პოგბა: „მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს“

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სტურმად „კარპისთან“ ანგარიშით 3:2 მოგებული მატჩი შეაფასა.

„მოგება ყველას ძალიან გვიხარია, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბოლოს საქმე გავიფუჭეთ. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

ახლა შესვენება დადგა, თუმცა, როდესაც მოედანზე დავბრუნდებით, უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არაფერი გავაკეთეთ. წინ გრძელი გზაა.

ვის მივუძღვენი გოლი? საკუთარ თავს, რადგან ვიცი, რომ გუნდისთვის მეტის გაკეთება შემიძლია და სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგების უნარი გაგვაჩნია“, – განუცხადა ფრანგმა „სქაი სპორტ იტალიას“.

ლიაიჩი: „იმედია, „რომა“ ნანობს, რომ გამიშვა“

„ჯენოასთან“ სერია ა-ს მე-15 ტურში „ინტერმა“ ადემ ლიაიჩის გოლით ანგარიშთ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლის ავტორმა შეხვედრის შემდეგ განვლილი მატჩი თავად შეაფასა.

„ჩემს გოლს დიდი მნიშვნალობა აქვს, რადგან ის სამ ქულად ფასობს.

ვცდილობ, ყოველდღე ბევრი ვივარჯიშო და გუნდს მატჩების დროს დავეხმარო. კარგ ფორმაში ვარ. იმედია, ასე გავაგრძელებ.

დავრჩები თუ არა „ინტერში“? კლუბები ამ საკითხს ერთმანეთში გაარკვევენ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მსურს, რომ გუნდს დავეხმარო.

იმედია, „რომა“ ჩემ გაშვებას ნანობს“, – განაცხადა ლიაიჩმა „Mediaset Premium“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შუახაზელი „ინტერში“ იჯარით „რომადან“ გადავიდა.

რონალდო “ინტერს” ქომაგობს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის ქომაგობს იტალიის სერია A-ს გათამაშებაში.

“ნაპოლისთან” დამარცხების მიუხედავად, მე მაინც “ინტერს” ვქომაგობ. ჩემი გული “ნერიაძურისთვის” ძგერს. ამ ქალაქთან ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირი მაქვს. იმ ხუთ წელს, რომელიც “ინტერში” გავატარე, არასდროს დავივიწყებ.

“მილანთანაც” განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “ინტერი” ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კლუბი იყო.

“ნაპოლი” ძლიერი კონკურენტია, “იუვენტუსსაც” გამოვყოფდი. მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი სინიორა” ძველებურად ვეღარ ბრწყინავს და სატურნირო ცხრილში ქვედა პოზიცია უკავია, გუნდი დღესაც საკმაოდ ძლიერია.

რაც შეეხება “რომას”, გუნდი შედარებით ქვედა დონეზე იმყოფება და არა მგონია, კონკურენციაში ჩაერთოს”, – რონალდოს კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, იტალიის სერია ა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. აქამდე ფორვარდი „იუვენტუსის“, „ინტერისა“ და „მილანის“ შემადგენლბოაში გამოდიოდა, რის შემდეგ საფრანგეთში გადაბარგდა.

„სერია ა ის ადგილია, სადაც „იუვენტუსის“ დახმარებით ცნობილი გავხდი. „აიაქსში“ მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ვყოფილვარ, თუმცა „იუვეში“ ყველაფერი შეიცვალა – ტურინში გადასვლის შემდემ მთელმა მსოფლიო გამიცნო. ბარსელონაში ერთ წელს თუ არ ჩავთვლით, იტალიაში 2004 წლიდან 2012 წლამდე ვცხოვრობდი. სამ დიდ კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგე და საუკეთესო მოთამაშე გავხდი. ჩემთვის სერია ა მსოფლიოს უძლიერეს ლიგად რჩება“, – ციტირებს შვედეთის ნაკრების ლიდერს „Gazzetta Dello Sport“-ი.

იგუაინი: „სერია ა-ს მოგება მინდა“

„ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ მატჩი გონსალო იგუაინის ერთადერთი გოლით ანგარიშით 1:0 მოიგო. ჟურნალისტებთან საუბრისას არგენტინელმა ხსენებული შეხვედრა შეაფასა.

„ვიცოდით, რომ უდინეზესთან მატჩი ადვილი არ იქნებოდა. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ჩვენი ყველა მოთამაშე მოსაგებად განწყობილი არ ყოფილა.

ჩემი მიზანი „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტოს მოგებაა. ეს როგორც მე, ასევე გულშემატკივრებს გააბედნიერებს. ვიმედოვნებთ, რომ სერია ა-ს მოსაგებად ეს სწორი გოლი იყო.

დღევანდელი შეხვედრა მძიმე იყო. „უდინეზე“ მთელი გუნდით თავს იცავს“, – განაცხადა იგუაინმა.

ეს გოლი გონსალოსთვის მიმდიანრე სეზონში სერია ა-ში მე-9 გახდა.

„ფიორენტინა“ პირველ ადგილზე დაბრუნდა

იტალიის სერია ა-ს მე-12 ტური გენუაში დასრულდა, სადაც „ლუიჯი ფერარისზე“ „სამპდორიამ“ „ფიორენტინა“ მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მე-10 წუთზე ანგარიში იოსიპ ილიჩჩა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. უპირატესობა სტუმრებმა 58-ე წუთზე კალინიჩის გოლით გაზარდეს.

ამ გამაჯრვებით „ფიორენტინამ“ 27 ქულა დააგროვა და ახლა „ინტერთან“ ერთად კვლავ პირველ ადგილს იყოფს. რაც შეეხება „სამპდორიას“, გენუელთა აქტივში 16 ქულაა და ისინი მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან.

„სამპდორია“ – „ფიორენტინა“ 0:2
გოლები: ილიჩიჩი 10′ (პენ.), კალინიჩი 58′ (0:2)

გაფრთხილებები: ჟუკანოვიჩი 9′, სორიანო 20′ ედერი 83′ – ბადელი 3′, ვესინო ფალერო 6′, გონსალო როდრიგესი 12′

„უდინეზეს“ თავკაცმა „ნაპოლი“ სერია ა-ს საუკეთესო გუნდად დაასახელა

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო კოლანტუონომ „ნაპოლისთან“ სერია ა-ს მე-12 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ სერია ა-ს საუკეთესო გუნდს შევხდებით. შეგვიძლია, ამ შეხვედრაში მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. უნდა შევეცადოთ, შეხვედრის დასაწყისში მოედნის ცენტრში მეტოქის გამორჩეულ მოთამაშეებს ხელი შევუშალოთ“, – ციტირებს „უდინეზეს“ თავკაცის სიტყვებს „Football Italia“.

ამჟამად „ნაპოლი“ 22 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო „უდინეზე“ 12 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

მიხეილოვიჩი: „პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პანიკა დავიწყეთ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „უდინეზესთან“ იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშთ 3:2 მოიგო. სათქმელია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი „როსონერის“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, მეორე ტაიში კი მილანელებმა თავის კარში ორი ბურთი მიიღეს.

„პირველი ტიამი გამოგვივიდა და თამაში მხოლოდ ერთი გუნდის ნახევარზე მიმდინარეობა. ანგარიშით 3:0 ვიგებდით, თცმა შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რო მატჩი არა 45, არამედ 90 წუთი გრძელდება. შესვენების შემდეგ გოლი სწრაფად გავუშვით, რის შემდეგაც პანიკა დაგვეწყო. ვფიქრობ, ეს გუნდის განვითარების პროცესია და ასეთ მომენტებს უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

ასევე მიხაილოვიჩმა მარიო ბალოტელის თამაშიც შეაფასა:

„მას ჩინებული თამაში გამოუვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მას ფეხებში ურტყამდნენ, მაგრამ ის სიმშივდეს მაინც ინარჩნებდა. ბალოტელიმ ემოციები აკონტროლა და ჩინებულადაც ითამაშა. დღეს მარიო საუკეთესო იყო“.

66 წლის შემდეგ სერია A-ში პირველად…

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების სასტარტო ოთხ ტურში ნულოვანი ფრე არ დაფიქსირებულა.

როგორც BT Sport-ის მიმომხილველი ჯეიმს ჰორნკასლი ამბობს, ასეთი რამ 1949 წლის შემდეგ არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ სერია A შარშან ევროპის წამყვან ხუთ ლიგას შორის ყველაზე შედეგიანი ჩემპიონატი გახდა.

 

იტალია: 38-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მიმოხილვას. 

 

ნაპოლი – ლაციო

ბოლო ტურის ცენტრალური მატჩი უხვგოლიანი და საკმაოდ დრამატული გამოდგა. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიაში მოსახვედრად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ და ამ მიზნის მიღწევასთან “ნაპოლი” ახლოსაც იყო. თუმცა, შეხვედრა “ლაციომ” უფრო დამაჯერებლად დაიწყო და პაროლოსა და კანდრევას გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ მოედანზე უკვე “ნაპოლი” დომინირებდა. გონსალო იგუაინმა 55-ე და 64-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 76-ე წუთზე კი არგენტინელს ეთრიქის შესრულება შეეძლო, თუმცა პენალტის გატანა ვერ მოახერხა და საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გაყვანის შანსიც ქარს გაატანა. 85-ე წუთზე “ლაციო” კვლავ დაწინაურდა, გოლი ონაზიმ გაიტანა. 93-ზე კი მიროსლავ კლოზემ საბოლოო ანგარიში, 2:4 დააფიქსირა და “ლაციო” მესამე პოზიციაზე გამყარდა.

 

სამპდორია – პარმა

პროგრამა მინიმუმის შესრულება შეძლო “სამპდორიამ”, რომელმაც უკანასკნელ ტურში სერია ა-დან გავარდნილ “პარმას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც ორივე გუნდს აწყობა. “სამპამ” ევროსაგზურის მოპოვების შანსი შეინარჩნა, ხოლო “პარმა” იტალიის უმაღლეს დივიზიონს მარცხით არ დაემშვიოდბა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 53-ე წუთზე რომანიოლიმ გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 74-ე წუთზე პალადინოს ძალისხმევით შეძლეს, თუმცა 5 წუთში დე სილვესტრიმა “სამპდორია” კვლავ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე სილვესტრე ვარელამ დააფიქსირა.

 

ინტერი – ემპოლი

მილანში გასული შვიდი გოლიდან ორი ქართული აღმოჩნდა. ბოლო ტურში “ინტერი” ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსისთვის იბრძოდა, თუმცა მიუხედავად გამარჯვებისა ამ საქმიდან მილანელებს მაინც არაფერი გამოუვიდათ.

ტურის ყველაზე შედეგიანი შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გატანა კი გუნდებმა 49-ე წუთიდან დაიწყეს, როდესაც პალასიომ “ინტერი” დააწინაურა, ხოლო 4 წუთში იკარდიმ მეორეც გაიტანა. 59-ე წუთზე ლევან მჭედლიძე სხვაობა შეამცირა, 62-ზე კი პუჩიარელიმ გათანაბრება შეძლო.

“ინტერი” კიდევ ერთხელ 70-ე წუთზე ბროზოვიჩის გოლით დაწინაურდა, რასაც იკარდის მიერ 77-ე წუთზე შესრულებული დუბლი მოჰყვა. დარჩენილ წუთებში “ემპოლიმ” მხოლოდ სხაობის შემცირება შეძლო. 88-ე წთზე ლევან მჭედლიძემ დუბლი გაიფომა და საბოლოო 4:3 დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

30.05 20:00 ვერონა ვერონა 2:2 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
30.05 22:45 ატალანტა ატალანტა 1:3 მილანი მილანი დაწვრილებით
31.05 22:45 ტორინო ტორინო 5:0 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
31.05 22:45 სამპდორია სამპდორია 2:2 პარმა პარმა დაწვრილებით
31.05 22:45 რომა რომა 1:2 პალერმო პალერმო დაწვრილებით
31.05 22:45 ნაპოლი ნაპოლი 2:4 ლაციო ლაციო დაწვრილებით
31.05 22:45 სასუოლო სასუოლო 3:1 ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
31.05 22:45 ინტერი ინტერი 4:3 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
31.05 22:45 ფიორენტინა ფიორენტინა 3:0 კიევო კიევო დაწვრილებით
31.05 22:45 კალიარი კალიარი 4:3 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით

იტალია: 38-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის პრევიუს. 

 

ნაპოლი – ლაციო

იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნაპოლი” – “ლაციოა”, სადაც ჩემპიონატის ბოლო დარჩენილი მთავარი ინტრიგა, ჩემპიონთა ლიგის ვაკანტური საგზური გათამაშებდა.

მასპინძლები რომაელ სტუმრეს სამი ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე ადგილის მოსაპოვებლად მათ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებად. “ლაციოს” კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნის. ასე რომ, რომაელებისგან პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვას უნდა ველოდოთ, ხოლო “ნაპოლი” პირველივე წუთბიდან შეუტევს და ბენიტესის გამარჯვებით გაცილებაც ეცდება.

სამპდორია – პარმა

“სამპდორიას” ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთი თავარი კანდიდატია. მართლია, “სამპას” “ჯენოა” უსწრებს, მაგრამ გრიფონებმა უეფას ლიცენზია ვერ მიიღეს და სავარაუდოდ ევროსაგზური შემდეგ გუნდს შეხვდება.

თუმცა, “სამპდორიას” ევროპის ლიგაზე მშვიდად გასასვლელად გამარჯვება სჭრიდება, რადგან მათი წარუმატებლობის და “ინტერის” გამარჯვების შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ მილანელები გავლენ.

უკანასკნელ ტურში გენუას “პარმა” სტუმრობს. პარმელები სერია ა-ში უკანასკნელ მატჩს ატარებენ და ნათელია, რომ იტალიურ ელიტასთან დამშვიდობებას დასამახსოვრებლად აპირებენ.

ინტერი – ემპოლი

სეზონის გადარჩენის უკანასკნელი შანსის გამოყენებას “ინტერი” საშინაო ასპარეზზე “ემპოლისთან” ეცდება. გამარჯვების შემთხვევაში მანჩინის გუდი ევროსაგზურის მოპოვების თეორიულ შანსს შეინარჩნებს.

მჭედლიძის “ემპოლიმ” კი ლიგაში ადგილი დიდი ხნის წინ შეინარჩუნა და უკანასკნელი ტურის შეხვედრას მოტივაციის გარეშე ხვდება. იტალიური პრესის ცნობით, ემპოლელთა ძირითადში ქართველი ფოვარდის ხილვაა მოსალოდნელი.

ტურის ყველა მატჩი

30.05 20:00 ვერონა ვერონა -:- იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
30.05 22:45 ატალანტა ატალანტა -:- მილანი მილანი დაწვრილებით
31.05 22:45 ტორინო ტორინო -:- ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
31.05 22:45 სამპდორია სამპდორია -:- პარმა პარმა დაწვრილებით
31.05 22:45 რომა რომა -:- პალერმო პალერმო დაწვრილებით
31.05 22:45 ნაპოლი ნაპოლი -:- ლაციო ლაციო დაწვრილებით
31.05 22:45 სასუოლო სასუოლო -:- ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
31.05 22:45 ინტერი ინტერი -:- ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
31.05 22:45 ფიორენტინა ფიორენტინა -:- კიევო კიევო დაწვრილებით
31.05 22:45 კალიარი კალიარი -:- უდინეზე უდინეზე დაწვრილებით

იტალია: 37-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მიმოხილვას. 

 

იუვენტუსი – ნაპოლი

იტალიური ტურის სასტარტო შეხვედრა ტურინული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. სანამ “იუვეს” ძირითადის” მოთამაშეები ისვენებენ, მათი შემცვლელები ქულების მოპოვებას და საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას აგრძელებნ. ამჯერად “იუვენტუსის” შეტევებს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მსურველმა “ნაპოლიმ” ვერ გაუძლო.

ტურინულ შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე პერეირამ გახსნა და ტაიმიც მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა “ნაპოლიმ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა 77-ზე სტურაროს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე პეპეს გოლებით “იუვემ” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

 

ჯენოა – ინტერი

უხვგოლიანი გამოდგა “ჯენოასა” და “ინტერის” დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებთ, 3:2 დასრულდა.

გოლების დიდი ნაწილი პირველ ნახევარში გავიდა. მე-19 წუთზე “ინტერი” იკარდიმ დააწინაურა, თუმცა სულ რაღაც 5 წუთში მასპინძლებმა პავოლეტის გოლით გაათანაბრეს. 30-ზე მილანელები კვლავ წინ გავიდნენ, ამჯერად პალასიოს ძალისხმევით, მაგრამ ტაიმის მოგება ვერ შეძლეს და 41-ზე გოლი ლესტიენესგან მიიღეს. საბოლოო შედეგი კი ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე დაფიქსირა, როდესაც “ჯენოას” კუჩკამ მოაგებინა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა.

 

ლაციო – რომა

ტური კი ცენტრალური დაპირსიპირებით, რომაული დერბით დასრულდა, რომელშიც გამარჯვება “რომას” დარჩა.

ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირებაში უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 73-ე წუთზე “რომამ” იტურბეს გოლით გახსნა. ნომინალურმა მასპინძლებმა გათანაბრება 81-ე წუთზე შეძლეს, თუმცა 85-ე წუთზე იანგა-მბივას ძალისმევით “რომამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მეორე ადგილიც გაინაღდა.


 

ტურის ყველა მატჩი

23.05 20:00 იუვენტუსი იუვენტუსი 3:1 ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
23.05 22:45 ჯენოა ჯენოა 3:2 ინტერი ინტერი დაწვრილებით
24.05 14:30 ემპოლი ემპოლი 1:1 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
24.05 17:00 პალერმო პალერმო 2:3 ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
24.05 17:00 უდინეზე უდინეზე 0:1 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
24.05 17:00 პარმა პარმა 2:2 ვერონა ვერონა დაწვრილებით
24.05 17:00 ჩეზენა ჩეზენა 0:1 კალიარი კალიარი დაწვრილებით
24.05 17:00 კიევო კიევო 1:1 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
24.05 22:45 მილანი მილანი 3:0 ტორინო ტორინო დაწვრილებით
25.05 20:00 ლაციო ლაციო 1:2 რომა რომა დაწვრილებით