განათხოვრებული ტაიდერი “ინტერში” ნაადრევად დააბრუნეს

“საუთჰემპტონმა” მილანის “ინტერის” ნახევარმცველ საფირ ტაიდერთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ნაადრევად გაწყვიტა. “წმინდანების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალჟირელმა ფეხბურთელმა კლუბის მიერ დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ამრიგად, 22 წლის ნახევარმცველი უახლოეს პერიოდში მილანში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საფირ ტაიდერი დანი ოსვალდოს ტრანსფერის გაჩარხვისას გარიგების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად გამოიყენეს. ალჟირელი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა, თუმცა პრემიერლიგის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. მან “წმინდანების” ფორმით მხოლოდ ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

 

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ჭორებს.

დოუსონი ჰალ სიტის უახლოვდება

“ტოტენჰემის” მცველი მაიკლ დოუსონი დიდი ალბათობით “ჰალ სიტიში” გადავა. აღნიშნულ ინფორმაციას “ვეფხვების” მთავარი მწვრთნელი, სტივ ბრიუსიც ადასტურებს.

ნაპოლის სანდრო აინტერესებს

“ნაპოლი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველის სანდროს გადაბირებას ცდილობს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 12,5 მილიონი ევროა.

ვალენსია ნეგრედოსთვის იბრძოლებს

“ვალენსია” ალვარო ნეგრედოს გადაბირებას აპირებს. “ღამურები” უახლოეს მომავალში “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ნეგრედოს გარდა ვალენსიელების სიაში ანტონი მარტიალი და ფერნანდო ლიორენტეც შედიან.

კალიარი ბორუცს იწვევს

“კალიარი” “საუთჰემპტონის” მეკარის, არტურ ბორუცის გადაბირებას აპირებს, რომელსაც ინგლისურ კლუბში ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვს.

ლივერპული ბორინის შეელევა

“ლივერპული” მზად არის ფაბიო ბორინის შეელიოს. მერსისადელების სამწვრთნელო შტაბში იტალიელს განუცხადეს, რომ დარჩენის შემთხვევაში ის მხოლოდ მეოთხე ფორვარდი იქნება.

ბორინის გადაბირება “სანდერლენდს”, “ნაპოლის” და “მილანს” სურთ.

ლივერპული 2:1 საუთჰემპტონი

ინგლისური პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონი მიიღო 2:1 დაამარცხა.

ანგარიშ 23-ე წუთზე სტერლინგმა გახსნა. “საუთჰემპტონმა” 56-ე წუთზე კლაინის გოლით გაათანბრა. თუმცა, მატჩის დასრულებმადე 11 წუთით ადრე სტერლიგნმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ოფიციალურად: ფრეიზერ ფორსტერი “საუთჰემპტონში” გადაბარგდა

გლაზგოს “სელტიკის” აწ უკვე ყოფილი მეკარე ფრეიზერ ფორსტერი ინგლისურ “საუთჰემპტონში” გადაბარგდა.

26 წლის კიპერმა “წმინდანებთან” 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

არაოფიციალური წყაროს თანახმად, “საუთჰემპტონმა” ფორსტერის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

ფრეიზერ ფორსტერი “სელტიკის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა: ორი სეზონის განმავლობაში კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, შემდეგ კი შოტლანდიურმა კლუბმა “ნიუკასლ იუნაიტედისგან” სრულად გამოისყიდა მეკარე.

ფორსტერი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი.

 

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი

“საუთჰემპტონსა” და “ბრაიტონს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

დეიან ლოვრენი „ლივერპულს“ უახლოვდება

„საუთჰემპტონისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი უახლოეს პერიოდში „ლივერპულის“ ფეხბურთელად უნდა გამოცხადდეს.

ხორვატიული გამოცემა Sportske Novosti იუწყება, რომ ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოვრენი მერსისაიდულ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ცნობისთვის, ლოვრენმა მიმდინარე ზაფხულს უკვე გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი.

 

„ლივერპულმა“ რიკი ლამბერტი გაიფორმა

„ლივერპულმა“ „საუთჰემპტონისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი რიკი ლამბერტი გაიფორმა. ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდულმა გუნდმა 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო. ლამბერტმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც მერსისაიდულ კლუბთან პირადი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებიც არ ხმაურდება.

ცნობისათვის, ლამბერტი მერსისაიდელია და სწორედ „ლივერპულის“ აღზრდილი გახლავთ.

ინგლისის პრემიერლიგის 2013-13 წლების სეზონში ლამბერტმა 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გაკეთა. საერთოდ კი, ინგლისელ ფეხბურთელს „საუთჰემპტონის“ რიგებში 2009 წლიდან მოყოლებული 235 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 117 გოლი – გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

ხუან მატას ულამაზესი საჯარიმო “საუთჰემპტონის” კარში

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ხუან მატამ მეტოქის კარში ლამაზი საჯარიმო გაიტანა.

„საუთჰემპტონი“ „ევერტონს“ ორიგინალურ მოედანზე მიიღებს

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტური შაბათს, „საუთჰემპტონსა“ და „ევერტონს“ შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. „წმინდანები“ საკმაოდ კარგ სეზონს ატარებენ და დადებითი შედეგების გარდა, სანახაობრივი თამაშითაც გამოირჩევიან. გუნდი, დიდი ალბათობით, სეზონს ზედა ათეულში დაასრულებს, თუმცა „საუთჰემპტონი“ ყურადღებას მხოლოდ ამით არ იქცევს. კლუბის სტადიონ „სენტ მერის“ მოედნის მომვლელებმა თავის გამოჩენა გადაწყვიტეს და მინდვრის საფარი ორიგინალურად გაკრიჭეს. სწორედ ასეთი სახე ექნება „ევერტონის“ წინააღმდეგ გასამრთი მატჩისას „საუთჰემპტონის“ სტადიონის მოედანს. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელებმა თანაგუნდელს დასცინეს

“საუთჰემპტონის” ერთ-ერთ ვარჯიშზე კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რასაც თავად იხილავთ.

როგორ არ უნდა აღნიშნო გატანილი გოლი შვილთან ერთად…

5 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 37-ე წუთზე, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხერს, ხოლო გუნდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სიხარული მეტად უცნაურად გამოხატა.

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელის ულამაზესი გოლი

29 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა ადამ ლალანამ მეტოქის კარი უძლიერესი დატყმით აიღო.