გასულ დღეებში, ესპანეთის ფუტზალის ჩემპიონატში, “ბურელას” ფეხბურთელმა, ხორხე მატამოროსმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ჭდე: ესპანეთი
დელ ბოსკემ დაასახელა, თუ ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გაამჟღავნა, თუ ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში. ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა უპირატესობა თავის ფეხბურთელებს მიანიჭა.
„ხმა ჩავის და ინიესტას მივეცი. ისინი პრეტენდენტთა შორის იყვნენ და უბრალოდ არ შემეძლო, რომ სხვა ფეხბურთელები დამესახელებინა. მესამე მოთამაშე, რომელსაც ხმა მივეცი, ეს ფრანკ რიბერი გახლავთ. იგი ლოგიკური მიზეზით ავირჩიე: „ბაიერნთან“ ერთად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა“, – დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.
ბექა დოგრაშვილი
მარტინესი: „ესპანეთის ნაკრებში მოსახვედრად, უნდა ვიშრომო“
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ხავი მარტინესის თქმით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებში მოსახვედრად მას შრომა მოუწევს.
„ესპანეთს ჩინებული მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ბრწყინვალე ფორმაში არიან, ასე რომ, მოდუნების უფლება არ მაქვს. ვიცი, რომ არის არაერთი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად, ჩემს მსგავსად, ასევე ცდილობს „ფურია როხას“ შემადგენლობაში მოხვედრას“, – განაცხადა მარტინესმა.
ალექსანდრე მატევოსოვი
ნეიმარმა „ბარსელონა“ მადრიდს დააშორა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVI ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა რიგებიდან დუბლი გაიფორმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა. სტუმართაგან თავი გამოიჩინა მცველმა მატეო მუსაკიომ.
ნეიმარმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა. პენალტის დანიშვნის მიზეზი მარიოს მიერ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაში გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მუსაკიომ კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ნეიმარმა 68-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 43 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიცია გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ამავე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნასთან“ ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, რითაც მესამეადგილოსან „სამეფო კლუბსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა. მეორე პოზიციაზე 40 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ გახლავთ, რომელიც დღეს „ვალენსიას“ მიიღებს.
რაც შეეხება „ვილიარეალს“, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მე-5 პოზიციაზე დარჩა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVI ტური
„ბარსელონა“–„ვილიარეალი“ 2:1
გოლები: ნეიმარი 30′ (პენ), 68′ – მუსაკიო 48′.
გაფრთხილებები: ნეიმარი 85′ – ტრიხორესი 38′.
ბექა დოგრაშვილი
კასილასმა მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის პროცედურა დაიწუნა
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაჯამა და თქვა, რომ „ფურია როხა“ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილეს და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. კასილასმა არც თავად წილისყრის პროცედურა მოიწონა.
„ხანდახან რთულია იმის გაგება, თუ როგორ ტარდება წილისყრა. ეს განსაკუთრებით კოეფიციენტებს ეხება. მეტოქეებს ჩვენ არ ვირჩევთ. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს თამაში და მოგების იმედია.
არ ვეთანხმები წილისყრის ამგვარ პროცედურას. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით: ჰოლანდიის ნაკრები, რომელმაც შესანიშნავად განვლო შესარჩევი ეტაპი, ჩილეს ნაკრები, რომელთანაც ბოლო სამი წელიწადია, ცუდად ვთამაშობთ.
ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში დავმარცხდით, თუმცა შემდეგ ისეთ გუნდებს მოვუგეთ, როგორებიც გერმანია და იტალია გახლავთ.
ასე რომ, ტურნირი რაც შეიძლება კარგად უნდა დავიწყოთ, რათა სამი ქულა ავიღოთ. ვიცი, რომ ხალხი ესპანეთის ნაკრებს ფავორიტად თვლის, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი მოვიგეთ.
თუმცა, ისიც მესმის, რომ ჩვენი მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ 100 პროცენტით თამაშობენ. ყველას სურს ჩემპიონობა.
ბრაზილიაში იმისთვის მივდივართ, რომ სამხრეთ აფრიკაში მოგებული ტიტული დავიცვათ. ვეცდებით, ხალხმა ჩვენით ისევ იამაყოს. გპირდებით, რომ ამისთვის დიდ ძალისხმევას გავიღებთ და სასურველი შედეგის მიღწევის იმედიც გვაქვს“, – კასილასის სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი
დელ ბოსკე: „ჰოლანდიასთან სერიოზული ბრძოლა გველის“
ინიესტა: „საინტერესო ჯგუფში მოვხვდით“
რობენი: “კასილიასისთვის გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მექნება”
ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი მუნდიალზე იკერ კასილიასისთვის აპირებს გოლის გატანას.
“ბაიერნის” მოთამაშეს ამის შანსი ნამდვილად ექნება. წილისწყრის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლუი ვან გალის ნაკრების მოწინააღმდეგეები ავსტრალიის, ჩილეს და ესპანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.
“კასილიასის კარში გოლის გატანის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. ესპანეთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება, ჩილეს გუნდი კი ყველაზე სახიფათო. მუნდიალის მთავარი ფავორიტი, ჩემი აზრით, ბრაზილიის ნაკრები იქნება” – განაცხადა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთსა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის, არიენ რობენი კასილიასთან პირისპირ დარჩა, თუმცა ესპანელმა მეკარემ ჰოლანდიელს არ გაატანინა.
ესპანეთში ფეხბურთელმა მეტოქე გუნდს ცენტრიდან გაუტანა
ესპანეთის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ვილასარსა” და “ტერსერას” შორის გამართულ შეხვედრაში (3:0), ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.
მარტინო: “მესის და ვალდესის ღირსეული შემცვლელები გვყავს”
ესპანეთი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა
სამი წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იზეიმა. და აი, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ფურია როხა“ ამ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩის 56-ე წუთზე მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს. შეტევა პარკერის დარტყმით დასრულდა – ბურთის კარის ხაზიდან გამოტანას ნაჩო მონრეალი ცდილობდა, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მაოხერხა.
სხვა მომენტებიდან აღსანიშნავია ვიქტორ ვალდესის ტრავმა, რომელიც „ბარსელონას“ მეკარემ მეორე ნახევარში მოედანზე გასვლის შემდგომ მიიღო. ვალდესი პეპე რეინამ შეცვალა, რითაც სამხრეთ აფრიკელთა სათადარიგოთა სკამი უკმაყოფილო დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, მატჩამდე მხარეები მაქსიმუმ ექვსი ცვლილების გაკეთებაზე შეთანხმდნენ, ესპანელებს კი ექვსივე ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდათ.
შესანიშნავი მომენტების მიუხედავად, დელ ბოსკეს ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს, რითაც ბოლო მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.
კასოლრა: “იოზილის “არსენალში” გადმოსვლამ, ფეხბურთელები გაგვაკვირვა”
ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, სანტი კასორლა აცხადებს, რომ მესუთ იოზილი “მეთოფეთა” რიგებში გადასვლამ, გუნდის მოთამაშეები გააკვირვა.
შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ლონდონელებმა გერმანიის ნაკრების მოთამაშეში 50 მილიონი გადაიხადეს.
“იოზილი შესანიშნავი ფეხბურთელია. აშკარაა, რომ მისი მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად ვთამაშობთ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ მესუთი “არსენალში” გადმოვიდოდა, ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით”,- ამბობს კასორლა.