მჭედლიძე სამპდორიაში?

იტალიური პრესის ცნობით “ემპოლის” ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესს გენუის “სამპდორია” იჩენს. წყაროს ცნობით, ინტერესი საკმაოდ სერიოზულია და ტრანსფერის ალბათობას “სამპდორიას” და “ემპოლის” კარგი ურთიერთობაც ზრდის.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძის და შეყილაზის “ემპოლიმ” სერია B მეორე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ქართველი ფეხბურთელების კლუბი იტალიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.

„სამპდორია“ – „ნაპოლის“ მატჩისას მოედანზე შიშველი სინიორინა შეიჭრა

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სამპდორია“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა და განაღდებულ მესამე ადგილზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

შეხვედრის 74-ე წუთზე მოედანზე მოულოდნელად შეიჭრა საცვლის ამარა მყოფი სინიორა, რომელმაც თან „სამპდორიას“ დროშა გამოაფრიალა. ერთ-ერთმა სტიურდმა მოედანზე შეჭრილი შიშველი მდედრობითი სქესის გულშემატკივრის დაჭერა მოახერხა, მხარზე შემოისვა და მინდორი დაატოვებინა.

“ტოტენჰემი” მიჰაილოვიჩზე ფიქრობს

ლონდონის “ტოტენჰემი” შესაძლოა სინიშა მიხაილოვიჩმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად “სამპდორიას” წვრთნის.

“სამპდორიაში” მოსვლის შემდეგ მიხაილოვიჩმა გუნდს სერია A-ში დარჩენის პრობლემა მოუხსნა. მიუხედავად ამისა, სერბი სპეციალისტი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

Football Italia-ს ცნობით, მიხაილოვიჩის გადაბირებით ლონდონის “ტოტენჰემი” სერიოზულადაა დაინტერესებული.

“სამპდორიაში” კი, მიხალივოჩის შემცვლელად სტეფანო ბიოლის კანდიდატურას განიხილავენ.

 

ჰანდანოვიჩის ბრწყინვალე სეივები “სამპდორიასთან” მატჩში

13 აპრილს, იტალიის სერია A-ში “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში მილანელთა კარის დარაჯმა სამირ ჰანდანოვიჩმა ბრწყინვალე სეივები განახორციელა.

მაქსი ლოპესმა მაურო იკარდის ხელი არ ჩამოართვა

13 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის დაწყების წინ მასპინძელთა თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა მეტოქე გუნდის შემტევ მაურო იკარდის ხელი არ ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ იკარდი და მაქსი ლოპესი “სამპდორიაში” ერთად თამაშობდნენ და ისინი ერთმანეთის კარგი მეგობრები იყვნენ. თუმცა, მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იკარდიმ ლოპესის მეგობარ გოგონასთან გააბა რომანი.

ერთ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათი (ვიდეო)

გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა „მილანთან“ სერია ა-ს 25-ე ტური მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

არგენტინელი მოედანზე 56-ე წუთზე გავიდა, 72-ე წუთზე კი მან ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გასახდელში წასვლა მოუწია.

29 წლის ფორვარდი „როსონერის“ კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნას ითხოვდა და კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგად შეხვედრის მთავარ არბიტრს დანიელე დოვერის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ, დოვერიმ ლოპესს მეორე ყვითელი ბარათიც უჩვენა.

სავარაუდოდ, არბიტრის შეურაცხყოფისთვის სამხრეთ ამერიკელს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

აქვე წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

გენუის დერბი და სტადიონზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები

დღეს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგება: გენუის დერბი —  „ჯენოა“-„სამპდორია“.

იტალიური პრესის ცნობით, გუშინ საღამოს, სტადიონ „ლუიჯი ფერარისზე“ პარკირება აიკრძალა, არენაზე კი კარაბინიერთა გაძლიერებული ძალებია მობილიზებული. გენუის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მხირდან ასეთი მოქმედებები დღეს საღამოს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამოწვეული.

მატჩი „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მაქსი ლოპესი ისევ “სამპდრორიაში” ითამაშებს

გენუის “სამპდორიამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი, მაქსი ლოპესი კლუბის ღირსებას ისევ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მაქსი ლოპესმა გასული სეზონის გარკვეული ნაწილი “სამპდორიაში” იჯარით გაატარა და როგორც თავად მოთამაშე ამბობდა, მას უკან დაბრუნება ისევ სურდა.

“სამპდორიას” ოფიციალურად შეუძლია, დაგიდატუროთ, რომ მაქსი ლოპესის თაობაზე “სამპდორიამ” “კატანიასთან” შეთანხმებას მიაღწია. არგენტინელი ფეხბურთელი ჩვენს რიგებში იჯარით ითამაშებს”, – ვკითხულობთ გენუელთა ოფიციალურ განცხადებაში.

ბირსა: “მიხარია, რომ ჩემი სადებიუტო გოლით “მილანმა” თამაში მოიგო”

იტალიური “მილანის” სლოვენიელი ფეხბურთელი, ვალტერ ბირსა გახარებულია, რომ მისი სადებიუტო გოლით, “როსონერიმ” “სამპდორიას” დამარცხება მოახერხა.

“მიხარია, რომ “მილანში” სადებიუტო გოლი გავიტანე, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმსახურებდით, გასულ ტურებში ბევრი ქულა დავკარგეთ. რთული პერიოდი გვედგა, ამიტომ “სამპდორიასთან” მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გამარჯვებამ კი, რწმენა შეგვმატა და ვფიქრობ, მომდევნო შეხვედრებში უფრო კარგად ვითამაშებთ. მართალია, ერთადერთი გოლი მე გავიტანე, მაგრამ მოგება მთელი გუნდის დამსახურებაა”, – ამბობს ბირსა.

“მილანმა” მინიმალური სხვაობით მოიგო

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, “როსონერიმ” “სან სიროზე” “სამპდორიას” უმასპინძლა და ერთადერთი გატანილი ბურთის წყალობით სამი ქულის მოპოვება შეძლო.

მატჩის 46-ე წუთზე, მასპინძლებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და ვალტერ ბირსამ არცთუისე ცუდი ბურთის გატანა შეძლო. ამრიგად, “მილანმა” ამ შეხვედრაში გამარჯვება შეძლო.

“მილანი” 1-0 “სამპდორია”

გოლი: ბირსა, 46.

“მილანი”: აბიატი, ძაკარდო, ზაპატა, მექსესი, კონსტანტი, პოლი (ნოჩერინო, 75), დე იონგი, მუნტარი (ემანუელსონი, 46), ბირსა (ნიანგი, 67), მატრი, რობინიო.

“სამპდორია”: დე კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, რეჯინი, კოსტა, გავაცი, მბა ობიანგი, პალომბო (კრსტიჩიჩი, 61), ვშოლეკი (სორიანი, 52), სანსონე, გაბიადინი (პეტანია, 67).

გაფრთხილებები: ა. კოსტა, გავაცი, კრსტიჩიჩი.

სანდრო საპანაძე

ალეგრი: „წინ კიდევ უამრავი მატჩი გველის“

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს პირველი ხუთ ტურში „მილანმა“ მხოლოდ ხუთი ქულის მოპოვება შეძლო. ხვალ, „როსონერი“ ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას გამართავს – შავ-წითლების მეტოქე გენუის „სამპდორია“ იქნება. აღნიშნულ  შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

„წინ რთული მატჩი გველის. „სამპდორიას“ კარგი მწვრთვნელი ჰყავს, თანაც, გუნდი „რომასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურება. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, სჯობს, მასში შობის დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩავიხედოთ, რაგდან კიდევ უამრავი მატჩის ჩატარება მოგვიწევს“, – განაცხადა 46 წლის სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი