კლოპი: “არ მინდა, მოგებისთვის ყველაფერს ვკადრულობდე, როგორც რამოსი”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კვლავ ვერ ივიწყებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამოსსა და სალაჰს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შედეგადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სალაჰმა ტრავმა მიიღო.

“არ მინდა, მოგებისთვის ყველაფერს ვკადრულობდე. რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. რამოსისგან მედლის დაბრუნებას ნამდვილად არ ველი, უბრალოდ მინდა კონკრეტულ სიტუაციებში თავის ქცევაზე დაფიქრდეს.

შესაძლოა, შემთხვევითობაც ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სალაჰმა ტრავმა შუა მოედანზე, კარიერის უმნიშვნელოვანეს მომენტში მიიღო, როდესაც ფორმის პიკში იმყოფებოდა.არ მინდა ბავშვებს ასეთი მაგალითი მივცეთ. თუ ასე იქნება, დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ამ პლანეტას მომავალი ორმოცი წლის ვადაში.

“რეალმა” ჩემპიონობა დაიმსახურა და სხვა რამ არც არავის უთქვამს. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ასეთი მომენტები ვიხილოთ რამოსის მონაწილეობით, როგორიც სიმულიანტობა და წითელი ბარათებია (კუადრადოს ეპიზოდი),” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

რამოსი:”ყველამ იცის, რომ მარადონა სინათლის წლებით ჩამორჩება მესის”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი დიეგო მარადონას კომენტარს გამოეხმაურა და მესის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი უწოდა ფეხბურთის ისტორიაში.

რამდენიმე დღის წინ, TeleSur-თან საუბრისას, მარადონამ დიეგო გოდინი რამოსზე წინ დააყენა:”რამოსი უნაკლოა? არა, უნაკლო გოდინია. ის ყველას იცავს და მათ წინსვლის უფლებას აძლევს, გააქვს და ჩემპიონი ხდება.”

რამოსი კი მარადონას ასე გამოეხმაურა: “არგენტინაში ყველამ იცის, რომ მარადონა რამდენიმე სინათლის წლით ჩამორჩება საუკეთესო არგენტინელ ფეხბურთელს. ჩემთვის ეს ლეო მესია,” – განაცხადა რამოსმა.

სერხიო რამოსმა დავიდ დე ხეას სოციალურ ქსელში მიმართა (ფოტო)

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიამ და ესპანეთმა ფრე, 3:3 ითამაშეს. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ მომენტში “ფურია როხას” მეკარემ, დავიდ დე ხეამ კრიშტიანუ რონალდუს დარტყმის შემდეგ, ბურთის ხელში შეკავება სცადა, რაც არ გამოუვიდა და გოლიც გავიდა.

ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თანაგუნდელი ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტით გაამხნევა. ის წერს: “ეს არაა იმის შესახებ, როგორ არ უნდა შეცდე. ესაა იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა დანებდე. ყოველთვის, ერთ გუნდად! აბა, შენ იცი!”

 

რამოსი: “თითქოს, დაკრძალვაზე ვართ და თან მსოფლიოს ჩემპიონატს ვიწყებთ”

დღეს ესპანეთის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მიიღებს. “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“თითქოს, დაკრძალვაზე ვართ და თან მსოფლიოს ჩემპიონატს ვიწყებთ. მსურს, ეს ჩემპიონატი ღიმილით დავასრულო. უნდა გადავშალოთ გვერდი, რადგან ახლანდელი სიტუაცია არაა სასიამოვნო. ხულენ ლოპეტეგი იყო იმის ნაწილი, რაც მან გააკეთა. თუმცა, ესპანეთი ყველაზე მაღლა დგას. ახლა, არავის შეუძლია სიტუაციის შეგრძნება იმაზე კარგად, ვიდრე ამას ფერნანდო იერო აკეთებს. ვიმედოვნებ, გვეყოლება ისეთივე ეროვნული გუნდი, რომელიც აქამდე გვყავდა. არ გვჭირდება იმის შეფასება, რა გააკეთეს სხვა ადამიანებმა. მხოლოდ სპორტულ მხარეზე უნდა ვიფიქროთ. ეს საკითხი უნდა დიახუროს. ხოლო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულდება, ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს.”

“ატარო შენი ნაკრების კაპიტნის სამკლავური, არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება გადაგხდეს. რაც მოხდა, ამან უფრო გაგვაერთიანა. არაფერი შეცვლილა ჩვენში. ნაკრების სურვილი ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული. გასახდელში სიმშვიდეა. გეგმა არ შეცვლილა – უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი,” – ამბობს რამოსი.

როგორ ოთახში იცხოვრებს სერხიო რამოსი რუსეთში? (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კრასნოდარში დაბინავდა. საგულისხმოა, რომ თითოეულ ფეხბურთელს თავისი ოთახი აქვს. “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისი ოთახი სოციალური ქსელის საშუალებით, გულშემატკივრებს აჩვენა.

კარიკატურა: სერხიო, გაიქეცი!

ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ორთაბრძოლის დროს, “ლივერპულის” შემტევმა მხარზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამ ფაქტში ძალიან ბევრი “ბლანკოსის” კაპიტანს ადანაშაულებს. ყველაზე მეტად, აგრესიულობით ეგვიპტელები გამოირჩევიან.

ნახსენებ საკითხზე ომარ მომანი გვთავაზობს კარიკიატურას

 

რამოსი: “ჩემპიონთა ლიგაზე “რეალმა” თავისი თამაშით კრიტიკოსები გააჩუმა”

შაბათს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდება.

კიევში გასამართი მატჩის წინ, “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ისაუბრა.

“ამ სეზონში ჩვენს მიმართ, ბევრი უპატივცემულოდ საუბრობდა. თუმცა, ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ კრიტიკას. ვხვდებოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რთული მეტოქეები შეგვხვდებოდნენ. ყველა მათგანი ფავორიტი იყო. თუმცა, მათ მიმართ რაც გავაკეთეთ, ამით ჩვენს კრიტიკოსებს მოვაკეტინეთ. გვაქვს იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ლეგენდები გავხდეთ. ჩვენ წარმატებით და მოგებით არასდროს ვიღლებით. ეს აუცილებლად გამოჩნდება შაბათს,” – აცხადებს რამოსი.

რამოსი: “შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციეთ”

მადრიდის “რეალის” ესპანელ კაპიტანს, სერხიო რამოსს, სჯერა, რომ დედაქალაქურ კლუბს ყველაფერი აქვს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოსაგებად. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბლანკოსმა” “ბაიერნი” დაამარცხა (2:1).

“უდიდეს პატივს ვცემთ მიუნხენის “ბაიერნს”, მაგრამ ჩვენ ჩვენს სათქმელს მოედანზე ვამბობთ,” – ასე გამოეხმაურა რამოსი ჰაინკესის კომენტარს, რომლის თაანხამდაც, “ბავარიას” “რეალის” დამარცხება შეუძლია.

“ყველა ძალიან კარგად იცნობს “რეალის” ისტორიას. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, უბრალოდ არქივები უნდა გახსნან. ჩვენ შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციეთ და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, რასაც არავინ ელოდა.

მეორე მატჩში ისე ვითამაშებთ, თითქოს პირველი შეხვედრის ანგარიში 0-0 იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ ფინალური საგზურის მოსაპოვებლად,” – აცხადებს ესპანელი მცველი.

რამოსი “ბარსელონას” ჩემპიონობასაც გამოეხმაურა: “დიდებული სეზონი გამოდგა “ბარსელონასთვის”, ორი ტიტულის მოგება შესანიშნავი რამ არის. მაგრამ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა ორივე მათგანზე მეტია.”

უეფა-ს გადაწყვეტილება: სერხიო რამოსი არ დაისჯება!

მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის დროს, სერხიო რამოსი, რომელიც მატჩს თვალს VIP ლოჟიდან ადევნებდა, მეორე ტაიმში გვირაბის შესასვლელთან ჩავიდა. ესპანელი სწორედ იქედან ამხნევებდა თანაგუნდელებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მსაჯებს, რომლებმაც მატჩის შემდეგ UEFA-ს გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

UEFA-მ განიხილა რამოსის შემთხვევა და გადაწყვიტა, რომ ის არ დაისჯება. როგორც განცხადებაში წერია, ესპანელი მცველი “მოედნის დონეზე” არ მდგარა. შესაბამისად, ის ორივე ნახევარფინალურ მატჩში იქნება.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 24 აპრილს, ხოლო მეორე დაპირისპირება უკვე ესპანეთში, პირველ მაისს შედგება.

კარიკატურა: სერხიო რამოსი მოედანს ბავშვის საფენით დაუბრუნდა

ლა ლიგა სანტანდერის 28-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “ეიბარს” დაუპირისპირდა. ეღთ-ერთ მომენტში სერხიო რამოსმა მოედანი დატოვა და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა.

ომარ მომანი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა:

 

სერხიო რამოსი: “რეალი” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს”

21 თებერვალს მადრიდის “რეალმა” პრიმერადივიზიონის მე-16 ტურის გადადებულ მატჩში “ლეგანესი” დაამარცხა (1-3) და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა ლიდერ “ბარსელონასთან” არსებული სხვაობა კვლავაც კატასტროფულია – 14 ქულა.

“ასეთი გამარჯვებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად გვაძლიერებს და ბრძოლის სურვილს გვიღვივებს.ცუდი შედეგების მიუხედავად, არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ და იგივე გზას გავყვებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ და მიზნისკენ ნელი ნაბიჯებით მივიწევთ. მაქსიმალურად ვეცდებით, ლიდერებთან სხვაობა შევამციროთ.

თუ რონალდუ არ იქნება, მე ვიქნები, ან თუნდაც ბეილი. ჩვენს შორის მეტოქეობა ნამდვილად არ არის.ერთ მიზანს ვემსახურებით და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დანებებას არ ვაპირებთ,” – აცხადებს სერხიო რამოსი.

რამოსი: “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩი გადამწყვეტი იქნება”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა აღიარა, რომ “რეალ სოსიედადთან” მოგებულ მატჩში (5-2) “ბლანკოსი” უკვე ფიქრობდა ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართ მატჩზე.

“რა თქმა უნდა, შეხვედრის მეორე ნახევარში უკვე ოთხშაბათის მატჩზე ვფიქრობდით, ჩვენს გონებაში სულ ეს ტრიალებდა,” – აღიარებს რამოსი მატჩის შემდეგ, რომლის პირველი ნახევარიც ანგარიშით 4-0 დასრულდა.

“პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩი გადამწყვეტი იქნება ჩვენი სეზონისთვის. “რეალის” მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, რასაც ფანების გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებთ. ისინი უდიდეს როლს ითამაშებენ ჩვენს წარმატებაში,” – დაამატა რამოსმა.