“ტოტენჰემი” – “რეალი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრება.

გთავაზობთ გუნდების სასტრატო შემადგენლობებს.

“ტოტენჰემი”: ლორისი, ტრიპერი, ანდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, კეინი, დაიერი, ალი, ერიკსენი, ვინკსი, დევისი.

“რეალი”: კასილია, მარსელო, რამოსი, ნაჩო, აჩრაფი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.

“პსჟ” – “არსენალი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის რვა შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთ მათგნაში “პსჟ” საკუთარ მოედანზე “არსენალს” უმასპინძლებს. Fanebi .Com გთავაზობთ გუნდების სასტარტო თერთმეტეულს.

“პსჟ”: არეოლა, ტიაგო სილვა, კრიხოვიაკი, მარკინიოსი, ვერატი, კავანი, დი მარია, მატუიდი, მაქსველი, ორიე, რაბიო.

“არსენალი”: ოსპინა, კოშელნი, სანჩესი, ოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, აიობი, მონრეალი, სანტი კასორლა, მუსტაფი, ბელერინი, კოკლინი.

საქართველომ საფრანგეთს დაგეგმილი გამარჯვება არ გაატანა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩში საქართველომ “დინამო არენაზე” საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ის უგოლო ფრით დასრულდა, 0-0.

მატჩი დაბალ ტემპში, ფრანგების უპირატესობით დაიწყო. იმთავითვე აშკარა იყო, რომ ქართველები ფონს გასვლას კონტრშეტევებით ეცდებოდნენ, თუმცა საწყის წუთებში ფრანგები შეტევაზე მწვავედ არ გადმოდიოდნენ და არც სწრაფ გოლზე ჰქონიათ აქცენტი გაკეთებული. პირველი სახიფათო ეპიზოდი უეფას მიერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ფრანკ რიბერიმ შექმნა, როცა რამოდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და საქმე კარში დარტყმამდეც მიიყვანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. პირველ ნახევარში სახიფათო მომენტების დეფიციტი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, ამ მხრივ, სიტუაცია გამოსწორდა და გუნდებმა ერთმანეთს შედარებით მაღალი ტემპი შესთავაზეს. ქეცბაიამ შესვენების შემდეგ კობახიძეს, ანანიძესა და ოქრიაშვილს პოზიციები შეუცვალა, რამაც მეტოქე ერთი ორად დააბნია. საქართველოს ნაკრები ფრანგთა ნახევარზე უფრო ორგანიზებულად და დამაჯერებლად მოქმედებდა. 50-ე წუთზე დაწინაურებაც შეგვეძლო: შეტევის მარჯვენა ფლანგზე ოქრიაშვილმა ბურთი მკერდით გელაშვილს დაუგდო, თვითონ კი საჯარიმოს მიუახლოვდა, თავის მხრივ, “ყარაბაღის” ფორვარდმა ბურთთან კობახიძე დატოვა, რომელმაც საჯარიმოში შეაღწია, ბურთი ოქრიაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი ლორისმა მოიგერია, დამატებაზე თორნიკემ ორ ფრანგ მცველს დაასწრო და კვლავაც დაარტყა, თუმცა ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. ამ მომენტმა ფრანგებზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. მათ თამაშში არაერთხელ ტექნიკურმა წუნმაც იჩინა თავი. ქართველები შეტევაზე გადასვლას კვლავ კონტრშეტევებით ცდილობდნენ, თუმცა ზოგჯერ ძალა არ ჰყოფნიდათ, ზოგჯერ კი მარტო მყოფ ფეხბურთელს პარტნიორები ვერ ეხმარებოდნენ. თუმცა ქეცბაიას ამ ტაქტიკამ ნელ-ნელა უფრო გაამართლა, რადგან საფრანგეთს გოლის გასატანად დიდი ძალებით უხდებოდა შეტევაზე გადასვლა, დაცვა კი, შესაბამისად, უსუსტდებოდათ. 68-ე წუთზე ევრამ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჟინიაკის მისამართით მოახერხა ჩაწოდება, თუმცა გრიგალავამ საქმე დარტყმამდე არ მიიყვანა. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ქართველთა კაპიტნის, ჯაბა კანკავას საუცხოო თამაში მთელი მატჩის განმავლობაში, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში სწრაფად და სწორად მოქმედებდა. ფრანგები შეტევებს კიდევ უფრო ამწვავებდნენ და 84-ე წუთზე მათ მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია ფრანკ რიბერის უძლიერესი დარტყმით დასრულდა, რომელიც გიორგი ლორიამ მოიგერია. 91-ე წუთზე მოედნის ცენტრში ელგუჯა გრიგალაშვილის შეცდომას ჩვენი კარის მიმართულებით მწვავე შეტევა მოჰყვა: ვალბუენამ ბურთი მარტოდ მყოფ ჟირუს ჩაუწოდა, რომელმაც თავით დაარტყა, მაგრამ ლორიამ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. კუთხურის გათამაშების შემდეგ, რიბერის ჩაწოდებულს თავით სანია გამოეხმაურა, რომლის არანაკლებ სახიფათო დარტყმა კვლავაც ლორიამ მოიგერია. ბოლო წუთები საქართველოს ნაკრებმა შეტევაში გაატარა, თუმცა უშედეგოდ. მატჩის თურქ არბიტრს, ფირათ აიდინუსის კი ისღა დარჩენოდა, რომ შეხვედრა დაესრულებინა, 0-0.

ამგვარად, საქართველოს საფრანგეთს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და რაც მთავარია, ფრანგებს გეგმები აურია. მართალია, საქართველოს ნაკრები ჯგუფში კვლავაც მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა უშუალო მეტოქე ფინეთთან სხვაობას ერთ ქულამდე ამცირებს. სამშაბათს, 21:00 საათზე კი “დინამო არენაზე” მის დამარცხებას შეეცდება.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
საქართველო 0-0 საფრანგეთი
I ჯგუფი

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხუბუტია, კანკავა, კობახიძე (გრიგალაშვილი 60′), გელაშვილი (დვალიშვილი 79′), ანანიძე (თარგამაძე 69′), ოქრიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოსიელნი, აბიდალი, ევრა, გილავოგი (ნასრი 78′), სისოკო, რიბერი, ვალბუენა, ჟირუ, ბენზემა (ჟინიაკი 62′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 37′, ლორია 87′.
მთავარი მსაჯი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი).