“ბაიერნის” დირექტორი: “ფანები ამას არასოდეს გვაპატიებენ”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერელები” გააფრთხილა, რომ ისინი იგივე შეცდომის დაშვებას აღარ აპირებენ და ყველაფერს გააკეთებენ ტომას მიულერის შესანარჩუნებლად.

“გულშემატკივრები შვაინშტაიგერის წასვლამ ძალიან გაანაწყენა, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ, რომ ის უკვე 32 წლის იყო და ახალი გამოწვევებისკენ მიისწრაფვოდა.

მაგრამ თუ ახლა, ამ მომენტში ტომას მიულერსაც გავუშვებთ “მანჩსტერში”, ამას ჩვენი ფანები და გუნდის წევრები არასოდეს გვაპატიებენ.

მიულერი კრიშტიანუსაგან განსხვავებული, საპირისპიროა. ის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი. მიულერი ჩვენი დნმ-ს შემადგენელი ნაწილია.” – განცხადა ედმანდ შტოიბერმა.

კარლო ანჩელოტიმ ტომას მიულერსა და მარიო გიოტცეზე ისაუბრა

“ბაიერნის” ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ტომას მიულერი ბოლო დროს ზედმეტად გადაიღალა და რომ მას აუცილებლად ესაჭიროება შვებულება.

“ტომასს უკვე ვესაუბრე, მას დასვენება ესაჭიროება, რადგანაც ძალიან ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხოლო როდესაც ის დაბრუნდება, კვლავ გუნდის ლიდერი გახდება.”

“პაპა კარლოს” მარიო გიოტცეს მომავალზეც ჰკითხეს – “ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ – მარიო გიოტცე კვლავ “ბაიერნის” ფეხბურთელია.

დიახ, მე ვესაუბრე მარიო გიოტცეს, თუმცა ეს პირადი საუბარი იყო.”

რუმენიგე: „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიულერში რეკორდულ თანხას გვთავაზობდა“

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღიარა, რომ 2015 წელს მიუნხენურმა კლუბმა თავდამსხმელი ტომას მიულერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რეკორდული თანხის სანაცვლოს არ გაუშვა.

„მიულერი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის მიუნხენის გვერდით დაიბადა, აქ განათლება მიიღო და გულშემატკივართა თვალში გმირი გახდა. გასულ წელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ არანორმალური წინადადება ჰქონდა, მაგრამ მას არ გადავხედეთ. თანსხმობის შემთხვევაში, მსოფლიო ფეხბურთსთვის რეკორდულ თანხას მივიღებდით“, – ციტირებს რუმენიგეს FAZ.

“მანჩესტერი” მიულერის გაფორმების იმედს არ კარგავს

“მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ იმედოვნებს, რომ “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველის გაფორმებას შეძლებს.

Kicker-ის ინფორმაციით, ორი წარუმატებელი მცდელობისა, “მანკუნიანელები” მესამეჯერ ცდიან.

“წითელი ეშმაკები” მზად არიან, თომასს ხუთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ, “ბაიერნს” კი 50 მილიონი.

ყველაფრის მიუხედავად, “რეკორდმეისტერები” არ აპირებენ მიულერთან განშორებას.

Sport1.de: “მანჩესტერი” მიულერის სანაცვლოდ 100 მლნ ევროს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნიდან” ბასტიან შვაინშტაიგერის გადმობირების შემდეგ გერმანული კლუბის კიდევ ერთი ლიდერის დამატებას შეეცდება.

გერმანული ინტერნეტპორტალი Sport1.de იუწყება, რომ “წითელი ეშმაკები” ტომას მიულერის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ბავარიული კლუბისთვის წინადადებით მიმართვას აპირებენ.

წყაროს თანახმად, ინგლისელები მზად არიან, 25 წლის გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. თავად მიულერთან ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

 

“მანჩესტერ იუნაიტედი” ტომას მიულერზე ფიქრობს

Independent-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელ ტომას მიულერით დაინტერესდა.

ინგლისური კლუბი აპირებს, ბავარიელებს გერმანელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართოს.

როგორც მოგეხსენებათ, “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი 2009-დან 2011 წლამდე “ბაიერნში” მუშაობდა და მიულერს კარგადაც იცნობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედს” 25 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 30-40 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაუჯდება.

გარდა ამისა, კლუბმა შესაძლოა ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხიც მოიწვიოს. ეს იმ შემთხვევასი მოხდება, თუ დავიდ დე ხეა “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს.

 

მიულერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის იმედს არ კარგავს

მიუნხენის „ბაიერნის“თავდამსხმელ თომას მიულერს უეფას ჩემპინთა ლიგის ფინალში გასვლის იმედი არ დაუკარგავს.

„ჩვენ „ბაიერნი“ ვართ და რევანშის აღებას შევეცდებით. ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი – „ბარსელონაში“ ყველაფერი ისე ვერ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა, თუმცა იმედი მაინც არ დაგვიკარგავს.

ვერ ვიტყვით, რომ ეს ისეთვე სიტუაციაა, როგორიც „პორტუსთან“ იყო, მაგრამ მიზენი თთქმის იგივეა.

ჩვენ უკვე ბუნდესლიგის გამარჯვებულები ვართ და ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების შემთხვევაშით, ჩნებული სეზონი გამოგვივიდა. ყველა ტრავმის გათვალისწინებით, თასისა და ჩემპიონთა ლიგის ანხევარფინალში გასვლა და ბუნდესლიგის მოგება, ფანტასტიკური შედეგია“, – განაცხადა მიულერმა.



მიულერი: “პორტუმ ავტობუსი წარმატებით გააჩერა”

“ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა “პორტოსთან”(3:1) წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

“ჩვენ მართლაც ცუდად დავიწყეთ ეს მატჩი,”-განაცხადა გერმანელმა.

“მას შემდეგ, რაც 2:0 გახდა, თამაში კარგად დავიწყეთ, შესვენების შემდეგაც მშვენივრად განვაგრძეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა”.

“თავის მხრივ, “პორტომ” ავტობუსი წარმატებით გააჩერა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სამი გოლი გავუშვით”.

“მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ “ბაიერნი”, რომელიც არანაირ ანგარიშს შეუშინდება. მეტოქე გერმანიაშია ჩამოსასვლელი, სადაც გულშემატკივრების იმედი გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ არ გავუშვებთ, ორი გოლითაც გავდივართ,”-განაცხადა მიულერმა.

თომას მიულერი: “შერეული გრძნობები მაქვს”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) “ბუნდესთიმის” ერთ-ერთმა ლიდერმა თომას მიულერმა შეაფასა, რომელმაც “ჯვაროსნების” კარში მეორე გოლი გაიტანა.

“ჩემი აზრით, ჩვენი წარმატების გასაღები ის იყო, რომ მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გავატარეთ. ყოველთვის ზუსტ გადაცემებს ვერ ვაკეთებდით, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. მეორე ტაიმში უფრო იოლად თამაში შეგვეძლო. შერეული გრძნობები მაქვს, რადგან მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ გოლი ვეღარ გავიტანეთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, კარგია, რომ ცხრილში ზემოთ ავიწიეთ”, – აღნიშნა მიულერმა.

 

ტომას მიულერი: “რა საჭიროა ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც გიბრალტარია?!”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” ნახევარმცველმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ ასეთ სუსტ გუნდებთან თამაში ძლიერ ნაკრებებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არც გულშემატკივრების მხრიდან იწვევს დიდ ინტერესს.

“ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ასეთი მატჩების ჩატარება სულაც არ არის სასიამოვნო. ფეხბურთის ქომაგებს ასეთი შეხვედრები არ აინტერესებთ. საერთოდ რა საჭიროა ასეთი მატჩების ჩატარება?!” – ციტირებს მიულერის სიტყვებს “ბილდი”.

 

ცსკა 0-1 ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური, მოსკოვში, ცსკა-სა და ”ბაიერნის” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც გამარჯვება მიუნხენელებს ხვდა წილად. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი ტომას მიულერი გახლავთ.

გოლი: ტომას მიულერი 22′ 0-1 (პენ.).

რა გაუკეთა ტომას მიულერმა მეტოქეს

გერმანიისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ტომას მიულერმა მეტოქე გუნდის მოთამაშე შონ მალონი ასეთი ხერხით შეაჩერა.

1

2

3