“სამპდორია” — “ჯენოა” სამშაბათს გაიმართება

როგორც მოგახსენეთ, იტალიის სერი A-ს 24-ე ტურში “სამპდორიასა” და “ჯენოას” შორის გუშინ გასამართი მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. უკვე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა 24 თებერვალს შედგება.

“ჯენოას” ხელმძღვანელობას სურდა, რომ მატჩი 23 თებერვალს ჩატარებულიყო, “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაელოვიჩი შეხვედრის სულაც 3 ან 11 მარტს გამართვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ გენუელთა დერბი დამდეგ სამშაბათს შედგება.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “სამპდორიას” მე-7, “ჯენოას” კი მე-6 ადგილი აქვს დაკავებული.

 

“სამპდორია” — “ჯენოა” გადაიდო

იტალიის სერი A-ს 24-ე ტურში “სამპდორიასა” და “ჯენოას” შორის დღეს გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეხვედრა 23:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ძლიერი წვიმის გამო 15 წუთით გადაიდო, შემდეგ კი ორგანიზატორებმა მატჩის სხვა დროს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “სამპდორიას” მე-7, “ჯენოას” კი მე-6 ადგილი აქვს დაკავებული.

 

იანვრის 10 ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი იტალიაში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იტალიური საფეხბურთო კლუბები ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიაში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი მაინც განხორციელდა.

10. სამუელ ეტოო (“ევერტონიდან” “სამპდორიაში”)

10

9. მატია დესტრო (“რომადან” “მილანში”)

Mattia+Destro+AC+Milan+v+Parma+FC+Serie+6EwIrTnVfetx

8. ალბერტო ჯილარდინო (“გუანჟოუდან” “ფიორენტინაში”)

ალესანდრო დიამანტი (“გუანჟოუდან” “ფიორენტინაში”)

8

7. ვიქტორ იბარბო (“კალიარიდან” “რომაში”)

image_content_22685383_20150203172621

6. ალესიო ჩერჩი (“ატლეტიკოდან” “მილანში”)

6

5. ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალიდან” “ინტერში”)

Inter Milan's Podolski controls the ball during their Italian Serie A soccer match against Sassuolo in Reggio Emilia

4. მანოლო გაბიადიდნი (“სამპდორიადან” “ნაპოლიში”)

4

3. ჩერდან შაქირი (“ბაიერნიდან” “ინტერში”)

Xherdan+Shaqiri+FC+Internazionale+Milano+v+3LXHwM8thIfx

2. სეიდუ დუმბია (ცსკა-დან “რომაში”)

download

1. ხუან კუადრადო (“ფიორენტინადან” “ჩელსიში”)

rue5d058ac759

ეტო’ომ ვარჯიში თავისი სურვილით გამოტოვა

„ტორინოსთან“ დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ გენუის „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა ფეხბურთელებს დილის ორმაგი ვარჯიში დაუნიშნა.

როგორც იტალიური პრესა წერს, გუნდის ახალწვეულმა სამუელ ეტო’ომ ვარჯიშის პირველი ნახევარი ჩვეულებრივად ჩაატარა, ხოლო შემდგომ დამატებით არ უვარჯიშია და სამწვრთნელო მოედანზე თავისი სურვილით არ გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კამერუნელს თავისი წასვლის შესახებ მიხაილოვიჩისთვის არაფერი უთქვამს.

შაჩირის სადებიუტო გოლი და „ინტერის“ გამარჯვება თასის 1/8 ფინალში (ვიდეო)

იტალიის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ინტერმა“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და ანაგრიშით 2:0 დაამარცხა.

სტუმრები უკვე მე-12 წუთზე ათ კაცით დარჩნენ, როდესაც ნენად კრსტიჩმა წითელი ბარათი მიიღო. 37-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშს გახსნა შეეძლოთ, თუმცა მაურო იკარდიმ პენალტი ვერ გაიტანა.

პირველი ოგლი მხოლოდ 71-ე წუთზე გავიდა – „ნერაძურის“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი შერდან შაჩირიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარელს საგოლე პასი ლუკას პოდოლსკის გაიტანა, შესაბამისად, ეს გოლი მასპინძელთა ორი დებიუტანტის წყალობით გავიდა. რამდენიმე წუთში მთავარმა მსაჯმა გენუელთა კიდევ ერთ ფეხბურთელი გააძევა – პაველ ვშოლეკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოო შედეგი კი ტაბლოზე მაურო იკარდიმ დააფიქსირა.

აქედან გამომდინარე, რობერტო მანჩნის გუნდი „კოპა იტალიას“ 1/4 ფინალში გავიდა, სადაც სამ თებერვალს „ნაპოლი“ – „უდინეზეს“ მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 2:0
გოლები: შაჩირი 71′, იკარდი 88′

გაფრთხილებები: ანდრეოლი 22′, პოდოლსკი 41, შაჩირი 63′ – ვშოლეკი 36′, რომანიოი 60′, გასტარდელო 78′
გაძევება: კრსტიჩიჩი 12′, ვლოშეკი 77′

ეტო’ო “სამპდორიას” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა

რამდენიმე დღეში სამუელ ეტო’ო “სამპდორიას” მოთამაშე გახდება. იტალიური პრესის ცნობით, სამშაბათს კამერუნელი გენუაში ჩავა, სადაც 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ეტო’ო ხელფასის სახით წელიწადში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი მას კლუბშ მუშაობას შესთავაზებენ.

მიმდინარე სეზონში “ევეროტნის” სემადგენლობაში ეტო’ომ პრემიერლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა.

 

გაბიადინიმ “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“სამპდორიას” თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი ნეაპოლში ჩავიდა.

23 წლის იტალიელ ფეხბურთელს აეროპორტში ასობით ტიფოზი შეეგება.

გაბიადინიმ “ნაპოლიში” უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მალე ტრანსფერი ოფიციალურადაც დადასტურდება.

“დახვედრისთვის ქომაგებს მადლობას ვუხდი. ასეთ გულმხურვალე შეხვედრას არ ველოდი. ვწუხვარ, რომ მათ ვერ ჩავეკონე. “ნაპოლის” ვიცნობ, ამიტომ არაფერს დაგპირდებით. ჩემს სათქმელს მოედანზე გიჩვენებთ”, – ციტირებს გაბიადინის სიტყვებს Football-italia.

Gabbiadini

 

სამპდორია პანდევს კონტრაქტს შესთავაზებს

“სამპდორია” გორან პანდევის იტალიურ ჩემპიონატში დაბრუნებას აპირებს. გენუელები “გალათასარაის” მაკედონელ ფორვარდში ნახევარ მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, თურქული კლუბის მილიონს ითხოვს.

“სამპდორიას” გარდა გორანის გადაბირებით “ფიორენტინა” და “ტორინოც” ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში პანდევმა “გალასთ” შემადგენლობაში მხოლოდ 27 წუთი ითამაშა.

“სამპდორიას” უცნაური პრეზიდენტი

1 დეკემბერს, “სამპდორიასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), კამერებმა “სამპდორიას” პრეზიდენტი მასიმო ფერერო დააფიქსირეს.

სტეფან ელ შაარავიმ თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა (ვიდეო)

8 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში “სამპდორიასა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (2:2) სტეფან ელ შაარავი გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა გოლის გატანა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.

“სამპდორია” – “მილანი” 2:2

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “სამპდორია” და “მილანი” დაუპირისპირდნენ ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-10 წუთზე სტუმრებმა, ელ შაარავის დარტყმით გახსნეს. მასპინძლებმა კი გათანაბრება ტაიმის ბოლოს შეძლეს. მეორე ნახევრის დასაწყისში კი მეორეც გაიტანეს. საბოლოო ანგარიი 65-ე წუთზე მენეზმა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დააფიქსირა.

სამპდორია 2-2 მილანი

გოლები: ელ შაარავი 10′ (0:1); ოკაკა 45′ (1:1); ედერი 51′ (2:1); მენეზი 65′ (2:2)

სინიშა მიხაელოვიჩს თავს დაესხნენ

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, უსიამოვნო შემთხვევა მოხდა ჯენოაში, სადაც “სამპდორიას” მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაელოვიჩს უცნობი პირი თავს დაესხა.

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი გუნდის ავტობუსში ადიოდა, როდესაც მასთან უცხო პიროვნება მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაარტყა კიდეც და მზის სათვალე გაუტეხა. მიხაელოვიჩი შეეცადა, ხულიგნისთვის პასუხი გაეცა, თუმცა ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი დააკავეს. კლუბმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

“სამპდორია” დღეს “სასუოლოს” ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.