„დინამომ“ საქართველოს თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

ქუთაისში „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის საქართველოს თასის ფინალური მატჩი „დინამოელთა“ გამარჯვებით, 1:0  დასრულდა.

ერთადერთ გოლი შეხვედრის 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

ამით „დინამომ“ თავის ისტორიაში საქართველოს თასი მეცამეტედ მოიგო და მეათე „ოქროს დუბლი“ შეასრულა. გარდა ამისა, თბილისელები ამ ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლნენ.

„დინამო“ – „სიონი“ 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი 29′
გაფრთხილება: კაკაბაძე 49′, იაშვილი 54′, ამისულაშვილი 63′, გელაშვილი 90′, ჯიღაური 90′ – სვანიძე 19′, გორბელიძე 65′
გაძევება: გორბელიძე 90′

 

როგორ აღნიშნა ბოლნისის “სიონმა” თასის ფინალში გასვლა (ვიდეო)

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ბოლნისის “სიონმა” “ვიტ ჯორჯია” ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “დინამო თბილისს” შეხვდება. ფინალური მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.

“სიონის” ოფიციალურმა გვერდმა ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს ბოლნისელებმა ფინალში გასვლა.

“სიონს” რონალდინიოს შეძენა სურს

შვეიცარიულ “სიონს” “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელის, რონალდინიოს შეძენა სურს.

შეგახსენებთ, რომ გაუჩო კარგა ხანია უკლობოდ იმყოფება, ბოლოს კი 27 სექტემბერს, “ფლუმინენსეს” მაისურით ითამაშა.

“რონალდინიოთი დაინტერესებულები ვართ. შევეცდებით, ის ახალი წლის დაწყებისთანავე შევიძინოთ. სამ ტურნირზე გვიწევს ასპარეზობა, ამრიგად გაძლიერება გვჭირდება”, – ციტირებს შვეიცარიული კლუბის გენერალური დირექტორის სიტყვებს Goal.Com-ი.

„ზუგდიდის“ თავკაცი ფინანსურ პრობლემებთან გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ხვალ, „ბაიას„ ბაზაზე „ზუგდიდსა“ და „სიონს“ შორის უმაღლესი ლიგის გადატანილი მატჩის ჩატარება იგეგმება. დღეს „ფეისბუქზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური პრობლემების გამო დღეს გუნდს არ უვარჯიშია. როგორც ზუგდიდური კლუბი ოფიციალური ვებსაიტი წერს, აღნინული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ინფორმაციას „ზუგდიდის|“ თავკაცი ბესიკ შეროზიაც გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელო გვაქვს, ფეხბურთელები მაქსიმალურად ემზადებიან ხვალინდელი შეხვედრისათვის და ეს ერთ-ერთი პრინციპული თამაში იქნება. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფეხბურთელებს მერიის, მხრიდან „საბოტაჟი“ მოუწყვეს და ისინი უფინანსობის გამო პროტესტის ნიშნად თითქოს სავარჯიშოდ არ გასულან, ყოველგვარ სინამდვილეს მოკლებულია. იმ პერიოდში, როცა თითოეულ ქულას გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს, გულშემატკივარს მართებს გუნდთან ერთად დადგეს. რაც შეეხება ფინანსებს – კლუბის მხრიდან არსებულმა ტექნიკურმა მხარემ, რამაც ორდღიანი გაუგებრობა გამოიწვია – ამოწურულია. მერიის მისამართით გაკეთებული განცხადებები კი საფუძველს მოკლებული, რადგან მერიის მხრიდან თანხის გადარიცხვის დაგვიანება, თავად კლუბში შექმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა განაპირობა. ვაცხადებ, რომ არსებული პრობლემა მოგვარებულია და ხელფას-პრემია ფეხბურთელებზე გაცემულია. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი და მადლობას ვეუბნები ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მის ხელმძღვანელს, ირაკლი გოგოხიას, რომელიც ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია ჩვენი გუნდის. ხვალინდელი შეხვედრისთვის კი ჩვენ ოპტიმალურად ვემზადებით“, – ციტირებს შეროზიას კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.

„ზუგდიდის“ სპორტული დირექტორის გარდაცვალების გამო გუნდის უახლოესი მატჩი გადაიდო

ხვალ საქართველოს უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩი უნდა გამართულიყო, რომელშიც „ზუგდიდსა“ და „სიონს“ უნდა ეთამაშათ.

ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ზუგდიდელთა სპორტული დირექტორის ჯანო მალანიას სიკვდილის გამო გადაიდო.

აქვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საფეხბრუთო კლუბ „ზუგდიდს“ სამძიმარს ვუცხადებთ.

კევინ-პრინს ბოატენგის შეძენა “სიონს” სურს

გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, შესაძლოა, რამდენიმე საათში კევინ-პრინს ბოატენგი შვეიცარიული “სიონის” ფეხბურთელი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიონის” ხელმძღვანებლებსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს “შალკეს” ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ლისაბონის “სპორტინგიც” იჩენდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონი ჩემპიონატის სტარტისთვის ემზადება

ხვალ, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირვლეი ტურის მატჩი შედგება, რომლშიც ადგილობრივი „გურია“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდება.

როგორც კლუბის „„ფეისბუქის“ გვერდი წერს, აღნიშნული შხვედრისთვის ამჟამად სტადიონზე მოსამზადებელი სამუშეოები მიმდინარეობს. კერძოდ, აუმჯობესებენ მინდვრის საფარს, ვიპლოჟაში კი სავარძლები მონტაჟდება. ასევე დრო ეთობა სადუფთავებას.

ხვალისთვის ყველა სამუშაოს დასრულება იგეგმება და ლანჩხუთს ცენტრალური სტადიონი შეხვედრის მისაღებას მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ „გურია“ – „სიონის“ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„გურიას“ ფეისბუქის“ გვერდის სურათები:

“სიონმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

ბოლნისის “სიონმა” ახალი სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ ფეხბურთელები “მერანზე” შეკრიბა. 

ბოლნისელები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ, პირველ შეხვედრას, უმაღლეს ლიგაში გადმობარგებულ “საბურთალოსთან”,  16 ივლისს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ “სიონის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული ახალი სეზონიდან მხოლოდ კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

“სიონს” კილასონია გაწვრთნის

ბოლნისის “სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ახალ სეზონში გუნდს ვარლამ კილასონია უხელმძღვანელებს.

კილასონია, ბოლოს რუსთავის “მეტალურგს” თავკაცობდა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო და პირველ ლიგაში დაქვეითდა.

რაც შეეხება უკვე ყოფილ დამრიგებელს, ლადო ბურდულს, ის კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

კომპანია RMG ჯგუფის საჩუქარი ბოლნისის “სიონს”

კომპანია RMG-ი ჯგუფმა, ბოლნისის “სიონს”, 30 ცალი “ნაიკის” ფირმის ბურთი საჩუქრად გადასცა. საზეიმო გადაცემა, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მოხდა, რომელსაც ფეხბურთელები, ადგილობრივი მედია და გამგებლის მოადგილე, დავით შერაზაშილი ესწრებოდნენ.

“მინდა მადლობა გადავუხადო RMG-ი ჯგუფს ასეთი კარგი საჩუქრისთვის. მსგავსი დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და კვლავაც გაგრძელდება. მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ერთი პრობლემა მოხსნილია, ახალ სეზონს ახალი ბურთებით დავიწყებთ, რაც ძალიან სასიხარულოა. გარდა ამისა, RMG-ი ჯგუფის დახმარებით, ამ ყველაფერს, ფორმაც შეემატება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული გუნდის კეთილდღეობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლნისის “სიონს” ასეთი მეგობარი კომპანია ჰყავს, იმედია ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება”, – აღნიშნა “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.

“ბოლნისის “სიონს” კომპანია RMG ჯგუფმა 30 ცალი მაღალი ხარისხის „ნაიკის“ ფირმის ბურთები საჩუქრად გადასცა. კომპანია კლუბის დახმარებას აქტიურად გააგრძელებს. ჩვენთის მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონში სპორტული და კულტურული წარმატებები, ამიტომ მათ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ. ახალ სეზონში, “სიონს”, წარმატებებს ვუსურვებ. ისეთ საპრიზო ადგილზე გასულიყვნენ, რომელიც მთლიანად ამ რეგიონის მცხოვრებლებს და მის გულშემატკივარს გაახარებს”, – განაცხადა კომპანია RMG ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა კარიჭაშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია RMG ჯგუფის დახმარება ჩვენი კლუბისთვის, რისთვისაც მათ მადლობას გადავუხდი. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვისაც სტიმულია, როდესაც მსგავს მხარდაჭერას ვხედავთ”, –აღნიშნა გუნდის კაპიტანმა დავით სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია RMG-ი ჯგუფი ბოლნისის “სიონს” ერთხელ უკვე დაეხმარა. კომპანიამ კლუბს 50 000 ლარის ღირებულების ეკიპირება უყიდა.

სიონის პრესსასმსახური

ლუის ალბერტომ “სიონთან” გაახანგრძლივა

ბოლნისის “სიონის” პორტუგალიელმა ლეგიონერმა, ლუის ალბერტო ვიეირა მედინამ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

 

ბოლნისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუის ალბერტოსთან ახალი კონტრაქტი 6+6 თვის სიტემით გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემტევი “სიონის” ღირსებას მომდევნო სეზონშიც დაიცავს.

ლუის მედიანმ “სიონის” მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და ხუთჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.