მატიე: “საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს”

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჟერემი მატიემ ოფიციალურად განაცხადა მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მიიღო ნახსენები გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელს, დეშამსაც აცნობა ამის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მატიემ კომენტარი გააკეთა.

“საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს. ამის შესახებ დეშამს ვაცნობე და მანაც ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი.”

“გეტყვით, რომ როცა ვნახე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა გამოიძახა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, გადავწყვიტე, რომ ეროვნული გუნდი დამეტოვებინა. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნაკრებთან, არაფერზე ვარ ნაწყენი, უბრალოდ დრო მოვიდა,” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

კევინ გამეირო: “ბარსელონასგან” კარგი შემოთავაზება მქონდა, თუმცა “ატლეტიკო” ავირჩიე”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგი თავდამსხმელი, კევინ გამეირო 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ ანდალუსიის “სევილიადან” მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა. 29 წლის სპორტსმენმა პრიმერა დივიზიონის ექვს მატჩში უკვე მოასწრო ორი გოლის გატანა.

გამეირომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქური კლუბის გარდა, “ბარსელონასგანაც” ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ მან “ვისენტე კალდერონზე” ბურთის გორება არჩია.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მათთან სამსახური შემომთავაზა, მაგრამ სიმეონეს შეგირდობა ვარჩიე.”

“რთულია, ხშირად ითამაშო კატალონიურ გუნდში, სადაც სუარესი, მესი და ნეიმარი არიან. ახლა მადრიდში ვარ და ეს ძალიან მიხარია. იმედია, მე და “ჩოლოს” სხვა შეგირდები მწვრთნელთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ,” – განაცხადა გამეირომ.

სუარესი “ბარსელონაში” – 88 გოლი 100 მატჩში; ურუგვაელმა მესის აჯობა, რონალდუს – ვერა!

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “სელტიკს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 7:0 გაანადგურა.

ნახსენები მატჩი მეასე იყო ლუის სუარესისთვის, რომელიც მან “ბარსელონას” მაისურით ჩაატარა. ურუგვაელმა “სელტიკს” გაუტანა. საბოლოო ჯამში, 100 თამაშის შემდეგ სუარესს 88 გოლი დაუგროვდა. ესაა საუკეთესო მაჩვენებელი ას შეხვედრაში გატანილი გოლების მიხედვით, “ბარსელონას” ყველა დროის ფეხბურთელებს შორის.

სუარესმა ნახსენები შედეგით მესის აჯობა – არგენტინელმა პირველ 100 შეხვედრაში, მხოლოდ და მხოლოდ, 41 გოლს მოუყარა თავი. თუმცა, ამ მხრივ, ლუისზე კარგი შედეგი რონალდუს აქვს, რომელმაც “რეალის” მაისურით საწყის ას მატჩში საოცარი შედეგი დააფიქსირა: 96 გოლი!

მუსა დემბელე: “ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან გავნადგურდით”

“ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ, “სელტიკის” თავდამსხმელმა, მუსა დემბელემ კომენტარი გააკეთა.

“საშინელი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან წავაგეთ. მაგრამ რაც მართალია, უნდა ითქვას: “ბარსელონას” ფეხბურთელებს ძალიან ბევრ სივრცეს და სხვა შესაძლებლობებს ვაძლევდით იმისთვის, რომ შეეტიათ. ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლებიც მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ.”

“ბაარსას” მსგავს გუნდებთან თამაშით ბევრ რამეს სწავლობ. ზოგჯერ იტან, ზოგჯერ კი აცილებ პენალტებს,” – განაცხადა დემბელემ.

სუარესი: “მის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია!”

გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტარტი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გოლი ნაკრებში ახალდაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა და მის გუნდს მოაგებინა.

მიუხედავად წაგებისა, ურიგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ლეო აქო და განაცხადა, რომ გახარებულია ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის დაბრუნებით.

“მიხარია, რომ ლეოს ისევ აცვია არგენტინის ნაკრების ფორმა. ის ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.”

“სასიამოვნოა, რომ მესი ისევ ითამაშებს ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მის გარეშე საერთაშორისო შეჯიბრებები და, ზოგადად, ფეხბურთი წარმოუდგენელია!” – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა.

 

რომელი ნომრებით იასპარეზებენ “ბარსელონას” მოთამაშეები ახალ სეზონში?

ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნომრებით ითამაშებენ კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშეები ახალ სეზონში…

მარკ ანდრე ტერ შტეგენი – # 1

ხერარდ პიკე – # 3

ივან რაკიტიჩი – # 4

სერხიო ბუსკეცი – # 5

დენის სუარესი – # 6

არდა თურანი – # 7

ანდრეს ინიესტა – # 8

ლუის სუარესი – # 9

ლიონელ მესი – # 10

ნეიმარი – # 11

რაფინია – # 12

იასპერ სილესენი – # 13

ხავიერ მასკერანო – # 14

პაკო ალკასერი – # 17

ხორდი ალბა – # 18

ლუკას დინიე – # 19

სერხი რობერტო – # 20

ანდრე გომეში – # 21

ალეიქს ვიდალი – # 22

სამუელ უმტიტი – # 23

ჟერემი მატიე – # 24

ხორდი მასიპი – # 25

 

 

“ბარსელონა” მესისა და სუარესს კონტრაქტების გახანგრძლივებას პირდება

კატალონიური “ბარსელონა” ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტების შეთავაზებას აპირებს ლიონელ მესისა და ლუის სუარესისათვის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ალბერტ სოლერმა გაასაჯაროვა.

“ჩვენ უკვე განვახორციელეთ 22 ტრანზაქცია. კონტრაქტები ისეთ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს გაუხანგრძლივდათ, როგორებიც არიან ხავიერ მაშერანო, ბუსკეტსი და ნეიმარი.

მომავალში კი ჩვენ სამომავლო გეგმას რაკიტიჩის, სუარესისა და მესისთვის კონტრაქტების გახანგრძლივება შეადგენს. “ბარსელონა” გაჩერებას არ აპირებს.

მესი და ინიესტა აქ მანამ დარჩებიან, სანამ თვითონ არ მოუნდებათ წასვლა. ისინი ჩვენი სიმბოლოები არიან. გვინდა, რომ მათ კარიერა სწორედ აქ დაასრულონ.”

ლუის სუარესს მშობლიურ ქალაქში ქანდაკება დაუდგეს (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელს, ლუის სუარესს ურუგვაიში, მშობლიურ ქალაქ სალტოში ქანდაკება დაუდგეს.

გახსნის ცერემონიალი, რომელსაც ადგილობრივები ესწრებოდნენ, გუშინ გაიმართა.

1

2

ვის ანიჭებენ ბუკმეიკერები “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში უპირატესობას?

უცხოური გამოცემა, Goal.Com-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებენ ცნობილი ტოტალიზატორის, Paddypower.com-ის ბუკმეიკერები უპირატესობას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიელ, კრიშტიანო რონალდოს აქვს. მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, “ჩემპიონთა ლიგა” და “ევროპის ჩემპიონატი” მოიგო. ამ მომენტისთვის მის გამარჯვებას ნახსენებ ბრძოლაში 1.17 აქვს კოეფიციენტი.

მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი, რომელმაც წელს რონალდოსთან ორი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგო: ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი და შემდეგ “ევროპის ჩემპიონატის” დასკვნითი შეხვედრა. იმას, რომ გრიზმანი ოქროს ბურთს აიღებს, კოეფიციენტი აქვს 6.00.

დანარჩენი ფეხბურთელების შანსები კი ასე გადანაწილდა: ლიონელ მესი (5.50), ლუის სუარესი (6.50). პოლ პოგბასა და გარეთ ბეილს ერთი და იგივე შანსები აქვთ – 26.00. ნეიმარმა შესაძლოა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გაიბრწყინოს. ამიტომ, იმას, რომ სწორედ ბრაზილიელი დაეუფლება ამ ჯილდოს, 34.00 აქვს კოეფიციენტი. მიულერსა და ინიესტას კი  – 51.00.

სუარესი:”ნეიმარი რონალდინიოს მაგონებს”

“ბარსელონას” ფეხბურთელმა, დენის სუარესმა, რომელმაც ამ ზაფხულზე “ვილიარეალიდან” მიაშურა კატალონიურ გრანდს, მის თანაგუნდელ ნეიმარზე ისაუბრა.

“ბლაგურნა” მამაჩემმა შემაყვარა. მასთან ერთად ხშირად ვყურობდი “ბარსას” თამაშებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რონალდინიოს “ბარსელონაზე” გავიზარდე. ბრაზილიელ ფეხბურთელში თანაბრად და მაღალი დოზით იყო ფანტაზია, კარგი დრიბლინგი და ტექნიკა. თანამედროვე ფეხბურთში ნეიმარის თამაში ძალიან მაგონებს რონალდინიოს სტილს.”

“რაც შეეხება მესის, იგი ყველა დროის საუკეთესოა! მისი მსგავსი მოთამაშე არასდროს მინახავს. ის ძალიან ბევრ ინდივიდუალურ რეკორდს ამყარებს. ამავე დროს, ლეო გუნდური მოთამაშეცაა. ის თამაშობს მთლიანად კოლექტივის წარმატებისთვის და მიზანს ხშირად აღწევს,” – განაცხადა სუარესმა.

გვარდიოლას “რეალის” და “ბარსელონას” ვარსკვლავები სურს!

როგორც ბრიტანული გამოცემა “Daily Mirror” იტყობინება, “მანჩესტერ სიტის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერებას ესპანური გრანდების ორი ფეხბურთელით შეეცდება. პირველი მათგანი ლუის სუარესია, რომელშიც “ქალაქელები” 85 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

გარდა ზემოთ ნახსენებისა, პეპს ტონი კროოსიც სურს. ამ უკანასკნელს შედარებით იაფად აფასებენ ინლგისელები და მის სანაცვლოდ მადრიდული გუნდისთვის 63 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ.

პიკე: ” მაშერანოს პენალტის დარტყმა შევთავაზეთ”

როგორც იცით, ხავიერ მაშერანოს ყველაზე სუსტი მხარე გოლების გატანაა (მეტოქის კარში), რისი გამოსწორებაც საკმაოდ მარტივი გზით შეიძლება – არგენტინელმა პენალტები უნდა დაარტყას.

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები 11-მეტრიანიდან არც ისე კარგად არტყამენ, ასე რომ ეს გამოსავალი მართლაც რომ კარგი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშერანომ პენალტების შესრულებაზე უარი განაცხადა.

“მაშერანოს ვუთხარით, რომ პენალტის დარტყმა შეეძლო. თუმცა მან უარი განაცხადა, არ ვიცი თავის თავში არ იყო დარწმუნებული თუ არ უნდოდა.” – განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “რაიოსთან” მატჩში (1-5) პენალტი ლუის სუარესმა შეასრულა. თუმცა ურუგვაელმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა.