როგორ აღნიშნეს ოქრიაშვილმა და თანაგუნდელებმა “კრასნოდარის” გამარჯვება? (ფოტო)

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” საკუთარ მოედანზე “როსტოვს”
დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მესამოცე წუთიდან ჩაერთო თამაშში. “კრასნოდარმა” “როსტოვს”, ანგარიშით, 2-1 მოუგო.

ოქრიაშვილმა და მისმა გუნდელებმა ასე აღნიშნეს წარმატება

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი “მარსელის” ღირსებას დაიცავს

ინფორმაცია, რომელიც FANEBI.COM-მა რამოდენიმე საათის წინ დაანონსა გაოფიციალურდა – საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას ფრანგულ “მარსელში” გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი აქამდე ბელგიური “გენკის” რიგებში ირიცხებოდა.თორნიკეს “შახტარის” მაისურით უკრაინის ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები.

გიორგი გველესიანი:”დინამო” ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება!”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის “დინამო” დატოვა ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა. 25 წლის მოთამაშე თბილისურ გუნდში ათწლიანი ასპარეზობის შემდეგ, უკრაინულ კლუბში, ლუცკის “ვოლინში” გადავიდა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გველესიანს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა…

 – პირველ რიგში, რა იყო “დინამოს” დატოვების მთავარი მიზეზი?

– “დინამოდან” წამოსვლის მიზეზებზე ბევრჯერ ვისაუბრე და აღარ მინდა კონკრეტულ დეტალებზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. თბილისური კლუბი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება. მხოლოდ ერთს ვიტყვი, “დინამოდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.

– რა მოგცათ დედაქალაქურმა კლუბმა ამ 10 წლის მანძილზე?

– აქ გატარებულმა ათმა წელმა მომცა უდიდესი გამოცდილება, როგორც ფეხბურთელს, ასევე ადამიანს. “დინამოდან” წამოსულს არსად გამჭირვებია თავის გამოჩენა და ეს სწორედ ამ კლუბის სკოლის დამსახურებაა.

– გქონდათ თუ არა ლუცკის “ვოლინის” გარდა სხვა შემოთავაზებები და რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?

– ახლა ყველაფერს დეტალურად გიამბობთ… როდესაც “დინამო” დავტოვე, ყოველდღე მირეკავდნენ ქართული კლუბების წარმომადგენლები და მათ გუნდებში თამაშს მთავაზობდნენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მაგარამ ამ ზაფხულზე გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის უფრო უპრიანი უცხოეთში წასვლა იქნებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლვოვის “კარპატის” წინადადება. მარტივად რომ აგიხსნათ, მათი შემოთავაზება ასე ჟღერდა: “ჩამოდი, ერთი მატჩი ითამაშე და ხელშეკრულებას გაგიფორმებთ.” ჩავედი ლვოვში, ჩავატარე შეთანხმებული შევხედრა და არ დამიტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. მიუხედავად ამისა, ისე არ მოხდა ყველაფერი, როგორც იყო დაგეგმილი, რადგან მწვრთნელი შეიცვალა გუნდში. შემდეგ იმასთანაც მომიწია თავის გამოჩენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ხელმძღვანელიც მალევე მოხსნენს თანამდებობიდან და კიდევ ახალი დამრიგებელი მოვიდა. მე პირდაპირ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიეღო ჩემთან დაკავშირებით. მან მთხოვა, შეკრებაზე გავყოლოდი და იქ დამაკვირდებოდა; მხოლოდ ამის შემდეგ მეტყოდა, დამტოვებდა გუნდში თუ არა… მე მაშინვე უარი ვუთხარი და ლუცკის “ვოლინის” შემოთავაზებას დავთანხმდი.

“ვოლინთან” ხელშეკრულება გავაფორმე, თუმცა ველოდები, როდის მისცემენ გუნდს ფეხბურთელის ოფიციალურად დამატების უფლებას. აქვე გეტყვით, რომ უკრაინული გუნდის გარდა, რამდენიმე სხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ჩემი პრიორიტეტი უკრაინის ჩემპიონატია. აქ სეზონის განმავლობაში ბევრ ძლიერ მეტოქეს შევხვდებით და ეს ჩემს, როგორც ფეხბურთელის, განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 – რა მიზნებისთვის იბრძოლებს “ვოლინი” ამ სეზონში?

– ამ სეზონში ჩვენ მიზნად დაგვისახეს, მინიმუმ, “ევროპის ლიგის” ზონაში მოხვედრა.

 – უკრაინის ჩემპიონატში გადასვლა, თქვენი აზრით, როგორ აისახება სანაკრებო კარიერაზე?

– ჩემი აზრით, თუ აქ თავს კარგად წარმოვაჩენ, ძალიან გაიზრდება იმის შანსები, რომ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გამომიძახონ და ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა.

“ესკიშეჰირსფორმა” თორნიკე ოქრიაშვილი წარადგინა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თურქულ “ესკიშეჰირსფორში” გააგრძელებს.

დღეს თურქულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

ოქრიაშვილი “ესკიშეჰირსფორში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. თურქულ კლუბს 22 წლის ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვაც შეეძლება, რისთვისაც 2.5 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

ცნობისათვის, “ესკიშეჰირსფორი” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულით უკანასკნელ ადგილზე იმყოფება.

 

თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს “გენკის” ვარჯიშზე არ გამოცხადდა

ბელგიური “გენკის” ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადდა. შემტევმა ნახევარმცველმა კლუბში წერილი გაგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მას გრიპი აქვს.

თუმცა, როგორც გამოცემა HLN წერს, ოქრიაშვილს გრიპი არ აქვს და ის ვარჯიშზე იმიტომ არ მივიდა, რომ უთამაშებლობით უკმაყოფილოა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გენკის” სპორტული დირექტორი დიმიტრი დე კონტე ოქრიაშვილსა და მის აგენტს შეხვდება. ბელგიური ვებ-გვერდების ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი მალე კლუბს დატოვებს.

თორნიკე ოქრიაშვილმა “დინამოს” თამაშზე კომენტარი გააკეთა

როგორც იცით, გუშინ ევროპა ლიგის საკვალფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამომ” აზერბაიჯანული “გაბალა” 2-1 დაამარცხა.

გუშინდელ დაპირისპირებას საქარათველოს ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი გამოეხმაურა.

Снимок

თორნიკე ოქრიაშვილმა “გენკს” მოაგებინა (ვიდეო)

9 მაისს, ბელგიის ჩემპიონატში “ზულტე-ვარეგმმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ “გენკმა” სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლის წყალობით გაიმარჯვა – ოქრიაშვილმა მასპინძელთა კარი 88-ე წუთზე დალაშქრა.

“გენკმა” ოქრიაშვილი სახლში გაუშვა

ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, “გენკმა” ვარჯიშზე მისული ქართველი ლეგიონერი, თორნიკე ოქრიაშვილი სახლში გაუშვა.

წყაროს ცნობით, 23 წლის შემტევი საწვრთნელ პროცესში ჩაება, თუმცა თვალის ანთებამ შეაწუხა და ამის გამო, მკურნალობაც სჭირდება.

რაც შეეხება ბელგიური გუნდის მეორე ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ზარანდიას, მან ორთვიანი ტრავმის შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო ვარჯიში.

მიმდინარე სეზონში, ოქრიაშვილმა შიდა ჩემპიონატში 22 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.

ოქრიაშვილის “გენკმა” “ბევერენს” 7 გოლი გაუტანა

ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფის მეხუთე ტურის შეხვედრაში “გენკმა” საკუთარ მოედანზე “ვაასლანდ-ბევერენს” უმასპინძა და მეტოქეს ანგარიშით 7:1 სძლია.

გოლების ფეირვერკში მონაწილეობა ვერ მიიღო საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც განაცხადში კი იყო, მაგრამ ალექს მაკლიშმა მას მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა.

“გენკის” განაცხადში არ ყოფილა ლუკა ზარანდია.

ოქრიაშვილი “გენკს” დაუბრუნდა

ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხე ტურში “გენკმა” საკუთარ მოედანზე “მეხელენს” უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი კი 57-ე წუთზე მილინკოვიჩ-სავიჩმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების და “გენკის” შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა.

“გენკმა” ოქრიაშვილის გარეშე მოიგო

ბელგიის პრო ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში “გენკი” “ვაასლანდ-ბევერემს” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა (2:0).

სტუმართა შემადგენლობაში არ უთამაშია ტრავმირებულ თორნიკე ოქრიაშვილს. განაცხადში არც კლუბის მეორე ქართველი, ლუკა ზარანდია ყოფილა.

ბელგიის ჩემპიონატში რეგულარული სეზონის დასრულდა. პლეი-ოფში კი “გენკი” ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

როგორ მოატყუა თორნიკე ოქრიაშვილმა ბასტიან შვაინშტაიგერი (ვიდეო)

29 მარტს, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (0:2), თორნიკე ოქრიაშვილმა ბასტიან შვაინშტაიგერი ლამაზი ფინტით მოატყუა.