იბრაჰიმოვიჩი: “შვედეთის ნაკრების ყოველ ფეხბურთელს უნდა გადასცენ ოქროს ბურთი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა შვედეთის საფეხბურთო ნაკრებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან ამ უკანასკნელი გუნდის ვარადნას საინტერესო ეხმაურება.

“შვედეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს უნდა გადასცენ ოქროს ბურთი, რათა ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რა გააკეთეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მადლობას გიხდით ამ სანახაობისთვის,” – ვკითხულობთ იბრაჰიმოვიჩის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურივლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გამოთქვა, თუმცა მწვრთნელმა მის წაყვანაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ შვედები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში ასპარეზობდნენ მექსიკის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად. ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულმა შვედეთმა შვეიცარიის დამარცხებაც შეძლო პლეი-ოფში, თუმცა ინგლისთან ვერაფერი გააწყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებზე ისაუბრა

“ლოს-ანჯელეს გალაქსის” შვედმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვედების გამოსვლა შეაფასა. როგორც იცით, რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე თამაშის უფლება ზლატანს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არ მისცა.

– რთულია თქვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების თამაშის ყურება?

– “არა. პირველი მატჩები სხვაგვარად იყო, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ჩემთან ერთად ნაკრები გაცილებით უკეთ შეძლებდა თამაშს. ამას დღემდე ვგრძნობ. როგორც ჩანს, დრო მოვიდა, როდესაც სხვებს უნდა მივცე გართობის უფლება.

როდესაც ნაკრებში მივედი, არ მომწონდა სიტუაცია. ბედნიერი არ ვიყავი, მათგან განვსხვავდებოდი, სულ სხვაგვარი ბიოგრაფია მქონდა. მაგრამ ყველაფერი გამოვიარე და კაპიტანი გავხვდი. ამაზე დიდი არაფერია,” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

შვედეთმა კორესი რესპუბლიკას მინიმალური სხვაობით სძლია (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, F ჯგუფში, “ნიჟნი ნოვგოროდ სტადიონზე” ერთმანეთს შვედეთი და კორეის რესპუბლიკა დაუპირისპირდნენ.

მატჩი ევროპელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი ანდრეას გრანკვისტი გახდა. “კრასნოდარის” მცველმა 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა გატანა. საბოლოოდ, 1-0 სკანდინავიელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ შვედეთს სამი ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ხოლო, კორეის რესპუბლიკა ნული ქულით ბოლოა.

 

იბრაჰიმოვიჩი:”ზლატანი მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იყოს, მაგრამ ის არ წავა”

შვედეთის ნაკრების ყოფილი და “ლოს-ანჯელეს გალაქსის” მოქმედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრისას სა

“მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი მოვლენაა ფეხბურთში, რომელშიც საუკეთესო ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას. ზლატანი იქ არ არის… უნდა იყოს, მაგრამ ის რუსეთში არ ითამაშებს.

პრესაში ხშირად ამბობენ, რომ შვედეთის ნაკრები ჩემს გარეშე უფრო ძლიერია, მე მათი მჯერა. ეს შვედეთის მედიისთვის არის დამახასიათებელი. მე განსხვავებული ვარ, შვედებისგან განსხვავებული სახელი მაქ და არც ტიპურ შვედს ვგავარ.

თუმცა შვედეთის ნაკრების რეკორდსმენი ვარ. ბევრი რამ მოვიგე “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონაში”, “მილანში”, “პარი სენ-ჟერმენში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “გალაქსიში”.

და თუ მე არ ვიცი, როგორ ვიმუშავო გუნდურად, რატომ მქონდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში თამაშის პატივი და რატომ ვიგებდი? დამიჯერეთ, ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ,” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩი: “შვედეთი მუნდიალის ფავორიტია, ზლატანის გარეშე უფრო ძლიერები არიან”

“ლოს-ანჯელეს გალაქსის” შვედი სუპერვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანეს, რასაც ეს უკანასკნელი თავის სტილში გამოეხმაურა.

ზლატანი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში, ნაკრებში დაბრუნების შანსი არ გამორიცხა, აცხადებს: “მას შემდეგ, რაც სანაკრებო კარიერა დავასრულე, შვედეთის სახელით არ მითამაშია. ასე რომ, გასაკვირი არაფერია.

დავესწრები თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს? რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. ამას ყოველთვის ვამბობდი, დაწყებისთანავე გავფრინდები რუსეთში.

ვფიქრობ, რომ შვედეთის ნაკრები მუნდიალის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თანაც ისინი ზლატანის გარეშე უფრო ძლიერები არიან,” – აცხადებს ამერიკულ ლიგაში მოთამაშე იბრაჰიმოვიჩი.

U19: საქართველომ შვედეთი დაამარცხა!

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენთვის პოზიტიურად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ შვედების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ახლო პოზიციიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამის შემდეგ მეტოქე უფრო გააქტიურდა და ცენტრიც დაიკავა, თუმცა ქართველი მცველების კარგი თამაშის გამო მეტოქეები ვერაფერს გახდნენ.

31-ე წუთზე ჩაკვეტაძე გაიჭრა მარცხენა ფლანგზე. მან ერთი მეტოქის მოტყება მოახერხა და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დაარტყა. მაღალი ბურთი მისგან მარჯვენა კუთხეში ჩაეშვა და ანგარიში 2:0 გახდა. სულ ცოტა ხანში გიორგი არაბიძე გავიდა ერთი ერთზე, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი უკვე ნეგატიურად დაიწყო. 47-ე წუთზე კრალი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, მან საჯარიმოში მყოფ გიოკერეს დაბალი პასი გაუკეთა, რომელმაც ჩოჩიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ იყო ჩაკვეტაძის კიდევ ერთი სოლორეიდი, რომელმაც მოედნის ნახევარი გაიატრა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა ბოლოს მისი შეჩერება მაინც შეძლეს.

შვედეთი გააქტიურდა და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე მეტოქემ კუთხური მოაწოდა, ქართველებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც კარლსონს მიუვიდა და შორიდან უძლიერესად დაარტყა. მეთერთმეტე ნომერმა მიზანს სულ ცოტათი ააცილა.

ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით, 2-1 მოიგო და სამი ქულა დაუგროვდა. იგი ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. შვედეთი ნულით ბოლოზეა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი ხუბაშვილი 88 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71 წთ.), ჩაკვეტაძე (არველაძე 86 წთ.), არაბიძე, კოხრეიძე.

შვედეთი: იოჰანსონი, ანდერსონი, კოლი, კრალაი, იშერვუდი, სვენსონი (აჰმედოზიჩი 80 წთ.), იოჰანსონი (ლიდბერგი 46 წთ.), კარლსონი, ჯაჯიჩი, საბოვიჩი (ადრიანი, 32 წთ.), გიოკერესი.

გაფრთხილებები: ქოჩორაშვილი (38 წთ.), სამურკასოვი (64 წთ.), ლაკვეხელიანი (74 წთ.) არველაძე (90 წთ.) – საბოვიჩი (28 წთ.), გიოკერესი (23 წთ.), ლიდბერგი (54 წთ.)

 

ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა შედგა. ერთმანეთს შვედეთისა და ჩეხეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიშის გახსნა 42-ე წუთზე ჩეხების შემტევმა, დანიელ ტურინამ შეძლო. 55-ე წუთზე ტურინამ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად, უკვე შვედებმა ივარგეს. ვიქტორ გიოკერესმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

საბოლოოდ, ჩეხებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს. მათ სამი ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დღეს გაიმართება. 20:00 საათზე “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გვარდიოლა: “რასაც იბრაჰიმოვიჩი ჩემზე ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სიმართლე არაა!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პეპ გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონაში” თამაშობდა. მან კატალონიურ გრანდში მხოლოდ ერთი წელი გაატარა და ზაფხულზე გუნდი დატოვა. ამის მიზეზად იგი ავტობიოგრაფიულ წიგნში გვარდიოლასთან უთანხმოებას ასახელებს – ზლატანი ამბობს, რომ პეპი მასთან არასდროს იყო პირდაპირი, არ ელაპარაკებოდა პირისპირ კონკრეტულ პრობლემებზე და მას ხშირად არიდებდა თავს.

რამდენიმე დღის წინ ნახსენებ საკითხზე ზლატანმა ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარდიოლამ ზლატანს მედიის საშუალებით უპასუხა.

“რასაც ის თავის წიგნში წერს, მხოლოდ მისი რწმენა-წარმოდგენებია. ეს არ შეესაბამება რეალობას!”

“მე ყოველთვის სუფთა და მართალი ვიყავი მის მიმართ. არასდროს ვარიდებდი თავს ზლატანთან საუბარს, არასდროს, არასდროს! ვცდილობდი, პირისპირ მელაპარაკა ნებისმიერ თემაზე! არასდროს გამომიყენებია მედია შვედ ფეხბურთელისთვის რამისთვის სათქმელად.”

“ადამიანებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ბევრი რამე თქვან ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ მე იბრაჰიმოვიჩის მიმართ სუფთა ვარ,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

შვედეთი 0-1 ბელგია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევრო 2016-ს გამოემშვიდობა

ახლახან დასრულდა ძალზედ დაძაბული მატჩი შვედეთისა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდისათვის, რამეთუ ეს მათთვის 1/8-ფინალურ ეტაპზე გასვლის ბოლო შანსი იყო.

შვედებს 2 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდათ, რაც რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო. მათ მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩში მრავლად იყო საგოლე მომენტები, გოლი მხოლოდ 84-ე წუთზე გავიდა, რასაც რაჯა ნაინგოლანს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც შესანიშნავი გასროლა განახორციელა.

ევრო-2016
E ჯგუფი
შვედეთი 0:1 ბელგია (0:0)

შვედეთი: ისაქსონი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი, ფორსბერგი (ზენგინი 83′), ლარსონი (დურმაზი 70′), ედალი, კელსტრომი, იბრაჰიმოვიჩი, ბერგი (გუიდეტი 63′), ლინდეროფი.

მთავარი მწვრთნელი: ჰამრენი.

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ნაინგოლანი, ვერტონგენი, იტსელი, დე ბრუინი, ლუკაკუ (ბენტეკე 87′) , აზარი, კარასკო (მერტენსი 71′), მეუნიორი.

მთავარი მწვრთნელი: უილმოტსი.

გოლები: ნაინგოლანი 84′
გაფრთხილებები: სირიგუ 39′, ბარძალი 79′ ძაძა 87′ – ლონგი 39′ ვორდი 73′
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ედერმა იტალიას ბოლო წუთებზე მოაგებინა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა საკმაოდ საინტერესო მატჩი შვედეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის, რომლის ბედიც მატჩის 88-ე წუთზე იტალიელთა ფორვარდმა, ედერმა გადაწყვიტა, რომელმაც ისაკსონს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ამ მოგების შედეგაც იტალიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური. შვედებს კი ბელგიის ნაკრების დამარცხება მოუწევთ, რათა 1/16-ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

იტალია: ბუფონი, ფლორენცი (სტურარო 84′), ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, პაროლო, დე როსი (მოტა 74′), ჯაკერინი, პელე (ძაძა 60′), ედერი.

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

შვედეთი: ისაკსონი, იოჰანსონი, ლინდელიოფი, გრანქვისტი, ოლსონი, ლარსონი, ეკდალი (ლევიცკი 79′), ჩელსტრემი, ფორსბერგი (დურმასი 79′), იბრაჰიმოვიჩი, გუიდეტი (ბერგი 85′).

მთავარი მწვრთნელი: ჰამრენი

გოლი: ედერი 88′
ყვითელი ბარათი: დე როსი, 69′

იტალია – შვედეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

იტალია – შვედეთი
შეხვედრის ადგილი: ტულუზა; “Stadium de Toulouse”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 17 ივნისი; 17:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)


დღეს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის ერთი მატჩი გაიმართება, რომელიც საკმაოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს. საუბარია იტალიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაზე, რომელიც თბილისის დროით 17:00-ზე აიღებს სტარტს.

ეს ამ გუნდების მეორე მატჩი იქნება; პირველი მატჩი “სკუადრა აძურამ” ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლად, 2:0 მოიგო. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდს, შვედებმა ირლანდიელების დამარცხება ვერ მოახერხეს (1:1).

შესაბამისად E ჯგუფში ასეთი სიტუაციაა – პირველ ადგილზე იტალიელები იმყოფებიან 3 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს კი შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებები იყოფენ. ბელგია 0 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა მათი მიზნები საკმაოდ მაღალია.


 

იტალიის ბოლო 5 მატჩი:

13.06.16. ევრო 2016 ბელგია იტალია 0:2
06.06.16 ამხ. იტალია ფინეთი 2:0
29.05.16 ამხ. იტალია შოტლანდია 1:0
29.05.16 ამხ. გერმანია იტალია 4:1
04.06.16 ამხ. იტალია ესპანეთი 1:1

შვედეთის ბოლო 5 მატჩი:

13.06.16 ამხ. ირლანდია შვედეთი 1:1
26.03.16 ამხ. შვედეთი უელსი 3:0
29.05.16 ამხ. შვედეთი სლოვენია 0:0
29.05.16 ამხ. შვედეთი ჩეხეთი 1:1
04.06.16 ამხ. თურქეთი შვედეთი 2:1

 

ურთიერთშეხვედრები

18.11.09 – ამხანაგური მატჩი: იტალია 1:0 შვედეთი
18.06.04 – ევროპის ჩემპიონატი: იტალია 1:1 შვედეთი


 

41

ანტონიო კონტე: “ისეთი გუნდი მყავს, რომელიც მთლიანად გამარჯვებაზეა ფოკუსირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მატჩი მათ მენტალიტეტს ვერ შეცვლის. ბელგიასთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია.

ამ ჩემპიონატზე საკმაოდ რთულია მოგება, ძალიან რთული – ნახეთ რა ქნა საფრანგეთმა. ფრანგებმა მხოლოდ ბოლო წუთებზე გატეხეს ალბანეთი. ასე რომ, ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ თითოეული მატჩისთვის და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ.”

ერიკ ჰამრენი: ” რა თქმა უნდა ეს იტალია ისეთი ვერ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ დაცვაში საკმაოდ კარგად თამაშობენ, ისევე როგორც შეტევაში. ბელგიასთან მათ მშვენივრად ითამაშეს, გამაკვირვეს.

ჩვენთვის საკმაოდ რთული ბარიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეგვიძლია და არა იმაზე, თუ რა არ შეგვიძლია. ძალიან ეფექტურები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ.”


 

იტალია:

– გრაციანო პელემ ბელგიასთან მატჩში მცირე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ ის ამ მატჩისთვის მზად იქნება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ კონტემ ის დაასვენოს.

– იტალიელთა ბოსმა შესაძლოა კიდევ რამოდენიმე მთავარი ფეხბურთელიც დაასვენოს. საუბარია ანტონიო კანდრევაზე, ედერზე, დანიელე დე როსისა და მატეო დარმიანიზე.

– მატჩს სასტარტოდან დაიწყებენ: ფედერიკო ბერნანდესკი, ტიაგო მოტა, მატიე დე შილიო და ჩირო იმობილე. შესაძლოა სასტარტოში ვიხილოთ ლორენცო ინსინიეც.

შვედეთი:

– მიკაელ ლუსტიგმა ირლანდიელებთან მატჩში დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაძლოა გუნდს იტალიელებთან მატჩში ვერ დაეხმაროს.

– ლუსტიგს სავარაუდოდ ერიკ იოჰანსონი ჩაანაცვლებს, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს.

– ირლანდიასთან იმედგამაცრუებელი თმაშის შემდეგ, შეტევაში ზლატანთან ერთად ჯონ გვიდეტი იმქომედებს, ნაცვლად მარკუს ბერგისა.


 

საინტერესო ფაქტები:

– იტალიელები მომდევნო ეტაპზე გავლენ თუ შვედეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მესამე შეხვედრას მოუგებენ.

– “სკუადრა აძურა” E ჯგუფის სათავეშია ბელგიასთან მოგების შემდეგ, 2-0; შვედეთმა ირლანდიასთან ქულები გაიყო, 1-1

– 2004 წლის ჩემპიონატზე სწორედ შვედებმა გააგდეს იტალია, რაშიც დიდი წვლილი ზლატანის გოლმა შეიტანა

– ჯგუფურ ეტაპზე ეს გუნდები 2000 წელსაც დაუპირისპირდნენ, მაშინ გამარჯვებული იტალია დარჩა (2-1)

– E ჯგუფის მეორე მატჩი ხვალ, 17:00-ზე აიღებს სტარტს (ბელგია – ირლანდია)


 

იტალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, ფლორენცი, დე როსი, ჯაკერინი, დე შილიო; პელე, ედერი.

cats

შვედთა სავარაუდო შემადგენლობა: ისაკსონი; ლინდელოფი, გრანქვისტი, იოჰანსონი, ოლსონი; ლარსონი, ეკდალი, კელსტიორრმი, ფორსბერგი; გვიდეტი, იბრაჰიმოვიჩი.

cats


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:
იტალია 1-0 შვედეთი

იბრაჰიმოვიჩი: “უფრო და უფრო ვვითარდები”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს სჯერა, რომ ასაკი მასზე დიდ გავლენას არ ახდენს და რომ ის კვლავ განაგრძობს წინსვლას კარიერაში.

“მიუხედავად იმისა, 34 წლის ვარ, თუ -35-ის, ასეთი კარგი სეზონი ჯერ არ მქონია.” – განუცხადა იბრამ Daily Mirror-ს.

“როგორც ფეხბურთელი, მე კვლავ ვვითარდები, თუმცა ყველაფერი მაინც საქმის შესრულებაზეა – და მე ამას ნამდვილად ვაკეთებ.

“პსჟ-ში” მე დავამტკიცე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გონება მაქვს. ფეხბურთის 50% სწორედ მენტალური ნაწილია, რაც ჩემთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა.”