ობამეიანგმა და როისმა გოლი ორიგინალურად აღნიშნეს (ვიდეო)

28 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “შალკეს” შორის გამართულ მატჩში 78-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა. გატანილის გოლი თავად ობამეიანგმა და მარკო როისმა ორიგინალურად აღნიშნეს.

“შალკემ” ხედირას დაუმიზნა

გელზენკირხენული გუნდი გერმანელი ნახევარმცველით გაძლიერებას აპირებს.

გერმანული მედიის ცნობით, “შალკე” “რეალის” ფეხბურთელის, სამი ხედირას გაფორმებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ჩამშლელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და ბუნდეს-ნაკრების წევრი სხვა კლუბებთან პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ადრე სამი ხედირათი “ჩელსი”, “არსენალი”, “მანჩესტერი” და “ბაიერნი” ინტერესდებოდნენ.

მიმდინარე სეზონში, გერმანელმა “რეალის” მაისურით 11 მატჩი ჩაატარა.

როისი: „შალკესთან“ წაგების უფლება არ გვაქვს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „შალკესთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ბოლო დროის „შალკე“ სოლიდურად გამოიყურება. გუნდი დაცვიდან კარგად თამაშობს და მისი სტილი დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ. მატჩის წინ ვთქვი, რომ შანსები თანაბარია.

იმ მეტოქეს ვხვდებით, რომელთანაც წაგების უფლება არ გვაქვს. ეს დერბია, რომელშიც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. გულშემატკივართათვის ეს შეხვედრა ბევრს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, შედეგების გაუმჯობესება გვჭირდება. სეზონის პირველი ნახევარი ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ბოლო მატჩები აჩვენებენ, რომ ჩვენ საკუთარი ფორმა ვიპოვეთ“, – თვლის როისი.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „შალკეს“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ერიკ ჩუპო-მოტინგმა კარვახალი შესანიშნავი ფინტით მოატყუა (ვიდეო)

18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “შალკემ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, “შალკეს” თავდამსხმელმა ერიკ ჩუპო-მოტინგმა დანი კარვახალი შესანიშნავი ფინტით მოატყუა.

ველენროიტერი: “ამაყი ვარ, რადგან ჩემი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა”

“შალკეს” ახალგაზრდა მეკარემ, ტიმონ ველენროიტერმა მის დებიუტზე ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგა.

19 წლის კიპერის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ შედგა, სადაც გერმანელმა რამდენიმე ეპიზოდში დამაჯერებელი ქმედებებით მისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.

“მოხარული ვარ, რადგან თამაში შევძელი და დებიუტი დიდ ტურნირზე მქონდა. მატჩამდე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ რამდენიმე დამაჯერებელი ეპიზოდის შემდეგ მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო,”-განაცხადა ველენროიტერმა “შალკეს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

“სხვაგვარი შედეგის დაფიქსირება გვსურდა, მაგრამ 0-2 დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, მომდევნო მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”.

“შალკეს” ახალგაზრდა მეკარემ მანუელ ნოიერს მიბაძა (ვიდეო)

18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “შალკემ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მასპინძელთა 19 წლის მეკარემ ტიმონ ველენრეუტერმა მანუელ ნოიერის სტილში დასწრებაზე ითამაშა.

დი მატეო: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გუნდების დონეებს შორის სხვაობა შესამჩნევია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკემ” მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩი “ხუმარების” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ შეაფასა.

“კარგად ვითამაშეთ, მაგრამ “რეალის” წინააღმდეგ თავის წარმოჩენა ყოველთვის რთულია. გოლის გატანის შანსიც გვქონდა, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ შანსი გვქონდა, მეტოქემ კი ორჯერ გაიტანა. ეს შედეგიც გუნდების დონეებს შორის სხვაობამ განაპირობა. ჩვენ შორის განსხვავება განსაკუთრებით შეტევით ხაზში შეინიშნებოდა.

მადრიდში გამარჯვება რთული იქნება, თუმცა რწმენა არ უნდა დავკარგოთ. თუ მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს, ორი გოლი უნდა გავიტანოთ”, – დი მატეოს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“რეალსა” და “შალკეს” შორის განმეორებითი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 10 მარტს გაიმართება.

 

ჩემპიონთა ლიგა: დღის მატჩს გელზენკირხენი მასპინძლობს

ჩემპიონთა ლიგა დღეს გასამართი ორი შეხვედრით გაგრძელდება. პლეი-ოფის მეორე სათამაშო დღეს გელზენკირხენი და ბაზელი უმასპინძლებენ.

 

ბაზელი  – პორტო
3.10 – 3.15 – 2.50

ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს “ბაზელი” რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, თუმცა მათი უმრავლესობა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებდა, ამიტომ დიდ დანაკლისად ამას ვერ ჩავთვლით. “გიმარაეშიდან” დამტებული კოტ დივუარელი მცველი ტრაორე კი გუნდს ნამდვილად გააძლიერებს.

სინტერესოა, რომ “გიმარაეშმა” ფეხბურთელი “პორტოშიც” გაყიდა. 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ პორტუგალიური გრანდის ღირსებას ერნანი დაიცვას.

გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. “ბაზელიც” და “პორტოც” 2015-ში მინიმალური დანაკარგებით ასპარეზობენ.

შალკე – რეალი
6.50 – 4.75 – 1.48

ბოლო პერიოდში დამაჯერებლობა ორივე გუნს აკლია. მართალია, “შალკემ” ახალი კალენდარული წელი წარამტებით დაიწყო და ბუნდესლიგის სასტარტო ორ ტურში 4 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ გასულ ტურში გელზენკირხენელები “აინტრახტთან” დამარცხდნენ.

მეტოქისგან განსხვავებით “რეალმა” უკანასკნელი მატჩის მოგება კი შეძლო, მაგრამ ძველებურად დამაჯერებელი ვერ იყო. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ დერბიში 0:4 მარცხი იოლი გადასატანი არ არის.

ზამთარში “შალკემ” აქცენტი დაცვის ხაზის გაძლიერებაზე გააკეტა და “მანჩესტერ სიტიდან” მატია ნასტასიჩი ინათხოვრა. მადრიდელებმა კი ლიგის განახადში მარტინ ედეგორი და ლუკას სილვა შეიყვანეს.

ბენზემამ გუშინდელი ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართება.

სამშაბათის ვარჯიში “სამეფო კლუბის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ სრულად ვერ ჩაამთავრა. ფრანგ ფეხბურთელს გრიპის სიმპტომები აღენიშნა.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარტინ ატკინსონის ხელმძღვანელობით ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

რაულის აზრი “შალკე” — “რეალის” დამდეგ დაპირისპირებაზე

მადრიდის “რეალისა” და გელზენკირხენის “შალკეს” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა ამ კლუბთა შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“ქაღალდზე “რეალი” აშკარა ფავორიტია და თითქოს, ეს ეტაპი იოლად უნდა გაიაროს, თუმცა “შალკე” ასე ადვილად არ დანებდება. ამჯერად გერმანელები იმ ანგარიშით აღარ დამარცხდებიან, როგორც შარშან წააგეს (ორი მატჩის ჯამში 2:9). “შალკე” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ “რეალს” ცხოვრება გაურთულოს”, – რაულის სიტყვები გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართი პირველი მატჩი გერმანიაში, 18 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი კი – 10 მარტს, ესპანეთში.

 

მანუელ ნოიერი ფორმაშია – მეკარემ “შალკეს” ფეხბურთელს პენალტი არ გაატანინა (ვიდეო)

3 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ბაიერნსა” და “შალკეს” შორის გამართულ მატჩში მანუელ ნოიერმა ერიკ ჩუპო-მოტინგის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია.

კლას-იან ჰუნტელაარმა უხეშობისთვის 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (ვიდეო)

31 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში “შალკემ” საკუთარ მოედანზე “ჰანოვერი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 85-ე წუთზე, “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა უხეში თამაშისათვის წითელი ბარათი მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ უხეშობის გამო 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“არ მეგონა, რომ მსაჯი წითელ ბარათს მიჩვენებდა, რადგან ძალიან უხეშად არ მითამაშია. საერთოდ, უხეში ფეხბურთელი არც ვარ.

ბუნდესლიგაში რამდენიმე სეზონია ვთამაშობ და წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მაქვს მიღებული. მაშინ მსაჯმა მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გამაძევა”, – ციტირებს ჰუნტელაარის სიტყვებს BBC.