ლონდონის “ჩელსიმ” ივანოვიჩის ჩამნაცვლებელი იპოვა

როგორც იცით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა ბრანისლავ ივანოვიჩის გაშვებას აპირებს, მის ჩამნაცვლებლად კი მადრიდელთა ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის გადაბირება სურთ. ამ ინფორმაციას Corriere Dello Sport ავრცელებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლოს გავრცელებული ინფორამციის თანახმად, ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებით იტალიის ჩემპიონატის ბინადარი “რომა” არის დაინტერესებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერბი მცველის გაშვებისა და სერხიო რამოსის გადმობირების ვარიანტი ძალიან მოსწონს კლუბის მომავალ მწვრთნელს, ანტონიო კონტესაც, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” ევრო-2016-ის დასრულებისთანავე დაიდებს სახლს.

ლაუდრუპმა სერხიო რამოსი მკაცრად გააკრიტიკა: “4 ყვითელი ბარათი უნდა მიეღო”

როგორც იცით, ახლახან დასრულდა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული მადრიდის “რეალი” გამოვიდა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი მიკაელ ლაუდრუპმა გააკეთა, რომელსაც ორივე კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები.

“დღეს მატ გამარჯვება დაიმსახურეს. მეორე ნახევარში ისინი უკეთესები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1-0-ს აგებდნენ, მათ მაინც მოახერხეს წამოდგომა და გათანაბრება. რის შემდეგაც რამოსის სულელური ყვითელი ბარათის შედეგად 10 კაცით დარჩნენ. გულწრფელად ვამბობ, რომ მათ ეს დაიმსახურეს. ამის გარდა მათ ორი-სამი კარგი შანსი კიდევ ჰქონდათ.

რამოსმა ეს 20 წლის ასაკშიც გააკეთა. მაშინ ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლებოდა, იტყოდი – გამოუცდელიაო. ახლა კი 30 წლისაა და ისევ იგივეს აკეთებს. მისთვის 4 ყვითელი ბარათის მიღება შეიძლებოდა!

მატჩის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ის გასახდელში უნდა ყოფილიყო. არადა ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში. ამას არაფერი ეშველება.”

რამოსმა იტალისთან ზურგის ტრავმა მიიღო

ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა იტალიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, თავისი ეროვნული გუნდის რიგები დატოვა ზურგის ტკივილის გამო დატოვა, წერს „Football-Espana“. პრობლემები რამოსს იტალიასთან ხსენებული შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა, ამიტომ სამედიცინო შემოწმების გასასვლელად ის მადრიდში გაგზავნეს, სადაც „რეალთან“ ერთად დარჩება. აქედან გამომდინარე, სერხიო რამოსი რუმინეთთან 29 მარტს დაგეგმილ მატჩში ვერ ითამაშებს.

Sport: რონალდუს შეძენა 60 მილიონად იქნება შესაძლებელი, “რეალს” კი კიდევ 9 ფეხბურთელი დატოვებს

Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინო პერესი მზადაა ზაფხულში გუნდიდან 10 ფეხბურთელი გაუშვას, მათ შორის ლიდერებიც.

წყაროს ცნობით, საუბარი ეხება კრიშტიანო რონალდოსა და სერხიო რამოსსაც, რომლებმაც უკვე მოითხოვეს სატრანსფერო ფანჯარაზე გასვლა. პორტუგალიელის შეძენა კლუბებს 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ, რამოსის კი – 20-25 მლნ. ევროდ.

აღნიშნულ სიაში მოხვდა ხამეს როდრიგესიც, ისევე როგორც მისი უშუალო კონკურენტი – ისკო. პერესის აზრით ვერც კროოსი ვერ გამოიყურება სათანადოდ, ამიტომაც შესაძლოა ის უკან, ბუნდესლიგაში გაუშვან.

კლუბის დატოვება მოუწევს პეპესა და ალვარო არბეოლასაც, ისევე როგორც კაზემიროს, ხესესა და დანილოსაც, რომელიც გასულ ზაფხულს შეუერთდა “ბლანკოსს”.

რამოსი: ” ძალიან მინდა ევროპის ჩემპიონატი მესამედაც მოვიგო”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, სერხიო რამოსმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საუბრისას აღნიშნა, რომ ესპანელები მაქსიმალურად ეცდებიან ტიტულის დაცვას.

“ჩვენ ტიტულს ვიცავთ. მე პატივი მერგო ეს ტიტული ორჯერ მომეგო, თუმცა ძალიან მინდა, რომ მესამედაც მოვიგო.

 გუნდი რამოდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ დატოვა – ჩავიმ და ჩაბი ალონსომ, ორმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელმაც ახალ ერას ჩაუყარეს საფუძველი. 

დღეისათვის გუნდში ვეტერანებისა და ახალგაზრდების სრული ბალანსია. ახალგაზრდებს ტიტულის მოგება ძალიან უნდათ, რაც დიდი პლუსია.”

 

 

სერხიო რამოსი: „ნეიმარი „რეალში?“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა თავის გუნდში „ბარსელონას“ თავდამსხმელის ნეიმარის გადასვლის ალბათობა განიხილა.

„ნეიმარი ჩინებული ფეხბურთელია,რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, სატრანსფერო ჭორები ყოველთვის არსებობს. მაგალითად,მე „ბარსელონაში“ არასდროს გადავალ.

როგორც „რეალის“ კაპიტანს, მსურს, რომ რონალდუ აქ კიდევ დიდი ხნით დარჩეს. ის ნამდვილი ვარსკვლავია“, – ციტირებს რამოსს Goal.com-ი.

რამოსმა “რეალის” დაცინვისთვის პიკეს პასუხი მოსთხოვა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) მადრიდის “რეალმა” დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა, რის გამოც “სამეფო კლუბი” შესაძლოა, ტურნირიდან მოხსნან.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე, რომელმაც “რეალის” მიმართ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.

კატალონიური გუნდის ფეხბურთელის ეს რეაქცია არ მოეწონა “ბლანკოსის” მცველ სერხიო რამოსს. როგორც ესპანური რადიოსადგური Onda Cero იტყობინება, ამ უკანასკნელს პიკესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მას პასუხიც მოსთხოვა.

წყაროს ცნობით, პიკემ ასეთი პასუხი გასცა: “შენ მე მიცნობ. ეს ფაქტი სასაცილოდ მეჩვენა”.

სერხიო რამოსი ამ პასუხით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ დარჩებოდა.

 

რამოსის აზრით, „ბარსელონას“ კარგი პერიოდი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დასრულდეს

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი თვლის,ლ რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები თამაშისგან სიამოვნებას იმიტომ იღებენ, რომ ნებისმიერ დროს, შეიძლება, ჩავარდნა დაეწყოთ.

„ბარსელონა“ კარგი ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, რადგან არავინ იცის, რამდენი ხნით გაგრძელდება ის“, – ციტირებს რამოსს „მარკა“.

ესპანური პრიმერას 13 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და მის აქტივში 33 ქულაა. „რეალი“ 27 ქულით მესამე საფეხურზეა

რამოსი: “ჩვენ ბენიტესის გვჯერა”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხის შემდეგ თქვა, რომ ფეხბურთელებს რაფაელ ბენიტესის სჯერათ.

“ალბათ, მატჩის შეფასება საჭიროც არაა, რადგან ძალიან დიდი ანგარიშით დავმარცხდით. საუბარი რთულია, ჩვენ დავმარცხდით, “ბარსელონასთან” ქულათა სხვაობა კი ექვსს უდრის.

ბენიტესი? ჩვენ მისი გვჯერა. თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მაშინ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ”, – თქვა რამოსმა “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ.

რამოსმა პიკეს უპასუხა: „ელ კლასიკოს დროს თითქმის ორგაზმს ვაღწევ“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა მოახლოებული „ელ კლასიკოს“ შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ პრინციპული მატჩში მას თითქმის ორგაზმისთვის მიუღწევია. აქამდე „ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ „რეალთან“ შეხვედრასთან დაკავშირებით მსგავსი რამ განაცხადა.

„არ ვიცი, პირადად მე ელ კლასიკოს დროს ორგაზმი არასდროს მქონია, თუმცა ამასთან ახლოს ვიყავი“, – განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება.

სერხიო რამოსი მინიმუმ ექვსი კვირა ვერ ითამაშებს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურში “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა “მაკრატელა” დარტყმით გახსნა. ამ ეპიზოდში 29 წლის ფეხბურთელი ცუდად დაეცა, მხრის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ტრავმის რეციდივია და შესაძლოა, რამოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. წინასწარი ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი მინიმუმ ექვსი კვირა ვერ ითამაშებს.

 

სერხიო რამოსმა “მაკრატელა” გოლის გატანისას ტრავმა მიიღო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურში “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა “მაკრატელა” დარტყმით გახსნა. ამ ეპიზოდში 29 წლის ფეხბურთელი ცუდად დაეცა, მხრის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მინდორზე რაფაელ ვარანი გამოვიდა.