“ჰართსის” გულშემატკივარი “სელტიკთან” მატჩში ტრიბუნაზე ხალათით მივიდა

30 ნოემბერს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “ჰართსსა” და “სელტიკს”
შორის გამართულ მატჩში ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი ასე გამოიყურებოდა:

საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ (ვიდეო)

შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას ძალიან უცნაური რამ მოხდა.

როგორ ცდილობს მსაჯის შეშინებას როი კინი (ვიდეო)

14 ნოემბერს, შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში როი კინი მსაჯზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ასე ცდილობდა:

ჯეიკ კეროლი უცნაური კოსტიუმის ჩაცმით დაისაჯა

“პატრიკ თისთლის” 23 წლის ინგლისელი მცველი ჯეი კეროლი “სელტიკთან” მატჩის წინა ვარჯიშის დროს ფორმაში ნამდვილად არ იყო და “სასწაულებს” სჩადიოდა, ამიტომ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალან არჩიბალდმა ქეროლი უცნაური, ანატომიური კოსტიუმის ჩაცმით დასაჯა.

Capture

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი თურქი ფეხბურთელის შესრულებით (ვიდეო)

26 ოქტომბერს, შოტლანდიის ჩემპიონშიპში “ჰიბერნიანსა” და “ჰართ ოფ მიდლოტიანს” შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა.

“დანდის” ფეხბურთელებს გოლის აღნიშვნა კინაღამ ძვირად დაუჯდათ

18 ოქტომბერს, შოტლანდიის ჩემპიონატში “მოზერველსა” და “დანდის” შორის გამართულ მატჩში (1:3), სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა ერთ-ერთი გოლი ასე აღნიშნეს:

თემურ ქეცბაია: “ამ ეტაპზე ეს არის, რაც შეგვიძლია”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მარცხი სამყაროს დასასრული არ არის და იქვე დაამატა, გიბრალტარის ნაკრებს აუცილებლად უნდა მოვუგოთო.

“დღეს ორი-სამი მოთამაშე გვაკლდა, თუმცა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯნენ. ამ ეტაპზე ეს არის, რაც შეგვიძლია. შოტლანდიელთა უმეტესობა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს. შეადარეთ ისინი ქართველ ფეხბურთელებს და დაინახავთ, რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატისა და ინგლისის პრემიერლიგის ტემპს შორის.

ძალიან რთულია სტუმრად თამაში კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც გულშემატკვრები მხურვალედ უჭერენ მხარს. ჩემმა ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს, ეს არ არის სამყაროს დასასრული. მომდევნო მატჩს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ. უფრო მეტს შევუტევთ. გიბრალტარის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, შოტლანდიაში ეს მოთხოვნა არ გვქონია”, – აღნიშნა ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ეროვნული გუნდი გიბრალტარის ნაკრებს 14 ოქტომბერს, პორტუგალიის ქალაქ ლოლეში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

გიორგი ჭანტურია: “შოტლანდიის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 10 წუთი დაჰყო.

“რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ აქედან ქულის გარეშე მივდივართ, თუმცა ეს ფეხბურთია, დღეს მეტოქემ გვაჯობა. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. შემიძლია, მხოლოდ მივულოცო შოტლანდიელებს მოგება. მომდევნო შეხვედრა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ.

მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და სამი ქულაც აიღო, ჩვენ კი უქულოდ დავრჩით. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. წინ შემდეგი მატჩია. შინ მომდევნო შეხვედრას პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ და კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ჭანტურიამ.

 

შოტლანდია – საქართველო 1:0

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

შოტლანდია 1-0 საქართველო

გოლები: ხუბუტია 28′ (ს.კ.1:0)

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი, მარტინი, ჰანლი, მალონი, მორისონი, ბრაუნი, ანია, ფლეტჩერი, ნაისმიტი (მაკარტური 80′).

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, გრიგალავა, ხუბუტია, კვირკველია (ოქრიაშვილი 46′), კანკავა, დაუშვილი, პაპავა (ძარია 70′), ყაზაიშვილი (ჭანტურია 80′), გელაშვილი

პროგნოზისტთა კონკურსი (შოტლანდია — საქართველო)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეცხრე საკონკურსო კვირის მესამე მატჩის კითხვები, რომელიც შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: შოტლანდია – საქართველო

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა, ნაკრებს გიორგი ჭანტურია შეურთდება

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სეზონის მეორე ოფიციალურ მატჩამდე თითქმის 72 საათი აშორებს.  შოტლანდიაში ჩამოსვლიდან სამივე დღეს გუნდმა “სენტ მირენის” სტადიონზე ივარჯიშა. ბოლო ვარჯიშებისგან განსხვავებით, საწვრთნელ პროცესში ჩაერთო “გენკის” ქართველი ლეგიონერი  – თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩთან ერთად, ნაკრების პირველი ვარჯიშებიც გამოტოვა. მედიკოსთა გადაწყვეტილებით არ უვარჯიშია ჯანო ანანიძეს, თუმცა მას დღევანდელ ვარჯიშზე ელოდებიან. პირველი ოფიციალური თამაშისთვისგიორგი ჭანტურია მზადებას დღეს დაიწყებს. “კლუჟის” ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიამ იძულებითი ცვლილებების შემდეგ, შოტლანდიურ შეკრებაზე გამოიძახა. ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი ვარჯიშობს.
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო თბილისი“)
მცველები:  უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი),
გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი), ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), ლევან ხმალაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი), გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”,რუმინეთი)
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („ოდენსე“, დანია)
მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური
გლაზგო, შოტლანდია

ქეცბაია: “ვეცდებით, ეს მატჩი კარგი შედეგით დავასრულოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის მეორე ოფიციალური მატჩისთვის გლაზგოში ემზადება. გუნდს ტრავმის გამო “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე და “ვიტესის” მცველი გურამ კაშია გამოაკლდნენ.

საკადრო პრობლემების შესახებ “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა.

“ცვლილებები ყოველთვის ხდება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და ტრავმის გამო ვერც სანაკრებო მატჩში იღებენ მონაწილეობას და ვერც კლუბებში თამაშობენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. აქ მყოფი ბიჭები სერიოზულად ემზადებიან. ძნელი თამაში მოგვიწევს, ადვილი მატჩი არც არავისთან გვქონია და ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავამთავროთ ეს შეხვედრა”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას მიროსლავ ზელინკას ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.