“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

სომხეთის პრემიერლიგა ოფიციალური სტატუსის დაკარგვის წინაშეა

სომხეთის ჩემპიონატი სერიოზული საფრთხის წინაშეა.

ფინანსური პრობლემების გამო ქვეყნის უმაღლესი დივიზიონიდან “ულისი” გარიცხეს, რის შემდეგაც ჩემპიონატში მხოლოდ შვიდი კლუბი დარჩა.

უეფას წესების თანახმად, იმისთვის, რომ ჩემპიონატი ოფიციალურად ჩაითვალოს, ტურნირზე მინიმუმ რვა გუნდი უნდა თამაშობდეს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში ამ რთული ვითარებიდან გამოსვლის გზებს ეძებენ, თუმცა პრობლემას ის ართულებს, რომ მეორე დივიზიონის ვერცერთი კლუბი სომხეთის პრემიერლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

 

მხითარიანი: “ძალიან გამიხარდება, თუ სომხეთის ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე ვითამაშებ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრების შედეგი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ოდესმე დიდ ტურნირზე თამაშს შეძლებს.

“ჩვენი ოცნებაა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, თუმცა რას ვიზამთ… ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ვართ იმედგაცრუებულნი, რადგან ამ შესარჩევ ციკლში მხოლოდ ორი ქულა დავაგროვეთ. აი, ორი ან ოთხი წლის წინათ მართლაც გულდასაწყვეტი იყო, რადგან მაშინ დიდ ტურნირზე თამაშის შანსი გვქონდა.

ღმერთმა ქნას, მნიშვნელოვანი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ. მორიგი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე კიდევ ერთი წელია. ვფიქრობ, წარმატებისთვის ცოტა გამართლებაც საჭიროა. ძალიან გამიხარდება, თუ ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწევ”, – აღნიშნა მხითარიანმა გაზეთ “სპორტ ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

კრიშტიანო რონალდუმ გატანილი გოლი ქართველ გოგონას მიუძღვნა (ვიდეო)

როგორც იცით, 13 ივნისს, სომხეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალიის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა. პორტუგალიელთა მხირდან, სამივე გოლი მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.

მოგეხსენებათ, სომხეთში გამგზავრებამდე, პორტუგალიელები რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ვარჯიშობდნენ.

8 ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საკმაოდ საინტერესო რამ თქვა.

სომხეთში ახალი უსაინ ბოლტი გამოჩნდა – რა მოხდა პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

13 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სომხეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

შეხვედრის 44-ე წუთზე, მოედანზე ერთ-ერთი სომეხი გულშემატკივარი შეიჭრა, რომლის დაჭერაც გაუჭირდათ.

მხითარიანი: „პორტუგალიის დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ“

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰენრიკ მხითარიანმა პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 წაგებული შეხვედრა შეაფასა.

„მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. იმედია, შემდეგ შეხვედრაში დღეს დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. თანაგუნდელებს მაქსიმუმის ჩვენებისთვის მადლობას ვუხდი.

საგოლე მომენტების შექმნა, ორი გოლის გატანა და მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შევძელით. მოვსესიანის არყოფნამ იმოქმედება, მაგრამ სარქსისოვმაც კარგად ითამაშა“, – განაცხადა მხითარიანმა.

კრიშტიანუ რონალდუ სავარჯიშო მოედანზე კოსმეტიკური ნიღბით გავიდა (ფოტოები)

დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართება. ერევანში სომხეთის ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა აღნიშნული შეხვედრისთვის მზადება თბილისში დაიწყეს.

პორტუგალიის ნაკრები სომხეთში ჩასვლისთანავე პრობლემებს წააწყდა. როგორც აღმოჩნდა, კომპიუტერული სისტემა დაზიანებული იყო, რის გამოც საპასპორტო კონტროლის გავლა გაჭიანურდა.

თუმცა, თავად პორტუგალიელებმაც მოახერხეს მასპინძლების გაკვირვება. სავარჯიშო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ არაბუნებრივად თეთრი ფერის სახით გამოჩნდა. თურმე, პორტუგალიელთა ლიდერს სახეზე კოსმეტიკური ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული.

CRCR2CR3

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოდის

6 ივნისს, თბილისში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩამოვა.

ამ ინფორმაციას TVS ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთის ნაკრებს სტუმრობს. პორტუგალიელები ამ შეხვედრისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ კი – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან. ისინი თბილისში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან.

პორტუგალიურ მხარესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება მარტის თვეში გაფორმდა. ამ ინფორმაციას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ადასტურებს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე I ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. სომხეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილი უკავია.

 

“მარსელის” მცველმა სომხეთი აირჩია

“მარსელის” ახალგაზრდული გუნდის მცველმა გაელ ანდონიანმა სომხეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს ის მოქალაქეობას მიიღებს და ერევანში გაემგზავრება, სადაც სომხეთის ნაკრებს შეუერთდება. 20 წლის ანდონიანს მიმდინარე სეზონში “მარსელის” პირველ გუნდში დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ლანსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) ჰქონდა.

ანდონიანს საფრანგეთის 16 წლამდე გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრებს I ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა აქვს და უკანასკნელი პოზიცია უკავია. 29 მარტს სომხები ალბანელებს ეწვევიან.

 

მხითარიანი სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ჯილდოს სახით ოთხი მილიონი დრამი გადასცეს.

25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 215 ხმა მოაგროვა. მეორე ადგილზე მოსკოვის “დინამოს” მეკარე რომან ბერეზოვსკი გავიდა (96 ხმა), ხოლო მესამე პოზიცია პერმის “ამკარის” მცველმა რობერტ არზუმანიანმა დაიკავა (59 ხმა).

მხითარიანი უკვე მეხუთედ გახდა ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე. მანამდე ის 2009, 2011, 2012 და 2013 წლებში დააჯილდოვეს.

 

სომეხმა ბიჭუნამ პოგბას შორტი არ გამოართვა

14 ოქტომბერს, სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

სომეხმა თარჯიმანმა დიდიე დეშამი კინაღამ დააძინა (ვიდეო)

როგორც იცით, 14 ოქტომბერს, სომხეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ნაკრებს მიიღებს.

13 ოქტომბერს, დიდიე დეშამის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კურიოზული რამ მოხდა. სომეხ თარჯიმანს სიტყვა საკმაოდ გაუგრძელდა, რაზეც დიდიე დეშამს სახალისო რეაქცია ჰქონდა.