ვილი სანიოლი — მწვრთნელი ჰიტცფელდის ფილოსოფიითა და უხერხული განცხადებებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მარჯვენაფლანგელი მცველი ვილი სანიოლი დაინიშნა, რომლის სამწვრთნელო კარიერაც მხოლოდ ოთხ წელს ითვლის. ფრანგმა ბუცები ლურსმანზე 2009 წელს, 32 წლის ასაკში, ხშირის ტრავმიანობის გამო დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩენა გადაწყვიტა.

სანიოლს “ბაიერნში” თამაშის პერიოდში არაერთ წარმატებულ სპეციალისტთან უმუშავია და გასაკვირი არ არის, რომ მან საკმაოდ სწრაფად აუღო ალღო სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკას. სანიოლს მოთამაშის კარიერა სულ ოთხი წლის დასრულებული ჰქონდა, როდესაც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდეს. მან ამ პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში, 2013-დან 2014 წლამდე იმუშავა და საკმაოდ წარმატებულადაც. გუნდმა ცხრა მატჩიდან შვიდი გამარჯვებით, ორი კი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებით 29-6-ზე. მაშინ სანიოლის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც არიან: ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიუკა დინი (“ევერტონი”), ფლორენ ტოვენი (“მარსელი”), ადრიან რაბიო (“იუვენტუსი”), სამიუელ უმტიტი (“ბარსელონა”), იაია სანოგო (“ტულუზა”), ჯეფრი კონდოგბია (“ატლეტიკო”). სანიოლს სათამაშო წყობის ვარირების შესაძლებლობა ეძლეოდა და ხშირად ცვლიდა სქემას 4-4-2-დან ე.წ. “რომბით” – 4-2-3-1.

საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში ვილი სანიოლის წარმატებული შედეგებმა უმალ მიიქცია საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგების კლუბთა ყურადღება. მათ შორის იყო “ბორდოც”, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურდა, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ სანიოლის კანდიდატურას მიიჩნევდა.

“ჟირონდელებმა” ახალბედა სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და რაც მთავარია, შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რესურსებითაც უზრუნველყვეს.

სანიოლმა “ბორდოში” “ბაიერნის” ყოფილი თავკაცის, ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფია მიიტანა:

“მინდა შემტევი გუნდის ხილვა. “ბაიერნში” გავიგე, რომ დიდი შედეგების მისაღწევად მოედანზე თამაშით უნდა ისიამოვნო. ამისთვის კი საჭიროა ბურთის ფლობა და თავისუფლად მოქმედება. ჩემს ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ღირსეულად მართებთ თავიანთი საქმის შესრულება, მაგრამ რა აზრი ექნება ამას, თუ მაყურებელი სიამოვნებას ვერ მიიღებს?”

სადებიუტო სეზონის მეორე ტურში სანიოლის” ბორდომ” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა, თუმცა იმ სეზონში “ჟირონდელებს” ასეთი დიდი სხვაობით აღარ მოუგიათ. “ბორდოში” სანიოლის მუშაობის პირველი წელი დადებითად შეფასდა, გუნდმა წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საზოგადოება შეთანხმდა, რომ ვილი სანიოლისგან კარგი მწვრთნელის დადგომა შესაძლებელი იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თავადვე შეილახა იმიჯი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არა შედეგებით, არამედ თავისი განცხადებებით “მოახერხა”.

“სანამ “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი ვიქნები, აფრიკელ ფეხბურთელებს ნაკლებად შევიძენთ. არ მინდა, რომ ყოველ ორ წელიწადში აფრიკის თასის გამო ნახევარი გუნდი დავკარგო. აფრიკელი მოთამაშეების მთავარი უპირატესობები დაბალი ხელფასი, სიიაფე, მებრძოლი ხასიათი და ფიზიკური ძალაა, მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, ინტელექტი და დისციპლინაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული”, – თქვა სანიოლმა.

ამ განცხადების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი ბევრმა აითვალწუნა, მას რასიზმში დასდეს ბრალი და აფრიკული წარმომავლობის ფეხბურთელები მომდევნო ტურის ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ.

“ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა ან მისმა არასწორად ფორმულირებამ ვინმე შეურაცხყო ან გაანაწყენა. ბოდიშს ვიხდი. მე მხედველობაში მხოლოდ ფეხბურთი მქონდა. ინტელექტის თაობაზე ჩემი სიტყვები მხოლოდ ტაქტიკურ განსწავლულობას ეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების დონეს”, – თავი იმართლა მოგვიანებით სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი უხერხული განცხადება მსაჯის მიმართ იყო ნათქვამი, რის გამოც ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. სანიოლმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამჯერადაც სცადა თავის მართლება:

“ეს ხუმრობა იყო, რომელიც არასწორად გაიგეს. ის მსაჯის მიმართ ვთქვი, მაგრამ იმ კომენტარში რაიმე სახის რისხვა ან აგრესია არ ჩამიდია. ეს იყო უბრალოდ ვაზელინთან დაკავშირებული სახალისო ამბავი… ხედავთ? თქვენც გეცინებათ. ჩემი აზრით, ამ სიტყვებში საწყენი არაფერია. სადისციპლინო კომიტეტს განმარტებები მივეცი, მაგრამ ჩემს საქმეს მოწყენილი და იუმორს მოკლებული ხალხი განიხილავდა”.

ვილი სანიოლს პოზიტიურად აღარ უყურებდნენ, “ბორდომ” შედეგებიც გააუარესა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სანიოლს 2015-2016 წლების სეზონი “ბორდოში” აღარ ჩაამთავრებინეს.

ამის შემდეგ ვილი სანიოლს სამუშაოდ აღარ იწვევდნენ, ფრანგმა თავისი სიტყვებით თითქოს კარიერა მოისპო კიდეც. სანიოლი ერთი წელი უსაქმოდ იყო, შემდეგ კი შანსი მისცეს იქ, სადაც უყვართ – მიუნხენის “ბაიერნში”. 2017 წელს ბავარიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ სანიოლი თანაშემწედ მიიწვია, თუმცა მათი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სანიოლის მისვლიდან ორ თვეში იტალიელი სპეციალისტი გაათავისუფლეს, ფრანგმა კი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ ბავარიელები მასში დიდ პოტენციალს ვერ ხედავდნენ და ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა დღე გააჩერეს, შემდეგ კი იუპ ჰაინკესი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანეს. იმ რვა დღეში “ბაიერნმა” სანიოლის” ხელმძღვანელობით ერთი მატჩი ჩაატარა – გუნდმა “ჰერტასთან” ფრედ, 2:2 ითამაშა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ წყვეტაა. მას შემდეგ ფრანგი ძირითადად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი მწვრთნელ სანიოლს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეძლევა.

“ლოკომოტივმა” “კოლხეთი” დაამარცხა და ცხრილში წინ წაიწია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “კოლხეთს” დაუპირისპირდა.

ანგარიში დედაქლაქელებმა გახსნეს. მე-17 წუთზე ოთარ კობახიძემ გამოიჩინა თავი. თუმცა, 32-ეზე ილია მიხაილოვმა გაათანაბრა. “რკინიგზელებმა” მაინც შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა: 37-ზე ოთარ კობახიძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკო” 18 ქულით მეექვსე ადგილზეა. ხოლო, ფოთელებს 14 ქულა აქვთ და მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

 

ესპანელი ფეხბურთელები თბილისის “დინამოში” სინჯებზე იმყოფებიან

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართეს.

უამინდობის გამო სამწვრთნელო შტაბმა ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში ჩაატარა. დღევანდელ ვარჯიშს არაერთი ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც ეროვნულ, ახალგაზრდულ და 18 წლამდე ნაკრებებში არიან მიწვეულნი. ვარჯიშზე არ გახლდათ ასევე მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავაც, რომელიც ეს დღეები სამწვრთნელო PRO ლიცენზიის მორიგ ეტაპს გადის.

საგულისხმოა, რომ წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ ესპანეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები. 29 წლის ფორვარდი ბორის გაროსი და 22 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ კიერემე. ბორის გაროსი ბოლოს რეკრეატივო უელვაში გამოდიოდა, ხოლო განელი წარმოშობის ალექს კიერემე საფეხბურთო კლუბ გავაში ასპარეზობდა. იგი ალბასეტეს სკოლის აღზრდილია და მანამდე სწორედ ამ გუნდში თამაშობდა. სანაკრებო პაუზის პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება მათ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი, 25 წლის ცენტრალური მცველი კარლეს მასი, რომელიც ჟირონას ღირსებას იცავდა, საწვრთნელ პროცესს ხვალ შეუერთდება.

Fcdinamo.Ge

ქართული დერბი: პრევიუ

პარასკევს 25 მაისს, ქუთაისში მორიგი ქართული დერბია. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 69- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 68 მატჩიდან,  35- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 17 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 115/63 თბილისელთა სასარგებლოდაა.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 14- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის დინამო არენაზე 2018 წლის 1 აპრილს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა.

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.

Fcdinamo.Ge

“ლოკომოტივმა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 20 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი, 72-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.

დინამო თბილისთან, სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, ჭაღიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული დავით სამურკაოსვის ადგილი ლუკა კიკაბიძემ დაიკავა, რომელიც 3 ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა.

ტორპედოსთან დაპირისპირება ორთაბრძოლებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარში მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. პირველ შემთხვევაში გავაშელიშვილს შეეძლო გატანა.

მოედნის ცენტრიდან, ლოკოს მე-9 ნომერს ლუკა კიკაბიძემ კარგი პასი მისცა, გავაშელიშვილმა ერთი ფეხბურთელი მოატყუა და დაარტა, თუმცა ბურთი გიორგი გურულს შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.

გატანა შეეძლო თორნიკე ძებნიაურსაც, მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, ლოკომ კარგი მომენტი შექმნა. თეიმურაზ შონიამ მეტოქის საჯარიმოსთან კარგად ითამაშა და საჯარიმოში მარტო მყოფი ჯიქია მოძებნა, რომელმაც კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კვასხვაძის კარს მცირე მანძილით აცდა.

72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში თავური დარტყმით ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 23 წლის ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, ლოკომ და ტორპედომ მომენტები გაცვალეს. დავით ჯიქიასა და ლევან კუტალიას დარტყმები სახიფათო, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ჭაღიაშვილმა სამივე ცვლილება გამოიყენა. გოლის ავტორის ნაცვლად, 79-ე წუთზე, თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო.

89-ე წუთზე, ოთარ კობახიძე თეიმურაზ ღონღაძემ შეცვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოედანზე ლაშა ოზბეთალაშვილი შევიდა, რომელმაც დავით ჯიქია შეცვალა. ოზბეთელაშვილისთვის, ტორპედოსთან მატჩი, ლოკომოტივის მაისური სადებიუტოა.

12 ტურის შემდეგ, ლოკოს 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. ხოლო, “ტორპედო” 17 ქულით მეხუთეა.

ინტერვიუ კიტეიშვილთან: “ევროთასებზე გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები ეს ახალგაზრდა თანაგუნდელებს გავუზიარო”

ხუთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა – ასეთია ოთარ კიტეიშვილის მონაგარი ეროვნული ლიგის პირველ წრეში – ცხრა მატჩში. ეს კი სრულიად საკმარისი მონაგარი და მიზეზია საიმისოდ, რომ დინამო თბილისის კაპიტანი ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულიყო. ოთარი ჩვენი Eliga.Ge-ს სტუმარია.
რას ნიშნავს შენთვის დინამოს კაპიტნობა?

დინამო უდიდესი ქართული კლუბია და მისი კაპიტნის სამკლავური არაერთ სახელოვან ქართველ ფეხბურთელს უტარებია. დღეს ამ პატივის ღირსი მე ვარ და კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს ნდობა გავამართლო და თანაგუნდელებისთვის მისაბაძი ვიყო.

ახალ სეზონს დინამო კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული შემადგენლობით შეხვდა. როგორი პერსპექტივა აქვს ამ ფორმაციის გუნდს?

მიმაჩნია, რომ დინამოს სწორი გეზი აქვს აღებული. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც ნდობა და გამოცდილება სჭირდებათ. ისინი ტურიდან ტურამდე აუმჯობესებენ თამაშის ხარისხს. ამ ბიჭებთან ერთად დინამოს ბევრის მიღწევა შეუძლია როგორც საშინაო ასპარეზზე, ასევე ევროტურნირებზე. თავად ამ ბიჭებს კი შემდგომში მაღალი დონის ევროპულ კლუბებში მოხვედრის კარგი პერსპექტივა აქვთ.

პირველ წრეში გატანილი გოლებიდან და შესრულებული საგოლე გადაცემებიდან რომლებს გამოარჩევ?

საჩხერის ჩიხურასთან გატანილ ჯარიმას და საგოლე პასს გორის დილასთან – ჩემი გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა თანაგუნდელს გატანაში ეხმარები, მაგრამ არ დავმალავ და მაშინ უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა თავად გამაქვს ეფექტური გოლი.

პირველ წრის გადამწყვეტი მატჩი დინამო-საბურთალო გამოდგა. თბილისურ დერბიში მოპოვებული გამარჯვებით პირველი წრის ჩემპიონი საბურთალო გახდა.

ეს ძალიან გულდასაწყვეტი შეხვედრა იყო. არ უნდა წაგვეგო, მაგრამ რაც იყო, იყო… გამიხარდებოდა, პირველი წრე ლიდერის რანგში დინამოს დაესრულებინა, მაგრამ ეს საგანგაშო ამბავი არ არის. საბურთალოს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით და შევეცდებით, ლიდერობა უმოკლეს დროში მოვიპოვოთ. ზედმეტიც არის იმაზე საუბარი, რომ დინამოს მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა.

ახლოვდება ევროთასები… რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს დინამოს ქომაგს ევროპის ლიგაზე?

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ კარგია ჩვენი ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. გუნდი ევროსეზონს შეთამაშებული, იდეალურ კონდიციებთან მიახლოვებული ხვდება, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოახლოვებულ ევროპის ლიგაზე დინამო ქართველ გულშემატკივრებს გაახარებს. ევროთასებზე გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვებული მაქვს და შევეცდები, ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებს ყველა ფსიქოლოგიური ბარიერი გადავალახინო.

ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩებიდან შენთვის ყველაზე წარმატებული რომელი იყო?

ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე, დინამომ სომხურ ალაშკერტს უმასპინძლა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შევედი, ანგარიში გავხსენი და დინამომ, საბოლოოდ, 2:0 გაიმარჯვა.

Eliga.Ge

გოლების წვიმა თბილისში: “საბურთალომ” “კოლხეთი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” “მიხეილ მესხზე” ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

ანგარიში 23-ე წუთზე ბექა გვარაძემ გახსნა. ზუსტად რვა წუთში თორნიკე გორგიაშვილმა დედაქალაქელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში ვაგნერ გონსალვეშმაც შეაგდო თავისი ბურთი. 64-ე წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მეხუთე გოლის ავტორი კი დიმიტრი ტატანაშვილი გახდა. საბოლოოდ, 5-0 თბილისელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 27 ქულით პირველია. ხოლო, მეგრულ გუნდს ცხრა ქულა აქვს და მეშვიდე საფეხურზეა.

 

“საბურთალომ” “სიონი” კოხრეიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე წრემ აიღო სტარტი. მეათე ტურის პირველი მატჩი “მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის “სიონსა” და თბილისის “საბურთალოს” შორის გაიმართა.

შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. 33-ე და 39-ე წუთებზე გიორგი კოხრეიძემ ბოლნისელთა კარი ორჯერ აიღო. პირველ შემთხვევაში ახლაგაზრდა თავდამსხმელს ასისტენტობა გიორგი რეხვიაშვილმა გაუწია, ხოლო შემდეგ კი, ამავე როლში თორნიკე გორგიაშვილი მოგვევლინა. საბოლოოდ, გათამაშების ლიდერმა ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.

ამ მარცხის შემდეგ “სიონმა” ზედიზედ მეოთხედ წააგო და ახლა შვიდი ქულით ცხრილში მერვეა. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ის მეორეადგილოსან “დინამოს” ხუთი ქულით უსწრებს, თუმცა ამ უკანასკნელს მეათე ტურის მატჩი არ ჩაუტარებია – იგი ხვალ “რუსთავს” შეერკინება.

 

Eliga.Ge-ს ფოტო (დარედაქტირებული)

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური: “კოლხეთმა” “ლოკომოტივს” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურმა აიღო სტარტი. “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩის მეშვიდე ანგარიში თეიმურაზ შონიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა და “ლოკომოტივი” წინ გავიდა. ზუსტად ცხრა წუთში, უკვე დედაქალაქელების კართან დაინიშნა პენალტი, რომელიც იაროსლავ კვასოვმა გამოიყენა – 1-1. 25-ე წუთზე გიორგი კილასონიამ საერთოდ წინ გაიყვანა “კოლხეთი”. მეორე ნახევარში “რკინიგზელებმა” კიდევ ერთი გოლი გაუშვეს – მისი ავტორი ილია მიხაილოვი გახდა (67 წთ.). საბოლოოდ, “კოლხეთმა” ანგარიშით, 3-1 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ ფოთური გუნდი შვიდი ქულით მერვე პოზიციაზეა. ხოლო, “ლოკოს” ოთხი ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

 

 

თბილისური დერბი “საბურთალომ” მოიგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერმანეთს თბილისის “დინამო” და თანაქალაქელი “საბურთალო” დაუპირისპირდნენ.

მატჩს პრინციპული დატვირთვა ჰქონდა, რადგან გუნდები პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან და ორივე მათგანს 12 ქულა ჰქონდათ. ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა: თორნიკე გორგიაშვილმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და იგი შორეულ კუთხეში ლამაზად ჩაახვია. საბოლოოდ, ეს გოლი ამ შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა და მატჩიც ანგარიშით, 0-1 დასრულდა.

“დინამოზე არენაზე” მარცხის შემდეგ, ამ თამაშის მასპინძელ გუნდს 12 ქულა დარჩა და მეორე ადგილზეა. ხოლო, “საბურთალო” 15 ქულით პირველია.

 

“ლოკომოტივის” პირველი გამარჯვება – “რკინიგზელებმა” “საბურთალოს” მოუგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩები შედგა. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “საბურთალომ” თანაქალაქელი “ლოკომოტივი” მიიღო.

თბილისურ დერბიში ანგარიში 57-ე წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. ზუსტად 14 წუთში “რკინიგზელებმა” მეორე გოლიც გაიტანეს. ამის გაკეთება მამია გავაშელიშვილმა მოახერხა. მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე რომან ჭანტურიამ საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.

ეს გამარჯვება “ლოკომოტივისთვის” მიმდინარე ჩემპიონატჩი პირველია. მას ახლა ოთხი ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა. “საბურთალოს” 12 ქულა დარჩა და, ჯერჯერობით, პირველ ადგილს იკავებს.

ქართული დერბი თბილისის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტოპრედო” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მალე ეს ანგარიშზეც აისახა. მე-12 წუთზე ოთარ კიტეიშვილი უეტვდა, მან საჯარიმოში მყოფ ბუდუ ზივზივაძეს გააყოლა ბურთი, რომელმაც როინ კვასხვაძეს გაუტანა. პირველივე ტაიმის მესამე დამატებით წუთზე ივანიშვილი ცდილობდა ახლოდან შეგდებას, თუმცა მას წინ გამოსულმა მეკარემ და მცველებმა არ აცადეს ამის გაკეთება. დედაქალაქელთა შემტევმა უკან მდგომ ზივზივაძეს გადასცა ბურთი, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

საბოლოოდ, დაპირსიპირება ანგარიშით, 2-0 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, “ტორპედოს” ექვსი ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.