სპორტულმა პორტალმა Eurosport-მა დაასახელა ხუთი კლუბი, რომელთაც საუკეთესო ავტობუსები ჰყავთ.
ლისაბონის “სპორტინგი”
“ინტერი”
“მილანი”
“პარი სენ-ჟერმენი”
მიუნხენის “ბაიერნი”
ყველაზე დაძაბული და უხვგოლიანი თამაში ლისაბონში გაიმართა, სადაც „სპორტინგმა“ გელზენკირხენის „შალკე 04“ მიიღო და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
მე-17 წუთზე ანგარიში სტუმრებმა სლიმანის ავტოგოლით გახსნეს. თერთმეტ წუთში წონასწორობა სარმა აღადგინა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის მე-7 წუთზე მასპინძლები წინ ჟეფერსონმა გაიყვანა, ოც წუთში კი, მეტოქის კარი ლუიშ ნანიმაც აიღო. 88-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – გოლი აოგომ გაიტანა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე სლიმანიმ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ამჯერად გოლი მეტოქის კარში გაიტანა.
საბოლოოდ, 4:2 და 4 ქულით „სპორტინგი“ ჯგუფის მესამე ადგილზე ავიდა და მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსებიც შეინარჩუნა. რაც შეეხება „შალკეს“, გელზენკირხენელები ლისაბონელებს მხოლოდ ქულით უსწრებენ და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გელზენკირხენის “შალკემ” ლისაბონის “სპორტინი” მიიღო და დრამატულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შესძლო.
შალკე 4-3 სპორტინგი
გოლები: ნანი 16′ (0:1) ობასი 34′ (1:1); ჰუნტელაარი 50′ (2:1); ჰიოვედეესი 60′ (3:1); ადრიენ სილვა 64′ ; 78′ (3:3); ჩუპო-მოტინგი 90′ (4:3)
“სპორტინგსა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში ნანიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
“ლორიანის” ფორვარდის ვინსენს აბუბაკარის “სპორტინგში” ტრანსფერი ჩაშლის პირას არის. რამდენიმე დღის წინ ფრანგული პრესა იუწყებოდა, რომ შეთანხმება მალე შედგებოდა, თუმცა ბოლო დროს “სპორტინგი” გარკვეული პრობლემების წინაშე დადგა.
საქმე ფინანსებს ეხება. “ლორიანი” 22 წლის ფორვარდში 10 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო “სპორტინგს” ამ თანის შემცირება სურს.
აბუბაკარმა ლიგა 1-ის გასული სეზონის გათამაშებაში 16 გოლი გაიტანა და წლევანდელი ჩემპიონატის სადებიუტო მატჩშიც მოახერხა “მონაკოს” კარის დალაშქვრა.
ინგლისის ახალგაზრდული გუნდის მცველმა ერიკ დაიერმა “ტოტენჰემ ჰოთსპურში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ჩრდილოლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
20 წლის ფეხბურთელი მანამდე ლისაბონის “სპორტუნგის” ღირსებას იცავდა.
ოფიციალური მხარე ტრანსფერის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა დაიერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.
“ტოტენჰემმა” ლისაბონის “სპორტინგთან” ერიკ დაიერის ტრანსფერზე მოილაპარაკა. ლონდონელები ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეში 5 მილიონ ევროს გადაიხდიან. მოსალოდნელია, რომ მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
დაიერი, რომელიც ახლა 20 წლისაა, ინგლისში დაიბადა, თუმცა 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პორტუგალიაში გადავიდა.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა “სპორტინგის” შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა.
პორტუგალიური „ბენფიკა“ წამყვანი ევროპული კლუბებისთვის ერთგვარ დისტრიბუტორად ჩამოყალიბდა. აქამდე ეს ფუნქცია „პორტუს“ ჰქონდა მორგებული, თუმცა „არწივებმა“ ბოლო პერიოდში მართლაც გამოიჩინეს თავი კარგი სატრანსფერო პოლიტიკით. ხუმრობა ხომ არ არის, უკანასკნელ თვეში „ბენფიკამ“ ტრანსფერების მეშვეობით თითქმის 100 მილიონი ევრო იშოვა.
ევროპაში პორტუგალიურმა კლუბებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ იყიდონ იაფად ფეხბურთელი და რამდენიმე წლის შემდეგ ტოპკლუბში ძვირად გაყიდონ. რამდენიმე წლის წინათ ასეთ ტრანსფერებში „პორტუს“ ბადალი არ ჰყავდა. დღესდღეობით „ბენფიკას“ ფეხბურთელები იმდენად პოპულარულები არიან, რომ ივლისის შუა პერიოდში გუნდი სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. დიდი ალბათობით, აგვისტოს ბოლომდე „ბენფიკას“ კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებს. ასაკის გამო, სხვა კლუბთა მიერ დაინტერესება არ „ემუქრებათ“ მხოლოდ ლიმას, ლუიზაოსა და მაქსი პერეირას.
საინტერესო კითხვაა, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბენფიკაში“?! ნიჭიერი მოთამაშეებისთვის ლისაბონური კლუბი ერთგვარ ტრამპლინად ჩამოყალიბდა. „ბენფიკას“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო კლუბებში გაყიდონ. მაგალითად ისეთი მოთამაშეების დასახელებაც ღირს, როგორებიც არიან რამირესი, დავიდ ლუისი და ფაბიო კოენტრაუ, რომლებიც „ჩელსიში“ და „რეალში“ გაიყიდნენ. ეს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს „ბენფიკას“ მთავარი კოზირი გახლავთ. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეები სიამოვნებით მიდიან პორტუგალიურ კლუბში.
„ბენფიკა“ თავის ფეხბურთელებს ტრანსფერზე არ აყენებს, მყიდველი თავად გამოდის კონტაქტზე. ბუნებრივია, ასეთი სქემა პორტუგალიური კლუბისთვის უფრო მომგებიანია. „ბენფიკა“, „პორტუ“ და „სპორტინგი“ ყველაზე ადვილად ქმნიან უცნობი ფეხბურთელებისგან ნამდვილ ვარსკვლავებს. მაგალითად, „ბენფიკას“ სკაუტები უკანასკნელ სეზონში დიდ ყურადღებას უთმობდნენ სერბ მოთამაშეთა ბაზარს. ყველაზე კარგ საილუსტრაციო მაგალითად „პარტიზანის“ 19 წლის მოთამაშე ლაზარ მარკოვიჩი გამოგვადგება. ლისაბონელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, თითქოს მათ სატრანსფერო პოლიტიკაში მარკოვიჩი არც ეწერებოდა, თუმცა ერთ წელიწადში სერბ ფეხბურთელს ლეო მესის მემკვიდრედ თვლიდნენ და „ლივერპულმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროც გაიღო.
„წელს უფრო მეტმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ვიდრე ჩვეულებისამებრ ხდება ხოლმე, თუმცა ასეთ თანხად გაყიდვა წარმატებაა. დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბები სულ უფრო მეტად ინტერსედებიან ჩვენი მოთამაშეებით“, – ამბობს „ბენფიკას“ თავკაცი ჟორჟე ჟეზუში.
კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, თუ რატომ არ იტოვებს „ბენფიკა“ ამ ფეხბურთელებს თავისთვის?! ასე ხომ წარმატების მეტი შანსი იქნება?! თუმცა, ლისაბონელებს წარმატება არც ახლა აკლიათ. რამდენიმე თვეში აწყობილი გუნდით ჟეზუშმა არამხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატი, არამედ ქვეყნის ორი სხვადასხვა თასი მოიგო, გავიდა ევროპის ლიგის ფინალშიც, სადაც „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. რატომ ელევა კლუბი ასე ადვილად ლიდერებს? საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიური კლუბები მხოლოდ ევროსარბიელიდან და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობენ. მცირე თანხას იღებენ სატელევიზიო ტრანსლაციების და მარკეტინგის ხარჯზე. „ბენფიკაში“ ყველაზე მაღალი ხელფასი გუნდის თავკაც ჟორჟე ჟეზუშს აქვს, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფეხბურთელთა მაქსიმალური ჯამაგირი ერთნახევარი მილიონი ევროა.
ფეხბურთელი | რამდენად იყიდა „ბენფიკამ“ | რამდენად გაყიდა „ბენფიკამ“ | სად გადავიდა |
როდრიგო | 6 მლ ევრო | 30 მლნ ევრო | „ვალენსია“ |
მარკოვიჩი | 10 მლ ევრო | 25 მლ ევრო | „ლივერპული“ |
ობლაკი | 3,9 მლ ევრო | 16 მლ ევრო | „ატლეტიკო“ |
გომეში | – | 15 მლ ევრო | „ვალენსია“ |
გარაი | 5,5 მლ ევრო | 6 მლ ევრო | „ზენიტი“ |
მიტროვიჩი | 1,1 მლ ევრო | 1,8 მლ ევრო | „ფრაიბურგი“ |
14 იანვარს, პორტუგალიაში, “სპორტინგსა” და “მარიტიმოს” შორის გამართულ შეხვედრაში, “სპორტინგის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 19 წლის თავდამსხმელ კარლოს მანემ, რომელმაც მეტოქის კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
როგორც იცით, 13 იანვარს, ციურიხში გამართულ ცერემონიალზე, ოქროს ბურთი მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდუს გადასცეს.
ინტერნეტ-სივრცეში კი გავრცელდა კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ქონდათ “სპორტინგის” აკადემიის ბავშვებს მაშინ, როცა რონალდუს ოქროს ბურთი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუც “სპორტინგის” აღრზდილია და ის ამ კლუბში 1997 წლიდან 2003 წლამდე ირიცხებოდა.
27 ოქტომბერს, “პორტომ” საკუთარ მოედანზე “სპორტინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღნიშული შეხვედრის მიმდინარეობისას, კამერებმა საკმაოდ საინტერესო და სასაცილო მომენტი დააფიქსირეს, რომელსაც თავად ნახავთ.
„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ თავის დროზე შესაძლებელი იყო, კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგიდან“ არა „მანჩესტერ იუნაიტედში“, არამედ ტურინულ კლუბში გადასულიყო.
„სპორტინგთან“ რონალდუს მარსელო სალასთან გაცვლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. სალასი პორტუგალიაში ჩავიდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა და „რივერ პლეიტში“ გადავიდა. ამ დროს გამოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „სპორტინგს“ ისეთი წინადადებით მიმართა, რომ ჩვენ სიტუაციას გამოვეთიშეთ და იდეაზე უარის თქმა მოგვიხდა“, – აღნიშნა მოჯიმ.
ბექა დოგრაშვილი