ბოატენგი: “მილანის” გამო, ძალიან ვწუხვარ”

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი აცხადებს, რომ ის “მილანის” ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ძალიან წუხს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის სერია A-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ “როსონერი” მეათე პოზიციას იკავებს. “შავ-წითლებს” რამდენიმე კვირის წინ სათავეში კლარენს ზეედორფი ჩაუდგა, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“მილანი” კვლავაც ჩემს გულში რჩება. “როსონერის” ყველა მატჩს ვუყურებ და სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდი იტალიის სერია A-ს ცხრილში მეათე პოზიციას იკავებს.

ზეედორფი? როდესაც კლარენსი “როსონერის” მწვრთნელი გახდა, მას წარმატება ვუსურვე. ვფიქრობ, როცა ის თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი იქნება”, – ამბობს ბოატენგი.

8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში

ხშირად, ხდება ისე, რომ რომელიმე გუნდის გამორჩელი მოთამაშე, ამავე კლუბის პრინციპული მეტოქის რიგებში გადადის, რის გამოც გულშემატკივრები მას “მოღალატედ” მოიხსენიებენ.

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა კი 8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

8. 2013: მარიო გიოტცე (“ბორუსიადან” “ბაიერნში” – £31.5 მილიონი)

gotze

7. 2012: რობინ ვან პერსი (“არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – £24 მილიონი)

va

6. 2011: მანუელ ნოიერი (“შალკედან” “ბაიერნში” – £18 მილიონი)

manuel neuer ldderhosen

5. 2009 და 2012: ემანუელ ადებაიორი (“არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში” £25 მილიონი; “მანჩესტერ სიტიდან” “ტოტენჰემში” £5 მილიონი)

4. 2009: კარლოს ტევესი (“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “მანჩესტერ სიტიში” – £47 მილიონი)

3. 2006 და 2011: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუვენტუსიდან” “ინტერში”; “ინტერის” შემდეგ, “მილანში”)

2. 2001: სოლ კემბელი (“ტოტენჰემიდან” “არსენალში” – უფასოდ)

1. 2000: ლუიშ ფიგუ (“ბარსელონადან” “რეალში” – £37 მილიონი)

დრაქსლერი: “ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა”

გერმანული “შალკეს” ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე კომენტარი გააკეთა წილისყრის შედეგებთან დაკავშირებით.

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენთვის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემი ბავშვობის ოცნებაა “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” წინააღმდეგ თამაში. მადრიდულ კლუბზე ძლიერი მოწინააღმდეგე უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. მოუთმენლად ველი ამ დაპირისპირებებს” – განაცხადა დრაქსლერმა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

“შალკეს” “ბაზელის” დამარცხება ძვირად დაუჯდა

გერმანულ “შლაკეს” გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში “ბაზელის” დამარცხება ძვირად დაუჯდა. საქმე იმაშია, რომ გუშინდელ დაპირიშპირებაში ტრავმები მიიღეს ბენედიქტ ჰიოვედესმა და იულიან დრაქსლერმა.

როგორც მატჩის მერე გახდა ცნობილი, ფეხბურთელები “შალკეს” 2013 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან. გელზენკირხენელებს ახალ წლამდე ბუნდესლიგაში გასამართი ორი შეხვედრა დარჩათ გასამართი “ფრაიბურგთან” და “ნიურნბერგთან”.

ფარფანი გუნდს ერთი თვით დააკლდება

გელზენკირხენული კლუბის გარემარბი მომდევნო ერთ თვეს ლაზარეთში გაატარებს. შესაბამისად, იგი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას, 22 ოქტომბერს, ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამოტოვებს.

სამშაბათს, “ბაზელთან” მატჩში, სადაც გერმანელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, გუნდის პერუელმა კაპიტანმა კუნთი დაიზიანა.

აღსანიშნავია, რომ იულიან დრაქსლერმა “შალკეს” შვეიცარიელებთან მეორე სამი ქულა მოუპოვა. პირველ ტურში, კი მათ ბუქარესტის “სტიაუა” 3-0 გაანადგურეს.

ამრიგად, ჯეფერსონ ფარფანი თავისი გუნდის დახმარებას რურის დერბიშიც ვერ მოახერხებს, სადაც მისი გუნდი 26 სექტემბერს დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება.

სანდრო საპანაძე