რა ღირს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორიგინალი მაისური?

ავსტრიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების მაისურის შეძენა შეეძლებათ.

“დღეს, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად განთავსებულ დახლებზე საქართველოს ნაკრების სათამაშო ორიგინალი მაისურები გაიყიდება, რომელთა ფასიც 100 ლარს შეადგენს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ნაკრების ონლაინ მაღაზია მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში ნაკრების ოფიციალური პროდუქციის შეძენას ამ გზითაც შეძლებთ”, – წერს ფეხბურთის ფედერაცია.

668646

22:00 – საქართველო-უკრაინა [სასტარტო შემადგენლობები]

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ავსტრიის ქალაქ ლინცზში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას ამხანაგურად გაეჯიბრება.

ჩვენი საიტი გუნდების ოფიციალურ შემადგენლობებს შემოგთავაზებთ:

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი(კ), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ცხადაძე, კობახიძე, დვალი, ნავალოვსკი.

უკრაინა: ბოიკო, მორიზიუკი, ხაჩერიდი, სტეფანენკო, გუსევი, კონოპლიანკა, სელეზნევი, როტანი, გარმაში, რაკიცკი, კსონზი.

საქართველოს ნაკრების მორიგი ანტირეკორდი

ფიფა-მ მორიგი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელის შედეგებითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 139-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც კიდევ ერთი ანტირეკორდია ჩვენი გუნდისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის რეიტინგში ჯვაროსნები 138-ე პოზიციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მას შედმეგ მატჩი არ ჩაუტარებიათ და ერთი პოზიცია დაკარგეს.

მოწინავე ათეული კი, სადაც გერმანია და არგენტინა ლიდერობენ, ცვლილებების გარეშეა.

კახა ცხადაძის განვლილი გზა და ნაკრებში სამომავლო პერსპექტივა

რამდენიმე დღის წინ ქართველი გულშემატკივრებისთვის აქტუალური საკითხი გაირკვა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა. 2015 წლიდან ქვეყნის მთავარ გუნდს კახაბერ ცხადაძე გაწვრთნის.

46 წლის სპეციალისტის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანიშნივნის შესახებ აქამდე ბევრი საუბარი იყო. საბოლოოდ, ჭორები რეალობად იქცა.

რუსთავის „მეტალურგი“, თბილისის „დინამო“ (შემდგომ „იბერია“), შვედური გიფ-ი, მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვის „დინამო“, „აინტრახტი“, „ალანია“, „მანჩესტერ სიტი“, თბილისის „ლოკომოტივი“, მახაჭყალის „ანჟი“ – ეს ის კლუბებია, რომლებშიც ცხადაძეს ფეხბურთელობის პერიოდში უთამაშია. ფეხბურთელის რანგში ცხადაძე 1990 და 1991 წლებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1992 წელს კახამ „სპარტაკის“ რიგებში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ წელს კი, უკვე მოსკოვის „დინამოში“ ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა და ცნობილი გამოცემის, „სპორტ-ექსპერსის“ ვერსიით, წლის საუკეთესო მარცხენა მცველად სახელდება.

ასაკის მიუხედავად, ცხადაძე თანამედროვე ქართველ მწვრთნელთა შორის გამოირჩევა. მისი პირველი გუნდი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, რომელსაც იგი 2001-2002 წლებში თავკაცობდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იგი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო. მხოლოდ სამწვრთნელო საქმიანობით იგი 2004 წელს დაკავდა და წარმატებას მომენტალურად მიაღწია. 2005-2006 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ მისი თავკაცობით ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მაშინვე ცხადაძე პირველ სკანდალში მოექცა. 2006 წლის სექტემბერში, ჩემპიონატის მეოტე ტურში დისციპლინის დაღვევისთვის, ახალგაზრდა ტრიუმფატორმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შემდგომ კი, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის სადიციპლინო და ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბატონ კახას მუშაობა 2007 წლის 31 მაისამდე აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ცხადაძემ ასევე თავშეუკავებლობის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. გარდა ამისა, უკვე ბოლნისის „სიონში“ მუშაობის პერიოდში ემოციურ სპეციალისტს „ბაქოს“ მთავარ მწვრთნელთან ბეიუკა გაჯიევთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც განმეორებით შეხვედრას მან ტრიბუნიდან უყურა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ „სიონმა“ ცხადაძის ადმინსიტრაციულ სამუშაოზე დატოვება გადაწყვიტა. სხვათაშორის, ცხადაძის თავკაცობით ბოლნისური კლუბი 2006 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

2008 წელს ქართველი სპეციალისტის აზერბაიჯანული ცხოვრებაც დაიწყო. მაშინ იგი ბაქოს „სტანდარტს“ ჩაუდგა სათავეში და კლუბს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე წრიდან თავკაცობდა. ერთ წელიწადში კახა ბაქოს „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რომელშიც იგი დღემდე მუშაობს. აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან გუნდთან მუშაობის პერიოდში საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი ქვეყნის ჩემპიონი გახდა – წარმატებას ბაქოელებმა 2009/2010 წლების სეზონში მიაღწიეს.

ჯამში, რა თქმა უნდა, ცხადაძის მიერ მიღწეული შედეგები მის საფეხბურთო ცოდნას ხაზს უსვამენ – მწვრთნელის სახით სადებიუტო სეზონში ჩემპიონატის მოგება, თუნდაც, თბილისის „დინამოსთან“, ადვილი საქმე არაა, თანაც, ამას ბოლნისის „სიონთან“ ერთ წელიწაში მოგებილ ჩემპიონატიც მივუმატოთ.

თანამედროვე ქართველ მწვრთნელებს შორის ცხადაძე ერთ-ერთი ის მწვრთნელია, რომელსაც, შესაძლოა, ფეხბურთელებთან კავშირი არ გაუჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარაუდის გამოთქმა თუნდაც მისი ასაკიდან გამომდინარე შეიძლება, რადგან ახაგაზრდა, მაგრამ გამოცდილ სპეციალისტს, წესითა და რიგით, ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ უნდა გაუჭირდეს. არის იმის ალბათობაც, რომ ნაკრებში ის ფეხბურთელები დაბრუნდნენ, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას თემურ ქეცბაიასთან არსებული კონფლიქტის გამო არ იცავდნენ. ფაქტია, ცვლილებების დრო მოვიდა. ნაკრები ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, თუ როგორ დატოვეს დიდმა მწვრთნელებმა დიდი კლუბები, რისი მიზეზიც სწორედ ცვლილებების საჭიროება იყო.

ქართული ფეხბურთი დღეს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია და ასეთ ვაბანკზე წასული საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სამომავლო პერპექტივას, როგორც ნაკრებს, ასევე დღეს მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწვრთნელს უქმნის. წარმეტების მიღწევის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავს – „ჯვაროსნები“ შესარჩევ ეტაპზე შედეგს გააუმჯობესებენ და კახა ცხადაძისადმი ნდობა მოიმატებს, რომლის დახმარებითაც, შესაძლოა, მან მომავალში რომელიმე ქართული კლუბი ჩაიბაროს და მასთან ერთად წარმტეაბას, როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროსარბიელზე მიაღწიოს.

მოდით, ნუ ვიყოთ პესიმისტები და დავიჯეროთ, რომ საქართველოს ნაკრებში მომხდარი ცვლილებები სიტუაციას მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლიან. ვნახოთ, რამდენად გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას საკმარისი გამოცდილების მქონე სპეციალისტი…

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ლოთარ მათეუსს სურს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ პირველ არხზე გადაცემა “არენაში” სტუმრობის დროს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატის ვინაობა დაასახელა.

არველაძის თქმით, ჩვენს ეროვნულ გუნდში მუშაობის სურვილი ვეტერან გერმანელ ფეხბურთელს, ლოთარ მათეუსს აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.

წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ მათეუსი სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. ბოლოს გერმანელი 2010-2011 წლებში ბულგარეთის ნაკრებს თავკაცობდა.

ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ

ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ეროვნული ნაკრები შეკრებას „დინამო არენაზე“ ვარჯიშით დაიწყებს

დღეს, საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. „ჯვაროსნები“ ჯერ არასრული შემადგენლობით იქნებიან, რადგან რამდენიმე ლეგიონერი გუნდს ხვალ შეუერთდება.

18:30 წუთიდან, „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია.

19:00 საათიდან კი, ეროვნული ნაკრების ვარჯიში დაიწყება. მედიისთვის ვარჯიში ღია იქნება.

მედიას კი, აქვე შევახსენებთ, რომ ხვალ, 11 ნოემბრის 18:00 საათზე მთავრდება სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასაქართველო vs პოლონეთის მატჩზე.

აკრედიტაციები გაიცემა 13 ნოემბერს, დღის 14 საათიდან 21 საათამდე, „დინამო არენას“ მედიაცენტრში.

მომდევნო დღეების სამუშაო განრიგს ყოველდღიურად გაეცნობით სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდისა და სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით. ვებ-გვერდის ახალი მისამართია – new.gff.ge

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

საქართველო vs პოლონეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო დღეს, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან, „დინამო არენასა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონების სალაროებში.

სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11-დან საღამოს 18:00 საათამდე.

მატჩის დღეს, 14 ნოემბერს ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში.

ფასი: 5, 7, 10 და 15 ლარი

 

სფფ-ის პრესსამსახური

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები კვლავ დაქვეითდა

23 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი ტურის შედეგებია გათვალისწინებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ახალ რეიტინგში მნიშნვნელოვანი რეგრესი განიცადა. თემურ ქეცბაიას გუნდი, რომელიც 95-ე პოზიციაზე იყო განახლებულ რეიტინგში 117-ე საფეხურამდე დაქვეითდა.

მოწინავე პოზიციებზე კი დიდი ცვლილებები არ არის. მიუხედავად წარუმატებელი მატჩისა, გერმანიის ნაკრებმა პირველობა არ დათმო.

527ecbe77e246857296db816c8246398

გიბრალტარი – საქართველო: პირველი გამარჯვების იმედი

დღეს ,თბილისის დროით 22:45-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარს გაეჯიბრება. აღნიშნული შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ საო ჟოაო და ვენდაში, “ესტადიო დო ალგარვეზე” შედგება.

1795

სასტარტო ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ ქეცბაიას გუნდი დიდი ალბათობით პირველ სამ ქულას მოიპოვებს. ევროშესარჩევის დებიუტანტი ამ ეტაპზე თამამად შეგვიძია მოვნათლოთ კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდათ. გიბრალტარელებმა პოლონეთთან და ირლანდიასთან ერთნაირი ანგარიშით, 7:0 წააგეს და ჩვენი ნაკრების მსგავსად ორი ტურის შემდეგ უქულოდ არიან.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე ფართოდ ცნობილი არ არსი, ამიტომ ქვეყნის და მის საფეხბურთო ისტორიის შესახებ მცირე ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

გიბრალტარი იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესპანეთი. გიბრალტარი ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ბრიტანელებისთვის და აქ დღესაც ბრიტანეტის საზღვაო ძალების ბაზა არის განლაგებული.

გაგიკვირდებათ და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრების ისტორია 1923 წლიდან იწყება. სწროედ ამ წელს გიბრალტარელმა ფეხბურთელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს ესპანურ “სევილიასთან” და ორივე შემთხვევაში მარცი იწვნიეს.
პირველი ტურნირი, რომელზეც გიბრალტარმა მიიღო მონაწილეობა 1993 წელს გამართული კუნძულების თამაშები იყო, სადაც ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და გიბრალტარის კრახით დასრულდა. უეფას წევრი გიბრალტარი 2013 წლიდან გახდა.

მატჩის წინ საქართველოს ეროვნულინაკრების შემადგენლობაში ცვლილებაც მოხდა. შოტლანდიაში მიღებული ყვითელი ბარათი გამო დღევანდელ შეხვედრას “კარპატის” ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოტოვებს. მის ნაცვლად თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში რიგის “სკონტოს” მცველს, ლაშა დვალს უხმო.

დღევანდელ შეხვედრას 32 წლის ჰარალდ ლეხნერის ხელმძღვანელობით ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ლეხნერი პრინციპულობით და სიმკაცრით არის ცნობილი.

რეგრესი ფიფას რეიტინგში

18 სექტემბერს ფიფამ ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებულ ჩამონათვალში თემურ ქეცბაიას გუნდი 110-ე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ წინა თვის რეიტინგში ჩვენი გუნდი 95-ე საფეხურზე იყო. საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან განცდილმა მაცხმა საქართველო 15 საფეხურით ჩამოაქვეითა.

აქვე გთავაზობთ საუკეთესო 20 გუნდის სიას:

top 20

პანევეჟისში გამართულ სპარინგ-მატჩში ლიტვამ საქართველო დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის სამზადისში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი ქალაქ პანევეჟისში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ლიტვას შეხვდა და 51:82 დამარცხდა.

ქართველები ლიტველებს სოლიდური დანაკლისით დაუპირისპირდნენ. კოკოშკოვის გუნდს კვლავ აკლდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 3 დღის წინ, სლოვენიასთან მატჩში ტრავმა მიიღო. ჩვენი გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი ნაკრების კანდიდატთა გამოსაცდელად გამოიყენა. ლიტვასაც აკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, თუმცა ამ ქვეყანას იმხელა საკალათბურთო რესურსი აქვს, რომ 3 ძირითადი მოთამაშის არყოფნა სულ არ შეეტყობა. ცნობისთვის, ბალტიისპირელებს გამოცდილი ლინას კლეიზა, ახალგაზრდა ვარსკვლავი იონას ვალანჩუნასი და რამდენიმე საშუალო მოთამაშე აკლდათ.

ქართველებმა თამაში კარგად დაიწყეს, თუმცა 5 წუთის შემდეგ, როცა ლიტველებმა სტუმართა თამაშს ალღო აუღეს, მასპინზელთა უპირატესობა გამოიკვეთა. შორი სროლებითა და ზუსტი გარღვევებით ლიტველებმა პირვლი პერიოდის მეორე ნახევარი 13:1 მიგეს და 21:9 დაწინაურდნენ.

მეორე ათწუთეულში ქართველებმა ის მოახერხეს, რომ მეტოქის წინსვლა აღკვეთეს. მატჩში სათადარიგოები გამოჩნდნენ, თავის გამოჩენის შანსი არაერთ ახალგაზრდას მიეცა. დიდი შესვენებისთვის ლიტვა 14 ქულას იგებდა, თუმცა ქალთველებმა მესამე პერიოდის შუაწელში ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს – 43:50. ეს იყო და ეს, მასპინძელბმა 12:0 გაქცევამოაწყვეს და ბოლო პერიოდს კვლავ 12-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ.

ლიტველმა სათადარიგოებმა ბოლო პერიოდში ძალიან მოინდომეს და მასპინელთა უპირატესობამ სოლიდური სახე მიიღო. ლიტველებმა გუნდურად ითსამაშეს – 15 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია. ეს შედეგი კი მინდაუგას კუზმინსკასმა დააფიქსირა. 13-13 ქულა რენალდას სეიბუისმა და „ჰიუსტონ როკეტსის“ წევრმა, ტონატას მოტიეუნასმა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი – 13 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა. შედეგიანი იყო ზაზა ფაჩულია – 9 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა გიორგი ცინცაძემ და ლევან ფაცაციამ.

საქართველო და ლიტვა ერთმანეთს 30 ივლისს კიდევ ერთელ, ამჯერად დედაქალაქ ვილნიუსში გაეჯიბრებიან.

იგორ კოკოშკოვმა მატჩის შემდეგ კომენტარი ლიტვური მედიისთვის გააკეთა:

„დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ლიტვაში. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ვეთამაშეთ ზალიან ძლიერ გუნდს. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ლიტვა იმდენად ძლიერია საქართველოზე, რომ 30 ქულით მოუგოს. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ დავნებებულვართ. ჩვენი ნაკრები ბოლომდე იბრძვის და გპირდებით, რომ მომდევნო მატჩს უკეთესად ვითამაებთ.

ჩვენს ნაკრებს აკლდა ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ბოლო 2 შეხვედრაა, ვერ გვეხმარება. მას არ აქვს სერიოზული ტრავმა და ვფიქრობ, მალე დაგვიბრუნდება.“

gbf.ge

ამისულაშვილი საქართელოს ნაკრებიდან მიდის

ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მიდის. 31 წლის მცველის ამ გადაწყვეტილების მიზეზი თემურ ქეცბაიას სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „საფეხბურთო მიმოხილვაში“ განაცხადა:

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ეს არის მათი ვალდებულება.
ამისულაშვილმა დამირეკა თამაშამდე 2-3 კვირით ადრე და მითხრა, დავიღალე, უკვე მიჭირს – აქაც-იქაც, გადასხმებს ვიკეთებ, პლუს ამას ემატება ის, რომ ნაკრებში ბიზნესკლასით არ მამგზავრებენ, ფეხებს ვერ ვშლი და დავიტანჯეო.
პირდაპირ ვუთხარი, პირველ რიგში, ჩასაფრებული ჟურნალისტები გამოაცხადებენ, რომ ჩემთან კონფლიქტი გაქვს-მეთქი.
ასეთი ხალხი წავიდეს თავის გზაზე. არავის არ შევეხვეწები, თან არც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ვეხვეწოთ.
ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ იტყვის, რამ დაგღალა 31 წლის კაცი?! ან რას ვთხოვთ ისეთს ნაკრებში?! ჩამოვიდეს და წელიწადში 3 თუ 4 მატჩი ჩაატაროს“.

ამისულაშვილი ქეცბაიას ამ სიტყვებს გამოეხმაურა:

„ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ მომითხოვია, რა ბიზნესკლასი?! თუ სადმე წავსულვარ, ყველგან ჩემი ფულით წავსულვარ. 2 საათის განმავლობაში ჩაიხვია ჩემი გვარი, თითქოს ჩემი შეცდომა იყო, რომ ნაკრებმა რაღაც წარმატებას ვერ მიაღწია. მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. ნაკრების მწვრთნელი როგორც იქცევა, მგონი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც არ იქნება კომფორტული მასთან ერთად მუშაობა“.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობაზე უარი გამო კიდევ ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა. საქმე მაშინაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტთან გვქონდა.

ბექა დოგრაშვილი