ინძაგი: „მილანის“ ფერგიუსონად ყოფნა ჩემი ოცნებაა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ კლუბში თავის ამბიციებზე ისაუბრა.

„კლუბის ბაზაზე თავისი ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩემს მთავარ მწვრთნელად ხილვას კიდევ ოცი წლის განმავლობაში ისურვებდა. ამიტომაც, „მილანისთვის“ სერ ალექს ფერგიუსონად ყოფნა ჩემი ოცნებაა. ამ გუნდის მაისურში ბევრს მივაღწიე, აქ ჩემი კარგად ესმით. ყველა მენეჯერი ნდობას მიცხადებს და წარმატებას მისურვებს. რა თქმა უნდა, მათ თასების მოგება სურთ. შედეგი, ბეჯითი შრომის შედეგად, აუცილებლად მოვა“, – განაცხადა „როსონერის“ თავკაცმა.

მენეზი: “თავის დროზე “იუნაიტედს” უარი ვუთხარი

“მილანის” ახალწვეულმა ჟერემი მენეზმა აღიარა, რომ 2010 წელს “იუნაიტედს” მისი შეძენა სურდა.

“სერ ალექსისათვის უარის თქმა ადვილი არ იყო, მაგრამ მაშინ მე ახალგაზრდა  ვიყავი და ჩემი გზა არჩეული მქონდა. იმ პერიოდში “პსჟ”-ში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. მიუხედავად ამისა, ყველა სირთულეებს თავი გავართვი და ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა.”

“ამჟამად “მილანის” ღირსებას ვიცავ და მინდა იტალიელებთან ერთად სკუდეტო მოვიგო. მე ნამდვილად მჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. ამ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მინიმუმ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნოთ.”-განაცხადა მენეზმა

 

 

რუნი: “სერ ალექსმა ჩემს კარიერაში სასიცოცხლო როლი ითამაშა”

“იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა უეინ რუნიმ სერ ალექს ფერგიუსონს საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

“სერ ალექსმა ჩემს კარიერაში სასიცოცხლო როლი ითამაშა. მე მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მან “ევერტონიდან” გადმომიყვანა.

“ის წარმოუდგენელი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. როდესაც გუნდში მოვედი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მან მთელი გუნდი შეგვკრიბა და ჩემპიონები გაგვხადა.”

“როდესაც იუნაიტედში მოვედი, ძალიან ვნერვიულობდი. პირველად კარინგტონის სავარჯიშო ბაზაზე მივედი, შემდეგ კი ოცნების თეატრს ვესტუმრე. ყველაფერი ძალიან უჩვეულო იყო. მან დამიძახა და ორივენი მანქანაში ჩავსხედით. საშინლად აღშფოთებული ვიყავი, მაგრამ ერ ალექსმა ყველაფერი მარტივად გადაწყვიტა, რომლის შემდეგაც სწრაფად დავწყნარდი.”

“საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რთული არჩევანის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მალე ვიღებდი. მე ვწუხდი, რომ ევერტონი დავტოვე, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. გადაწყვეტილება სწრაფადა მივიღე, შემდეგ კი ახალ გუნდზე ყველას ვუთხარი. მას შემდეგ იუნაიტედში გადასვლა არასოდეს მინანია.”-განაცხადა რუნიმ

ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ რონალდუს დაბრუნებაში დაეხმარება

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, უცხოურ პრესაში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება.

აქედან გამომდინარე, „იუნაიტედის“ მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ გუნდის ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც ამჟამად კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია, „წითელ ეშმაკებს“ კრიშტიანუს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებაში დაეხმარება.

ამავდროულად, როგორც „Daily Express“-ი წერს, მანკუნიალელებს საამისოდ საჭირო რაოდენობის თანხა გააჩნიათ და უახლოეს მომავალში ისინი ამ ტრანსფერის განხორციელებაზეც იფიქრებენ.

სტუმრად გატანილი გოლის წესი იცვლება?

ნიონში გამართულ უეფას წამყვან მწვრთნელთა კონფერენციაზე სტუმრად გატანილი გოლი წესის ცვლილება განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მატჩებში მეტოქის მოედანზე გატანილ გოლს დიდი ფასი აქვს. აღნიშნული წესი, 1955/56 წლებში შემოივიდა, თუმცა ახლა სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ თანამედროვე ფეხბურთს ეს არ ესადაგება.

“ამის შესახებ გარკვეული კამათები გვქონდა. სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ ახლა, გასვლით და საშინაო მატჩებს შორის ისეთი სხვაობა აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო” – განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

ფერგიუსონი: „მინდოდა, რონალდუ უფრო ძვირად გაგვეყიდა, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ კლუბმა მადრიდის „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 96 მილიონ ევროდ დაუთმო.

„ერთადერთი რამ, რაც მე მამწუხრებს, ისაა, რომ დევიდ გილის („მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) დარწმუნება ვერ შევძელი.

მე მას ვუთხარი, რომ რონალდუ 150 მილიონ ფუნტად (180 მილიონი ევრო) გაგვეყიდა, თუმცა მან მიპასუხა, რომ 150 მილიონს არასდროს არ გადაგვიხდიდნენ.

არადა, ვიცოდი, რომ ფლორენტინო პერესი მზად იყო, ჩვენთვის ეს თანხა გადაეხადა“, – ფერგიუსონის სიტყვებს AS ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

კალდერონი: „ფერგიუსონს სურდა, რომ რონალდუ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს კი სურდა, რომ პორტუგალიელი სწორედ კატალონიურ გუნდში გადასულიყო.

„ფერგიუსონს უნდოდა, რომ რონალდუ არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“ გადასულიყო. არც თავად კატალონიელები იყვნენ ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი, თუმცა უარი კრიშტიანუმ თქვა.

სწორედ ამიტომ გადმოვიდა რონალდუ ჩვენთან. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ, კრიშტიანუმ კი ის მიიღო, რაც სურდა. მისნაირ ფეხბურთელებს მხოლოდ ფული კი არა, დიდება აინტერესებთ. ასეთი მოთამაშეები იმ გუნდს ეძებენ, რომელიც ტიტულების მოგების შესაძლებლობას მისცემს“, – კალდერონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

სერ ალექსის არდადეგები

სანამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დევიდ მოიესთან ერთად წაგებებს ეჩვევა, კლუბის ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ბარბადოსზე – ოჯახთან, მეგობრებთან და კარიბელ გოგონებთან ერთად კარგ დროს ატარებს.

გთავაზობთ ფერგიუსონის არდადეგების ამსახველ ფოტომასალას.

ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა

ინგლისური ფეხბურთის ეპატაჟურმა ფიგურა ჯოი ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მერსისაიდელმა ნახევარმცველმა შენიშნა რა, რომ სერ ალექსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოველ მატჩს ესწრება, მისთვის სოციალური ქსელის მეშვეობით რჩევების მიცემა გადაწყვიტა.

„რა აზრი ჰქონდა ფერგიუსონის გადადგომას? ის მაინც ყოველ მატჩს ესწრება. წადი, არდადეგები მოიწყე, გოლფი ითამაშე… ოჯახთან, ან მეგობრებთან ერთად მაინც გაატარე დრო“, – წერს ბარტონი.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის გაზაფხულზე დატოვა, თუმცა კლუბის თითქმის ყველა მატჩს ტრიბუნიდან ადევნებს თვალყურს.

ბექა დოგრაშვილი

პოგბა ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში იგი ლონდონის „არსენალში“ ან კატალონიის „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა.

„იუვენტუსში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ დავმალავ, რომ ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაში მინდოდა.

ზინედინ ზიდანის, დავიდ ტრეზეგესა და პეველ ნედვედის ტრიო ჩემთვის „იუვენტუსის“ სახეს წარმოადგენა. ეს ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მაღალი კლასი და დისციპლინა გააჩნდა“, – აღნიშნა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.

„მსურს, სერ ალექს ფერგუსონს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით თამაში თითქმის არ მიწევდა, მას ჩემი სჯეროდა. ფერგუსონი იტალიაში გადასვლას არ მირჩევდა, იგი რასიზმის შესახებ მაფრთხილებდა და მას ეგონა, რომ იტალიაში თავს ცუდად ვიგრძნობდი.

რაც შეეხება რასიზმს, მისგან არცერთ ქვეყანა არაა დაცული. რასიზმი ინგლისშიც არსებობს. ამისთვის, საკმარისია ჯონ ტერისა და ლუის სუარესის ეპიზოდის გახსენება“, – განაცხადა პოგბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი სამი კანდიდატი

ფიფამ 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის სამი კანდიდატი დაასახელა. ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეცილებიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი.

ეს ჯილდო 2010 წლიდან მოქმედებს და მისი მფლობელები არიან: ჟოზე მოურინიო (2010), ხოსეპ გვარდიოლა (2011) და ვისენტე დელ ბოსკე (2012).

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.

„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.