩვენი სურვილია, რომ ქართული სპორტის მხარდამჭერები ვიყოთ საქმით და გულშემატკივარში ლიდერ-ბეთი სწორედ “მხარდამჭერის” ასოციაციას იწვევდეს. სპორტის დახმარება, განვითარება ჩვენი მიზანია!

– გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია?

დიახ, აუცილებლად გაგრძელდება.  მინდა, გითხრათ, რომ “რუსთავის” გარდა, კონტრაქტი გვაქვს თელავის, ტყიბულის, ქობულეთისა და სხვა ქალაქების გუნდებთან. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთს არ ვუდგავართ გვერდში – სპორტის სხვა სახეობებსაც ვცდილობთ, თანადგომა გამოვუცხადოთ. ამ ურთიერთობებს ბოლომდე სპონსორობას ვერ ვუწოდებ. უფრო მეტად, კლუბებს ვეხმარებით და ვცდილობთ, მათ განვითარებაში წვლილი შევიტანოთ.  თავისთავად, მათი მხირდანაც კონკრეტულ სარეკლამო მომსახურებას ვიღებთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ქართული სპორტისთვის!

კახა ცხადაძემ საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ეკიპირება აჩუქა (ფოტოები)

დღეს ფოლადის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ფეხბურთელებს ახალი ეკიპირება გადაეცათ.

ეკიპირება გუნდს რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა, შემდგომში ცნობილმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების პირველმა კაპიტანმა და დღესდღეობით წარმატებულმა მწვრთნელმა – კახა ცხადაძემ შეუძინა. აღნიშნულ ღონისძიებას რუსთავის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორიც ესწრებოდნენ. მათ წარმატებები უსურვეს კლუბს მომავალში და აღნიშნეს, რომ მსგავსი ერთგვარი წახალისება გუნდისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ს.კ. “რუსთავის” პრესსამსახური