ჟულიოს ბაპტისტას მშვენიერი საჯარიმო “სან-პაულუს” კარში

27 აპრილს, ბრაზილიის ჩემპიოანტში, “კრუზეიროსა” და “სან-პაულუს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ჟულიო ბაპტისტამ მეტოქის კარში მშვენიერი ჯარიმა გაიტანა.

სან პაულუში 2014 წლის მუნდიალის ბრაზილიაში გამართვა გააპროტესტეს

სან პაულუში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა.

„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ პოლიციის ცნობით, აქციაზე 600 კაცი შეიკრიბა, თუმცა მიტინგის ორგანიზატორთა თანახმად, 2014 წლის მუნდიალზე სახელმწიფოს მიერ დიდი ოდენობით თანხის გაღება ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ბოლო აქციაზე მომიტინგეთა და სამართალდამცავთა შორის შეტაკება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ თანხები განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოიყოს და არა – მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბექა დოგრაშვილი

ადრიანო ფეხბურთს დაუბრუნდა, ის “ატლეტიკო პარანაენსეში” ითამაშებს

ცნობილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ლეიტე რიბეირო 2-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერას “ატლეტიკო პარანაენსეში” განაგრძობს.

ბრაზილიური Lancenet-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ყოველთვიურად დაახლოებით 30 ათას ევროს მიიღებს.

ადრიანოს, რომელიც თავის დროზე “ფლამენგოს”, “ინტერის”, “ფიორენტინას”, “პარმას”, “სან პაულუს”, “რომასა” და “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა, 2012 წლის შემდეგ არ უთმაშია.

ლეგენდარულმა როჟერიო სენიმ მეტოქის განზრახ წაქცევა ვერ მოახერხა

2 თებერვალს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “პალმეირასსა” და “სან-პაულუს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:0), ერთ-ერთი გაშვებული გოლის შემდეგ, “სან-პაულუს” ლეგენდარული კარის დარაჯი, როჟერიო სენი ისე გაბრაზდა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის განზრახ წაქცევა სცადა.

სეზონის ყველაზე კურიოზული აცილება?

10 ოქტომბერს, ბრაზილიის სერია A-ში, “კრუზეიროსა” და “სან-პაულუს” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან კურიოზული რამ მოხდა. “კრუზეიროს” ფეხბურთელმა, ვილიან გომეშმა ცარიელ კარში გოლის გატანა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა.